საფუძვლიანად დავამოწმოთ სასიხარულო ცნობა
საფუძვლიანად დავამოწმოთ სასიხარულო ცნობა
„მან გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და საფუძვლიანად დავამოწმოთ“ (საქ. 10:42).
1. რა დავალებაზე გაუმახვილა ყურადღება პეტრემ კორნელიუსის სახლში შეკრებილთ?
ღვთისმოშიშმა რომაელმა ასისთავმა ნათესავები და მეგობრები შეკრიბა, რასაც ღირსშესანიშნავი მოვლენა მოჰყვა. ეს კაცი კორნელიუსი იყო. მის სახლში შეკრებილთ მოციქულმა პეტრემ უთხრა, რომ მოციქულებს უნდა ‘ექადაგათ ხალხისთვის და საფუძვლიანად დაემოწმებინათ’ იესოს შესახებ. პეტრეს ქადაგებას კარგი შედეგი მოჰყვა. წინადაუცვეთელ უცხოტომელებზე წმინდა სული გადმოვიდა და ისინი მოინათლნენ. ამგვარად, მათ იესოსთან ერთად ზეცაში მეფობის შესაძლებლობა მიეცათ. პეტრემ მართლაც საფუძვლიანად დაამოწმა! (საქ. 10:22, 34—48).
2. საიდან ვიცით, რომ დამოწმების საქმე მხოლოდ 12 მოციქულს არ ევალებოდა?
2 ეს მოხდა ახ. წ. 36 წელს. ორი წლით ადრე ქრისტიანთა სასტიკ მდევნელს ისეთი რამ შეემთხვა, რამაც მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. ეს იყო ტარსოსელი სავლე, რომელსაც დამასკოს გზაზე იესო გამოეცხადა და უთხრა: „შედი ქალაქში და იქ გაიგებ, რა უნდა გააკეთო“. იესომ მოწაფე ანანიას სავლეს შესახებ ამცნო, რომ ის ‘გაუცხადებდა მის სახელს უცხოტომელებს, მეფეებსა და ისრაელის ძეებს’ (წაიკითხეთ საქმეების 9:3—6, 13—20). სავლესთან შეხვედრის შემდეგ ანანიამ უთხრა მას: „ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა აგირჩია . . . რადგან შენ მისი მოწმე უნდა იყო“ (საქ. 22:12—16). როგორ მოეკიდა დამოწმების საქმეს სავლე, რომელსაც მოგვიანებით პავლე ეწოდა?
პავლე საფუძვლიანად ამოწმებდა
3. ა) პავლეს რომელ სიტყვებს განვიხილავთ? ბ) რა გააკეთეს ეფესოელმა უხუცესებმა პავლესთან შესახვედრად და რას ვსწავლობთ აქედან?
3 საინტერესო იქნებოდა იმის გამოკვლევა, რა გააკეთა პავლემ ამ შემთხვევის შემდეგ, მაგრამ ამჯერად განვიხილოთ პავლეს სიტყვები, რომლებიც მან ახ. წ. 56 წელს წარმოთქვა და საქმეების მე-20 თავშია ჩაწერილი. პავლეს მესამე მისიონერული მოგზაურობა დასასრულს უახლოვდებოდა. ის იმყოფებოდა მილეტში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, და ეფესოს კრების უხუცესებს ელოდებოდა. ეფესო მილეტიდან 50 კილომეტრით იყო დაშორებული, თუმცა მიხვეულ-მოხვეული გზა მგზავრობას ართულებდა. წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარებდნენ ეფესოელი უხუცესები, როცა შეიტყობდნენ, რომ პავლეს მათთან შეხვედრა უნდოდა (შეადარეთ იგავების 10:28). მაგრამ მილეტში გასამგზავრებლად მათ თავიანთი გეგმები უნდა შეეცვალათ. ზოგიერთს, ალბათ, სამსახურიდან დათხოვნა ან სავაჭრო საქმის შეჩერება მოუწევდა. დღესაც ბევრი ქრისტიანი ასე იქცევა, რათა საოლქო კონგრესის ყველა დღეს დაესწროს.
4. რას აკეთებდა პავლე რამდენიმე წელიწადს ეფესოში?
საქმეების 17:16, 17). ამ კითხვაზე პასუხის პოვნაში გვეხმარება პავლეს სიტყვები, რომლებიც ეფესოელ უხუცესებს უთხრა. ის მოყვა, როგორ ქადაგებდა წლების მანძილზე და იმ პერიოდსაც შეეხო, როცა პირველად ესტუმრა ეფესოს (წაიკითხეთ საქმეების 20:18—21). პავლეს სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. მან უთხრა ეფესოელებს: „თქვენ კარგად იცით, რომ აზიაში მოსვლის პირველივე დღიდან . . . საფუძვლიანად ვუმოწმებდი [ყველას]“. პავლეს გადაწყვეტილი ჰქონდა, ბოლომდე შეესრულებინა იესოსგან მიღებული დავალება. რა გააკეთა მან ამისთვის ეფესოში? თავდაპირველად, ის იუდეველების თავშეყრის ადგილებში ქადაგებდა. ლუკა გვატყობინებს, რომ დაახლოებით ახ. წ. 52—55 წლებში პავლე „სიტყვით გამოდიოდა და დამაჯერებლად აუწყებდა ღვთის სამეფოს შესახებ“ სინაგოგაში. მაგრამ, როცა იუდეველთაგან „ზოგიერთი გაჯიუტდა და არ ირწმუნა“, პავლემ სხვებთან დაიწყო ქადაგება. ამგვარად, ამ დიდ ქალაქში მან იუდეველებსაც უქადაგა და ბერძნებსაც (საქ. 19:1, 8, 9).
4 თქვენი აზრით, რას აკეთებდა პავლე მილეტში იმ სამი-ოთხი დღის მანძილზე, სანამ უხუცესები ჩავიდოდნენ? თქვენ რას გააკეთებდით? (შეადარეთ5, 6. საიდან ჩანს, რომ პავლე კარდაკარ ურწმუნოებთან ქადაგებდა?
5 ეფესოში ზოგი ქრისტიანი დროთა განმავლობაში უხუცესი გახდა. სწორედ მათ ესაუბრა პავლე მილეტში. მან გაიხსენა, რა მეთოდებს იყენებდა მათთან ქადაგებისას: „თავი არ დამიზოგავს თქვენთვის, გიყვებოდით ყოველივე სასარგებლოს და გასწავლიდით სახალხოდ და კარდაკარ“. ზოგი ამტკიცებს, რომ პავლე აქ უბრალოდ მორწმუნეების სამწყემსო მონახულებას გულისხმობდა. მაგრამ ეს ასე არ იყო. ‘სახალხოდ და კარდაკარ სწავლებაში’, ძირითადად, ურწმუნოების სწავლება იგულისხმებოდა, რაც კარგად ჩანს პავლეს სიტყვებიდან: „საფუძვლიანად ვუმოწმებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებისა და ჩვენი უფალი იესოსადმი რწმენის შესახებ“. ნათელია, რომ პავლე ურწმუნოებთან ქადაგებდა, რომლებსაც უნდა მოენანიებინათ და ერწმუნათ იესო (საქ. 20:20, 21).
6 ქრისტიანულ-ბერძნული წერილების გამოკვლევის შემდეგ ერთი მეცნიერი საქმეების 20:20-ზე წერდა: „ეფესოში პავლე სამ წელიწადს დარჩა. მან ყველა კარზე მიაკაკუნა, ანუ თითქმის ყველა ადამიანს უქადაგა (მუხლი 26). ეს შემთხვევა საფუძვლად დაედო კარდაკარ და სახალხოდ ქადაგებას“. მნიშვნელობა არა აქვს, იქადაგა თუ არა პავლემ ყველა სახლში, როგორც ამას ეს მეცნიერი ამტკიცებს, მას არ სურდა, რომ ეფესოელ უხუცესებს დავიწყებოდათ მისი ქადაგება და ამ ქადაგების შედეგები. როგორც ლუკა გვატყობინებს, „უფლის სიტყვა მოისმინეს აზიის მცხოვრებლებმა, იუდეველებმაც და ბერძნებმაც“ (საქ. 19:10). როგორ შეეძლო აზიაში მცხოვრებ ყველა იუდეველსა და ბერძენს მოესმინა უფლის სიტყვა და როგორ უკავშირდება ეს ჩვენს საქმიანობას?
7. როგორ მოისმენდნენ პავლეს ქადაგებას ისინი, ვისთანაც მას უშუალოდ არ უქადაგია?
7 სახალხოდ და კარდაკარ პავლეს ქადაგება ბევრმა მოისმინა. ალბათ, ზოგი მათგანი გავიდოდა ქალაქიდან სავაჭროდ ან ნათესავების მოსანახულებლად, ან ცოტა ხნით ხმაურიან ქალაქს გაერიდებოდა. დღესაც ბევრი იმავე მიზეზების გამო გადადის ერთი ადგილიდან მეორეზე. შესაძლოა თქვენც ასე იქცევით. ძველად ბევრი ადამიანი ჩადიოდა ეფესოში სხვადასხვა მიზნით. ისინი იქ შეიძლებოდა პავლეს შეხვედროდნენ და მისი ქადაგება მოესმინათ. როგორ მოიქცეოდნენ ისინი, როცა სახლში დაბრუნდებოდნენ? ვინც ჭეშმარიტებას მიიღებდა, თავადაც იქადაგებდა, ხოლო ვინც ქრისტიანი არ გახდებოდა, აუცილებლად მოუყვებოდა სხვებს ეფესოში მოსმენილს. ასე რომ, მათ ნათესავებს, მეზობლებსა და მყიდველებს შეეძლოთ მოესმინათ ჭეშმარიტება და ქრისტიანები გამხდარიყვნენ (შეადარეთ მარკოზის 5:14). თქვენ შემთხვევაში რა შედეგი მოჰყვება სხვებისთვის საფუძვლიან დამოწმებას?
8. როგორ შეიძლებოდა გავრცელებულიყო ჭეშმარიტება აზიაში?
8 პავლე ეფესოში თავის მსახურებას გულისხმობდა, როცა წერდა, რომ ‘მოღვაწეობისთვის დიდი კარი გაეღო’ (1 კორ. 16:8, 9). რა იყო ეს კარი და როგორ გაეღო ის? ეფესოში პავლეს ხანგრძლივი მსახურების შედეგად სასიხარულო ცნობა სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. ეფესო ზღვის ნაპირზე იყო გაშენებული, კოლოსე, ლაოდიკეა და ჰიერაპოლისი კი ნაპირიდან მოშორებით მდებარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქებში პავლე არასდროს ყოფილა, სასიხარულო ცნობა იქაც გავრცელდა. იქ ეპაფრამ იქადაგა (კოლ. 2:1; 4:12, 13). ეფესოში პავლეს ქადაგების შედეგად გახდა ეპაფრა ქრისტიანი? თუმცა ბიბლია ამაზე არაფერს ამბობს, როგორც ჩანს, მშობლიურ მხარეში ეპაფრა პავლეს წარმომადგენლად მსახურობდა (კოლ. 1:7). სასიხარულო ცნობამ შესაძლოა სწორედ მაშინ მიაღწია ფილადელფიას, სარდისსა და თიატირას, როცა პავლე ეფესოში ქადაგებდა.
9. ა) რას ნატრობდა პავლე მთელი გულით? ა) რა არის 2009 წლის წლიური მუხლი?
9 ეფესოელი უხუცესები დაეთანხმებოდნენ პავლეს, რომელიც ამბობდა: „ჩემი სული არ მანაღვლებს, ოღონდ დამასრულებინა ჩემი სარბიელი და უფალ იესოსგან მიღებული მსახურება, რათა საფუძვლიანად დავამოწმო სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ“. ამ სიტყვებს ეფუძნება 2009 წლის წლიური მუხლი: „საფუძვლიანად დავამოწმოთ სასიხარულო ცნობა“ (ჩვენც საფუძვლიანად დავამოწმოთ
10. საიდან ჩანს, რომ ჩვენც უნდა დავამოწმოთ საფუძვლიანად?
10 მითითება ‘უქადაგეთ ხალხს და საფუძვლიანად დაუმოწმეთ’, მხოლოდ მოციქულებს არ ეხებოდათ. მკვდრეთით აღმდგარმა იესომ გალილეაში შეკრებილ დაახლოებით 500 მოწაფეს უბრძანა: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“. დღეს ამ ბრძანების შესრულება ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს ევალება, როგორც ეს იესოს სიტყვებიდან ჩანს: „აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათ. 28:19, 20).
11. რით არიან ცნობილი იეჰოვას მოწმეები?
11 ერთგული ქრისტიანები ემორჩილებიან ამ ბრძანებას და ცდილობენ, ‘საფუძვლიანად დაამოწმონ სასიხარულო ცნობა’. ძირითადად, ისინი კარდაკარ ქადაგებენ, რის შესახებ პავლემაც ისაუბრა ეფესოელ უხუცესებთან. თავის წიგნში, რომელიც ეფექტურ ქადაგებას ეხება, დეივიდ სტიუარტი წერს: „იეჰოვას მოწმეების მეთოდი, რომლითაც ისინი სხვებს საკუთარი რწმენის გაზიარებისკენ აღძრავენ, გაცილებით ეფექტურია, ვიდრე უბრალოდ კათედრიდან წარმოთქმული მშრალი სიტყვები. მრავალი იეჰოვას მოწმე სიამოვნებით საუბრობს სხვებთან საკუთარი რწმენის შესახებ“. რა შედეგი გამოაქვს მათ ქადაგებას? «1999 წელს აღმოსავლეთ ევროპის ორი ქვეყნის დედაქალაქში გამოკითხულთა 2-4-მა პროცენტმა აღიარა, რომ მათ გასაუბრებიან „უკანასკნელი დღის წმინდანები“ ანუ „მორმონი“ მისიონერები, 70 პროცენტზე მეტმა კი თქვა, რომ არაერთხელ გასაუბრებიან იეჰოვას მოწმეები».
12. ა) რატომ ვაკითხავთ ადამიანებს სახლში არაერთხელ? ბ) გაიხსენეთ შემთხვევა, როცა ვინმემ სასიხარულო ცნობის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა.
12 ალბათ, თქვენ გარშემო მცხოვრები ხალხიც იმავეს იტყვის. შესაძლოა, ამაში თქვენც შეიტანეთ წვლილი. კარდაკარ მსახურების დროს პირადად ესაუბრებით კაცებს, ქალებსა და ახალგაზრდებს. ზოგი არ გისმენთ მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბევრჯერ სცადეთ მათთან გასაუბრება. ზოგმა შეიძლება მხოლოდ ერთი მუხლის წაკითხვის ან აზრის გაზიარების შესაძლებლობა მოგცათ. სხვებთან კი შეიძლება კარგი საუბარი გქონდათ და ისინიც გამოეხმაურნენ სასიხარულო ცნობას. მსგავს სიტუაციებს ვხვდებით, როდესაც ‘საფუძვლიანად ვამოწმებთ სასიხარულო ცნობას’. ალბათ, გსმენიათ არაერთი შემთხვევა, როცა ადამიანს დიდი ხნის მანძილზე არ აინტერესებდა ჭეშმარიტება, შემდეგ კი მის ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა. შესაძლოა, თავად მას შეემთხვა რამე ან მის ახლობელს და ამან განაწყო მისი გული და გონება ჭეშმარიტების მისაღებად. დღეს ისინი ჩვენი სულიერი და-ძმები არიან. ამიტომ გულს ნუ გაიტეხთ, თუ ბევრი მალევე არ ეხმაურება სასიხარულო ცნობას. ჩვენ ვიცით, რომ ყველა არ მიიღებს ჭეშმარიტებას. მაგრამ ღმერთი მოელის ჩვენგან, რომ კვლავაც გულმოდგინედ დავამოწმებთ საფუძვლიანად.
შედეგები, რომელთაც წინასწარ ვერ განვჭვრეტთ
13. როგორ შეიძლება ჩვენმა ქადაგებამ იმაზე მეტი გააკეთოს, ვიდრე გვგონია?
13 პავლეს მსგავსად, ჩვენც მხოლოდ მათ არ ვეხმარებით, ვისაც უშუალოდ ვესაუბრებით. ჩვენ შეძლებისდაგვარად ბევრ ადამიანს ვუქადაგებთ კარდაკარ. ვესაუბრებით მეზობლებს, თანამშრომელებს, კლასელებს და ნათესავებს. განა ყოველთვის ვიცით, რა შედეგები მოჰყვება ამ საუბრებს?! ზოგჯერ მალევე ჩანს ჩვენი ქადაგების შედეგი. მაგრამ ზოგ შემთხვევაში ასე არ ხდება. ჩათესილმა ჭეშმარიტების მარცვალმა შეიძლება მოგვიანებით გაიდგას ფესვი ადამიანის გულში. ასე რომც არ მოხდეს, ამ ადამიანებმა შეიძლება სხვებთან ისაუბრონ, რა გვწამს და როგორები ვართ. ამგვარად, ისინი თავისდა უნებურად უწყობენ ხელს ჭეშმარიტების გავრცელებას.
14, 15. რა შედეგი მოჰყვა რაიანის ქადაგებას?
14 ახლა განვიხილოთ რაიანისა და მისი მეუღლის, მენდის მაგალითი, რომლებიც ფლორიდაში (აშშ) ცხოვრობენ. რაიანმა თანამშრომელს უქადაგა. ამ ინდუს მამაკაცზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რაიანის ჩაცმულობამ და საუბარმა. რაიანი მას მკვდრეთით აღდგომასა და მკვდრების მდგომარეობაზე ელაპარაკა. იანვრის ერთ საღამოს ამ კაცმა ჰკითხა თავის ცოლს, ჯოდის, რა იცოდა იეჰოვას მოწმეების შესახებ. ჯოდი კათოლიკე იყო და იეჰოვას მოწმეების შესახებ მხოლოდ ის იცოდა, რომ ისინი „კარდაკარ ქადაგებდნენ“. მან ინტერნეტის საძიებელ ფანჯარაში ჩაბეჭდა სიტყვები „იეჰოვას მოწმეები“ და მიაგნო მოწმეების ოფიციალურ ვებ-გვერდს (www.watchtower.org). ჯოდი რამდენიმე თვის მანძილზე კითხულობდა ამ ვებ-გვერდზე ბიბლიასა და მისთვის საინტერესო სტატიებს.
15 დროთა განმავლობაში ჯოდი და მენდი ერთმანეთს შეხვდნენ, რადგან ორივე მედდად მუშაობდა. მენდიმ სიამოვნებით უპასუხა ჯოდის შეკითხვებს. ცოტა ხნის შემდეგ მათ იმდენ ხანს ისაუბრეს, რომ ჯოდის სიტყვებით, „დაბადებიდან გამოცხადებამდე“ გაარჩიეს ბიბლია. ჯოდიმ ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მალე ის სამეფო დარბაზშიც მივიდა. იმავე წლის ოქტომბერში ის მოუნათლავი მაუწყებელი გახდა, მომდევნო წლის თებერვალში კი მოინათლა. ის წერს: „ბედნიერი ვარ, რადგან ჭეშმარიტებამ ჩემი ცხოვრება აზრიანი გახადა“.
16. როგორც ფლორიდელი ძმის შემთხვევიდან ჩანს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს საფუძვლიან დამოწმებას?
16 რაიანი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ინდუსი კაცის ნაცვლად, მისი ცოლი დადგებოდა ჭეშმარიტებაში. ამ შემთხვევის წყალობით ის იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ყოველთვის „საფუძვლიანად დაამოწმოს“. სხვებმა შეიძლება კარდაკარ, სამსახურში, სკოლაში ან არაფორმალურად თქვენი ქადაგების შემდეგ გაიგონ ჭეშმარიტება და თქვენ წარმოდგენაც არ გქონდეთ ამაზე. პავლეს მსგავსად, რომელმაც არ იცოდა, რა შედეგი მოჰყვა მის ქადაგებას აზიაში, თქვენც შეიძლება არ იცოდეთ, რა შედეგი მოჰყვება თქვენს საფუძვლიან დამოწმებას (წაიკითხეთ საქმეების 23:11; 28:23). მაგრამ ამის გაკეთება უაღრესად მნიშვნელოვანია!
17. რის გაკეთება გაქვთ გადაწყვეტილი 2009 წელს?
17 დაე 2009 წლის განმავლობაში თითოეული სერიოზულად მოვეკიდოთ კარდაკარ და სხვა სახის მსახურებას. ამგვარად, ჩვენც შევძლებთ პავლეს მსგავსად ვთქვათ: „ჩემი სული არ მანაღვლებს, ოღონდ დამასრულებინა ჩემი სარბიელი და უფალ იესოსგან მიღებული მსახურება, რათა საფუძვლიანად დავამოწმო სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ“.
როგორ უპასუხებთ?
• როგორ ამოწმებდნენ საფუძვლიანად პეტრე, პავლე და სხვები პირველ საუკუნეში?
• რატომ შეიძლება ჩვენმა ქადაგებამ იმაზე მეტი გააკეთოს, ვიდრე ჩვენ გვგონია?
• რა არის 2009 წლის წლიური მუხლი და, თქვენი აზრით, რატომ არის ის დროული?
[სასწავლო კითხვები]
[ჩანართი 19 გვერდზე]
2009 წლის წლიური მუხლია: „საფუძვლიანად დავამოწმოთ სასიხარულო ცნობა“ (საქ. 20:24).
[სურათი 17 გვერდზე]
ეფესოელმა უხუცესებმა კარგად იცოდნენ, რომ პავლე კარდაკარ ქადაგებდა
[სურათი 18 გვერდზე]
რა შედეგი მოჰყვება თქვენს საფუძვლიან დამოწმებას?