„ჩამოდი მაკედონიაში“
„ჩამოდი მაკედონიაში“
მცირე აზიის საპორტო ქალაქ ტროაში პავლე მოციქულს ხილვა ჰქონდა. ვიღაც მაკედონელი კაცი ეხვეწებოდა, „ჩამოდი მაკედონიაში და დაგვეხმარეო“. პავლემ და მისმა თანამსახურებმა დაასკვნეს, რომ ღმერთი მათ მაკედონიაში სასიხარულო ცნობის ქადაგებისკენ უხმობდა. რა მოჰყვა შედეგად იქ ქადაგებას? მაკედონიის მთავარ ქალაქ ფილიპეში ლიდია და მისი შინაურები გაქრისტიანდნენ. რომის ამ პროვინციაში რწმენა სხვებმაც მიიღეს (საქ. 16:9—15).
პავლესა და მისი თანამსახურების მსგავს სულისკვეთებას დღეს იეჰოვას მოწმეებიც ავლენენ. მრავალი თავისი სურვილითა და ხარჯით გადავიდა იმ ტერიტორიებზე საქადაგებლად, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. მაგალითად, კანადელი ლიზა, კენიაში გაემგზავრა, რადგან სურდა, მეტი ემსახურა. ტრევორი და ემილიც კანადელები არიან. მსახურების გაფართოების მიზნით ისინი მალავიში ჩავიდნენ. პოლი და მეგი ინგლისში ცხოვრობდნენ. პენსიაზე გასვლა მათ მსახურების გაფართოების შესანიშნავ შესაძლებლობად მიიჩნიეს და აღმოსავლეთ აფრიკაში გადავიდნენ. ავლენ შენც თავგანწირვის სულს? გიფიქრია უცხო ქვეყანაში მსახურებაზე? რომელი ბიბლიური პრინციპები და პრაქტიკული რჩევები დაგეხმარება მსახურების გასაფართოებლად?
თვითანალიზი
პირველი და უმთავრესი, რაც უნდა გაანალიზო, შენი მოტივებია. იესოს თქმით უდიდესი მცნებაა: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. უცხო ტერიტორიაზე მსახურებისკენ იეჰოვას სიყვარული და მოწაფეების მომზადების სურვილი უნდა აღგვძრავდეს. იესომ დასძინა: «მეორე მათ. 22:36—39; 28:19, 20). ჩვეულებრივ, უცხო ქვეყანაში მსახურება დიდ გარჯასა და თავგანწირვას მოითხოვს. ეს არ არის უბრალოდ სათავგადასავლო მოგზაურობა. მსახურებას სარჩულად სიყვარული უნდა ედოს. ამას მოწმობს ჰოლანდიელი რემკოსა და სიუზანის სიტყვები, რომლებიც ამჟამად ნამიბიაში მსახურობენ: „სიყვარული რომ არა, აქ არ ვიქნებოდით“.
[მცნება] ამის მსგავსია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“». მოყვასის სიყვარული ადამიანების დახმარების გულწრფელ სურვილში გამოიხატება (ვილი, რომელიც ნამიბიაში სარაიონო ზედამხედველად მსახურობს, ამბობს: „უცხო ტერიტორიაზე ჩასული მქადაგებლები ადგილობრივი და-ძმებისგან განსაკუთრებულ მზრუნველობას არ ელიან. მათი მიზანია, ძმებს მსახურებაში დაეხმარონ“.
თვითანალიზის შემდეგ ჰკითხეთ საკუთარ თავს: მაქვს ისეთი გამოცდილება, რასაც უცხო ტერიტორიაზე მსახურებაში გამოვიყენებდი? ვარ დახელოვნებული მქადაგებელი? რა ენებს ვფლობ? მზად ვარ ახალი ენის შესასწავლად? დაელაპარაკე ოჯახის წევრებს ამ საკითხზე; ჰკითხე რჩევა შენი კრების უხუცესებს, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ილოცე. გულწრფელი თვითშემოწმება დაგანახვებს, ნამდვილად შეგიძლია თუ არა იმსახურო შენთვის უცხო ტერიტორიაზე (იხილე ჩარჩო „თვითანალიზი“).
სად იმსახურებ?
ხილვაში პავლე მოციქულს მაკედონიაში ჩასვლა სთხოვეს. დღეს იეჰოვა ზებუნებრივი საშუალებებით არ გვკარნახობს, რა უნდა გავაკეთოთ. ის ამ ჟურნალისა და სხვა პუბლიკაციების დახმარებით აგებინებს თავის ხალხს, თუ სად არის საქ. 16:6—10).
მქადაგებლებზე მეტი მოთხოვნილება. დასაწყისისთვის შეგიძლია იმ ადგილების სია ჩამოწერო, სადაც გამგზავრებას ისურვებდი. თუ მზად არ ხარ ახალი ენის შესასწავლად ან არ გეგმავ სხვა ქვეყანაში სამუდამოდ დარჩენას, შეგიძლია იმ ქვეყანაში მსახურებაზე იფიქრო, რომლის ენასაც კარგად ფლობ. გაარკვიე ისეთი საკითხები, როგორიცაა, სავიზო მოთხოვნები, ტრანსპორტი, უსაფრთხოება, საარსებო მინიმუმი და ჰავა. შეგიძლია მათ გაესაუბრო, ვინც ადრე მსახურობდა უცხო ქვეყანაში. სთხოვე ღმერთს, რომ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროს. როგორც ვიცით, პავლესა და მის თანამსახურებს „წმინდა სულმა აზიაში სიტყვის ქადაგება აუკრძალა“. ამის შემდეგ მათ ბითინიაში შესვლა დააპირეს, მაგრამ „იესოს სულმა არ გაუშვა“ ისინი. მსგავსად ამისა, ზოგჯერ დრო ანახვებს მაუწყებელს, სად უფრო შეიძლება საჭირო გახდეს მისი დახმარება (დღეს შეიძლება უკვე რამდენიმე რეალური არჩევნის წინაშე დგახარ. თუ უცხო ქვეყანაში მსახურებაზე ფიქრობ, წერილი მისწერე იმ ქვეყნების ფილიალებს, სადაც გინდა რომ იმსახურო. წერილში აღნიშნე, რა გამოცდილება გაქვს მიღებული თეოკრატიულ მსახურებაში და დაწერე ნებისმიერი კითხვა, რომლებზეც კონკრეტული პასუხები გაინტერესებს; მაგალითად, როგორია საარსებო მინიმუმი, სად შეიძლება ცხოვრება, არსებობს თუ არა ჯანმრთელობაზე ზრუნვის საშუალებები და ადვილია თუ არა სამუშაოს შოვნა. შემდეგ ეს წერილი შენი კრების სამსახურებრივ კომიტეტს გადაეცი. ისინი თავიანთ სარეკომენდაციო წერილს დაურთავენ და შენ მიერ მითითებულ ფილიალებს გაუგზავნიან. მიღებული პასუხი დაგეხმარება იმის განსაზღვრაში, სად უფრო ეფექტურად შეძლებ ქადაგებას.
ზემოთ მოხსენიებული ვილი ამბობს: „უცხო ტერიტორიაზე მსახურებას, ძირითადად, იმ მაუწყებლებმა გაართვეს თავი, ვინც ჯერ ნახა ქვეყანა, დარწმუნდა, რომ იქ მსახურებით გაიხარებდა და შემდეგ გადავიდა. ერთი წყვილი მიხვდა, რომ მათთვის რთული იქნებოდა დაშორებულ ტერიტორიაზე მსახურება. ამიტომ ისინი პატარა ქალაქში დასახლდნენ, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო და ამავე დროს, ცხოვრების ისეთი პირობებიც, რაც მათ არ დააკარგვინებდა სიხარულს“.
ახალი სირთულეების პირისპირ
სახლის დატოვებას და სრულიად ახალ გარემოში მოხვედრას, უეჭველია, სირთულეები ახლავს. ზემოხსენებული ლიზა ყვება: „მარტოობის განცდა შეიძლება გაუსაძლისი გახდეს“. რა ეხმარება ლიზას? ადგილობრივი კრების წევრებთან მჭიდრო ურთიერთობა. მან მიზნად დაისახა კრების ყველა წევრის სახელის დამახსოვრება. და-ძმებთან ურთიერთობა რომ ჰქონოდა, ის კრების დაწყებამდე მიდიოდა და დამთავრების შემდეგ ცოტა ხანს რჩებოდა. ლიზა თანამორწმუნეებთან ერთად მსახურობდა, ბევრს სახლში ეპატიჟებოდა და უმეგობრდებოდა. ის ამბობს: „არ ვნანობ,
რომ ასეთ მსხვერპლზე წავედი. იეჰოვამ ძალიან მაკურთხა“.მას შემდეგ, რაც შვილები გაზარდეს, პოლმა და მეგიმ სახლი დატოვეს, რომელშიც 30 წელი ცხოვრობდნენ. პოლი გვიყვება: „ქონების დატოვება არ გაგვჭირვებია, მაგრამ ოჯახის დატოვება ასე თუ გაგვიჭირდებოდა, ვერ წარმოვიდგენდით. თვითმფრინავში ცრემლები ღვარად მოგვდიოდა. ამ დროს შეიძლება იფიქრო, რომ ამას ვერ შეძლებ, მაგრამ ჩვენ იეჰოვას მივენდეთ. ახალი მეგობრების შეძენის მოლოდინი სტიმულს გვაძლევდა“.
გრეგმა და კრისტალმა კანადიდან ნამიბიაში გადასვლა გადაწყვიტეს, რადგან ორივემ იცოდა ნამიბიის ოფიციალური ენა, ინგლისური. მოგვიანებით ადგილობრივი ენის სწავლის აუცილებლობა დაინახეს. „ხანდახან ხალისს ვკარგავდით. მათი კულტურის თავისებურებებს მხოლოდ მაშინ გავუგეთ, როცა ენა შევისწავლეთ. იქაურ და-ძმებთან ახლო ურთიერთობა ახალ გარემოსთან შეგუებაში დაგვეხმარა“.
შენი თავმდაბლობა და მზადყოფნა ადგილობრივ ძმებზეც სასიკეთო გავლენას მოახდენს. ჯენი დიდი სიყვარულით იხსენებს იმ ოჯახებს, რომლებიც მის სამშობლოში, ირლანდიაში ჩავიდნენ. „ისინი სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდნენ“, — ყვება ჯენი. „აქ მართლაც იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ სხვებს მომსახურებოდნენ და არა სხვები მომსახურებოდნენ. მათი ენთუზიაზმისა და სიხარულის შემხედვარეს მეც მომინდა იქ მემსახურა, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო“. ჯენი თავის მეუღლესთან ერთად ამჟამად გამბიაში მისიონერად მსახურობს.
„იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს“
რაოდენ კურთხეული იქნებოდა პავლეს მაკედონიაში ჩასვლა! დაახლოებით ათი წლის შემდეგ მან ფილიპეში მცხოვრებ ძმებს მისწერა: „ვმადლობ ჩემს ღმერთს ყოველთვის, როცა გიხსენებთ“ (ფილ. 1:3).
ტრევორი და ემილი, რომლებიც „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიურ სკოლა „გალაადში“ მიწვევამდე მალავიში მსახურობდნენ, პავლე მოციქულის გრძნობებს იზიარებენ: „ზოგჯერ ჩვენს თავს ვეკითხებოდი, სწორად ვიქცეოდით თუ არა, თუმცა ყოველთვის თავს ბედნიერად ვგრძნობდით. ჩვენ ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს და ვგრძნობდით იეჰოვას კურთხევებს“. გრეგმა და კრისტალმა, რომლებიც ამ სტატიაში უკვე მოვიხსენიეთ, თქვეს: „ამ საქმეს არაფერს ვანაცვალებდით!“
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ვერ შეძლებს უცხო ქვეყანაში მსახურებას. ზოგს შეუძლია თავისსავე ქვეყანაში ისეთ ტერიტორიაზე გადავიდეს, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. სხვებს შეუძლიათ უბრალოდ სხვა კრებაში იმსახურონ. მთავარი ისაა, რომ რაც შეგიძლია ყველაფერი გააკეთო იეჰოვას მსახურებისთვის (კოლ. 3:23). ამგვარად, შენზეც გამართლდება ღვთივშთაგონებული სიტყვები: „იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს და თან არ სდევს ტკივილი“ (იგავ. 10:22).
[ჩარჩო⁄სურათი 5 გვერდზე]
თვითანალიზი
თუ გინდა, რომ გაიგო, შეძლებ თუ არა უცხო ქვეყანაში მსახურებას, გულწრფელად გაეცი ქვემოთ მოცემულ კითხვებს პასუხი და ილოცე, რეალურად რომ შეაფასო შენი შესაძლებლობები. ამაში აგრეთვე „საგუშაგო კოშკის“ წინა ნომრები დაგეხმარება.
• ვარ სულიერად მოაზროვნე ადამიანი? („ნამდვილი ბედნიერება — რა არის გასაღები?“ 1997 წლის 15 ოქტომბერი, გვერდი 5).
• ვარ დახელოვნებული მსახური? („რა არის საჭირო, წარმატებული პიონერი რომ იყო? 1989 წლის 15 მაისი, გვერდი 21 [ინგლ.]).
• შემიძლია ოჯახისა და მეგობრებისგან შორს ცხოვრება? („როგორ მოვერიოთ ნოსტალგიის გრძნობას, თუ ოჯახისგან შორს ვმსახურობთ?“ 1994 წლის 15 მაისი, გვერდი 28 [რუს.]).
• შემიძლია ახალი ენის სწავლა? („უცხოენოვან კრებაში მსახურება“, 2006 წლის 15 მარტი, გვერდი 17).
• შემიძლია ხარჯების დაფარვა? („შეგიძლია საზღვარგარეთ მსახურება?“ 1999 წლის 15 ოქტომბერი, გვერდი 23).
[სურათი 6 გვერდზე]
შენი თავმდაბლობა და მზადყოფნა ადგილობრივ ძმებზეც სასიკეთო გავლენას მოახდენს
[სურათი 7 გვერდზე]
ჩამოსულები ამ საქმეს თავს კარგად ართმევენ