მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
საიდან ვიცით, რომ იგავების 8:22—31-ში (აქ) აღწერილი სიბრძნე განკაცებამდე მცხოვრებ იესო ქრისტეზე მიუთითებს?
სიბრძნის შესახებ ღვთის შთაგონებით დაწერილ „იგავებში“ ნათქვამია: „იეჰოვამ შემქმნა, მე ვარ მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისი. მის უძველეს საქმეთა შორის უპირველესი ვარ . . . სანამ მთები დაფუძნდებოდნენ, გორებზე უწინარეს, დავიბადე, თითქოსდა მშობიარობის ტკივილებით . . . მე იქ ვიყავი, როცა ცას ქმნიდა . . . მაშინ მე მის გვერდით ვიყავი, როგორც ოსტატი. ყოველთვის განსაკუთრებით ვუყვარდი და ყოველდღე ვხარობდი მის წინაშე . . . და მიყვარდა ადამიანის მოდგმა“.
შეუძლებელია წმინდა წერილები ამ შემთხვევაში, უბრალოდ, ღვთის სიბრძნეზე ან აბსტრაქტულ სიბრძნეზე ლაპარაკობდეს. რატომ? იმიტომ, რომ აქ აღწერილი სიბრძნე ‘შეიქმნა’ და ის შემოქმედებითი გზის დასაწყისი იყო. იეჰოვა ღმერთი ყოველთვის არსებობდა და მას ყოველთვის ჰქონდა სიბრძნე (ფსალმუნები 89:1, 2). ღვთის სიბრძნეს არც დასაწყისი ჰქონია და არც შექმნილა. ის არ დაბადებულა „მშობიარობის ტკივილებით“. გარდა ამისა, ამ სიბრძნეზე ნათქვამია, რომ ლაპარაკობს და მოქმედებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის პიროვნებაა (იგავები 8:1).
იგავების წიგნი ამბობს, რომ უხსოვარი დროიდან სიბრძნე იეჰოვას, შემოქმედის, გვერდით იყო, როგორც „ოსტატი“. ეს აშკარად იესოზე მიუთითებს. დედამიწაზე მოსვლამდე დიდი ხნით ადრე იესო ისე ახლოს თანამშრომლობდა იეჰოვასთან, რომ მის შესახებ ღვთის სიტყვა ამბობს: „ის არის ყველაფერზე უწინ, მისი მონაწილეობით გაჩნდა ყველაფერი“ (კოლოსელები 1:17; გამოცხადება 3:14).
ღვთის ძის სიბრძნედ მოხსენიება მართებულია, რადგან იესო იყო ერთადერთი, რომელმაც გაგვიმჟღავნა იეჰოვას ბრძნული განზრახვები და კანონები. განკაცებამდე იესო ღვთის სიტყვა, ანუ ღვთის სიტყვის გადამცემი, იყო (იოანე 1:1). მას „ღვთის ძალა და ღვთის სიბრძნე“ ეწოდება (1 კორინთელები 1:24, 30). მართლაც, რა შესანიშნავად არის აღწერილი ღვთის ძე, რომელიც ადამიანებისადმი სიყვარულმა აღძრა, თავისი სიცოცხლე მათ გამოსასყიდად გაეღო (იოანე 3:16).
[სურათი 31 გვერდზე]
„სანამ მთები დაფუძნდებოდნენ . . . [მე] დავიბადე“.