იარეთ იეჰოვას გზით
იარეთ იეჰოვას გზით
„ბედნიერია ყველა, ვისაც იეჰოვას შიში აქვს და ვინც მისი გზით დადის“ (ფსალმ. 128:1).
1, 2. რატომ არის სავსებით შესაძლებელი, რომ ადამიანი ბედნიერი იყოს?
ყველას უნდა, რომ ბედნიერი იყოს. მაგრამ ერთია, ისწრაფოდე ბედნიერებისკენ და სულ სხვაა ბედნიერი იყო.
2 სავსებით შესაძლებელია, რომ ადამიანი ბედნიერი იყოს. „ბედნიერია ყველა, ვისაც იეჰოვას შიში აქვს და ვინც მისი გზით დადის“, — ნათქვამია ფსალმუნის 128:1-ში. ჩვენ ბედნიერნი იმ შემთხვევაში ვიქნებით, თუ ღვთის შიში გვექნება და მისი გზებით ვივლით. როგორ დაგვეხმარება ამის ცოდნა ქრისტიანული თვისებების განვითარებაში?
იყავით სიტყვის შემსრულებელნი და ერთგულნი
3. პირველ რიგში, რა არის იმისათვის საჭირო, რომ სიტყვის შემსრულებლები ვიყოთ?
3 ვინც ღვთისმოშიშია, იეჰოვას მსგავსად სიტყვის შემსრულებელია. იეჰოვამ ძველი ისრაელისთვის მიცემული ყველა დანაპირები შეასრულა (1 მეფ. 8:56). ჩვენ მაშინ დავდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი აღთქმა, როდესაც ღმერთს თავი მივუძღვენით. ეს აღთქმა რომ არ დავარღვიოთ, საჭიროა, გამუდმებით ვილოცოთ. შეგვიძლია მივბაძოთ ფსალმუნმომღერალ დავითს, რომელიც ლოცულობდა: „შენ მოისმინე ჩემი აღთქმები, ღმერთო . . . მარადიულად ვუმღერებ ქებას შენს სახელს, რათა ყოველდღიურად შევასრულო ჩემი აღთქმები“ (ფსალმ. 61:5, 8; ეკლ. 5:4—6). თუ გვინდა, რომ ღვთის მეგობრები ვიყოთ, დადებული აღთქმა უნდა შევასრულოთ (ფსალმ. 15:1, 4).
4. როგორ შეასრულა იფთახმა იეჰოვას წინაშე დადებული აღთქმა და როგორ მოიქცა მისი ასული?
4 ისრაელის მსაჯულების დროს იფთახმა აღთქმა დადო, რომ თუ იეჰოვა ამონელებზე გაამარჯვებინებდა, ვინც პირველი შეეგებებოდა ბრძოლიდან დაბრუნებულს, „დასაწვავ შესაწირავად“ შესწირავდა. ეს ადამიანი მისი ერთადერთი გასათხოვარი ქალიშვილი აღმოჩნდა. იფთახმაც და მისმა მსაჯ. 11:28—40).
ასულმაც იეჰოვასადმი რწმენა გამოავლინეს. იფთახმა თავისი აღთქმა შეასრულა, რადგან წინააღმდეგი არც მისი ქალიშვილი ყოფილა. მართალია, დაქორწინება და ბავშვის ყოლა ისრაელში დიდად ფასობდა, მაგრამ იფთახის ასულმა არჩია, გაუთხოვარი დარჩენილიყო და იეჰოვას საწმინდარში ემსახურა (5. რით დაამტკიცა ხანამ, რომ სიტყვის შემსრულებელი იყო?
5 ღვთისმოშიშმა ხანამაც შეასრულა ღვთის წინაშე დადებული აღთქმა. ხანას ქმარი იყო ლევიანი ელკანა, რომელსაც სხვა ცოლიც ჰყავდა, სახელად ფენინა. ისინი ეფრემის მთიან მხარეში ცხოვრობდნენ. ფენინას რამდენიმე შვილი ჰყავდა, ხანა კი უშვილო იყო, რის გამოც ფენინა მას მასხრად იგდებდა ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ დასცინოდა, როცა მთელი ოჯახი ადიოდა შილოში, სადაც კარავი იდგა. ერთხელ, იქ მისულმა ხანამ იეჰოვას აღთქმა დაუდო, რომ ვაჟს თუ გააჩენდა, იეჰოვას მიუძღვნიდა. ხანა დაორსულდა და ვაჟი შეეძინა, რომელსაც სამუელი დაარქვა. ძუძუს რომ მოსწყვიტა, ბავშვი შილოში წაიყვანა და იეჰოვას მიუძღვნა. იქ სამუელი „მთელი მისი სიცოცხლე“ მსახურობდა (1 სამ. 1:11). ხანამ შეასრულა თავისი აღთქმა, მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა, კიდევ ეყოლებოდა თუ არა შვილები (1 სამ. 2:20, 21).
6. რით ცხადყო ტიქიკემ, რომ ერთგული მსახური იყო?
6 პირველ საუკუნეში მცხოვრები ტიქიკე „ერთგული მსახური“ იყო (კოლ. 4:7). ტიქიკე პავლესთან ერთად მოგზაურობდა. ისინი მაკედონიის გავლით საბერძნეთიდან მცირე აზიაში ჩავიდნენ, იქიდან კი — შესაძლოა იერუსალიმში (საქ. 20:2—4). შეიძლება სწორედ ტიქიკე ეხმარებოდა ტიტეს იუდეაში მცხოვრები გაჭირვებული თანამორწმუნეებისთვის შესაწირავების აგროვებაში (2 კორ. 8:18, 19; 12:18). როდესაც პავლე პირველად დააპატიმრეს რომში, ტიქიკეს სახით მას მხარში ედგა ერთგული თანამსახური, რომელსაც ეფესოელ და კოლოსელ თანამორწმუნეებთან წერილები ჩაჰქონდა (ეფეს. 6:21, 22; კოლ. 4:8, 9). რომში მეორედ დაპატიმრების შემდეგ კი პავლემ ტიქიკე ეფესოში გაგზავნა (2 ტიმ. 4:12). თუ ერთგულები ვიქნებით, იეჰოვას მსახურება ჩვენც მოგვიტანს კურთხევებს.
7, 8. საიდან ვიცით, რომ დავითი და იონათანი ერთგული მეგობრები იყვნენ?
7 იეჰოვა ჩვენგან მოელის, რომ ერთგული მეგობრები ვიქნებით (იგავ. 17:17). მეფე საულის ვაჟი, იოანათანი დავითს დაუმეგობრდა. როდესაც იონათანმა გაიგო, რომ დავითმა გოლიათი სიცოცხლეს გამოასალმა, „შეეკრა იონათანის სული დავითის სულს და საკუთარი სულივით შეიყვარა იონათანმა იგი“ (1 სამ. 18:1, 3). მან გააფრთხილა კიდეც დავითი, რომ საული მოკვლას უპირებდა. მას შემდეგ, რაც დავითმა გაქცევით უშველა თავს, იოანათანი შეხვდა მას და ერთგულების ფიცი დაუდო. როდესაც იოანათანი საულს დავითის ამბავს უყვებოდა, საული განრისხდა და მის მოკვლას შეეცადა. მიუხედავად ამისა, იონათანს დავითთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა მათი მეგობრობა (1 სამ. 20:24—41). უკანასკნელი შეხვედრის დროს იონათანმა დავითი „ღვთის სახელით“ განამტკიცა (1 სამ. 23:16—18).
8 იონათანი ფილისტიმელებთან ბრძოლაში დაიღუპა (1 სამ. 31:6). დავითი მას ასე გლოვობდა: „ვწუხვარ შენზე, ჩემო ძმაო, იონათან, ძალიან ძვირფასი იყავი ჩემთვის! ჩემდამი შენი სიყვარული ქალის სიყვარულზე მშვენიერი იყო“ (2 სამ. 1:26). დავითი და იონათანი ერთგული მეგობრები იყვნენ.
„იყავით თავმდაბალნი“
9. როგორ ესმება ხაზი თავმდაბლობის მნიშვნელობას მსაჯულების მე-9 თავში?
9 ღვთის მეგობრები რომ ვიყოთ, თავმდაბლობას უნდა ვავლენდეთ (1 პეტ. 3:8; ფსალმ. 138:6). თავმდაბლობის მნიშვნელობას ხაზი ესმება მსაჯულების მე-9 თავში. ერთხელ გედეონის ვაჟმა იოთამმა ასეთი მაგალითი მოიყვანა: „წავიდნენ ერთხელ ხეები, რომ თავიანთთვის მეფე ეცხოთ“. მან ახსენა ზეთისხილის ხე, ლეღვის ხე და ვაზი. ეს მცენარეები განასახიერებდნენ იმ ღირსეულ ადამიანებს, რომლებსაც არ ჰქონდათ ისრაელზე მეფობის პრეტენზია. მაყვალი კი, რომელსაც ისრაელში საწვავად იყენებდნენ, განასახიერებდა ქედმაღალ, სისხლისმსმელ აბიმელექს, რომელსაც სხვებზე ბატონობის სურვილი ამოძრავებდა. აბიმელექი მხოლოდ „სამი წელი მართავდა“ ისრაელს. მას მტრებმა მოუსწრაფეს სიცოცხლე (მსაჯ. 9:8—15, 22, 50—54). განა არ ჯობს, თავმდაბლები ვიყოთ?!
10. რას ვსწავლობთ ჰეროდეს შემთხვევიდან, რომელმაც „დიდება არ მიაგო ღმერთს“?
10 ახ. წ. პირველ საუკუნეში ვითარება დაიძაბა იუდეის მეფეს, ჰეროდე აგრიპასა და ტვიროსისა და სიდონის მცხოვრებლებს შორის. მათ სურდათ, რომ ჰეროდეს მათთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდა. ერთხელ, როდესაც ჰეროდემ ხალხს სიტყვით მიმართა, შეკრებილმა ხალხმა ხმამაღლა დაიძახა: „ღვთის ხმაა და არა კაცისა“. ჰეროდემაც შეიფერა ხალხის სიტყვები. ამის გამო „იეჰოვას ანგელოზმა დასცა“ იგი და ის საშინელი სიკვდილით მოკვდა, რადგან „დიდება არ მიაგო ღმერთს“ (საქ. 12:20—23). თუ ორატორული ნიჭით გამოვირჩევით ან ბიბლიის კარგი მასწავლებლები ვართ, ამისათვის იეჰოვას უნდა მივაგოთ პატივი (1 კორ. 4:6, 7; იაკ. 4:6).
იყავით გაბედულნი და მტკიცენი
11, 12. როგორ ცხადყოფს ენოქის შემთხვევა, რომ იეჰოვა თავის მსახურებს სიმტკიცესა და გაბედულებას ჰმატებს?
11 თუ თავმდაბლად დავდივართ იეჰოვას გზით, ის გამბედაობასა და სიმტკიცეს შეგვმატებს (კან. 31:6—8, 23). ენოქი, ადამიდან მეშვიდე, ბოროტი ადამიანების გარემოცვაში ცხოვრობდა, მაგრამ გაბედულად დადიოდა ღმერთთან ერთად (დაბ. 5:21—24). იეჰოვა ენოქს სიმტკიცეს ჰმატებდა, რომ უღვთო ხალხისთვის მისი განაჩენი გაეცხადებინა (წაიკითხეთ იუდას 14, 15). თქვენ თუ აცხადებთ გაბედულად ღვთის განაჩენს?
12 იეჰოვამ ნოეს დროს წარღვნა მოავლინა და ბოროტ ხალხზე განაჩენი აღასრულა. ენოქის წინასწარმეტყველება ჩვენთვისაც გამამხნევებელია, რადგან უღვთო ხალხს მალე გაანადგურებს ღვთის უთვალავი წმინდა ანგელოზი (გამოცხ. 16:14—16; 19:11—16). თუ ვლოცულობთ, იეჰოვა შეგვმატებს გაბედულებას, რომ გავაცხადოთ მისი ცნობა, იქნება ეს განაჩენის შესახებ თუ იმ კურთხევების შესახებ, რომელსაც ღვთის სამეფო მოიტანს.
13. რა გვარწმუნებს იმაში, რომ ღმერთი მოგვცემს საჭირო გაბედულებასა და სიმტკიცეს პრობლემებთან გასამკლავებლად?
13 გაბედულება და სიმტკიცე რთულ პრობლემებთან გასამკლავებლადაც გვჭირდება. ესავმა ცოლად ორი ხეთელი ქალი მოიყვანა. ისინი ესავის მშობლებს, ისაკსა და რებეკას, „სულს უმწარებდნენ“. გამწარებული რებეკა ამბობდა: „სიცოცხლე მომაძულეს ხეთელმა ქალებმა. თუ იაკობმაც ხეთელი ქალი მოიყვანა ცოლად, ისეთი, როგორებიც ამ ქვეყნის ქალები არიან, რაღად მინდა სიცოცხლე?!“ (დაბ. 26:34, 35; 27:46). ისაკმა წინასწარ მიიღო ზომები და იაკობი თავის ნათესავებთან გაგზავნა, რომ ცოლად იეჰოვას თაყვანისმცემელი მოეყვანა. ისაკი და რებეკა ესავის შეცდომას ვეღარ გამოასწორებდნენ, მაგრამ მათ შეეძლოთ, იეჰოვას ერთგულები დარჩენილიყვნენ, რისთვისაც იეჰოვამ მათ სიბრძნე, გამბედაობა და სიმტკიცე მისცა. თუ იეჰოვას ლოცვით ვთხოვთ დახმარებას, ჩვენთვისაც იმავეს გააკეთებს (ფსალმ. 118:5).
14. როგორ გამოავლინა ისრაელმა გოგონამ გაბედულება?
14 საუკუნეების შემდეგ ერთი ისრაელი გოგონა ტყვედ ჩაუვარდა სირიელებს. ის კეთრით დაავადებული სირიელი მხედართმთავრის, ნაამანის ცოლის მსახური გახდა. გოგონას გაგონილი ჰქონდა იმ სასწაულების შესახებ, რომელიც ღმერთმა წინასწარმეტყველ ელისეს ხელით მოახდინა. მან 2 მეფ. 5:1—3). ამ პატარა გოგონამ მართლაც კარგი მაგალითი დაუტოვა იმ ბავშვებს, რომლებიც იეჰოვაზე არიან მინდობილნი და გაბედულად ქადაგებენ მასწავლებლებთან, კლასელებთან თუ სხვებთან.
გაბედულება გამოიჩინა და ნაამანის ცოლს უთხრა: ‘თუ წავა ჩემი ბატონი ისრაელში, იეჰოვას წინასწარმეტყველი განკურნავს მას კეთრისგან’. ნაამანიც წავიდა ისრაელში და სასწაულებრივად განიკურნა (15. როგორ მოიქცა ახაბის სასახლის გამგებელი ობადია?
15 გაბედულება, რომელსაც ღმერთი გვაძლევს, გვეხმარება დევნის დროს სიმტკიცის შენარჩუნებაში. გავიხსენოთ მეფე ახაბის სასახლის გამგებლის, ობადიას შემთხვევა, რომელიც წინასწარმეტყველ ელიას დროს ცხოვრობდა. როდესაც დედოფალმა იზებელმა ღვთის წინასწარმეტყველთა დახოცვა ბრძანა, ობადიამ 100 წინასწარმეტყველი „ორმოცდაათ-ორმოცდაათად“ გადამალა გამოქვაბულში (1 მეფ. 18:13; 19:18). თქვენც გამოავლენთ გაბედულებას ობადიას მსგავსად და დაეხმარებით დევნილ თანამორწმუნეებს?
16, 17. დაყარეს ფარ-ხმალი არისტარქემ და გაიუსმა დევნის გამო?
16 დევნის დროს ჩვენც შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა არ მიგვატოვებს (რომ. 8:35—39). ერთხელ ეფესოს ამფითეატრში არისტარქესა და გაიუსს, რომლებიც პავლესთან ერთად მსახურობდნენ, დიდძალი ბრბო დაესხა თავს. ეს ბრბო ვერცხლის მჭედელმა დემეტრიოსმა წააქეზა. ის სხვა მჭედლებთან ერთად ქალღმერთ არტემიდას პატარა ტაძრებს ამზადებდა, რითაც დიდ მოგებას ნახულობდნენ. ვინაიდან პავლეს ქადაგების შედეგად ბევრმა მიატოვა კერპთაყვანისმცემლობა, მათ საქმიანობას საფრთხე დაემუქრა. პავლე რომ ვერ იპოვა, გახელებულმა ხალხმა არისტარქე და გაიუსი თეატრში შეათრია, თან გაჰყვიროდნენ: „დიდია ეფესოელების არტემიდა!“ არისტარქესა და გაიუსს ეგონათ, რომ მოკლავდნენ, მაგრამ ქალაქის ერთმა მწერალმა ბრბო დააშოშმინა (საქ. 19:23—41).
17 თუ მსგავსი რამ თქვენც შეგემთხვეოდათ, ფარ-ხმალს ხომ არ დაყრიდით? არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ არისტარქეს და გაიუსს ფარ-ხმალი დაეყარათ. თესალონიკელ არისტარქეს კარგად ესმოდა, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგებას შეიძლებოდა დევნა მოჰყოლოდა, რადგან მანამდე პავლეს ქადაგებამ თესალონიკეში გამოიწვია აურზაური (საქ. 17:5; 20:4). იეჰოვა არისტარქესაც და გაიუსსაც სიმტკიცესა და გამბედაობას ჰმატებდა, ვინაიდან მისი გზით დადიოდნენ.
იზრუნეთ თანამორწმუნეებზე
18. როგორ ზრუნავდნენ პრისკა და აკვილა თანამორწმუნეებზე?
18 ჩვენ დევნის დროსაც უნდა ვიზრუნოთ თანამორწმუნეებზე. პრისკა და აკვილა ზრუნავდნენ თანამორწმუნეებზე (წაიკითხეთ ფილიპელების 2:4). შესაძლოა სწორედ ამ სამაგალითო ცოლ-ქმარმა შეიფარა პავლე ეფესოში, სადაც ვერცხლის მჭედელმა დემეტრიოსმა ბრბო წააქეზა. როგორც ჩანს, ამ შემთხვევამ აღძრა აკვილა და პრისკა, რომ პავლეს გულისთვის ‘თავი საფრთხეში ჩაეგდოთ’ (რომ. 16:3, 4; 2 კორ. 1:8). როდესაც ჩვენს ძმებს დევნიან, ჩვენ „გველივით ფრთხილნი“ უნდა ვიყოთ (მათ. 10:16—18). ამ დროს სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და არ უნდა გავცეთ ძმები; მოწინააღმდეგეებს არც სხვა ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ.
19. როგორ ზრუნავდა ტაბითა თანამორწმუნეებზე?
19 თანამორწმუნეებზე ზრუნვა სხვადასხვაგვარადაა ეფეს. 4:28; იაკ. 2:14—17). პირველ საუკუნეში იოპას კრებაში მსახურობდა ერთი ხელგაშლილი და, რომელსაც ტაბითა ერქვა (წაიკითხეთ საქმეების 9:36—42). „ის ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა და მოწყალებასაც უხვად გასცემდა“, აგრეთვე კერავდა ტანსაცმელს გაჭირვებული ქვრივებისთვის. ახ. წ. 36 წელს ტაბითა გარდაიცვალა, რამაც ქვრივები მეტისმეტად დაამწუხრა. მაშინ მოციქულმა პეტრემ ღვთის ძალით მკვდრეთით აღადგინა ტაბითა. უეჭველია, ის სიცოცხლის ბოლომდე გულმოდგინედ იქადაგებდა სასიხარულო ცნობას და თანამორწმუნეებისთვის სიკეთეს არ დაიშურებდა. რა კარგია, რომ ჩვენ გვერდით ტაბითას მსგავსი ხელგაშლილი ქრისტიანი დები არიან!
შესაძლებელი. მაგალითად, შეგვიძლია დავეხმაროთ გაჭირვებულ და-ძმებს (20, 21. ა) რატომაა თანამორწმუნეების გამხნევება მზრუნველობის გამოვლენა? ბ) რით შეგიძლიათ გაამხნეოთ და-ძმები?
20 თანამორწმუნეების გამხნევებაც მზრუნველობის გამოვლენაა (რომ. 1:11, 12). მაგალითად, სილა, რომელიც პავლესთან ერთად მსახურობდა, ძმებს ამხნევებდა. ახ. წ. 49 წელს იერუსალიმში წინადაცვეთის საკითხის მოგვარების შემდეგ ხელმძღვანელმა საბჭომ თავისი წარმომადგენლები გაგზავნა თანამორწმუნეებთან წერილის ჩასატანად. ჩავიდნენ ანტიოქიაში სილა, იუდა, ბარნაბა და პავლე. იქ სილა და იუდა „ძმებს მრავალი სიტყვით ამხნევებდნენ და განამტკიცებდნენ“ (საქ. 15:32).
21 მოგვიანებით პავლე და სილა ფილიპეში დააპატიმრეს, მაგრამ მოხდა მიწისძვრა და მათ ბორკილები დაეხსნათ. ამის შემდეგ მათ საპყრობილის ზედამხედველსა და მის ოჯახს უქადაგეს; ისინი მორწმუნეები გახდნენ. ქალაქის დატოვებამდე სილამ და პავლემ ძმები გაამხნევეს (საქ. 16:12, 40). პავლესა და სილას მსგავსად, ეცადეთ თქვენც გაამხნეოთ და-ძმები თქვენი კომენტარებით, მოხსენებებითა და გულმოდგინე ქადაგებით. და „თუ რამე გამამხნევებელი გაქვთ სათქმელი“, აუცილებლად თქვით (საქ. 13:15).
განაგრძეთ იეჰოვას გზით სიარული
22, 23. რა შემთხვევაში მოგვიტანს სარგებლობას ბიბლიის კითხვა?
22 ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ „ყოველგვარი ნუგეშის მამის“ იეჰოვასი, რომ თავის მსახურებს ბიბლიაში ასეთი შემთხვევები ჩააწერინა (2 კორ. 1:3). ჩვენ მხოლოდ მაშინ მივიღებთ სარგებლობას, თუ განხილული შემთხვევებიდან ბევრ რამეს ვისწავლით და ამავე დროს, ღვთის წმინდა სულის ხელმძღვანელობას მივყვებით (გალ. 5:22—25).
23 ბიბლიურ პერსონაჟებსა და მათ ცხოვრებაზე ფიქრი დაგვეხმარება ღვთისმოსაწონი თვისებების განვითარებაში; აგრეთვე განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობას იეჰოვასთან, რომელიც გვაძლევს სიბრძნეს, ცოდნასა და სიხარულს (ეკლ. 2:26). შედეგად ჩვენ გულს გავუხარებთ ღმერთს (იგავ. 27:11). დაე, ყოველთვის ვიაროთ იეჰოვას გზით!
როგორ უპასუხებთ?
• რით შეგიძლიათ აჩვენოთ, რომ სიტყვის შემსრულებლები ხართ?
• რატომ უნდა ვიყოთ თავმდაბლები?
• როგორ გვმატებს გაბედულებას ბიბლიური შემთხვევების კითხვა?
• რა და რა სახით შეგვიძლია ვიზრუნოთ თანამორწმუნეებზე?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 8 გვერდზე]
იფთახმა და მისმა ასულმა იეჰოვას წინაშე დადებული აღთქმა შეასრულეს, თუმცა ეს ადვილი არ იყო
[სურათი 10 გვერდზე]
ბავშვებო, რას სწავლობთ ისრაელი გოგონასგან?
[სურათი 11 გვერდზე]
როგორ ზრუნავდა ტაბითა გაჭირვებულ ქრისტიანებზე?