მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
რატომ არიდებენ თავს იეჰოვას მოწმეები სადღეგრძელოების წარმოთქმას მაშინ, როცა ბიბლია არაფერს ამბობს ამ საკითხზე?
სასმისით ხელში სადღეგრძელოს წარმოთქმას დიდი ხნის ისტორია აქვს და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ეს ტრადიცია სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია. ზოგჯერ სადღეგრძელოს წარმოთქმის დროს ჭიქებს უჭახუნებენ ერთმანეთს. სასმისით ხელში, ჩვეულებრივ, სხვებს ბედნიერებას, კარგ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და ბევრ სხვა სიკეთეს უსურვებენ. ზოგი წარმოთქმულ სადღეგრძელოს იმით უერთდება, რომ თავადაც წარმოთქვამს სიტყვას ან, უბრალოდ, სასმისს ხელში იღებს. ბევრი ფიქრობს, რომ ეს უწყინარი ტრადიცია ან კარგი მანერაა, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი მიზეზები, რომელთა გამოც იეჰოვას მოწმეები არ წარმოთქვამენ სადღეგრძელოებს.
სადღეგრძელოს წარმოთქმაზე უარის თქმა იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტიანებს სხვებისთვის ბედნიერება ან კარგი ჯანმრთელობა არ სურთ. პირველ საუკუნეში ხელმძღვანელი საბჭოს მიერ კრებებისთვის მიწერილი წერილი ბოლოვდება ბერძნული სიტყვით, რაც ასე შეიძლება ითარგმნოს: „იყავით ჯანმრთელად!“, „ხელი მოგემართოთ!“ ან „კარგად ყოფნას გისურვებთ!“ (საქმეები 15:29). ძველად ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლებმა ასეთი სიტყვებით მიმართეს მეფეს: „მარადიულად იცოცხლოს ჩემმა ბატონმა“; „მარადიულად იცოცხლოს მეფემ!“ (1 მეფეები 1:31; ნეემია 2:3)
საიდან იღებს სათავეს სადღეგრძელოების წარმოთქმის ჩვეულება? 1968 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკში“ (ინგლ.) მოყვანილი იყო ციტატა ენციკლოპედიიდან „ბრიტანიკა“ (1910 წლის გამოცემა, ტომი 13, გვერდი 121): „არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ ჯანმაგრობის სადღეგრძელო დასაბამს იღებს ძველი რელიგიური რიტუალიდან, რომლის თანახმადაც, სასმელს ღვთაებების ან მიცვალებულების გულის მოსაგებად სვამდნენ. ძველ საბერძნეთსა და რომში ყოველთვის, როცა სუფრას მიუსხდებოდნენ, სასმელს უღვრიდნენ თავიანთ ღვთაებებს, და დღესასწაულების დროს ღვთაებებისა და მიცვალებულების სადღეგრძელოს სვამდნენ“. ენციკლოპედია დასძენს: „შესაწირავად გაღებული სასმლის დალევის ჩვეულება ყოველთვის ჯანმაგრობის სადღეგრძელოს უკავშირდებოდა“.
დღესაც არსებობს ასეთი შეხედულება სადღეგრძელოებზე? 1995 წელს გამოცემულ ერთ წიგნში, რომელიც სხვადასხვა ხალხის სმის კულტურას განიხილავს, ნათქვამია: «[სადღეგრძელოს წარმოთქმა] როგორც ჩანს, იმ ძველი რელიგიური რიტუალის გადმონაშთია, რომლის თანახმადაც, წმინდა სითხეს ღვთაებებს უღვრიდნენ; ეს სითხე შეიძლება ყოფილიყო სისხლი ან ღვინო, რასაც იმიტომ სწირავდნენ, რომ შესრულებოდათ სურვილი ან სათხოვარი; ჩვეულებრივ, თავის სათქმელს ასე ამთავრებდნენ: „დიდხანს იცოცხლეთ!“ ან „იყავით ჯანმრთელად!“» (International Handbook on Alcohol and Culture).
ცხადია, თუ რაიმე საგანი, სიმბოლო ან ჩვეულება ცრუ რელიგიიდან იღებს დასაბამს ან მასთან ასოცირდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის მიუღებელია ჭეშმარიტი თაყვანისმცემლისთვის. მაგალითად, რა შეიძლება ითქვას ბროწეულის სიმბოლოზე? ერთ ავტორიტეტულ ბიბლიურ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „როგორც ჩანს, წარმართული რელიგიები ბროწეულს წმინდა სიმბოლოდ მიიჩნევდნენ“. მიუხედავად ამისა, ღვთის მითითებისამებრ, მღვდელმთავრის სამოსის კიდეზე ძაფისგან გაკეთებული ბროწეულები უნდა შემოევლოთ; ბროწეულებით იყო მორთული სოლომონის ტაძრის სპილენძის სვეტებიც (გამოსვლა 28:33; 2 მეფეები 25:17). ერთ დროს საქორწინო ბეჭედსაც რელიგიური დატვირთვა ჰქონდა; მაგრამ დღეს უმრავლესობამ არაფერი იცის ამის შესახებ, და მათთვის ბეჭედი მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანი დაქორწინებულია.
რა შეიძლება ითქვას რელიგიური რიტუალების შესრულებისას ღვინის გამოყენებაზე? მაგალითად, ერთხელ შექემელი კაცები, რომლებიც ბაალის მსაჯულები 9:22—28). როგორ ფიქრობთ, იქნებოდა იეჰოვას ერთგული მსახური მათ შორის, ვინც ღვინოს, შესაძლოა, იმ მიზნით სვამდა, რომ ღვთაებისთვის აბიმელექის გაუბედურება ეთხოვა? ამოსი იმ ისრაელების შესახებ, რომლებიც იეჰოვას წინააღმდეგ წავიდნენ, წერდა: „გაწოლილან ყველა სამსხვერპლოსთან და . . . ღვინოს სვამენ თავიანთი ღმერთების სახლში“ (ამოსი 2:8). მიიღებდნენ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ამგვარ რიტუალებში მონაწილეობას ღვინის სმითა თუ ღვთაებებისთვის ღვინის დაღვრით? (იერემია 7:18). აწევდნენ ისინი ღვინით სავსე ჭიქას და სთხოვდნენ ღვთაებას ვინმეს ბედნიერებას?
თაყვანისმცემლები იყვნენ, „შევიდნენ თავიანთი ღვთის სახლში, ჭამეს, სვეს და წყევლეს აბიმელექი“, გედეონის ძე (საინტერესოა, რომ დროდადრო იეჰოვას თაყვანისმცემლები ხელებს აღაპყრობდნენ და ღმერთს წარმატებას სთხოვდნენ. ისინი ხელაპყრობილნი მიმართავდნენ ჭეშმარიტ ღმერთს. ბიბლიაში ვკითხულობთ: «დადგა სოლომონი იეჰოვას სამსხვერპლოს წინ . . . და ცისკენ აღაპყრო ხელები. მან თქვა: „იეჰოვა, ისრაელის ღმერთო, არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთი . . . ისმინე შენი ზეციური სამყოფლიდან. მოუსმინე და აპატიე!“» (1 მეფეები 8:22, 23, 30). მსგავსად, «აკურთხა ეზრამ იეჰოვა . . . რაზეც ხელაპყრობილმა ხალხმა მიუგო: „ამინ! ამინ!“ შემდეგ მათ მდაბლად თაყვანი სცეს იეჰოვას“» (ნეემია 8:6; 1 ტიმოთე 2:8). ცხადია, ღვთის ერთგული მსახურები ზეცად იმ მიზნით არ აღაპყრობდნენ ხელს, რომ ბედისწერის ღვთაებისთვის კურთხევა ეთხოვათ (ესაია 65:11).
დღეს მრავალი, ვინც სადღეგრძელოს წარმოთქვამს, შეიძლება არ ფიქრობს, რომ ამგვარად ღვთაებებს სთხოვს მხარდაჭერასა და კურთხევას, მაგრამ ვერც იმას ხსნის, მაშ, რატომღა სწევს მაღლა, ზეცისკენ ღვინით სავსე ჭიქას. იმის მიუხედავად, დაფიქრებულან თუ არა ისინი ამ საკითხზე, ჭეშმარიტ ქრისტიანებს არავითარი საფუძველი არა აქვთ, თავი დაივალდებულონ და გაიმეორონ მათი ჟესტი.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ იეჰოვას მოწმეები არც სხვა ფართოდ გავრცელებულ ჟესტებს იმეორებენ. მაგალითად, ბევრი, ვინც ნაციონალურ ემბლემას ან დროშას აძლევს სალამს, არ ფიქრობს, რომ ეს თაყვანისცემაა. ჭეშმარიტი ქრისტიანები არავის უშლიან ამგვარად მოქმედებას, მაგრამ თავად უარს ამბობენ ამაზე. მრავალი მოწმე წინდახედულებას ავლენს და არ ესწრება ასეთ ცერემონიებს, სხვების გრძნობები რომ არ შეურაცხყოს. ნებისმიერ შემთხვევაში ისინი კატეგორიულ უარს ამბობენ პატრიოტიზმის გამომხატველი ჟესტების გამოყენებაზე, რაც ეწინააღმდეგება ბიბლიას (გამოსვლა 20:4, 5; 1 იოანე 5:21). დღეს ბევრი სადღეგრძელოების წარმოთქმას რელიგიას არ უკავშირებს. და მაინც, არსებობს იმის საფუძვლიანი მიზეზები, რის გამოც ქრისტიანები უარს ამბობენ სადღეგრძელოების წარმოთქმაზე; ამ ტრადიციას რელიგიური საფუძველი აქვს — დღესაც კი სადღეგრძელოს წარმოთქმისას „ზეციდან“ ელიან კურთხევას, თითქოს, თავიანთი სათხოვრის შესასრულებლად ზებუნებრივ ძალებს უხმობენ (გამოსვლა 23:2).