იეჰოვას უყვარს სამართლიანობა
იეჰოვას უყვარს სამართლიანობა
„მე, იეჰოვას, მიყვარს სამართლიანობა“ (ესაია 61:8).
1, 2. ა) რას ნიშნავს „სამართლიანობა“ და „უსამართლობა“? ბ) რას ამბობს ბიბლია იეჰოვაზე და მის სამართლიანობაზე?
სამართლიანობა განიმარტება როგორც მიუკერძოებლობა, კანონიერება და ზნეობრივად გამართლებული მოქმედება. უსამართლობას კი ახასიათებს მიკერძოება, წინასწარ შექმნილი არასწორი აზრი, ბოროტება და ცუდი მოპყრობა, რასაც ადამიანი არ იმსახურებს.
2 დაახლოებით 3 500 წლის წინათ მოსემ სამყაროს უზენაესს მმართველზე, იეჰოვაზე თქვა: „სამართლიანია მისი ყოველი გზა. ერთგული ღმერთია და უსამართლობა შორს არის მისგან“ (კანონი 32:4). დაახლოებით შვიდი საუკუნის შემდეგ ღმერთმა ესაიას პირით განაცხადა: „მე, იეჰოვას, მიყვარს სამართლიანობა“ (ესაია 61:8). პირველ საუკუნეში კი პავლემ დაწერა: „უსამართლობაა ღმერთთან? არავითარ შემთხვევაში!“ (რომაელები 9:14). იმავე საუკუნეში პეტრეც წერდა, რომ „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). ნამდვილად, „იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულია“ (ფსალმუნი 37:28; მალაქია 3:6).
უსამართლობა მომძლავრებულია
3. საიდან იღებს დედამიწაზე სათავეს უსამართლობა?
3 უსამართლობას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით; ის ვლინდება სამსახურში, სკოლაში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას და ოჯახშიც კი. რასაკვირველია, უსამართლობა სიახლე არ არის; დედამიწაზე მას დასაბამი მაშინ მიეცა, როცა ურჩი სულიერი ქმნილების, სატანა ეშმაკის გავლენით პირველმა წყვილმა ღვთის კანონი დაარღვია და ზურგი აქცია ღმერთს. უდავოა, რომ ადამი, ევა და სატანა უსამართლოდ მოიქცნენ, რადგან ბოროტად გამოიყენეს ღვთისგან ბოძებული ნების თავისუფლება. მათმა არასწორმა საქციელმა მთელ კაცობრიობას ტანჯვა და სიკვდილი მოუტანა (დაბადება 3:1—6; რომაელები 5:12; ებრაელები 2:14).
4. რამდენი ხანია, რაც ადამიანები უსამართლობით იტანჯებიან?
4 დაახლოებით 6 000 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ედემში მოხდა; მთელი ამ დროის განმავლობაში ადამიანები უსამართლობით იტანჯებიან. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამ ქვეყნიერების ღმერთი სატანაა (2 კორინთელები 4:4). ის არის ცრუ, სიცრუის მამა, ცილისმწამებელი და იეჰოვას მოწინააღმდეგე (იოანე 8:44). ის ყოველთვის საშინელ უსამართლობას სჩადიოდა. მაგალითად, ნოეს დროში მომხდარ წარღვნამდე სატანამ დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ „გამრავლდა დედამიწაზე ადამიანთა ბოროტება და მათი გულის ზრახვები მუდამ ბოროტი იყო“ (დაბადება 6:5). მსგავსი მდგომარეობა იყო იესოს დროშიც. მან აღნიშნა, რომ „ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი“, მათ შორის უსამართლობაც (მათე 6:34). ბიბლიაში მართებულად არის ნათქვამი, რომ „მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება“ (რომაელები 8:22).
5. რატომ არის დღეს უსამართლობა უფრო მომძლავრებული, ვიდრე ოდესმე?
5 როგორც დავინახეთ, მთელი ისტორიის მანძილზე უსამართლობას ცუდი შედეგები მოჰყვებოდა. მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ათწლეულებია, ეს უღვთო ქვეყნიერება „ბოლო დღეებს“ ითვლის და რაც უფრო ახლოა აღსასრული, ეს დრო მით „მძიმე, ძნელად ასატანი“ ხდება. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ამ პერიოდში ადამიანები 2 ტიმოთე 3:1—5). ასეთი ცუდი თვისებები ყველანაირი უსამართლობის მიზეზი ხდება.
იქნებოდნენ ‘საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები . . . უმადურები, ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნებოდა მორიგება, იქნებოდნენ ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები’ (6, 7. რა და რა შემაშფოთებელი უსამართლობა ხდება დღეს მსოფლიოში?
6 ბოლო ასი წლის მანძილზე უსამართლობამ არნახულ მასშტაბს მიაღწია. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ამ პერიოდში ყველაზე მეტი ომი მოხდა. ზოგი ისტორიკოსის გამოთვლით, მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა რაოდენობამ 50-60 მილიონს მიაღწია; აქედან უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. ომის დამთავრების შემდეგ მილიონობით ადამიანი სხვადასხვა კონფლიქტის დროს დაიღუპა; მათი უმრავლესობა ისევ მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. სატანა ხელს უწყობს ასეთი უსამართლობის არსებობას, რადგან განრისხებულია და იცის, რომ იეჰოვა მალე დაამარცხებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12).
7 ყოველ წელს მსოფლიოში დაახლოებით ერთი ტრილიონი დოლარი იხარჯება სამხედრო შეიარაღებაზე, მაშინ როცა ასობით მილიონ ადამიანს არა აქვს პირველადი მოხმარების საგნები. წარმოიდგინეთ, ეს ფული ასეთ გაჭირვებულ ადამიანებს რომ მოხმარებოდა! დაახლოებით ერთი მილიარდი ადამიანი საკმარისად ვერ იკვებება, მაშინ როცა სხვებს საკვები უხვად აქვს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ წელს შიმშილით დაახლოებით ხუთი მილიონი ბავშვი კვდება. რამხელა უსამართლობაა! ასევე დაფიქრდით იმ არდაბადებულ, უდანაშაულო ბავშვებზე, რომლებსაც აბორტის შედეგად კლავენ. ვარაუდობენ, რომ ყოველ წელს
მათი რიცხვი 40—60 მილიონამდე აღწევს. რა შემაძრწუნებელი უსამართლობაა!8. როგორ დამკვიდრდება ჭეშმარიტი სამართლიანობა დედამიწაზე?
8 მსოფლიო ლიდერები ვერ პოულობენ კაცობრიობის პრობლემებიდან გამოსავალს; ამასთანავე შეუძლებელია ადამიანთა ძალისხმევით მდგომარეობის გაუმჯობესება. ღვთის სიტყვაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ჩვენს დროში „ბოროტები და თვითმარქვიები უფრო უარესად მოიქცევიან, სხვებსაც შეაცდენენ და თვითონაც შეცდებიან“ (2 ტიმოთე 3:13). უსამართლობა იმდენად გახდა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ მისი აღმოფხვრა. მხოლოდ სამართლიან ღმერთს შეუძლია ბოლო მოუღოს უსამართლობას; მხოლოდ მას შესწევს ძალა გაანადგუროს სატანა, დემონები და ბოროტი ადამიანები (იერემია 10:23, 24).
უსამართლობაზე წუხილი გამართლებულია
9, 10. რატომ დაკარგა ასაფმა სიხარული ღვთის მსახურებაში?
9 ძველად ბიბლიის ზოგ მწერალსაც აინტერესებდა, რატომ არ ერეოდა ღმერთი ადამიანების ცხოვრებაში და არ ამყარებდა ჭეშმარიტ სამართლიანობასა და სიმართლეს. განვიხილოთ ძველ დროში მცხოვრები ერთი მამაკაცის შემთხვევა. 73-ე ფსალმუნის ეპიგრაფში მოხსენიებულ ასაფში შეიძლება იგულისხმებოდეს დავითის მეფობის დროს მცხოვრები ცნობილი ლევიანი მუსიკოსი ან მუსიკოსები ასაფის საგვარეულოდან. ასაფმა და მისმა შთამომავლებმა დაწერეს არაერთი მუსიკალური ნაწარმოები, რომლებიც თაყვანისცემისთვის იყო განკუთვნილი. მაგრამ რაღაც მომენტში ამ ფსალმუნის დამწერმა ღვთის მსახურებაში სიხარული დაკარგა. მან შეამჩნია, რომ ბოროტები მატერიალურად უზრუნველყოფილნი და ცხოვრებით კმაყოფილნი იყვნენ, და არაფერი ადარდებდათ.
ფსალმუნი 73:2—8). მაგრამ დროთა განმავლობაში ფსალმუნმომღერალი მიხვდა, რომ ცდებოდა (ფსალმუნი 73:15, 16). ის ცდილობდა თვალსაზრისის გამოსწორებას, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ესმოდა, რატომ არ ისჯებოდნენ ბოროტები, მაშინ როცა მართალი ადამიანები ხშირად იტანჯებოდნენ.
10 ამ ფსალმუნში ვკითხულობთ: „შემშურდა მკვეხარა ხალხის, როცა დავინახე, რომ მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ბოროტები. სასიკვდილო ტკივილები არ აწუხებთ და დიდი ღიპები აქვთ. არ უჭირთ ისე, როგორც მოკვდავ ადამიანებს, სხვებივით გაუბედურებულები არ არიან“ (11. რას მიხვდა ფსალმუნმომღერალი ასაფი?
11 ბოლოს ამ ერთგულმა ფსალმუნმომღერალმა გაიგო, რა მომავალი ელოდათ ბოროტებს — იეჰოვა შურს იძიებდა მათზე (ფსალმუნი 73:17—19). დავითმა დაწერა: „იეჰოვას იმედი გქონდეს და მისი გზა დაიცავი, ის განგადიდებს და დაგამკვიდრებს დედამიწაზე; დაინახავ, როგორ მოისპობიან ბოროტები“ (ფსალმუნი 37:9, 11, 34).
12. ა) რა განზრახვა აქვს იეჰოვას ბოროტებასა და უსამართლობასთან დაკავშირებით? ბ) თქვენ რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა იეჰოვას ამ გადაწყვეტილების შესახებ გაიგეთ?
12 უდავოა, რომ იეჰოვას განზრახული აქვს, დადგენილ დროს დედამიწაზე აღმოფხვრას ბოროტება და უსამართლობა. ერთგულმა ქრისტიანებმა ყოველთვის უნდა შეახსენონ ეს საკუთარ თავს. იეჰოვა გაანადგურებს თავის მოწინააღმდეგეებს, თავისი ნების შემსრულებლებს კი აკურთხებს. „ხედავს მისი თვალი, მისი მბრწყინავი თვალები ამოწმებენ ადამიანთა ძეებს. იეჰოვა ამოწმებს მართალსაც და ბოროტსაც; ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს. წვიმასავით დაუშვებს მახეებს, ცეცხლსა და გოგირდს ბოროტთა თავზე და მწველ ქარს . . . მართალია იეჰოვა, სიმართლის საქმეების მოყვარულია“ (ფსალმუნი 11:4—7).
სამართლიანი ახალი ქვეყნიერება
13, 14. რატომ დამკვიდრდება სიმართლე და სამართლიანობა ახალ ქვეყნიერებაში?
13 იეჰოვა გაანადგურებს სატანის ამ უსამართლო ქვეყნიერებას და ახალ ქვეყნიერებას დაამყარებს, რომელსაც ღვთის ზეციერი სამეფო უხელმძღვანელებს. იესომ თავის მოწაფეებს ასწავლა, ამ სამეფოს შესახებ ელოცათ. მაშინ როცა ბოროტებასა და უსამართლობას სიმართლე და სამართლიანობა შეცვლის, საბოლოოდ გაეცემა პასუხი ჩვენს ლოცვას: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10).
14 ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, როგორი იქნებოდა მმართველობა, რომელსაც დღეს მართალი ადამიანები ნატრობენ. ფსალმუნის 145:16-ში ჩაწერილი სიტყვები ბოლომდე შესრულდება: „შლი [იეჰოვა ღმერთი] შენს ხელს და აკმაყოფილებ ყოველი ცოცხალი არსების სურვილს“. ასევე ესაიას 32:1-ში ნათქვამია: „აი, სიმართლისთვის იმეფებს მეფე [იესო ქრისტე ზეცაში] და სამართლიანობისთვის იმმართველებენ მთავრები [ქრისტეს წარმომადგენლები დედამიწაზე]“. იესო ქრისტეს მეფობის შესახებ ესაიას 9:7-ში ნაწინასწარმეტყველები იყო: „მისი ხელმწიფობა განივრცობა და მშვიდობას ბოლო არ ექნება დავითის ტახტზე და მის სამეფოში მის განსამტკიცებლად და სამართლიანობითა და სიმართლით მის შესანარჩუნებლად, ახლაც და მარადიულადაც. ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მოშურნეობა გააკეთებს ამას“. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თქვენი თავი ამ სამართლიანი მთავრობის ქვეშევრდომად?
15. რას გააკეთებს იეჰოვა ადამიანებისთვის ახალ ქვეყნიერებაში?
15 ღვთის ახალ ქვეყნიერებაში აღარ გვექნება იმ სიტყვების თქმის მიზეზი, რომლებიც ეკლესიასტეს -ში წერია: „კიდევ ერთხელ გადავხედე ყოველივეს, რომ მენახა ყოველგვარი ჩაგვრა, რომელიც მზის ქვეშ ხდება. და, აი, ჩაგრულთა ცრემლები; არავინ ჰყავდათ ნუგეშისმცემელი. ძალა მათ მჩაგვრელთა ხელში იყო, მათ კი ნუგეშისმცემელი არ ჰყავდათ“. რთულია, ჩვენი არასრულყოფილი გონებით ბოლომდე წარმოვიდგინოთ, რა მშვენიერი იქნება ცხოვრება სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში. აღარ იარსებებს ბოროტება და ყოველი დღე სიხარულს მოგვიტანს. იეჰოვა ისე გამოასწორებს ყველაფერს, რომ ეს ჩვენს მოლოდინს გადააჭარბებს. იეჰოვა ღმერთის შთაგონებით პეტრე მოციქულმა დაწერა: „ჩვენ მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ ( 4:12 პეტრე 3:13).
16. როგორ დამყარდა „ახალი ცა“ და რა გაგებით ჩაეყარა საფუძველი „ახალ დედამიწას“?
16 „ახალი ცა“, ღვთის ზეციერი მთავრობა უკვე დამკვიდრებულია და სათავეში ქრისტე უდგას. ისინი, ვინც „ახალი დედამიწის“ ანუ სამართლიანი ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოების ბირთვს ქმნიან, ამ ბოლო დღეებში იკრიბებიან. მათი რიცხვი თითქმის შვიდი მილიონია და ისინი 235 ქვეყანაში არსებულ დაახლოებით 100 000 კრებაში არიან გაერთიანებულნი. ისინი სწავლობენ იეჰოვას სამართლიანი გზებით სიარულს და შედეგად, ქრისტიანული სიყვარულით ერთიანდებიან. მათი ერთიანობა ყოველთვის ძლიერი და აშკარა იყო; სატანის ქვეყნიერებაში მსგავსი ერთიანობა არ არსებობს. მათი სიყვარული და ერთიანობა წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ როგორი იქნება ღვთის ახალი ქვეყნიერება, სადაც სიმართლე და სამართლიანობა გამეფდება (ესაია 2:2—4; იოანე 13:34, 35; კოლოსელები 3:14).
სატანის თავდასხმა უშედეგო იქნება
17. რატომ იქნება წარუმატებელი იეჰოვას ხალხზე სატანის საბოლოო თავდასხმა?
17 მალე სატანა და მისი მომხრეები იეჰოვას თაყვანისმცემლების გასანადგურებლად გამოვლენ (ეზეკიელი 38:14—23). ეს მოხდება „დიდი გასაჭირის“ დროს. იესომ თქვა, რომ მსგავსი გასაჭირი „არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება“ (მათე 24:21). იქნება სატანის თავდასხმა წარმატებული? არავითარ შემთხვევაში. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს: „იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულია და არ მიატოვებს თავის ერთგულებს. ისინი მარადიულად იქნებიან დაცულნი, ბოროტთა შთამომავლობა კი მოისპობა. მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:28, 29).
18. ა) როგორ იმოქმედებს ღმერთი, როცა სატანა მის ხალხს თავს დაესხმება? ბ) რატომ იყო სასარგებლო ბიბლიიდან იმის განხილვა, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს?
18 სატანისა და მისი დამქაშების თავდასხმა იეჰოვას მსახურებზე უკანასკნელი იქნება. იეჰოვამ ზაქარიას პირით იწინასწარმეტყველა: „თქვენი შემხები ჩემი თვალის გუგის შემხებია“ (ზაქარია 2:8). ღვთის ხალხზე თავდასხმა იეჰოვას თვალის გუგაზე შეხების ტოლფასია. ის სამაგიეროს გადაუხდის და მიწის პირისგან აღგვის ბოროტებს. იეჰოვას მსახურები მთელი დედამიწის ზურგზე ყველაზე მოსიყვარულე, ერთსულოვანი, მშვიდობიანი და კანონმორჩილი ადამიანები არიან. ამიტომ სატანის თავდასხმა ღვთის ხალხზე დიდი უსამართლობა იქნება. „სამართლიანობის მოყვარული“ ღმერთი ამას ვერ შეიწყნარებს. ის სამუდამოდ გაანადგურებს თავისი ხალხის მტრებს, სამართლიანობა იზეიმებს და ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლები ხსნას მოიპოვებენ. მართლაც რომ აღმაფრთოვანებელი მოვლენები მოხდება! (იგავები 2:21, 22).
როგორ უპასუხებთ?
• რატომ არის უსამართლობა მომძლავრებული?
• როგორ აღმოფხვრის იეჰოვა დედამიწაზე უსამართლობას?
• რა მოგეწონათ ყველაზე მეტად ამ სტატიაში?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 23 გვერდზე]
წარღვნამდე ბოროტება ყვაოდა; მსგავსი მდგომარეობაა ამ „ბოლო დღეებშიც“
[სურათი 24, 25 გვერდებზე]
ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ბოროტებას სიმართლე და სამართლიანობა შეცვლის