ახალგაზრდებო, გაიძლიერეთ იეჰოვას მსახურების სურვილი!
ახალგაზრდებო, გაიძლიერეთ იეჰოვას მსახურების სურვილი!
„გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში“ (ეკლ. 12:1).
1. რა მოითხოვებოდა ბავშვებისგან ისრაელში?
დაახლოებით 3 500 წლის წინათ, იეჰოვას წინასწარმეტყველმა მოსემ ისრაელის მღვდლებსა და უხუცესებს ასეთი მითითება მისცა: „შეკრიბე ხალხი, კაცები, ქალები, ბავშვები . . . რათა მოისმინონ და ისწავლონ, ეშინოდეთ იეჰოვასი, შენი ღვთისა, და გულდასმით შეასრულონ ამ კანონის ყველა სიტყვა“ (კან. 31:12). ყურადღება მიაქციეთ, რომ შეკრებილთა შორის უნდა ყოფილიყვნენ მამაკაცები, ქალები და ბავშვები. ასე რომ, მოსმენა, სწავლა და იეჰოვას მითითებების შესრულება ბავშვებისგანაც მოითხოვებოდა.
2. როგორ ზრუნავდა იეჰოვა პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიან ახალგაზრდებზე?
2 იეჰოვამ პირველ საუკუნეშიც აჩვენა, რომ დაინტერესებული იყო ღვთისმოშიში ახალგაზრდების კეთილდღეობით. მაგალითად, მოციქულ პავლეს მან შთააგონა, რომ სხვადასხვა კრებისთვის მიწერილ წერილებში კონკრეტული მითითებები მიეცა ახალგაზრდებისთვის (წაიკითხეთ ეფესოელების 6:1; კოლოსელების 3:20). იმ ახალგაზრდებმა, რომლებმაც გაითვალისწინეს ეს რჩევები, უფრო მეტად დააფასეს მოსიყვარულე ზეციერი მამა და კურთხევებიც მიიღეს.
3. როგორ ამტკიცებს მრავალი ახალგაზრდა, რომ ღვთის მსახურება სურს?
3 იეჰოვას თაყვანსაცემად შეკრება ახალგაზრდებისგან დღესაც მოითხოვება. სასიხარულოა იმის დანახვა, რომ მთელ მსოფლიოში მრავალი ახალგაზრდა ითვალისწინებს პავლეს მოწოდებას: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნეოთ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრ. 10:24, 25). მრავალი ბავშვი მშობლებთან ერთად ქადაგებს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას (მათ. 24:14). იეჰოვასადმი გულწრფელი სიყვარულის ნიშნად ყოველწლიურად ათასობით ახალგაზრდა თავს უძღვნის ღმერთს და ინათლება. ისინი თავად გრძნობენ იმ კურთხევებს, რომლებიც ქრისტეს მოწაფეობას მოაქვს (მათ. 16:24; მარ. 10:29, 30).
ახლავე გამოეხმაურე მოწოდებას
4. რა ასაკიდან შეუძლიათ ახალგაზრდებს, გამოეხმაურონ ღვთის მოწოდებას და ემსახურონ მას?
4 ეკლესიასტეს 12:1-ში ნათქვამია: „გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში“. რამდენი წლის უნდა იყო, რომ გამოეხმაურო ამ მოწოდებას და თაყვანი სცე იეჰოვას? ბიბლიაში ასაკი არ არის დაკონკრეტებული. ამიტომ, უკან ნუ დაიხევ და ნუ იფიქრებ, რომ ჯერ ძალიან პატარა ხარ იმისთვის, რომ მოუსმინო და ემსახურო იეჰოვას. მნიშვნელობა არა აქვს შენს ასაკს, შეგიძლია დღეიდანვე გაითვალისწინო ეს რჩევა.
5. როგორ ეხმარებიან მშობლები შვილებს სულიერ წინსვლაში?
5 თუ ერთი ან ორივე მშობელი გეხმარება სულიერ წინსვლაში, შეიძლება ითქვას, რომ რაღაცით ბიბლიურ დროში მცხოვრებ ტიმოთეს ჰგავხარ. წმინდა წერილებს მას პატარაობიდანვე ასწავლიდნენ დედა და ბებია, ევნიკე 2 ტიმ. 3:14, 15). მათ მსგავსად შენი მშობლებიც შეიძლება შენთან ერთად სწავლობენ ბიბლიას, ლოცულობენ, კრებებსა და კონგრესებს ესწრებიან და მონაწილეობენ სამქადაგებლო მსახურებაში. შენს მშობლებს იეჰოვამ უდიდესი პასუხისმგებლობა დააკისრა, რომ მისი გზებით სიარული გასწავლონ. აფასებ მათ სიყვარულს და მზრუნველობას? (იგავ. 23:22).
და ლოისი (6. ა) ფსალმუნის 110:3-ის თანახმად, როგორი თაყვანისცემა მოსწონს იეჰოვას? ბ) რას განვიხილავთ?
6 იეჰოვას უნდა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ტიმოთეს მსგავსად შენც დარწმუნდე, „რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“ (რომ. 12:2). თუ ასე მოიქცევი, მაშინ კრებაში საკუთარი სურვილით იქნები და არა მშობლების ხათრით. იეჰოვას სიამოვნებს, როცა მზადყოფნით ემსახურები მას (ფსალმ. 110:3). როგორ უნდა დაამტკიცო, რომ ნამდვილად გსურს, მოუსმინო იეჰოვას და მიჰყვე მის მითითებებს? ამის დამტკიცების სამი საშუალება არსებობს: შესწავლა, ლოცვა და საქციელი. მოდი, თანმიმდევრულად განვიხილოთ თითოეული მათგანი.
გაიცანი იეჰოვა
7. რა მხრივ იყო იესო კარგი მაგალითი და რატომ?
7 ბიბლიის ყოველდღიური კითხვა ერთ-ერთი საშუალებაა იეჰოვას მსახურების სურვილის გასაძლიერებლად. თუ რეგულარულად იკითხავ ღვთის სიტყვას, სულიერ წყურვილს მოიკლავ და ცოდნასაც გაიღრმავებ (მათ. 5:3). იესომ ამის კარგი მაგალითი მოგვცა. 12 წლის იესო მშობლებმა ტაძარში იპოვეს, როცა „მასწავლებლებს შორის იჯდა, უსმენდა მათ და კითხვებს უსვამდა“ (ლუკ. 2:44—46). მას ბავშვობიდანვე ჰქონდა ღვთის სიტყვისადმი სწრაფვა და კარგად ერკვეოდა მასში. რატომ? დედამის მარიამსა და მამობილ იოსებს ამაში დიდი წვლილი მიუძღოდათ. ისინი ღვთის მსახურები იყვნენ და იესოს ჩვილობიდანვე ასწავლიდნენ ღვთის კანონებს (მათ. 1:18—20; ლუკ. 2:41, 51).
8. ა) როდიდან უნდა ჩაუნერგონ მშობლებმა შვილებს ღვთის სიტყვის სიყვარული? ბ) მოყევით შემთხვევა, რომელიც ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის დამოძღვრა ჩვილობიდანვე.
8 ღვთისმოშიშ მშობლებს კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებს ჩვილობიდანვე ჩაუნერგონ ღვთის სიტყვისადმი სწრაფვა (კან. 6:6—9). სწორედ ასე მოიქცა ქრისტიანი და რუბი მას შემდეგ, რაც პირველი ვაჟი, ჯოზეფი შეეძინა. ის ყოველდღე უკითხავდა ბავშვს წიგნს „ბიბლიური მოთხრობები“. როდესაც ჯოზეფი წამოიზარდა, რუბი მას ბიბლიურ მუხლებსაც ასწავლიდა. რა შედეგი გამოიღო ამან? ბავშვს ლაპარაკი ახალი ნასწავლი ჰქონდა, როცა მას უკვე ბიბლიური მოთხრობების თავისი სიტყვებით მოყოლა შეეძლო, ხუთი წლის ასაკში კი პირველი დავალებით გამოვიდა თეოკრატიული მსახურების სკოლაში.
9. რატომ არის მნიშვნელოვანი ბიბლიის კითხვა და მასზე ფიქრი?
9 ახალგაზრდებო, სულიერად წინ რომ წაიწიოთ, ჩვევად უნდა გაიხადოთ ბიბლიის ყოველდღიური კითხვა, რაც მთელი ცხოვრება თან გაგყვებათ (ფსალმ. 71:17). რა მხრივ დაგეხმარებათ ბიბლიის კითხვა სულიერ წინსვლაში? ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა იესომ თავის ერთ-ერთ ლოცვაში: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“ (იოან. 17:3). რაც უფრო მეტს იგებ იეჰოვაზე, მით უფრო რეალური ხდება ის შენთვის და გიღრმავდება მის მიმართ სიყვარული (ებრ. 11:27). ამიტომ ყოველთვის, როცა ბიბლიას კითხულობ ეცადე, უფრო მეტი გაიგო იეჰოვას შესახებ. დაფიქრდი: „რას ვსწავლობ ბიბლიის ამ მონაკვეთიდან იეჰოვას შესახებ? როგორ შემიძლია დავინახო წაკითხულიდან, რომ იეჰოვას ვუყვარვარ და ზრუნავს ჩემზე?“ ამ კითხვებზე დაფიქრება დაგეხმარება გაიგო, რას ფიქრობს და რას ითხოვს შენგან იეჰოვა (წაიკითხეთ იგავების 2:1—5 ). ახალგაზრდა ტიმოთეს მსგავსად შენც დარწმუნდები იმაში, რასაც ბიბლიიდან სწავლობ, ეს კი აღგძრავს, მთელი გულით ემსახურო იეჰოვას (2 ტიმ. 3:14).
როგორ გვიღრმავებს ლოცვა იეჰოვას სიყვარულს?
10, 11. როგორ დაგეხმარება ლოცვა, რომ გაიძლიერო იეჰოვასადმი მსახურების სურვილი?
10 ლოცვა კიდევ ერთი საშუალებაა, რომ გაიძლიერო იეჰოვასადმი მთელი გულით მსახურების სურვილი. ფსალმუნების 65:2-ში ვკითხულობთ: „ლოცვების მომსმენო, შენთან მოვა ყოველი ხორციელი“. მაშინაც კი, როცა მხოლოდ ისრაელი იყო იეჰოვას რჩეული ერი, უცხოელებსაც შეეძლოთ იეჰოვას ტაძარში მისვლა და ლოცვა (1 მეფ. 8:41, 42). ღმერთი მიკერძოებული არ არის. იეჰოვა ისმენს მათ ლოცვებს, ვინც იცავს მის მცნებებს (იგავ. 15:8). ახალგაზრდებო, „ყოველ ხორციელში“, რომელთა ლოცვებსაც იეჰოვა ისმენს, თქვენც იგულისხმებით.
11 ნამდვილი მეგობრობა კარგი ურთიერთობის გარეშე წარმოუდგენელია. ახლო მეგობარს ალბათ სიამოვნებით უზიარებ შენს ფიქრებს, გრძნობებსა და ტკივილს. მსგავსად ამისა, როცა გულწრფელად ლოცულობ, შენს დიდებულ შემოქმედს ესაუბრები (ფილ. 4:6, 7). იეჰოვას ისე ესაუბრე, თითქოს გულს უშლი შენს მოსიყვარულე მშობელს ან ახლო მეგობარს. ლოცვიდან კარგად ჩანს, რა ურთიერთობა გაქვს იეჰოვასთან. რაც უფრო განმტკიცდება იეჰოვასთან შენი მეგობრობა, მით უფრო გააზრებული გახდება შენი ლოცვა.
12. ა) რას ნიშნავს გააზრებული ლოცვა? ბ) რა დაგეხმარება იმის დანახვაში, რომ იეჰოვა ახლოს არის შენთან?
12 გახსოვდეს, რომ გააზრებული ლოცვა მხოლოდ სიტყვები არ არის. მასში ჩვენს გრძნობებს უნდა ვაქსოვდეთ. შენს ლოცვებში იეჰოვას სიყვარული, ღრმა პატივისცემა და ნდობა უნდა ჩანდეს. როცა დაინახავ, როგორ პასუხობს ღმერთი შენს ლოცვებს, უფრო მეტად იგრძნობ, რომ „იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას მოუხმობს“ (ფსალმ. 145:18). ღმერთი დაგიახლოვდება და ძალებს მოგცემს, რომ წინააღმდეგობა გაუწიო ეშმაკს და სწორი არჩევანი გააკეთო ცხოვრებაში (წაიკითხეთ იაკობის 4:7, 8).
13. ა) როგორ დაეხმარა ერთ დას ღმერთთან მეგობრობა? ბ) შენ როგორ გეხმარება ღმერთთან მეგობრობა, არ მოექცე თანატოლების გავლენაში?
13 ვნახოთ, როგორ გააძლიერა ერთი გოგონა, სახელად შერი იეჰოვასთან ახლო ურთიერთობამ. ის სკოლაში კარგად სწავლობდა და სპორტშიც წარმატებებს აღწევდა, რის გამოც დააჯილდოვეს. სკოლის დამთავრებისას მას შესთავაზეს სტიპენდია, რაც მას უმაღლესი განათლების მიღებაში დაეხმარებოდა. „ეს მაცდური წინადადება იყო, — ამბობს შერი. — მწვრთნელები და კლასელები მარწმუნებდნენ, რომ სწავლა უნდა გამეგრძელებინა“. მაგრამ შერი მიხვდა, რომ სწავლა და შეჯიბრებებისთვის მზადება იეჰოვას მსახურებისთვის დროს აღარ დაუტოვებდა. როგორ მოიქცა ის? შერი ამბობს: „ვილოცე და გადავწყვიტე, უარი მეთქვა სტიპენდიაზე და სრული დროით დავიწყე მსახურება“. ის ხუთი წელია, რაც პიონერად მსახურობს. „ერთი წუთითაც არ ვნანობ, — ამბობს ის. — ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მათ. 6:33).
გადაწყვეტილებით იეჰოვას ვასიამოვნე. თუ ღვთის სამეფოს პირველ ადგილზე აყენებ, სხვა დანარჩენი შეგემატება“ (კარგი საქციელი აჩვენებს, რომ „სუფთა გული“ გაქვს
14. რატომ არის მნიშვნელოვანი შენი კარგი საქციელი იეჰოვასთვის?
14 შენი საქციელი კიდევ ერთი საშუალებაა იმის დასამტკიცებლად, რომ მთელი გულით ემსახურები იეჰოვას. ღმერთი აკურთხებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ზნეობრივად სუფთები არიან (წაიკითხეთ ფსალმუნის 24:3—5 ). ახალგაზრდა სამუელი არ ბაძავდა მღვდელმთავარ ელის უზნეო ვაჟებს. სამუელის კარგი საქციელი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ბიბლიაში ნათქვამია: „იზრდებოდა სამუელი და უფრო და უფრო მოსაწონი ხდებოდა იეჰოვასთვისაც და ხალხისთვისაც“ (1 სამ. 2:26).
15. რატომ ცდილობ, კარგად მოიქცე?
15 ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ადამიანები არიან საკუთარი თავის მოყვარულები, ამპარტავნები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, თავშეუკავებლები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც პავლემ მოიხსენია (2 ტიმ. 3:1—5). ასე რომ, შენთვის ნამდვილად არ იქნება ადვილი ასეთ გარემოში სამაგალითოდ მოქცევა. თუ ყოველთვის ცდილობ, სწორად მოიქცე და სხვებს ცუდში მხარი არ აუბა, დაამტკიცებ, რომ საკამათო საკითხში იეჰოვას უჭერ მხარს (იობ. 2:3, 4). ამგვარად აჩვენებ, რომ გულთან ახლოს მიგაქვს იეჰოვას სიტყვები: „შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე, რომ პასუხი გავცე ჩემს დამცინავს“ (იგავ. 27:11). გარდა ამისა, როცა გეცოდინება, რომ გულს უხარებ იეჰოვას, უფრო გაგიძლიერდება მისი მსახურების სურვილი.
16. როგორ გაუხარა გული ერთმა ახალგაზრდამ იეჰოვას?
16 ერთი ახალგაზრდა ქრისტიანი, სახელად კეროლი, ცდილობდა ბიბლიური პრინციპები სკოლაში გამოეყენებინა. კლასელები მას დასცინოდნენ, რადგან ბიბლიით განსწავლული სინდისი ნებას არ რთავდა, დღესასწაულებში და პატრიოტულ ღონისძიებებში მიეღო მონაწილეობა. ამ სიტუაციებს ის სხვებთან თავისი რწმენის შესახებ საუბრისთვის იყენებდა. მისი კარგი საქციელი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. წლების შემდეგ კეროლმა ბარათი მიიღო კლასელისგან. ბარათში ეწერა: „ყოველთვის მინდოდა შენთან დაკავშირება და მადლობის თქმა. შეუმჩნეველი არ დაგვრჩენია შენი კარგი საქციელი და გაბედულება, როცა უარს ამბობდი დღესასწაულებში მონაწილეობაზე. შენ პირველი იეჰოვას მოწმე იყავი, ვისაც შევხვდი“. კეროლის საქციელმა იმდენად იმოქმედა მის თანაკლასელზე, რომ მოგვიანებით მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ბარათში ის კეროლს სწერდა, 40 წელზე მეტია, რაც იეჰოვას მოწმე ვარო. ასე რომ, ახალგაზრდებო, თუ კეროლის მსგავსად გაბედულად იცავთ ბიბლიურ პრინციპებს, შეიძლება გულწრფელ ადამიანებს იეჰოვას გაცნობის სურვილი აღუძრათ.
ახალგაზრდები განადიდებენ იეჰოვას
17, 18. ა) რას გრძნობთ, როცა თქვენს კრებაში ახალგაზრდებს ხედავთ? ბ) რა მომავალი ელით ღვთისმოშიშ ახალგაზრდებს?
17 იეჰოვას ორგანიზაციაში ყველას გვახარებს ათასობით გულმოდგინე ახალგაზრდის დანახვა, რომლებიც ჭეშმარიტ ღმერთს სცემენ იგავ. 23:24, 25).
თაყვანს. ეს ახალგაზრდები ყოველდღიურად კითხულობენ ბიბლიას, ლოცულობენ და ცდილობენ, ღვთის მოსაწონად მოიქცნენ. ამგვარად ისინი განიმტკიცებენ იეჰოვას მსახურების სურვილს. ეს სამაგალითო ახალგაზრდები არა მარტო მშობლებს უხარებენ გულს, არამედ იეჰოვას თითოეულ მსახურს (18 მომავალში ღვთის ერთგული ახალგაზრდები მათ შორის იქნებიან, რომლებიც ღვთის აღთქმულ ახალ ქვეყნიერებას დაიმკვიდრებენ (გამოცხ. 7:9, 14). მათ ღვთისგან კურთხევები არ მოაკლდებათ და იეჰოვასადმი მადლიერება უფრო გაუღრმავდებათ. ამგვარად ისინი მარადიულად განადიდებენ იეჰოვას (ფსალმ. 148:12, 13).
შეგიძლიათ ახსნათ?
• როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში მონაწილეობა?
• ბიბლიის კითხვის დროს, რატომ არის ფიქრი მნიშვნელოვანი?
• როგორ გვეხმარება ლოცვა იეჰოვასთან დაახლოებაში?
• რას ამტკიცებენ ქრისტიანები კარგი საქციელით და რა დადებითი შედეგი მოაქვს ამას?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 5 გვერდზე]
კითხულობ ბიბლიას ყოველდღიურად?