არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შესაწირავები, რომლებიც სიამოვნებს ღმერთს

შესაწირავები, რომლებიც სიამოვნებს ღმერთს

შესაწირავები, რომლებიც სიამოვნებს ღმერთს

ეს ისტორია არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენია. დედოფალმა ღოთოლიამ მზაკვრობითა და მკვლელობით ჩაიგდო ხელში იუდას სამეფო ტახტი. ის ცდებოდა, როცა ფიქრობდა, რომ ყველა მემკვიდრე თუ მოკვდებოდა, მეფობა მას დარჩებოდა. სხვა ქალმა კი, კერძოდ, მეფის დამ, იეჰოშებაყმა, რომელსაც ძალიან უყვარდა იეჰოვა და მისი კანონები, გაბედულად გადამალა პატარა მეფისწული იოაში. იეჰოშებაყი და მისი ქმარი, მღვდელმთავარი იეჰოიადაყი, ექვსი წელი მალავდნენ მემკვიდრეს ტაძარში (4 მეფეთა 11:1—3).

იმ დროისათვის, როცა იოაში შვიდი წლის გახდა, მღვდელმთავარმა იეჰოიადაყმა თავისი გეგმის განხორციელება დაიწყო სამეფოს სათავეში უკანონოდ მოსული დედოფლის ტახტიდან გადმოსაგდებად. მან გამოიყვანა ბავშვი სამალავიდან და სამეფოს კანონიერი მემკვიდრე მეფედ აკურთხა. მაშინ სამეფო მცველებმა ტაძრის გარეთ გაიყვანეს ბოროტი დედოფალი ღოთოლია და სიკვდილით დასაჯეს, რამაც ხალხს დიდი შვება და სიხარული მოუტანა. თავიანთი მოქმედებით იეჰოიადაყმა და იეჰოშებაყმა დიდი წვლილი შეიტანეს, რათა იუდეაში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აღდგენილიყო. მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, მათ ხელი შეუწყეს დავითის სამეფო ხაზის გაგრძელებას, რომელიც მესიამდე უნდა მისულიყო (4 მეფეთა 11:4—21).

ახლად დანიშნულმა მეფემაც ასიამოვნა იეჰოვას თავისი მოქმედებით. იეჰოვას სახლი სავალალო მდგომარეობაში იყო და შეკეთებას საჭიროებდა. იუდას ერთპიროვნული მმართველობის სურვილით შეპყრობილი ღოთოლიას აღვირახსნილმა პატივმოყვარეობამ არა მარტო ტაძრის უგულებელყოფა გამოიწვია, არამედ მისი გაძარცვაც. იოშიამ გადაწყვიტა ტაძრის აღდგენა და შეკეთება. მან სასწრაფოდ გამოსცა ბრძანება, რომ იეჰოვას სახლის აღსადგენად ფული შეეგროვებინათ. მან თქვა: „მთელი შემოწირული ვერცხლი, რომელიც უფლის სახლში შემოდის, ბრუნვაში მყოფი ვერცხლი, ვისაც რამდენი შემოაქვს, მთელი ვერცხლი, რომელიც სურვილისამებრ შემოაქვთ უფლის სახლში, აიღონ მღვდლებმა თავისთვის თავ-თავისი ნაცნობებისაგან და შეაკეთონ ტაძარში ყველაფერი, რასაც შესაკეთებელს აღმოაჩენენ“ (4 მეფეთა 12:4, 5).

ხალხი მთელი გულით სწირავდა. მაგრამ მღვდლები მთელი სულითა და გულით არ ასრულებდნენ ტაძრის შეკეთებასთან დაკავშირებულ თავიანთ მოვალეობას. ამიტომ მეფემ თავის თავზე აიღო ამ საქმის შესრულება და ბრძანება გასცა, რომ მთელი შესაწირავები სპეციალურად ამისათვის განკუთვნილ ყუთში ჩაეყარათ. მან მეთვალყურეობა იეჰოიადაყს დაავალა; ბიბლიაში შემდეგ ნათქვამია: „აიღო იეჰოიადაყ მღვდელმა ერთი კიდობანი, ზემოდან ნახვრეტი გაუკეთა და სამსხვერპლოს გვერდით დადგა, უფლის სახლში შემომსვლელთა მხარმარჯვნივ. და იქ ყრიდნენ ზღურბლის მცველი მღვდლები უფლის სახლში შემოტანილ მთელ ვერცხლს. და როცა ნახავდნენ, რომ ბევრი ვერცხლი დაგროვდა კიდობანში, ამოვიდოდნენ მეფის მწერალი და მღვდელმთავარი, გადმოყრიდნენ და დაითვლიდნენ უფლის სახლში შეგროვებულ ვერცხლს. და ხელში აბარებდნენ დათვლილ ვერცხლს სამუშაოთა მწარმოებლებს, რომელნიც უფლის სახლში იყვნენ განწესებულნი. და ესენი ურიგებდნენ დურგლებს და მშენებლებს — უფლის სახლში მომუშავეთ, ქვისმთლელებს და ქვითხუროებს. ყიდულობდნენ ხეს და თლილ ქვას უფლის სახლის შესაკეთებლად და ყველაფერს, რაც გასამაგრებლად იყო საჭირო“ (4 მეფეთა 12:9—12).

ხალხის გამოხმაურება გულწრფელი იყო. ტაძარი აღდგა, რათა იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობა სათანადო სახით შესრულებულიყო. ამგვარად, მთელი შემოწირულობა სათანადოდ იქნა გამოყენებული. მეფე იოშიამ იზრუნა ამისთვის!

დღეს იეჰოვას ხილული ორგანიზაცია დიდი სიფრთხილით ეკიდება შემოწირულობებს, რათა ყველაფერი სათანადოდ იქნეს გამოყენებული იეჰოვას თაყვანისმცემლობის წინ წასაწევად; ჭეშმარიტი ქრისტიანები, ისევე როგორც ძველი ისრაელები, მთელი გულით ეხმაურებიან ამას. შესაძლოა, თქვენც ხართ მათ შორის, რომლებმაც გასულ წელს სამეფოს ინტერესების წინ წაწევას შეუწყეს ხელი. მოდი ვნახოთ, როგორ იქნა გამოყენებული თქვენი შესაწირავები.

უფრო მეტი ადამიანისთვის ბიბლიური ცოდნის მიცემა

იესო ქრისტემ დაავალა თავის მიმდევრებს, ‘მოწაფეებად მოემზადებინათ ხალხი ყველა ერიდან’ (მათე 28:19). იეჰოვას მოწმეები ემორჩილებიან მის სიტყვებს და 235 ქვეყანაში ქადაგებენ და ასწავლიან ბიბლიურ ცნობას. ისინი გამოსცემენ და ავრცელებენ ბიბლიურ ლიტერატურას 413 ენაზე.

მართლაც, ყველაზე ძვირფასი შესაწირავი, რის გაღებაც დღეს შეუძლიათ ქრისტიანებს, ის არის, რომ უფრო მეტ ადამიანს ასწავლონ ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ. იეჰოვას მოწმეები არ იშურებენ თავიანთ დროსა და ენერგიას, რომ მეზობლად მცხოვრებ ხალხს დაეხმარონ. ისინი აგრეთვე გულუხვად სწირავენ მატერიალურს და ყველა მათი შესაწირავი, რომელიც სხვადასხვა გზით კეთდება, იეჰოვას სახელისა და განზრახვების მთელ დედამიწაზე გაცხადებას უწყობს ხელს. დაე კვლავაც აკურთხოს იეჰოვამ მათი ძალისხმევა, რათა უფრო მეტ ადამიანს დაეხმარონ მის შესახებ ცოდნის მიღებაში (იგავები 19:17). დახმარებისთვის მსგავსი მზადყოფნის გამოვლენა სიამოვნებს იეჰოვას (ებრაელები 13:15, 16).

გამოცემული ლიტერატურა

მთელ მსოფლიოში შესასწავლად და გასავრცელებლად გამოიცა შემდეგი პუბლიკაციები:

• წიგნები: 47 490 247

• ბუკლეტები: 6 834 740

• ბროშურები: 167 854 462

• კალენდრები: 5 405 955

• ჟურნალები: 1 179 266 348

• ტრაქტატები: 440 995 740

• ვიდეოკასეტები: 3 168 611

ლიტერატურის ბეჭდვა მიმდინარეობს აფრიკაში, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, აზიაში, ევროპასა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე — სულ 19 ქვეყანაში.

„მე ქეთლინ მეი მქვია. ვარ რვა წლის. მაქვს 28 აშშ დოლარი და მინდა, ეს ფული პუბლიკაციების დასაბეჭდად გამოიყენოთ. თქვენი დაიკო ქეთლინი“.

„ჩვენ ოჯახური შესწავლა გვქონდა ახალ საბეჭდ დანადგართან დაკავშირებით. ჩვენმა შვილებმა, რომლებიც 11 და 9 წლისები არიან, გადაწყვიტეს, თავიანთი დანაზოგიდან შესაწირავი გაეკეთებინათ. ბედნიერები ვართ, რომ გიგზავნით მათ შესაწირავებს ჩვენს შესაწირავებთან ერთად“.

შესაწირავები

შემდეგი სამშენებლო პროექტებისთვის, რომლებიც მხარს უჭერს იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას:

• სამეფო დარბაზების მშენებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქვეყნებში: 2 180

• საკონგრესო დარბაზები: 15

• ფილიალები: 10

• საერთაშორისო პროგრამებში მონაწილე სრული დროით მსახურები: 2 342

„ამ შაბათ-კვირას ახალ სამეფო დარბაზში პირველად ჩაგვიტარდა კრების შეხვედრა. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ შესაფერისი ადგილი გვაქვს ჩვენი ზეციერი მამის, იეჰოვა ღმერთის, განსადიდებლად. მადლობლები ვართ იეჰოვასი და თქვენი, რომ სამეფო დარბაზების მშენებლობით ყურადღებას ავლენთ ჩვენდამი. მართლაც, ჩვენი სამეფო დარბაზი კარგი დამოწმებაა მეზობლებისთვის“ (ჩილე).

„ძმები და დები ძალიან მადლიერები არიან იეჰოვას ორგანიზაციის მიერ გაწეული დახმარებისთვის. დღემდე ვიხსენებთ იმ მშვენიერ დროს, რომელიც სამშენებლო ბრიგადასთან ერთად გავატარეთ“ (მოლდავეთი).

„მე და ჩემმა ცოლმა ამ ცოტა ხნის წინ ჩვენი ქორწინების 35-ე წლისთავი აღვნიშნეთ. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი საჩუქრებიდან რაიმე შეგვეწირა იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისთვის, რადგან მათი დახმარების გარეშე ჩვენ შესაძლოა არც კი ვყოფილიყავით ბედნიერი წყვილი. ჩვენი სურვილია, რომ ფული, რომელსაც წერილთან ერთად გიგზავნით, ერთ-ერთ ღარიბ ქვეყანაში სამეფო დარბაზის ასაშენებლად გამოიყენოთ“.

«ახლახანს მემკვიდრეობა მივიღე და ვინაიდან ჩემი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ძალიან ცოტა „მინდა“ და ბევრად უფრო ნაკლები „მჭირდება“, წერილთან ერთად გიგზავნით ფულს, რომელიც მსურს სამეფო დარბაზების აგებას მოხმარდეს იმ ქვეყნებში, სადაც ამის დიდი საჭიროებაა».

სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარება

ამ ბოლო დღეებში სტიქიური უბედურებები ხშირად მოულოდნელად ხდება. იეჰოვას ბევრი მოწმე დამატებით შესაწირავებს აკეთებს, რათა გასაჭირში მყოფ ძმებს დაეხმარონ. სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გაღებული შესაწირავებიც მსოფლიო საქმიანობის ნაწილს შეადგენს. ქვემოთ ჩამოთვლილია ადგილები, სადაც იეჰოვას მოწმეებმა დახმარება აღმოუჩინეს სტიქიური უბედურებით დაზარალებულებს:

• აფრიკა

• აზია

• კარიბის ზღვის რეგიონი

• წყნარი ოკეანის კუნძულები

„მე და ჩემს ქმარს გვინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენთვის გამოგზავნილი დახმარებისთვის, რათა ქარიშხლით გამოწვეული ზარალი შეგემსუბუქებინათ ჩვენთვის. ამით ჩვენი სახლისთვის ახალი სახურავის გაკეთება შევძელით. ძალიან მადლიერები ვართ, რომ ასე სწრაფად გამოგვეხმაურეთ“.

„მე კონერი მქვია და 11 წლის ვარ. როდესაც ვნახე, რა ამბები დაატრიალა ცუნამმა, დაზარალებულების დახმარების სურვილი გამიჩნდა. ვიმედოვნებ, რომ ეს შესაწირავი დაეხმარება ჩემს და-ძმებს“.

სპეციალური სრული დროით მსახურები

ბევრი ქრისტიანი სრული დროით მონაწილეობს სამქადაგებლო საქმიანობაში ან ბეთელში მსახურობს. ზოგი სრული დროით მსახურის შენახვა ნებაყოფლობითი შესაწირავების ხარჯზე ხდება. მათ შორის არიან:

• მისიონერები: 2 635

• მიმომსვლელი ზედამხედველები: 5 325

• ბეთელში მომსახურენი: 20 092

„ახლა ბეთელში მსახურება არ შემიძლია, მაგრამ დიდი სიყვარულით ვუგზავნი მათ ჩემს შესაწირავს. როცა დიდი ბიჭი გავიზრდები, ბეთელში წავალ და ბევრს ვიმუშავებ“ (ხუთი წლის ბიჭუნა).

[ჩარჩო 28, 29 გვერდებზე]

როგორ შეიძლება შესაწირავების გაღება?

შესაწირავები საზოგადოების სამეფო საქმისთვის

ბევრი გადადებს ანუ წინასწარ გამოყოფს ხოლმე გარკვეულ თანხას, რომელსაც დებს შესაწირავების ყუთში წარწერით: „შესაწირავები სამეფო საქმისთვის (მათე 24:14)“.

ამ თანხას კრებები ყოველკვირეულად აგზავნიან საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ადგილობრივ ფილიალში. ნებაყოფლობითი ფულადი შესაწირავები შეიძლება პირადადაც გაგზავნოთ საზოგადოების იმ ფილიალში, რომელიც თქვენს ქვეყანას ემსახურება. ამ შესაწირავებს თან უნდა ახლდეს მოკლე წერილი, სადაც აღნიშნული იქნება, რომ ეს ძღვენს წარმოადგენს.

წინასწარ გათვალისწინებული შესაწირავები

პირდაპირი ფულადი შესაწირავების გარდა მსოფლიო მასშტაბით სამეფოს საქმის მხარდასაჭერად სხვა მეთოდებიც არსებობს. მაგალითად:

უძრავი ქონება: გასაყიდად ვარგისი უძრავი ქონება შეიძლება შეწირულ იქნეს საზოგადოება „საგუშაგო კოშკისთვის“ პირდაპირ ან შემწირველის უფლების დაცვით, რომ ისარგებლოს თავისი ქონებით სიცოცხლის ბოლომდე, შემწირველი უნდა დაუკავშირდეს საზოგადოებას, სანამ გააფორმებს საზოგადოებისთვის უძრავი ქონების გადაცემის აქტს.

ანდერძი: ქონება ან ფულადი სახსრები შეიძლება ანდერძით გადაეცეს საზოგადოება „საგუშაგო კოშკს“ კანონით დადგენილი წესების მიხედვით. საზოგადოებას უნდა გაეგზავნოს ანდერძის ასლი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საზოგადოების ადგილობრივ ოფისს, რომელიც თქვენს ქვეყანას ემსახურება.

[საავტორო უფლებები დაცულია 27 გვერდზე]

Faithful video: Stalin: U.S. Army photo