მოთხოვნები ქრისტიანული ნათლობისთვის
მოთხოვნები ქრისტიანული ნათლობისთვის
„რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?“ (საქმეები 8:36).
1, 2. როგორ დაიწყო საუბარი ფილიპემ ეთიოპ საჭურისთან და საიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საჭურისს სულიერი მოთხოვნილებები ჰქონდა?
იესოს სიკვდილიდან ერთი ან ორი წლის შემდეგ ეთიოპი სახელმწიფო მოხელე იერუსალიმიდან სახლში ეტლით ბრუნდებოდა. ღაზადან სახლამდე მას დაახლოებით 1 500 კილომეტრიანი გზა ჰქონდა გასავლელი, რაც ძალიან დამქანცველი იქნებოდა. ეს მორწმუნე მამაკაცი იერუსალიმში იეჰოვას თაყვანსაცემად იყო ასული. როცა უკან ბრუნდებოდა, გადაწყვიტა, დრო გონივრულად გამოეყენებინა და ღვთის სიტყვის კითხვა დაიწყო, რაც მის რწმენაზე მეტყველებდა. იეჰოვამ დაინახა ამ მამაკაცის რწმენა და ანგელოზის მეშვეობით მასთან საქადაგოდ ფილიპე გაგზავნა (საქმეები 8:26—28).
2 ეთიოპი საჭურისი წმინდა წერილებს ხმამაღლა კითხულობდა, რაც იმ დროს მიღებული იყო. ფილიპეს არ გასჭირვებია მასთან საუბრის დაწყება, რადგან გაიგონა, რომ ის ესაიას წინასწარმეტყველებას კითხულობდა. ფილიპემ მას მარტივი კითხვა დაუსვა: „გესმის რასაც კითხულობ?“ საჭურისმა ფილიპეს ესაიას 53:7, 8-ის ახსნა სთხოვა. წმინდა წერილების ამ მონაკვეთის განმარტების შემდეგ ფილიპემ „მას იესოს შესახებ სასიხარულო ცნობა აუწყა“ (საქმეები 8:29—35).
3, 4. ა) რატომ არ დააყოვნა ფილიპემ ეთიოპი საჭურისის მონათვლა? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?
3 მცირე დროში საჭურისმა გაიგო, თუ რა როლი ეკისრა იესოს ღვთის განზრახვის განხორციელებაში. ის იმასაც მიხვდა, რომ აუცილებელი იყო იესო ქრისტეს მონათლული მოწაფე გამხდარიყო. „რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?“, — ჰკითხა მან ფილიპეს, როცა წყალი დაინახა. ცხადია, ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო. ეთიოპი მამაკაცი მანამდეც სცემდა ღმერთს თაყვანს, როგორც იუდეველი პროზელიტი. ალბათ, მას კარგა ხანს აღარ მიეცემოდა იმის შესაძლებლობა, რომ მონათლულიყო. საქმეები 8:36—39).
უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამ მამაკაცმა გაიგო ღვთის მოთხოვნები და მთელი გულით სურდა, მის თანახმად ეცხოვრა. ფილიპემ სიხარულით მონათლა საჭურისი. ეთიოპმა „გახარებულმა განაგრძო გზა“. ეჭვგარეშეა, თავის ქვეყანაში ის გულმოდგინედ დაიწყებდა სასიხარულო ცნობის გაცხადებას (4 მართალია, მიძღვნა და ნათლობა სერიოზულ დაფიქრებასა და კარგად აწონ-დაწონას მოითხოვს, მაგრამ, როგორც ეთიოპი საჭურისის შემთხვევა გვიჩვენებს, ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების გაგების შემდეგ ადამიანი შეიძლება მალევე მოინათლოს *. ამიტომ სათანადოა შემდეგი კითხვების განხილვა: როგორ უნდა მოემზადოს პიროვნება მონათვლისთვის? აქვს ასაკს მნიშვნელობა? როგორ სულიერ წარმატებას უნდა მიაღწიოს მან მონათვლამდე? გარდა ამისა, რატომ ითხოვს იეჰოვა, რომ მისი მსახურები მოინათლონ?
მნიშვნელოვანი აღთქმა
5, 6. ა) როგორ გამოეხმაურა წარსულში ღვთის ხალხი იეჰოვას სიყვარულს? ბ) როგორი ახლო ურთიერთობა შეიძლება გვქონდეს ღმერთთან ნათლობის შემდეგ?
5 ეგვიპტიდან გათავისუფლების შემდეგ იეჰოვა მზად იყო, ისრაელი თავის „საკუთრებად“ და „წმინდა ერად“ გაეხადა და სიყვარულით ეზრუნა მასზე. თუმცა, ასეთი კურთხევების მისაღებად და ღვთის სიყვარულის საპასუხოდ ისრაელს გარკვეული მოთხოვნები უნდა შეესრულებინა. მათ ერთხმად განაცხადეს: „რაც თქვა უფალმა, ყველაფერს აღვასრულებთ“. ასეთნაირად, მათ ღმერთს აღთქმა დაუდეს (გამოსვლა 19:4—9). პირველ საუკუნეში იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, მოწაფეებად მოემზადებინათ ხალხი ყველა ერიდან და ისინი, რომლებიც მიიღებდნენ მის სწავლებებს, მოენათლათ. ადამიანის ღმერთთან ურთიერთობა განისაზღვრებოდა იმით, ავლენდა თუ არა რწმენას იესოსადმი და ეს ნათლობით უნდა დაემტკიცებინა (მათე 28:19, 20; საქმეები 2:38, 41).
6 ამ ბიბლიური შემთხვევებიდან ვხედავთ, რომ იეჰოვა კურთხევებს არ იშურებს მათთვის, რომლებიც აღთქმას უდებენ მას, რომ მისი მსახურები იქნებიან. ღვთის კურთხევების მისაღებად აუცილებელია, რომ ქრისტიანმა თავი მიუძღვნას ღმერთს და მოინათლოს. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავიცვათ ღვთის ნორმები და მისი ხელმძღვანელობა ვეძებოთ (ფსალმუნები 47:15). იეჰოვა კი, თავის მხრივ, ასე ვთქვათ, ხელს გვჭიდებს და იმ გზაზე გვატარებს, რომელზეც უნდა ვიაროთ (ფსალმუნები 72:23, 24; ესაია 30:21; 41:10, 13).
7. რატომ არის მიძღვნა და ნათლობა პირადი გადასაწყვეტი?
7 ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისკენ იეჰოვას სიყვარულმა და მისადმი მსახურების ძლიერმა სურვილმა უნდა აღგვძრას. არავინ უნდა მოინათლოს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის აზრით, ის უკვე დიდი ხანია, რაც ბიბლიას სწავლობს, ან იმის გამო, რომ მისი მეგობრები უკვე მოინათლნენ. ბუნებრივია, რომ მშობლებმა და მოწიფულმა ქრისტიანებმა ბიბლიის შემსწავლელი მიძღვნისა და ნათლობისკენ წაახალისონ. ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოციქულმა პეტრემ თავისი მსმენელები წაახალისა, „მონათლულიყვნენ“ (საქმეები 2:38). მიუხედავად ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთისადმი მიძღვნა პირადი საკითხია და ჩვენ მაგივრად ამას ვერავინ გააკეთებს. პირადად ჩვენ უნდა მივიღოთ იმის გადაწყვეტილება, ვემსახუროთ თუ არა ღმერთს (ფსალმუნები 39:9).
ნათლობისთვის მომზადება
8, 9. ა) ბიბლიის თანახმად, რატომ არის პატარა ბავშვების მონათვლა მიუღებელი? ბ) როგორ სულიერ წინსვლას უნდა მიაღწიოს მოზარდმა მონათვლამდე?
8 შეუძლიათ ბავშვებს მიძღვნასთან დაკავშირებული გონივრული გადაწყვეტილების მიღება? ბიბლიაში მითითებული არ არის, რა ასაკიდან შეიძლება მონათვლა. თუმცა, ერთი რამ ცხადია: შეუძლებელია, პატარა ბავშვი მორწმუნე გახდეს, რწმენის დამამტკიცებელი საქმეები აკეთოს, ან ღმერთს თავი მიუძღვნას (საქმეები 8:12). ავგუსტ ნეანდერი თავის წიგნში, „ქრისტიანული რელიგიისა და ეკლესიის ისტორია“, პირველი საუკუნის ქრისტიანების შესახებ ამბობს: „თავდაპირველად მხოლოდ სრულწლოვანები ინათლებოდნენ, რადგან მათ ესმოდათ, რომ ნათლობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული რწმენასთან“.
9 ზოგი მოზარდი შეიძლება სიყმაწვილის ასაკშივე ჩასწვდეს ძირითად ბიბლიურ საკითხებს და მათ ღვთის მოთხოვნების თანახმად იმოქმედონ, მაშინ როცა სხვები ამას უფრო გვიან ხვდებიან. მიუხედავად ამისა, მონათვლამდე მოზარდს უნდა ჰქონდეს იეჰოვასთან პირადი ურთიერთობა, ძირითადი ბიბლიური სწავლებების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა და ბოლომდე ესმოდეს მიძღვნის მნიშვნელობა ისე, როგორც ეს უფროსებს ესმით.
10. რა ნაბიჯები უნდა გადადგას პიროვნებამ მიძღვნასა და მონათვლამდე?
10 იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, ესწავლებინათ სხვებისთვის ყველაფერი, რაც მცნებად დაუდო (მათე 28:20). ამიტომ, ახლებმა, პირველ რიგში, ჭეშმარიტების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა უნდა მიიღონ. ეს კი მათ იეჰოვასა და მისი სიტყვისადმი რწმენის განვითარებაში დაეხმარება (რომაელები 10:17; 1 ტიმოთე 2:4; ებრაელები 11:6). ხოლო, როცა ჭეშმარიტება ადამიანის გულს შეეხება, ის მონანიებისკენ აღიძვრება და წარსულ ცხოვრებაზე უარს იტყვის (საქმეები 3:19). ბოლოს, მას სურვილი უჩნდება, იეჰოვას მიუძღვნას თავი და იესოს მითითებისამებრ მოინათლოს.
11. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მონათვლამდე რეგულარულად მივიღოთ მონაწილეობა სამქადაგებლო მსახურებაში?
11 ასევე მნიშვნელოვანია, რომ მან, ვინც მოსანათლად ემზადება, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა იქადაგოს. ეს ის ძირითადი საქმეა, რის გაკეთებაც იეჰოვამ ამ ბოლო დღეებში თავის ხალხს დაავალა (მათე 24:14). მოუნათლავ მაუწყებლებს შეუძლიათ, თავიანთი მრწამსის შესახებ სხვებს ესაუბრონ. მსახურებაში მონაწილეობა მოუნათლავ მაუწყებლებს იმისთვისაც ამზადებს, რომ ნათლობის შემდეგ ღვთის სიტყვის რეგულარული და გულმოდგინე მქადაგებლები გახდნენ (რომაელები 10:9, 10, 14, 15).
გიშლით ხელს რამე, რომ მოინათლოთ?
12. რა მიზეზების გამო შეიძლება ზოგმა თავი შეიკავოს ნათლობისგან?
12 ზოგი შესაძლოა ნათლობისგან თავს იმიტომ იკავებს, რომ თავს არიდებს იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ნათლობა აკისრებს. მათ ესმით, ღვთის ნორმებს რომ შეესაბამებოდნენ, ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოახდინონ. ან შეიძლება იმის შიში ჰქონდეთ, რომ ნათლობის შემდეგ გაუჭირდებათ ღვთის მოთხოვნების თანახმად ცხოვრება. ზოგმა შეიძლება ასეთი რამეც თქვას: „დარწმუნებული არა ვარ, შეიძლება ერთ დღეს ცოდვაც ჩავიდინო და კრებიდან გავირიცხო“.
13. რატომ თქვა პირველ საუკუნეში ზოგმა უარი, გამხდარიყო იესოს მიმდევარი?
13 იესოს დღეებში ზოგმა პირადი ინტერესებისა და ახლობლების სიყვარულის გამო უარი თქვა, გამხდარიყო ქრისტეს მოწაფე. ერთმა კაცმა იესოს განუცხადა, რომ ყველგან გაჰყვებოდა, სადაც კი წავიდოდა. იესომ უთხრა, რომ ხშირ შემთხვევაში მას ღამის გასათევი ადგილიც კი არ ჰქონდა. როდესაც იესომ მეორეს მოუხმო, რომ გაჰყოლოდა, მან უთხრა, რომ ჯერ მამა უნდა ‘დაემარხა’. შესაძლოა, ქრისტეს მოწაფეობას მან სახლში დარჩენა ამჯობინა, რათა, როცა მამამისი მოკვდებოდა, სათანადოდ დაეკრძალა. მესამემ კი უთხრა, რომ ჯერ ოჯახის წევრებს ‘დაემშვიდობებოდა’ და მერე გაჰყვებოდა. იესომ ასეთი ადამიანების შესახებ თქვა: „არავინ ივარგებს ღვთის სამეფოსთვის, ვინც გუთანს ჰკიდებს ხელს და თან უკან იყურება“. ამგვარად, მას, ვისაც სურს, გადადოს ღვთისადმი მიძღვნა და ნათლობა, როგორც ჩანს, ყოველთვის გამონახავს ლუკა 9:57—62).
იმის მიზეზს, რომ თავიდან აირიდოს ქრისტიანული ვალდებულებები (14. ა) როგორ გამოეხმაურნენ პეტრე, ანდრია, იაკობი და იოანე იესოს მოწვევას, გამხდარიყვნენ ადამიანთა მებადურები? ბ) რატომ არ უნდა შევიკავოთ თავი იესოს უღლის ტარებისგან?
14 მაგრამ პეტრეს, ანდრიას, იაკობსა და იოანეს ნათლობასთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონდათ. ბიბლია ამბობს, რომ როდესაც იესომ მოუწოდა თავის მოწაფეებს, ადამიანთა მებადურები გამხდარიყვნენ, „მათ მაშინვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ“ (მათე 4:19—22). მათ, რომლებმაც დაუყოვნებლივ მიიღეს გადაწყვეტილება და მოინათლნენ, მოგვიანებით საკუთარ თავზე გამოსცადეს იესოს სიტყვების ჭეშმარიტება: „დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული, ვინაიდან ჩემი უღელი ადვილი სატარებელია, ჩემი ტვირთი კი — მსუბუქი“ (მათე 11:29, 30). მართალია, ნათლობა გარკვეულ პასუხისმგებლობებს გვაკისრებს, მაგრამ იესო გვარწმუნებს, რომ ქრისტიანული უღელი ადვილი სატარებელი, მსუბუქი და გამომაცოცხლებელია.
15. როგორ გვარწმუნებს მოსესა და იერემიას შემთხვევები, რომ შეგვიძლია ღვთის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს?
15 ბუნებრივია, თუ ადამიანი, ფიქრობს, რომ თავს ვერ გაართმევს ნათლობის შემდეგ დაკისრებულ პასუხისმგებლობებს. მოსე და იერემია ფიქრობდნენ, რომ ვერ შეძლებდნენ იეჰოვას მიერ მიცემული დავალების შესრულებას (გამოსვლა 3:11; იერემია 1:6). როგორ გაამხნევა ღმერთმა ისინი? „მე ვიქნები შენთან“, — უთხრა მან მოსეს. იერემია კი ასეთი სიტყვებით გაამხნევა: „შენთან ვარ შენს გადასარჩენად“ (გამოსვლა 3:12; იერემია 1:8). ჩვენც შეგვიძლია გვქონდეს ღვთის მხარდაჭერის იმედი. თუ ვფიქრობთ, რომ ვერ შევძლებთ მიძღვნის თანახმად ცხოვრებას, ეჭვების გაფანტვაში ღვთის სიყვარული და მასზე მინდობა დაგვეხმარება. „სიყვარულში არ არის შიში; სრულყოფილი სიყვარული დევნის შიშს“, — დაწერა მოციქულმა იოანემ (1 იოანე 4:18). პატარა ბავშვს შეიძლება ეშინია მარტო სიარული, მაგრამ მამის გვერდით ის თავს მშვიდად და დაცულად გრძნობს. მსგავსადვე, თუ მთელი გულით მივენდობით იეჰოვას და მასთან ერთად ვივლით, ის გვპირდება, რომ ‘გაასწორებს ჩვენს ბილიკებს’ (იგავები 3:5, 6).
ღირსშესანიშნავი მოვლენა
16. რატომ არის საჭირო ნათლობისას წყალში ჩაძირვა?
16 ქრისტიანულ ნათლობას წინ უძღვის ბიბლიური მოხსენება, რომელშიც ყურადღება მახვილდება ნათლობის მნიშვნელობაზე. მოხსენების ბოლოს ნათლობის მსურველებმა უნდა უპასუხონ ორ კითხვას და ამით ‘სახალხოდ აღიარონ’ თავიანთი რწმენა (რომაელები 10:10; იხილეთ 22-ე გვერდზე მოცემული ჩარჩო). ამის შემდეგ ნათლობის მსურველები ინათლებიან წყალში ჩაძირვით, რითაც მიჰყვებიან იესოს მაგალითს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „როგორც კი მოინათლა, იესო წყლიდან ამოვიდა“ (მათე 3:16; მარკოზი 1:10). ნათელია, რომ იოანე ნათლისმცემელმა იესო წყალში ჩაძირვით მონათლა *. წყალში ჩაძირვა ასიმბოლოებს იმას, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოვახდინეთ, ანუ გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ვკვდებით წარსული ცხოვრებისთვის და ვიწყებთ ახალ ცხოვრებას ღვთის ნების შესასრულებლად.
17. როგორ შეუძლიათ ნათლობის მსურველებსა და სხვებს ხელი შეუწყონ ნათლობის ღირსეულად ჩატარებას?
17 ნათლობა მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენაა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ მდინარე იორდანეში მონათვლის შემდეგ იესომ ილოცა (ლუკა 3:21, 22). მონათვლის მსურველები ღირსეულად უნდა მოიქცნენ, რითაც აჩვენებენ, რომ ბაძავენ იესოს. რადგან ბიბლია მოგვიწოდებს, ყოველთვის მოკრძალებულად გვეცვას, ნათლობისას უფრო მეტად გვმართებს ამ რჩევის გათვალისწინება (1 ტიმოთე 2:9). სხვებსაც შეუძლიათ აჩვენონ, რომ აფასებენ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას, თუ ისინი ყურადღებით მოისმენენ ნათლობასთან დაკავშირებულ მოხსენებას და ხელს არ შეუშლიან ძმებს ნათლობის პროცესის ორგანიზებულად ჩატარებაში (1 კორინთელები 14:40).
კურთხევები ნათლობის შემდეგ
18, 19. რა კურთხევები მოაქვს ნათლობას?
18 მიძღვნისა და ნათლობის შემდეგ უნიკალური ოჯახის წევრი ვხდებით. მართლაც, დიდი კურთხევაა, რომ იეჰოვა ჩვენი მამა და მეგობარი ხდება! ნათლობამდე ღვთისგან გაუცხოებულნი ვიყავით; ახლა კი ღმერთს შევურიგდით (2 კორინთელები 5:19; კოლოსელები 1:20). ქრისტეს მიერ გაღებულმა მსხვერპლმა ღმერთთან დაგვაახლოვა (იაკობი 4:8). წინასწარმეტყველი მალაქია ამბობს, რომ იეჰოვა უყურადღებოდ არ ტოვებს და უსმენს თავის მსახურებს, რომლებიც მის სახელს ატარებენ. იეჰოვა მათ სახელებს თავის სამახსოვრო წიგნში იწერს. „ჩემი იქნებიან ისინი. . . და შევიბრალებ [მათ], როგორც კაცი შეიბრალებს თავის შვილს, რომელიც მას მორჩილებს“, — ამბობს ღმერთი (მალაქია 3:16—18).
19 მონათვლით მსოფლიო საძმოს წევრიც ვხდებით. მოციქულ პეტრეს კითხვაზე, თუ რა კურთხევებს მიიღებდნენ მოწაფეები თავგანწირული სულის გამოვლენისთვის, იესომ უპასუხა: „ყოველი, ვინც დატოვა სახლები ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ადგილ-მამული ჩემი სახელისთვის, ბევრად მეტს მიიღებს და მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებს“ (მათე 19:29). წლების შემდეგ თავის წერილებში პეტრემ „ქვეყნიერებაში“ არსებული „მთელი საძმო“ მოიხსენია. მან საკუთარ თავზე გამოსცადა მოსიყვარულე საძმოს მხარდაჭერა. საძმოსთან ურთიერთობით ჩვენც შეგვიძლია მივიღოთ კურთხევები (1 პეტრე 2:17; 5:9).
20. მომავლის რა შესანიშნავი იმედი გვეძლევა ნათლობით?
20 გარდა ამისა, იესომ აღნიშნა, რომ მისი მიმდევრები „მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებდნენ“. მართლაც, მიძღვნა და ნათლობა ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მარადიული სიცოცხლის ანუ „ჭეშმარიტი სიცოცხლის“ პერსპექტივას გვაძლევს. ამ იმედს მტკიცედ უნდა ჩავეჭიდოთ (1 ტიმოთე 6:19). ჩვენი და ჩვენი ოჯახის მომავლისთვის ამაზე უკეთეს საძირკველს ვერ ჩავყრით. ეს შესანიშნავი იმედი შესაძლებლობას გვაძლევს, ვიაროთ „იეჰოვას, ჩვენი ღვთის სახელით მარადიულად, სამარადისოდ“ (მიქა 4:5, აქ).
[სქოლიოები]
^ აბზ. 4 ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრეს მიერ წარმოთქმული მოხსენების შემდეგ სამი ათასი იუდეველი და პროზელიტი დაუყოვნებლივ მოინათლა. ცხადია, ეთიოპი საჭურისის მსგავსად, ისინიც გაცნობილნი იყვნენ ღვთის სიტყვის ძირითად სწავლებებს (საქმეები 2:37—41).
^ აბზ. 16 ვაინის „ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონის“ თანახმად, «ბერძნული სიტყვა „ბაფტისმა“ წყალში ჩაყვინთვას, ჩაძირვას და წყლიდან ამოსვლას ნიშნავს».
შეგიძლიათ ახსნათ?
• როგორ და რატომ უნდა გამოვეხმაუროთ იეჰოვას სიყვარულს?
• როგორ სულიერ წინსვლას უნდა მიაღწიოს პიროვნებამ მონათვლამდე?
• რატომ არ უნდა ვთქვათ უარი ნათლობაზე იმის შიშით, რომ ვერ შევძლებთ იმ პასუხისმგებლობის შესრულებას, რასაც ნათლობა გვაკისრებს?
• რა შესანიშნავი კურთხევები მოაქვს იესო ქრისტეს მონათლულ მოწაფედ მსახურებას?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 26 გვერდზე]
„რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?“
[სურათები 29 გვერდზე]
ნათლობა მნიშვნელოვანი და სასიხარულო მოვლენაა.