ღვთის ხალხთან უსაფრთხოდ იქნებით
ღვთის ხალხთან უსაფრთხოდ იქნებით
„ხოტბას შეგასხამ დიდ კრებულში“ (ფსალმ. 35:18).
1—3. ა) როგორ შეიძლება ქრისტიანი სულიერად საშიშ მდგომარეობაში აღმოჩნდეს? ბ) სად შეუძლია ღვთის ხალხს თავი დაცულად იგრძნოს?
ჯო და მისი ცოლი შვებულებას ერთ-ერთ ტროპიკულ ქვეყანაში ატარებდნენ. ისინი ზღვაში დაცურავდნენ და მარჯნის რიფებისა და ათასგვარი ფერისა თუ ზომის თევზების თვალიერებით ტკბებოდნენ. წყალში ღრმად რომ ჩავიდნენ, ცოლმა ჯოს უთხრა: „მგონი ძალიან ღრმად შევცურეთ“. „დამშვიდდი, — უპასუხა ჯომ. — ვიცი, რასაც ვაკეთებ“. უცბად, ჯომ გარშემო თევზები ვეღარ შენიშნა და ძალიან გაუკვირდა. მალე მიზეზი გასაგები გახდა: მან დაინახა ზვიგენი, რომელიც პირდაპირ მისკენ მიცურავდა. შეძრწუნებული ჯოს სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. მათ შორის ერთი მეტრიღა იყო დარჩენილი, რომ მომენტალურად ზვიგენმა მიმართულება შეიცვალა და გაუჩინარდა.
2 სატანის ქვეყნიერებამ ქრისტიანი შეიძლება ისე მოაჯადოოს გართობით, სამუშაოთი თუ სიმდიდრით, რომ ვერც კი მიხვდეს, რამდენად ღრმა და საშიშ „წყლებში“ შეუცურავს. „თავსგადამხდარმა ამბავმა ბევრ რამეზე დამაფიქრა, მაგალითად იმაზე, თუ ვისთან მაქვს ურთიერთობა. იქ იცურეთ, სადაც უსაფრთხოდ იქნებით და ნასიამოვნებიც დარჩებით. ასეთი ადგილი ქრისტიანული კრებაა“ — ამბობს ზემოხსენებული ჯო, რომელიც უხუცესია. ღრმად ნუ შეხვალთ „წყალში“, სადაც სულიერად იზოლირებული და დაუცველი იქნებით. და თუ ოდესმე იქ მაინც აღმოჩნდებით, დაუყოვნებლივ გამოდით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნიერება ზვიგენივით გადაგყლაპავთ.
3 დღევანდელი ქვეყნიერება ქრისტიანებისთვის საშიში ადგილია (2 ტიმ. 3:1—5). სატანამ იცის, რომ მისი დღეები დათვლილია და მათ ჩაყლაპვას ცდილობს, ვინც სულიერად არ ფხიზლობს (1 პეტ. 5:8; გამოცხ. 12:12, 17). მაგრამ იეჰოვამ მოგვცა სულიერი თავშესაფარი — ქრისტიანული კრება, სადაც შეგვიძლია თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ.
4, 5. რას ფიქრობს ბევრი მომავალზე და რატომ?
4 დღევანდელი საზოგადოება ადამიანებს ფიზიკური თუ ემოციური თვალსაზრისით მინიმალურ უსაფრთხოებას სთავაზობს. დანაშაული, ძალადობა, მაღალი ფასები თუ გარემოსთან დაკავშირებული პრობლემები, საფრთხეს უქმნის ჩვენს ფიზიკურ უსაფრთხოებას. სიბერისა და ავადმყოფობისგან არავინაა დაზღვეული. დღეს, ვისაც სამსახური, სახლი, საკმარისი შემოსავალი და დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობა აქვს, იმაზე ფიქრობს, რომ ხვალ შეიძლება ყველაფერი დაკარგოს.
5 ბევრს ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებაც უჭირს. სამწუხაროდ, მრავალი, ვინც სიმშვიდისა და ბედნიერების გარანტად ოჯახის შექმნას მიიჩნევდა, იმედგაცრუებული დარჩა. ბევრი, ვინც ეკლესიაში ეძებდა სულიერ სიმშვიდეს, გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან საეჭვოდ მიიჩნია სასულიერო პირთა მითითებები, მათი ქცევებისა და არაბიბლიური სწავლებების გამო. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბევრს ისღა დარჩენია, იმედი მეცნიერებაზე, კეთილი ნების ადამიანებსა და საღ აზრზე დაამყაროს. გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ გარშემო ბევრი თავს ძალიან დაუცველად გრძნობს ან ამჯობინებს, მომავალზე მეტისმეტად არ იფიქროს.
6, 7. ა) საიდან ჩანს, რომ მომავალზე ღვთის ხალხისა და ქვეყნიური ხალხის თვალსაზრისი განსხვავდება? ბ) რას განვიხილავთ?
6 მართლაც, როგორ განსხვავდება მომავალზე ესაიას 65:13, 14; მალაქიას 3:18). მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ვიცით ბიბლიიდან, რატომ ატყდებათ ადამიანებს ამდენი უბედურება და ისიც ვიცით, როგორ გავართვათ თავი ცხოვრებისეულ სირთულეებს. შედეგად, ზედმეტად არ ვწუხვართ მომავალზე. იეჰოვას თაყვანისმცემლობა გვიცავს მცდარი და არაბიბლიური აზროვნებისგან, უზნეობისა და მისი შედეგებისგან. სწორედ ამიტომ ქრისტიანული კრების წევრები თავს მშვიდად ვგრძნობთ, რაც სხვებისთვის უცხოა (ეს. 48:17, 18; ფილ. 4:6, 7).
ქრისტიანული კრების წევრების თვალსაზრისი მათი თვალსაზრისისგან, ვინც არ არის ქრისტიანული კრების წევრი! როგორც ყველა, იეჰოვას ხალხიც ბევრ განსაცდელს ვხვდებით, მაგრამ ჩვენი მიდგომა პრობლემებისადმი მკვეთრად განსხვავდება მათი მიდგომისგან (წაიკითხეთ7 რამდენიმე ბიბლიური მაგალითიდან დავინახავთ, რომ სხვა ადამიანებისგან განსხვავებით იეჰოვას მსახურები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ეს მაგალითები დაგვეხმარება, გავაანალიზოთ ჩვენი შეხედულებები თუ ქცევები და დავფიქრდეთ, შეგვიძლია თუ არა უკეთ გამოვიყენოთ რჩევები, რომლებსაც ღმერთი ჩვენ დასაცავად გვაძლევს (ეს. 30:21).
„კინაღამ გადავუხვიე ჩემი ნაბიჯებით“
8. რა მოეთხოვებოდა ყოველთვის იეჰოვას ხალხს?
8 კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდანვე ის, ვინც იეჰოვას მსახურებას და მორჩილებას აირჩევდა, უნდა მორიდებოდა იმ ხალხთან ახლო ურთიერთობას, რომლებიც იეჰოვას არ ემსახურებოდნენ. იეჰოვამ თქვა, რომ მის მიმდევრებსა და სატანის მიმდევრებს შორის მტრობა იარსებებდა (დაბ. 3:15). იეჰოვას ხალხი მტკიცედ იცავდა ღვთის პრინციპებს, ამიტომ მათი ქცევები განსხვავდებოდა გარშემო მცხოვრები ხალხის ქცევებისგან (იოან. 17:15, 16; 1 იოან. 2:15—17). მათთვის იეჰოვას პრინციპების დაცვა ყოველთვის ადვილი არ ყოფილა; დროდადრო ღვთის ზოგი მსახური ფიქრობდა, ღირდა თუ არა ასეთი თავგანწირული გზით სიარული.
9. აღწერეთ 73-ე ფსალმუნის დამწერის განცდები.
9 სამოცდამეცამეტე ფსალმუნის დამწერი, როგორც ჩანს, ასაფის შთამომავალი, იეჰოვას მსახურთაგან ერთ-ერთი იყო, ვინც ფიქრობდა, ფსალმუნის 73:1—13).
ღირდა თუ არა ღვთის გზით სიარული. ფსალმუნმომღერალს აინტერესებდა, რატომ იყო ბოროტი უფრო წარმატებული, ბედნიერი და მდიდარი, მაშინ როცა ღვთისმსახური გასაჭირსა და განსაცდელში ცხოვრობდა (წაიკითხეთ10. რატომ უნდა იყოს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფსალმუნმომღერლის მიერ წამოჭრილ კითხვებზე პასუხების მიღება?
10 თქვენც ხომ არ გაგჩენიათ ისეთი კითხვები, როგორიც ამ ფსალმუნშია ჩაწერილი? თუ დიახ, თავი არ დაიდანაშაულოთ და არ იფიქროთ, რომ რწმენას კარგავთ. მსგავსი ფიქრები აწუხებდა იეჰოვას არაერთ მსახურს, მათ შორის მათ, ვისაც იეჰოვამ ბიბლია დააწერინა (იობ. 21:7—13; ფსალმ. 37:1; იერ. 12:1; აბაკ. 1:1—4, 13). ყველას, ვისაც იეჰოვას მსახურება სურს, უნდა აინტერესებდეს პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ღვთისმსახურება და მორჩილება ცხოვრების საუკეთესო გზა. ეს კითხვა პირდაპირ უკავშირდება ედემის ბაღში სატანის მიერ წამოჭრილ საკამათო საკითხს, რაც ეჭვქვეშ აყენებს იეჰოვას უზენაესობას (დაბ. 3:4, 5). აქედან გამომდინარე, უპრიანი იქნება, თუ კარგად ჩავუღრმავდებით ფსალმუნმომღერლის მიერ წამოჭრილ საკითხს: უნდა გვშურდეს მკვეხარა ბოროტების, რომლებიც თითქოსდა უპრობლემოდ ცხოვრობენ? ხომ არ ჯობია გადავუხვიოთ იეჰოვას გზიდან და ბოროტების გზას დავადგეთ? სატანასაც ეს უნდა, რომ გაგვაკეთებინოს.
11, 12. ა) რამ გაუქარწყლა ფსალმუნმომღერალს ეჭვები და რას ვსწავლობთ მისი მაგალითიდან? ბ) თქვენ რამ მიგიყვანათ იმ გადაწყვეტილებამდე, რა გადაწყვეტილებამდეც ფსალმუნმომღერალი მივიდა?
11 რამ გაუქარწყლა ფსალმუნმომღერალს ეჭვები? მართალია, მან კინაღამ გადაუხვია სიმართლის გზიდან, მაგრამ აზრი შეიცვალა, როცა „ღვთის დიდებულ საწმინდარში“ (შესაძლოა კარავში ან ტაძარში) მივიდა, ანუ როცა სულიერად მოწიფულ ხალხთან ურთიერთობა და ღვთის განზრახვაზე ფიქრი დაიწყო. ამის შემდეგ ფსალმუნმომღერლისთვის ნათელი გახდა, რომ ბოროტმოქმედთა ხვედრი არ უნდა გაეზიარებინა. მან დაინახა, რომ ისინი „მოლიპულ მიწაზე“ იდგნენ. ფსალმუნმომღერალი მიხვდა, რომ ვინც იეჰოვას ‘ტოვებდა და ამით უზნეობას სჩადიოდა’, „უეცარი შიშით“ ბოლო მოეღებოდა, ხოლო თავის მსახურებს იეჰოვა მხარში ამოუდგებოდა (წაიკითხეთ ფსალმუნის 73:16—19, 27, 28). უეჭველია, ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში თქვენც არაერთხელ დარწმუნებულხართ. საკუთარი თავისთვის ცხოვრება და ღვთის კანონის არაფრად ჩაგდება შეიძლება ბევრისთვის მოსაწონი იყოს, მაგრამ ასეთი ცხოვრების შედეგებს ადამიანი ვერსად გაექცევა (გალ. 6:7—9).
12 კიდევ რისი სწავლა შეგვიძლია ფსალმუნმომღერლის გამოცდილებიდან? ღვთის ხალხთან მან თავი უსაფრთხოდ იგრძნო და მათთან ურთიერთობით სიბრძნე შეიძინა. მან საღად და ლოგიკურად აზროვნება მას შემდეგ დაიწყო, რაც იეჰოვას თაყვანისმცემლობის ადგილას მივიდა. მსგავსად ამისა, ჩვენც შეგვიძლია კრების შეხვედრებზე ბრძენ მრჩევლებთან ურთიერთობა და ჯანსაღი სულიერი საკვების მიღება. ამიტომ მოუწოდებს იეჰოვა თავის მსახურებს, დაესწრონ ქრისტიანულ შეხვედრებს, სადაც ისინი გამხნევდებიან და ბრძნულად ცხოვრებას ისწავლიან (ეს. 32:1, 2; ებრ. 10:24, 25).
გონივრულად აირჩიეთ მეგობრები
13—15. ა) რა გადახდა დინას თავს და რას ვსწავლობთ მისი შემთხვევიდან? ბ) რატომ გვიცავს თანაქრისტიანებთან ურთიერთობა?
13 იაკობის ქალიშვილის დინას შემთხვევა იმის მაგალითია, რომ ქვეყნიურ ხალხთან ურთიერთობით ადამიანმა შეიძლება თავს უბედურება დაიტეხოს. წიგნი „დაბადება“ მოგვითხრობს, რომ დინას ჩვევად ჰქონდა ქანაანელ ასულებთან სტუმრობა, რომლებიც შორიახლოს ცხოვრობდნენ. ქანაანელების ზნეობრივი ნორმები ძალიან განსხვავდებოდა იეჰოვას თაყვანისმცემლების ზნეობრივი ნორმებისგან. არქეოლოგიური გათხრები მოწმობს, რომ ქანაანელთა არაჯანსაღმა ცხოვრების წესმა მათი მიწა კერპთაყვანისმცემლობით, უზნეობით, აღვირახსნილი სექსუალური რიტუალებითა და ძალადობით გამ. 23:23; ლევ. 18:2—25; კან. 18:9—12). რით დამთავრდა დინას ურთიერთობა ქანაანელებთან?
გაავსო (14 იქაურმა კაცმა, შექემმა, რომელიც „ყველაზე პატივდებული იყო მამამისის მთელ სახლში“, დაინახა დინა, „წაიყვანა, დაწვა მასთან და გააუპატიურა“ (დაბ. 34:1, 2, 19). თქვენი აზრით, წარმოიდგენდა დინა, რომ ასეთი რამ დაემართებოდა? შესაძლოა, დინას უბრალოდ ახალგაზრდებთან ურთიერთობა სურდა, რომლებიც არაფერს დაუშავებდნენ,მაგრამ ის მწარედ მოტყუვდა.
15 რას გვასწავლის ბიბლიის ეს მონაკვეთი? შეუძლებელია ურწმუნოებთან ურთიერთობა იმ იმედით, რომ ცუდი არაფერი შეგემთხვევა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორ. 15:33). მეორე მხრივ, თუ იმ ხალხთან გექნება ურთიერთობა, ვინც იზიარებს შენს მრწამსს, ზნეობრივ პრინციპებს და შენსავით უყვარს იეჰოვა, დაცული იქნები. კარგი საზოგადოება ბრძნული მოქმედებისკენ წაგახალისებს (იგავ. 13:20).
თქვენ უკვე „განიბანეთ“
16. რა თქვა პავლე მოციქულმა ზოგ კორინთელ ქრისტიანზე?
16 ქრისტიანული კრება ბევრს დაეხმარა, განწმენდილიყო უწმინდური საქმეებისგან. კორინთელი ქრისტიანებისთვის მიწერილ პირველ წერილში მოციქულმა პავლემ ახსენა, თუ რა ცვლილებები მოახდინეს კორინთელებმა, ღვთის ნორმების თანახმად რომ ეცხოვრათ. ზოგი მათგანი ადრე შესაძლოა მეძავი, კერპთაყვანისმცემელი, მრუში, ჰომოსექსუალისტი, ქურდი ან ლოთი იყო. მაგრამ როგორც პავლემ თქვა, ‘ისინი განიბანნენ’ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 6:9—11 ).
17. როგორ შეცვალა ბიბლიის პრინციპებმა ბევრის ცხოვრება?
17 ქვეყნიური ადამიანები სწორი პრინციპებით არ ხელმძღვანელობენ. ისინი თავად ირჩევენ თავიანთ გზას ან უზნეო ცხოვრების დინებას ისე მიჰყვებიან, როგორც ძველ კორინთში მიჰყვებოდა ზოგი რწმენის მიღებამდე (ეფეს. 4:14). მაგრამ ღვთის სიტყვისა და განზრახვების საფუძვლიან ცოდნას შეუძლია ადამიანის უკეთესობისკენ შეცვლა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ გამოიყენებს ბიბლიის პრინციპებს (კოლ. 3:5—10; ებრ. 4:12). ქრისტიანულ კრებაში ბევრს შეუძლია იმის თქმა, რომ სანამ იეჰოვას სამართლიან პრინციპებს გაიგებდა და გამოიყენებდა, თავს ყველაფრის უფლებას აძლევდა. მაგრამ ასეთ ცხოვრებას მათთვის ბედნიერება და კმაყოფილება არ მოჰქონდა. შინაგანი სიმშვიდე მათ მხოლოდ მაშინ იგრძნეს, როცა ღვთის ხალხთან ურთიერთობა და ბიბლიის პრინციპებით ცხოვრება დაიწყეს.
18. რა გამოსცადა ერთმა ახალგაზრდამ საკუთარ თავზე და რა დასკვნამდე მივიდა?
18 სამწუხაროდ, ზოგმა მიატოვა ქრისტიანული კრება, რასაც დღეს მწარედ ნანობს. ერთი ქრისტიანი და, რომელსაც პირობითად ტანიას დავარქმევთ, გვიამბობს, რომ ჭეშმარიტება ბავშვობიდან იცოდა, მაგრამ 16 წლის ასაკში კრებებზე სიარული შეწყვიტა და ქვეყნიერების ცდუნებას აჰყვა. მან იმრუშა, რასაც შედეგად არასასურველი ორსულობა და აბორტი მოჰყვა. დღეს ტანია იხსენებს: „იმ სამმა წელმა, როცა კრებას მოწყვეტილი ვიყავი, ისეთი ღრმა იარები დააჩნია ჩემს ცხოვრებას, რომ, ალბათ, არასოდეს მომიშუშდება. მოსვენებას არ მაძლევს იმაზე ფიქრი, რომ საკუთარი შვილი მოვკალი . . . ყველა ახალგაზრდას, ვისაც სურს გემო გაუსინჯოს ქვეყნიერებას, თუნდაც მცირე ხნით, მინდა ვუთხრა: ეს არაფრის დიდებით არ გააკეთოთ! ქვეყნიერება თავიდან ტკბილი ჩანს, მაგრამ ბოლოს საშინლად გაგამწარებთ. ტკივილის
გარდა ქვეყნიერება ვერაფერს შემოგთავაზებთ. ვიცი, რასაც ვამბობ, რადგან ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. არ მიატოვოთ იეჰოვას ორგანიზაცია! სხვაგან ბედნიერი ვერსად იქნებით!“.19, 20. რისგან გვიცავს ქრისტიანული კრება და როგორ?
19 ერთი წუთით დაფიქრდით, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით, თუ მიატოვებთ ქრისტიანულ კრებას — უსაფრთხო გარემოს. ბევრს, ვისაც ჭეშმარიტების მიღებამდე განვლილი ცხოვრება ახსენდება, ჟრუანტელი უვლის (იოან. 6:68, 69). თუ ქრისტიან და-ძმებთან ახლო ურთიერთობა გექნებათ, დაცული იქნებით სატანის ქვეყნიერებისთვის ჩვეული უბედურებისა და ვაისგან. ქრისტიანულ კრებებზე რეგულარული დასწრება და თანაქრისტიანებთან ურთიერთობა გამუდმებით შეგახსენებთ, რომ იეჰოვას სამართლიანი ნორმების დაცვა ბრძნულია და მათი დაცვის სტიმულსაც მოგცემთ. თქვენ ნამდვილად გაქვთ მიზეზი, ფსალმუნმომღერალივით ‘ხოტბა შეასხათ იეჰოვას დიდ კრებულში’ (ფსალმ. 35:18).
20 უნდა ითქვას, რომ ყველა ქრისტიანის ცხოვრებაში დგება ისეთი წუთები, როცა რთულია ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნება. ამ დროს მათ ისეთი ადამიანის თანადგომა სჭირდებათ, ვინც სწორ მიმართულებას მისცემს. პირადად შენ, და რა საკვირველია კრების დანარჩენ წევრებს, როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ თანამორწმუნეს ასეთ წუთებში? შემდეგი სტატია განიხილავს, როგორ შეგიძლიათ ‘ანუგეშოთ და აღაშენოთ’ და-ძმები (1 თეს. 5:11).
როგორ უპასუხებთ?
• რას ვსწავლობთ 73-ე ფსალმუნის დამწერის გამოცდილებიდან?
• რას ვსწავლობთ დინას მაგალითიდან?
• რატომ შეგვიძლია ქრისტიანულ კრებაში თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 7 გვერდზე]
იქ იცურავე, სადაც უსაფრთხოა; არ მიატოვო ქრისტიანული კრება!