„ჩვენ ვიპოვეთ მესია“
„ჩვენ ვიპოვეთ მესია“
„ჩვენ ვიპოვეთ მესია . . . ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც მოსე წერდა კანონში და ვისზეც წერდნენ წინასწარმეტყველები“. ეს გასაოცარი სიტყვები პირველ საუკუნეში ღვთის ორმა ერთგულმა ებრაელმა წამოიძახა. მათ სჯეროდათ, რომ აღთქმული მესია მოვიდა (იოანე 1:35—45).
ის ფაქტი, რომ ისინი დარწმუნებულნი იყვნენ მესიის უტყუარობაში, უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს, თუ გავითვალისწინებთ იმ დროინდელ პოლიტიკურ და რელიგიურ მდგომარეობას. იმ პერიოდში მრავალი ეგრეთწოდებული მხსნელი გამოჩნდა, რომელთა დაპირებები საყვირივით გაისმოდა. თუმცა მათი დაპირებები, რომაელთა უღლისგან ებრაელების გათავისუფლების შესახებ, არ შესრულდა (საქმეები 5:34—37).
ამ ორ ებრაელს, ანდრიას და ფილიპეს, არასოდეს შეჰპარვია ეჭვი, რომ ნამდვილი მესია იპოვეს. პირიქით, წლების განმავლობაში უფრო და უფრო რწმუნდებოდნენ ამაში, როცა საკუთარი თვალით ხედავდნენ იმ ძლევამოსილ საქმეებს, რასაც წინასწარმეტყველების თანახმად ეს კაცი აკეთებდა.
რატომ იყვნენ ანდრია, ფილიპე და სხვები დარწმუნებულნი, რომ ეს პიროვნებაც თვითმარქვია მესია არ იყო? რის საფუძველზე სჯეროდათ მათ, რომ ეს ნამდვილი მესია იყო?
ისტორიული წყაროს თანახმად, ანდრიამ და ფილიპემ დაინახეს, რომ იესო ნაზარეთელი, ყოფილი დურგალი, დიდი ხნის წინათ აღთქმული მესია იოანე 1:45). იმ დროის ისტორიკოსი ლუკა გვატყობინებს, რომ მესია მოვიდა „კეისარ ტიბერიუსის მმართველობის მეთხუთმეტე წელს“ (ლუკა 3:1—3). ტიბერიუსის მეფობის მეთხუთმეტე წელი დაიწყო ახ. წ. 28 წლის სექტემბერში და დასრულდა ახ. წ. 29 წლის სექტემბერში. ლუკა აგრეთვე გვატყობინებს, რომ ამ დროს ებრაელები მესიის მოსვლის „მოლოდინში“ იყვნენ (ლუკა 3:15). რატომ ელოდებოდნენ მას სწორედ ამ დროს? მოდი განვიხილოთ ეს საკითხი.
იყო (მესიასთან დაკავშირებული მოთხოვნები
რადგან მესიას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრია, გონივრულია ვიფიქროთ, რომ ჩვენი შემოქმედი იეჰოვა წინასწარ უზრუნველყოფდა გარკვეული ნიშნებით ერთგულ და მესიის მოლოდინში მყოფ ადამიანებს. რატომ? იმიტომ, რომ მათ ნამდვილი მესია ცრუ მესიებში არ არეოდათ, როგორც ეს მრავალს დაემართა.
როდესაც პიროვნებას ელჩის თანამდებობაზე ნიშნავენ სხვა ქვეყანაში, ის მოელის, რომ იქ მას უფლებამოსილების დამადასტურებელ საბუთს მოსთხოვენ. მსგავსად, იეჰოვამ მესიის მოსვლამდე დიდი ხნით ადრე დაადგინა, თუ რა უნდა გაეკეთებინა მესიას. და, როდესაც „რწმენის მეთაური“ გამოჩნდებოდა, ის უფლებამოსილების დამადასტურებელ საბუთს წარადგენდა, ანუ იმ მოთხოვნებს შეასრულებდა, რაც მის უტყუარობას დაამტკიცებდა (ებრაელები 12:2).
მოთხოვნები, რომელთა შესრულება ხალხს მიახვედრებდა, თუ ვინ იყო მესია, ბიბლიაში საუკუნეებით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები. ბიბლიაში დეტალურად იყო აღწერილი მესიის მოსვლის, მსახურების, ტანჯვისა და სიკვდილის შესახებ. შეიძლება გაგაოცოთ იმის გაგებამ, რომ სანდო წინასწარმეტყველებებში აგრეთვე მოცემული იყო მისი აღდგომის, განდიდების და იმ კურთხევების შესახებ, რასაც საბოლოოდ მისი სამეფო მოიტანდა. ამგვარად, ბიბლიური წინასწარმეტყველებები ჭეშმარიტი მესიის შესახებ შეიძლება შევადაროთ თითის ანაბეჭდს, რომელიც შეუძლებელია სხვა ადამიანის თითის ანაბეჭდს დაემთხვეს.
ახ. წ. 29 წელს, როდესაც იესო გამოჩნდა, რა თქმა უნდა, მესიასთან დაკავშირებული ყველა წინასწარმეტყველება მაშინვე არ შესრულებულა, მაგალითად, მის სიკვდილთან და აღდგომასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ანდრიამ, ფილიპემ და მრავალმა სხვამ ირწმუნა იესო მისი სწავლებისა და საქმეების საფუძველზე. მათ ბევრი დამამტკიცებელი ნიშანი დაინახეს იმისა, რომ ის ნამდვილი მესია იყო. იმ დროს რომ გეცხოვრათ და პირადად გეხილათ ეს ნიშნები, ალბათ, თქვენც ირწმუნებდით, რომ იესო იყო მესია.
მთლიანი სურათი
რა დაგეხმარებოდათ, რომ ასეთ დასკვნამდე მისულიყავით? საუკუნეების განმავლობაში წინასწარმეტყველებდნენ იმის შესახებ, რასაც მესია შეხვდებოდა და რაც ხალხს დაეხმარებოდა, გაეგოთ, თუ ვინ იყო ნამდვილი მესია. ვინაიდან წინასწარმეტყველები საუკუნეების განმავლობაში დეტალურად აღწერდნენ მესიასთან დაკავშირებულ ნიშნებს, თანდათანობით მის შესახებ მთლიანი სურათი შეიქმნა. ჰენრი ჰალეიმ აღნიშნა: „წარმოიდგინეთ, სხვადასხვა მამაკაცს მარმარილოს სხვადასხვა ნაჭერი აქვს. ეს მამაკაცები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან, მათ არასოდეს უნახავთ ერთმანეთი და არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ ერთმანეთთან. ისინი ოთახში შედიან და, როცა ამ ნაჭრებს ერთმანეთს არგებენ, მთლიანი ქანდაკება იწყობა. განა შეიძლებოდა ეს სხვაგვარად მომხდარიყო, თუ არა იმ კონკრეტული პიროვნების გარეშე, რომელიც ქანდაკების ესკიზს შეადგენდა და შემდეგ მარმარილოს თითოეულ ნაწილს სხვადასხვა ადამიანს გაუგზავნიდა?! — შემდეგ ის განაგრძობს, — განა შეიძლებოდა, ადამიანებს, რომლებიც იესომდე დიდი ხნით ადრე სხვადასხვა საუკუნეში ცხოვრობდნენ, იესოს ცხოვრებისა და მსახურების ერთი მთლიანი სურათი შეექმნათ, თუ არა ზეადამიანური ძალის შთაგონებით?!“ ჰალეი ასეთ დასკვნას აკეთებს: „ეს ისტორიაში, მართლაც, უდიდესი სასწაული იყო!“
ამ „სასწაულის“ შესახებ ბიბლიის პირველ წიგნში ჩაიწერა. მესიის როლის შესახებ პირველი წინასწარმეტყველების წარმოთქმის შემდეგ, წიგნის დაბადება 3:15; 22:15—18). მესია იუდას ტომში უნდა მოსულიყო (დაბადება 49:10). ღმერთმა მოსეს მეშვეობით ისრაელებს უთხრა, რომ მესია იქნებოდა ღვთის სიტყვის გადამცემი და მხსნელი; ის მოსეზე დიდ საქმეებს გააკეთებდა (მეორე რჯული 18:18).
„დაბადების“ დამწერმა აღნიშნა, რომ მესია აბრაამის შთამომავლობით ხაზში მოვიდოდა (მეფე დავითის მეფობის პერიოდში აშკარა გახდა, რომ მესია იქნებოდა დავითის ტახტის მემკვიდრე და ‘მისი სამეფო უკუნისამდე მყარი იქნებოდა’ (2 მეფეთა 7:13—16). „მიქას“ წიგნი გვიმხელს, რომ მესია დავითის ქალაქ ბეთლემში დაიბადებოდა (მიქა 5:2). ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ მას ქალწული შობდა (ესაია 7:14). მალაქიას წინასწარმეტყველების თანახმად, მესიის მოსვლის მაუწყებელი ელიას მსგავსი პიროვნება იქნებოდა (მალაქია 4:5, 6).
მესიასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს „დანიელის“ წიგნიდან ვიგებთ. მესიის მოსვლის ზუსტ წელთან დაკავშირებით წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: «იცოდე და შეიგნე: იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოსვლიდან ცხებულამდე [„მესიამდე“, აქ], წინამძღვრამდე, იქნება შვიდი შვიდეული. და სამოცდაორ შვიდეულში აღდგება და აშენდება თავისი მოედნითა და თხრილით, ოღონდ ძნელბედობის ჟამს» (დანიელი 9:25).
სპარსეთის მეფე არტარქსერქსემ (ართახშასთა) იერუსალიმის აღდგენისა და აშენების შესახებ „ბრძანება“ მეფობის მეოცე წელს გამოსცა. მან მეფობა ძვ. წ. 474 წელს დაიწყო. ასე რომ, ძვ. წ. 455 წელი მისი მეფობის მეოცე წელი იყო (ნეემია 2:1—8). ამგვარად, 69 შვიდეული (შვიდს დამატებული სამოცდაორი) უნდა გასულიყო იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანებიდან მესიის მოსვლამდე. პირდაპირი გაგებით, სამოცდაცხრა შვიდეული 483 დღე ანუ ორ წელზე ნაკლებია. მაგრამ, თუ გამოვიყენებთ პრინციპს „ერთი დღე ერთი წლისთვის“, მესია 483 წლის შემდეგ — ახ. წ. 29 წელს — უნდა მოსულიყო (ეზეკიელი 4:6) *.
მართალია მრავალი ცრუ მესია გამოჩნდა სხვადასხვა დროს, მაგრამ ახ. წ. 29 წელს მხოლოდ იესო ნაზარეთელი მოვიდა (ლუკა 3:1, 2). ზუსტად ამ წელს მივიდა იესო იოანე ნათლისმცემელთან და წყალში მოინათლა. იესო წმინდა სულით გახდა ცხებული ანუ მესია. მოგვიანებით იოანემ, რომლის წინამორბედიც ელია წინასწარმეტყველი იყო, ანდრიას და სხვა მოწაფეებს იესო წარუდგინა და თქვა: „აი ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი!“ (იოანე 1:29; ლუკა 1:13—17; 3:21—23).
გენეალოგია ადასტურებს მესიის უტყუარობას
ღვთისგან შთაგონებული წინასწარმეტყველება გვატყობინებს, რომ მესია ებრაულ ოჯახში დაიბადებოდა. გონივრულია, ყოვლისმცოდნე შემოქმედი ისე წარმართავდა მოვლენებს, რომ მესიის მოსვლისთვის გენეალოგიური ჩანაწერები ხელმისაწვდომი ყოფილიყო, რაც მის უტყუარობას დაადასტურებდა.
მაკ–კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში ნათქვამია: „არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ ებრაელთა საგვარეულო ნუსხა იერუსალიმის დაცემისას (ახ. წ. 70 წელს) განადგურდა და არა მანამდე“. ეჭვგარეშეა, რომ მათემ და ლუკამ სახარებები ახ. წ. 70 წლამდე დაწერეს. აქედან გამომდინარე, მათ შეეძლოთ ამ ჩანაწერებით ეხელმძღვანელათ და ისე შეედგინათ შთამომავლობითი მათე 1:1—16; ლუკა 3:23—38). რა თქმა უნდა, მათესა და ლუკას ბევრი თანამედროვე მოისურვებდა იესოსთან დაკავშირებული ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადამოწმებას.
ნუსხა, რომელსაც იესომდე მივყავართ (უბრალოდ დამთხვევა?
შესაძლებელია, უბრალოდ დამთხვევა ყოფილიყო ის, რომ მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები იესოზე შესრულდა? ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი სწავლული ასეთ კომენტარს აკეთებს: „ეს შეუძლებელია. ამის შანსი იმდენად მცირეა, რომ მისი ალბათობაც კი გამორიცხულია. თუნდაც რვა წინასწარმეტყველება რომ შესრულებულიყო, ასი კვადრილიონიდან (100х1015) ერთი შანსი იქნებოდა“. შემდეგ მას მაგალითი მოჰყავს: „ამ რაოდენობის მონეტები ტეხასის შტატს (რომლის ფართობიც 690 000 კვადრატული კილომეტრია) ნახევარ მეტრზე დაფარავდა. თუ მათ შორის ერთ მონეტას დანიშნავდით, შეძლებდა თვალებახვეული ადამიანი ამ მონეტის პოვნას?“ ის დასძენს, „ასეთივე მცირე შანსი არსებობს იმისა, რომ ისტორიის განმავლობაში სხვაზე შესრულებულიყო (მესიაზე) ნაწინასწარმეტყველები თუნდაც რვა წინასწარმეტყველება“.
იესოზე, მსახურების სამ წელიწადნახევრის განმავლობაში, არა მარტო რვა, არამედ მრავალი ბიბლიური წინასწარმეტყველება შესრულდა. ასეთი დამაჯერებელი მტკიცების შემდეგ ზემოთ მოხსენიებულმა სწავლულმა დაასკვნა: „მხოლოდ და მხოლოდ იესოზე სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები“.
მესიის „მოსვლა“
ნათელია, რომ მესია ახ. წ. 29 წელს მოვიდა, ის იესო ნაზარეთელი იყო. ის მოვიდა როგორც მხსნელი, რომელიც თავმდაბლურად ეტანჯა ხალხისთვის. იესო არ მოვიდა, როგორც ყოვლისმპყრობელი მეფე, რომელიც რომაელების უსამართლო უღლისგან გაათავისუფლებდა ხალხს, რასაც ებრაელთა უმეტესობა და მათ შორის მისი მოწაფეებიც ელოდნენ (ესაია 53–ე თავი; ზაქარია 9:9; საქმეები 1:6—8). თუმცა წინასწარმეტყველების თანახმად, ის მომავალში ძლევამოსილებით მოვიდოდა (დანიელი 2:44; 7:13, 14).
ბიბლიური წინასწარმეტყველების გულმოდგინედ გამოკვლევის შედეგად მთელ მსოფლიოში მრავალი ადამიანი დარწმუნდა, რომ მესია პირველ საუკუნეში მოვიდა და მომავალში კვლავ დაბრუნდებოდა. არსებობს იმის უტყუარი მტკიცება, რომ წინასწარმეტყველების თანახმად, ის დაბრუნდა, ანუ მისი „მოსვლა“ დაიწყო 1914 წელს (მათე 24:3—14) *. ამ წელს იესო უხილავად გამეფდა ზეცაში — ის ღვთის სამეფოს მეფე გახდა. მალე ის ბოლოს მოუღებს ყველა იმ სავალალო შედეგს, რაც ედემში დაუმორჩილებლობას მოჰყვა. ამის შემდეგ, იესო ათასწლიანი მეფობის განმავლობაში აკურთხებს ყველას, ვინც მის, როგორც აღთქმული შთამომავლის ანუ მესიის, მიმართ რწმენას გამოავლენს; იესო ‘ქვეყნიერების ცოდვას აღმოფხვრის’ (იოანე 1:29; გამოცხადება 21:3, 4).
იეჰოვას მოწმეები ბიბლიის გამოყენებით სიხარულით დაგეხმარებიან მესიასთან დაკავშირებული დამადასტურებელი ნიშნის დანახვაში. აგრეთვე გიჩვენებენ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მესიის მმართველობას თქვენთვის და თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის.
[სქოლიოები]
^ აბზ. 17 დანიელის 9:25–თან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი 2, გვერდები 899—904 (ინგლ.). გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
^ აბზ. 27 დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, თავები 11, 12. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[დიაგრამა/სურათები 6, 7 გვერდებზე]
ძვ. წ. 455 წელი, ‘ბრძანება იერუსალიმის აღდგენის’ შესახებ.
ახ. წ. 29 წელი, მესია მოვიდა.
483 წელი (69 შვიდეული) — დანიელი 9:25
1914 წელი, მესია ზეცაში გამეფდა.
მალე მესია ბოლოს მოუღებს ბოროტებას და დედამიწას სამოთხედ გადააქცევს.