არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას.

რა მიზეზები განაპირობებს ბოროტების არსებობას?

პირველი მიზეზი ისაა, რომ ადამიანი ბოროტისკენაა მიდრეკილი (დაბადება 8:21). მეორე კი ის არის, რომ ადამიანების უმრავლესობას არა აქვს ღვთის შესახებ ზუსტი ცოდნა და, შესაბამისად, არ იცის ღვთის ნება. გარდა ამისა, სატანა, რომელიც ყოველგვარი ბოროტების სათავეა, განაგრძობს ადამიანთა საქმეებში ჩარევას (01.01, გვერდები 4—6).

რა სასიკეთო შედეგი მოაქვს დროულად ნათქვამ კეთილ სიტყვას? (იგავები 12:25).

კეთილ სიტყვას შეუძლია ნდობით განაწყოს ადამიანი, გაამხნევოს, მოქმედებისკენ აღძრას და აგრძნობინოს, რომ ის საჭიროა. სხვების შექების სურვილი გვეხმარება, ადამიანებში კარგი დავინახოთ (01.01, გვერდები 16—17).

რა იყო მოთავსებული შეთანხმების კიდობანში?

მასში იდო ორი ქვის დაფა, რომელზეც ღვთის კანონები იყო ამოტვიფრული, და ასევე ცოტაოდენი მანანა. კორახის აჯანყების შემდეგ, მოჯანყე მოდგმის წინააღმდეგ მოწმობის ნიშნად, კიდობანში აარონის კვერთხი მოათავსეს (ებრაელები 9:4). როგორც ჩანს, კვერთხი და მანანა კიდობნიდან ამოიღეს სოლომონის მიერ აშენებული ტაძრის მიძღვნამდე (15.01, გვერდი 31).

რატომ უნდა მიეტანათ ნეემიას დღეებში მცხოვრებ ისრაელებს ტაძარში შეშა?

მოსეს რჯულით ისრაელებს არ მოეთხოვებოდათ შეშის ზიდვა. მაგრამ ნეემიას დღეებში საჭირო გახდა შეშის დამატებითი მარაგის გამოყენება სამსხვერპლოზე მსხვერპლის აღსავლენად (01.02, გვერდი 11).

რა არის მურატორის ფრაგმენტი?

ეს არის ლათინური მანუსკრიპტის ნაწილი. თავიდან ტექსტი ახ. წ. მე-2 საუკუნის ბოლოს შეადგინეს ბერძნულ ენაზე. ის შეიცავს ქრისტიანულ-ბერძნული წერილების უძველეს სიას, რომელიც ავტორიტეტულად არის მიჩნეული. ასევე ამ ფრაგმენტის წინასიტყვაობაში მოცემულია ინფორმაცია ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერების შესახებ (15.02, გვერდები 13—14).

რატომ თქვა უარი სპარსეთის დედოფალმა ვაშთიმ მეფის წინაშე წარდგომაზე? (ესთერი 1:10—12).

ბიბლია კონკრეტულად არ მოიხსენიებს, თუ რა მოტივები ამოძრავებდა ვაშთის. ზოგიერთი სწავლულის აზრით, დედოფალ ვაშთის არ სურდა, დამცირებულიყო მეფის შეზარხოშებული სტუმრების გარემოცვაში. ან შესაძლოა ეს მიმზიდველი დედოფალი არ იყო მორჩილი, რის გამოც ცუდ მაგალითს აძლევდა სპარსეთის იმპერიაში მცხოვრებ ყველა გათხოვილ ქალს (01.03, გვერდი 9).

როგორ მოაქვს გამოსასყიდს ჩვენთვის ხსნა?

იესოს გამოსასყიდს შეუძლია გვიხსნას მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისა და მისი დამღუპველი შედეგებისგან (რომაელები 6:23). ეს მსხვერპლი ჭეშმარიტ ქრისტიანებს სინდისის ქენჯნისგან ათავისუფლებს. გამოსასყიდის მიმართ რწმენის გამოვლენით აღარ გვექნება იმის შიში, რომ ჩვენი ცოდვილი მდგომარეობის გამო ღვთისგან პატიებას ვერ მივიღებთ (1 იოანე 2:1) (15. 03, გვერდი 8).

რა შეგვიძლია ვისწავლოთ კანონში მოცემული აკრძალვიდან იმასთან დაკავშირებით, რომ თიკანი არ უნდა მოეხარშათ თავისი დედის რძეში? (გამოსვლა 23:19).

დედის რძეში თიკნის მოხარშვა შესაძლოა წარმართული რიტუალი იყო და იმ მიზნით კეთდებოდა, რომ წვიმა მოსულიყო (ლევიანები 20:23). ღმერთმა დედას რძე შვილის გამოსაკვებად და მის გასაზრდელად მისცა. დედის რძეში თიკნის მოხარშვა მშობელსა და შვილს შორის ღვთის მიერ დადგენილი წმინდა კავშირისადმი უპატივცემულობის გამოვლენა იქნებოდა. ეს კანონი ღვთის თანაგრძნობასა და მის სათუთ გრძნობებზე მეტყველებს (01.04, გვერდი 31).