როგორ უყურებს იეჰოვა თავის მართლებას?
როგორ უყურებს იეჰოვა თავის მართლებას?
„შენ რომ ქალი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც ვჭამე“, — თქვა კაცმა. „გველმა . . . მან მაცდუნა და მეც ვჭამე“, — თქვა ქალმა. ამ სიტყვებით გაიმართლეს ღვთის წინაშე თავი ჩვენმა პირველმა მშობლებმა, ადამმა და ევამ. ასე დაედო დასაბამი თავის მართლებას (დაბ. 3:12, 13).
განზრახ ურჩობის გამო იეჰოვა ღმერთმა ადამსა და ევას განაჩენი გამოუტანა, რაც იმაზე მოწმობს, რომ ღვთისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის მიზეზები, რაც მათ თავის გასამართლებლად მოიყვანეს (დაბ. 3:16—19). ნიშნავს ეს იმას, რომ თავის მართლება ყოველთვის მიუღებელია? თუ ზოგ შემთხვევაში მისაღებია? თუ ასეა, როგორ უნდა განვსაზღვროთ, როდის ამართლებს იეჰოვა თავის მართლებას და როდის — არა. უპირველესად, განვმარტოთ, რას ნიშნავს თავის მართლება.
თავის მართლება ნიშნავს კონკრეტული მიზეზის მოყვანას ამა თუ იმ მოქმედების ასახსნელად. ადამიანი თავს იმართლებს, როცა თავისი მარცხის გამართლებას საფუძვლიანი მიზეზების მოყვანით ცდილობს. ეს შეიძლება ერთგვარი გულწრფელი მობოდიშებაც იყოს, რაც შეწყალებისა და პატიების საფუძველს იძლევა. მაგრამ როგორც ადამისა და ევას შემთხვევაში იყო, ზოგი თავის მართლებას საკუთარი მოქმედების ნამდვილი მიზეზის დამალვის მიზნით მიმართავს. ამიტომ არის, რომ თავის მართლებას ზოგადად ეჭვის თვალით უყურებენ.
ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ თავის მართლებისას, ‘თავი არ მოვიტყუოთ მცდარი აზროვნებით’, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ღვთისმსახურებას ეხება (იაკ. 1:22). ახლა განვიხილოთ ზოგიერთი ბიბლიური მაგალითი და პრინციპი, რაც დაგვეხმარება, ‘ყოველთვის შევამოწმოთ, რა არის მოსაწონი უფლისთვის’ (ეფეს. 5:10).
რას მოელის ღმერთი ჩვენგან
ღვთის სიტყვაში იეჰოვას ხალხს გვეძლევა კონკრეტული მითითებები, რომლებსაც უნდა დავემორჩილოთ. მაგალითად, ქრისტეს დავალება, „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“, დღემდე ეხება ქრისტეს ყველა ჭეშმარიტ მიმდევარს (მათ. 28:19, 20). ამ დავალების შესრულება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მოციქულმა პავლემ თქვა: „ვაი მე, თუ არ ვაუწყებ სასიხარულო ცნობას!“ (1 კორ. 9:16).
მიუხედავად ამისა, ზოგი, ვისაც დიდი ხანია ბიბლიას ვასწავლით, შეიძლება თავს იკავებს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებისგან (მათ. 24:14). ზოგი, ვინც ადრე ქადაგებდა, დღეს აღარ ქადაგებს. რით იმართლებენ ზოგჯერ ისინი თავს? როგორ რეაგირებდა ადრე იეჰოვა, როცა ვინმე არ ემორჩილებოდა მის კონკრეტულ მითითებებს?
რა შემთხვევაში ვერ გავიმართლებთ თავს ღვთის წინაშე
„ჩემთვის ეს მეტისმეტად რთულია“. ამას ხშირ შემთხვევაში ბუნებით მორიდებული ადამიანები ამბობენ. გავიხსენოთ იონა, რომლის მაგალითიც ჩვენთვის საყურადღებოა. მან დავალება მიიღო, რისი შესრულებაც ძალიან რთული მოეჩვენა. იეჰოვამ უთხრა იონას, რომ ნინეველები კარს მომდგარი განადგურების შესახებ გაეფრთხილებინა. რთული არ არის იმის დანახვა, რატომ გაუჭირდა იონას ამ დავალების შესრულება. ნინევე ასურეთის დედაქალაქი იყო. ასურელები სისასტიკით იყვნენ ცნობილი. შესაძლოა იონა ფიქრობდა, რომ იმ ხალხს იონ. 1:1—3; 3:3, 4, 10).
ცოცხალი ვერ გადაურჩებოდა და სხვა მიმართულებით გაიქცა. მაგრამ იეჰოვასთვის ეს არ იყო გასამართლებელი მიზეზი და ის კვლავ ნინევეში გაუშვა საქადაგოდ. ამჯერად იონამ გაბედულად შეასრულა მიღებული დავალება და იეჰოვამ აკურთხა მისი ქადაგება (თუ სასიხარულო ცნობის ქადაგება მეტისმეტად რთული გეჩვენება, გახსოვდეს, „ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“ (მარ. 10:27). სთხოვე იეჰოვას დახმარება და დარწმუნებული იყავი, რომ ის გაგაძლიერებს და გაკურთხებს, რათა ძალა მოიკრიბო მსახურების შესასრულებლად (ლუკ. 11:9—13).
„სურვილი არ მაქვს“. როგორ უნდა მოიქცე, თუ მსახურების დიდი სურვილი არ გაქვს? გახსოვდეს, რომ იეჰოვას შეუძლია მსახურების სურვილი გაგიჩინოს. პავლე მოციქულმა დაწერა: „ღმერთი თავისი ნების გამო მოქმედებს თქვენში, რათა სურვილიც გქონდეთ და მოქმედებდეთ კიდეც“ (ფილ. 2:13). აქედან გამომდინარე, შეგიძლია სთხოვო იეჰოვას, მისი ნების შესრულება მოგანდომოს. მეფე დავითი ასე იქცეოდა. ის სთხოვდა იეჰოვას: „მატარე შენი ჭეშმარიტებით“ (ფსალმ. 25:4, 5). შენც შეგიძლია მხურვალედ ილოცო, რომ იეჰოვამ იმის კეთების სურვილი გაგიჩინოს, რაც მას სიამოვნებს.
უნდა ვაღიაროთ, რომ როცა დაღლილები ვართ ან ხალისი არ გვაქვს, ზოგჯერ თავს ძალას ვატანთ, რომ ქრისტიანულ შეხვედრებს დავესწროთ ან მსახურებაში გავიდეთ. უნდა ვიფიქროთ ამ დროს, რომ იეჰოვა მთელი გულით არ გვიყვარს? არა. წარსულში მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურებსაც დიდი ბრძოლის ფასად უწევდათ ღვთის ნების შესრულება. მაგალითად, პავლემ აღნიშნა, რომ, ასე ვთქვათ, ‘სცემდა თავის სხეულს’, რათა ღვთის მითითებებს დამორჩილებოდა (1 კორ. 9:26, 27). ამგვარად, მაშინაც კი, როცა მსახურების შესასრულებლად თავს ძალას ვატანთ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა გვაკურთხებს და ეს იმიტომ რომ, თავს მართებული მიზეზის — იეჰოვას სიყვარულის გამო ვაიძულებთ. ამგვარად, ვაბათილებთ სატანის განაცხადს, რომ თითქოსდა ღვთის მსახურები განსაცდელების დროს ღმერთს უარყოფენ (იობ. 2:4).
„ძალიან დაკავებული ვარ“. თუ მსახურებაში იმიტომ არ მონაწილეობ, რომ ძალიან დაკავებული ხარ, აუცილებლად გაარკვიე, რა არის შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი. იესომ თქვა: „უპირველესად ეძებეთ სამეფო“ (მათ. 6:33). ამ პრინციპით რომ იხელმძღვანელო, შეგიძლია ცხოვრება გაიმარტივო ან გართობას ნაკლები დრო დაუთმო და მეტი იმსახურო. ცხადია, გართობასა და სხვა პირად საქმეებს თავისი ადგილი აქვს, მაგრამ მსახურებაზე უარის სათქმელად ეს მიზეზები საპატიოდ არ ჩაითვლება. ღვთის მსახურისთვის სამეფოს ინტერესები ცხოვრებაში პირველ ადგილზე უნდა იდგეს.
„ეს საქმე კარგად არ გამომდის“. შესაძლოა ფიქრობ, რომ სასიხარულო ცნობას კარგად ვერ ქადაგებ. ბიბლიურ დროში იეჰოვას ზოგი ერთგული მსახური ფიქრობდა, რომ ვერ შეძლებდა გამ. 4:10—13). როგორ მოიქცა იეჰოვა?
ღვთისგან მიღებული დავალების შესრულებას. გავიხსენოთ, რა უთხრა მოსემ იეჰოვას, როცა მისგან კონკრეტული დავალება მიიღო: „მაპატიე, იეჰოვა, მაგრამ არა ვარ მჭევრმეტყველი; არც გუშინ ვყოფილვარ, არც მანამდე და არც მას შემდეგ გავმხდარვარ, რაც შენს მსახურს ელაპარაკები, რადგან ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ“. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა არწმუნებდა თავის მხარდაჭერაში, მოსემ უთხრა: „მაპატიე, იეჰოვა, იქნებ სხვა ვინმე გაგზავნო“ (იეჰოვამ არ გაათავისუფლა მოსე დავალებისგან. მას გვერდით აარონი დაუყენა, რომელიც ლაპარაკში დაეხმარებოდა (გამ. 4:14—17). უფრო მეტიც, წლების მანძილზე იეჰოვა გვერდში ედგა მოსეს და ყველანაირად ეხმარებოდა, რომ მიცემული დავალება წარმატებით შეესრულებინა. შენც შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა აღძრავს გამოცდილ თანამორწმუნეებს, დაგეხმარონ მსახურების შესრულებაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა გაგვხდის გამოსადეგს თავისი დავალების შესასრულებლად (2 კორ. 3:5; იხილეთ ჩარჩო „ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წლები“).
„ნაწყენი ვარ“. ზოგმა ქადაგება ან შეხვედრებზე დასწრება იმის გამო შეწყვიტა, რომ კრებაში ვიღაცამ აწყენინა. ქრისტიანი შეიძლება ფიქრობს, რომ წყენის გამო ქრისტიანული მსახურების შეწყვეტას იეჰოვა საპატიო მიზეზად ჩაუთვლის. გასაგებია, რომ როცა ვინმე გვაწყენინებს, გაღიზიანებული ვართ, მაგრამ არის ეს გასამართლებელი მიზეზი ქრისტიანული მსახურების შესაწყვეტად? მას შემდეგ, რაც პავლესა საქ. 15:39). მაგრამ ამის გამო არც ერთ მათგანს მსახურება არ მიუტოვებია.
და მის თანამორწმუნე ბარნაბას შორის უთანხმოება ჩამოვარდა, „ორივენი გაცეცხლდნენ“ და ერთმანეთზე განაწყენდნენ (მსგავსადვე, თუ თანაქრისტიანმა გაწყენინა, გახსოვდეს, რომ შენი მტერი არასრულყოფილი ქრისტიანი კი არა, სატანაა, რომელიც შენ გადაყლაპვას ლამობს. მაგრამ ეშმაკი ვერაფერს გახდება, თუ ‘წინ აღუდგები მტკიცე რწმენით’ (1 პეტ. 5:8, 9; გალ. 5:15). ასეთი რწმენის მქონეს იმედი არც ერთ შემთხვევაში არ გაგიცრუვდება (რომ. 9:33).
როცა მიზეზი შეზღუდული შესაძლებლობებია
განხილული მაგალითებიდან ნათელი ხდება, რომ ბიბლია არ ამართლებს იმ ადამიანს, ვინც უარს ამბობს იეჰოვას კონკრეტული მითითებების შესრულებაზე, მათ შორის სასიხარულო ცნობის ქადაგებაზე. და მაინც, ზოგჯერ ნამდვილად არსებობს საპატიო მიზეზები, რაც ხელს გვიშლის მსახურებაში. სხვა ბიბლიური პასუხისმგებლობების გამო მსახურებას შეიძლება იმდენ დროს ვეღარ ვუთმობთ, რამდენსაც ადრე. ხანდახან შეიძლება გადაღლილობამ ან სერიოზულმა ავადმყოფობამ შეგვიშალოს ხელი იეჰოვას მსახურებაში და იმდენი ვერ ვიმსახუროთ, რამდენიც გვინდა. მაგრამ ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ იეჰოვამ იცის ჩვენი გულის ზრახვები და იმასაც ხედავს, რა შეგვიძლია და რა — არა (ფსალმ. 103:14; 2 კორ. 8:12).
აქედან გამომდინარე, არც საკუთარი თავი უნდა განვსაჯოთ მკაცრად და არც სხვები. პავლე მოციქული წერდა: „ვინა ხარ შენ, რომ სხვის მოსამსახურეს ასამართლებ? დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა“ (რომ. 14:4). ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი მდგომარეობა სხვების მდგომარეობას შევადაროთ, უნდა გვახსოვდეს: „ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“ (რომ. 14:12; გალ. 6:4, 5). როცა ვლოცულობთ და იეჰოვას წინაშე თავს ვიმართლებთ, ყველას გვსურს, რომ ეს სუფთა სინდისით გავაკეთოთ (ებრ. 13:18).
რატომ გვგვრის სიხარულს იეჰოვას მსახურება
რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, ყველას შეგვიძლია იეჰოვას მხიარული გულით ვემსახუროთ, რადგან მისი მოთხოვნები ყოველთვის გონივრულია და მათი შესრულება შესაძლებელია. რის საფუძველზე ვამბობთ ამას?
ღვთის სიტყვაში წერია: „ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვინც ამას იმსახურებს, როცა შენს ხელს ამის ძალა შესწევს“ (იგავ. 3:27). როგორ ფიქრობ, რისი თქმა სურს ღმერთს ამ იგავით? იეჰოვა არ გეუბნება, რომ მას იმ ძალით ემსახურო, რა ძალითაც შენი ძმა ემსახურება. ის მოგიწოდებს, იმდენი აკეთო, რამდენის ძალაც „შენს ხელს . . . შესწევს“. თითოეულ ჩვენგანს მთელი გულით შეუძლია ემსახუროს იეჰოვას, იმის მიუხედავად, ჩვენს ხელს ბევრის ძალა შესწევს თუ ცოტასი (ლუკ. 10:27; კოლ. 3:23).
[ჩარჩო⁄სურათი 14 გვერდზე]
„ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წლები“
მაშინაც კი, თუ კარგი ფიზიკური ან ემოციური ჯანმრთელობა არ გვაქვს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ მსახურებაში სრულ მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ამის ნათელი მტკიცებაა კანადელი ძმის, ერნესტის მაგალითი.
ერნესტს მეტყველების დეფექტი ჰქონდა და ძალიან მორიდებული ძმა იყო. ის მშენებლობაზე მუშაობდა, მაგრამ ზურგის ტრავმის გამო სამუშაოს თავი დაანება. სამუშაოდან წამოსვლის შემდეგ მას მსახურების მეტი შესაძლებლობა მიეცა, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობა სერიოზულად ჰქონდა შერყეული. მის გულს ძალიან შეეხო კრების შეხვედრებზე გაკეთებული მოწოდება დამხმარე პიონერად მსახურების შესახებ. მაგრამ ერნესტი ფიქრობდა, რომ ასეთ მსახურებას ვერ შეძლებდა.
იმაში დასარწმუნებლად, რომ დამხმარე პიონერობა მის შესაძლებლობებს აღემატებოდა, ერნესტმა გადაწყვიტა, მხოლოდ ერთი თვე ემსახურა. მისდა გასაკვირად, მან წარმატებით გაართვა თავი ამ საქმეს. მაგრამ ის ფიქრობდა, რომ შემდეგ თვეში უკვე აღარ გამოუვიდოდა. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთი თვით შეავსო განცხადება. მან ამჯერადაც შესანიშნავად იმსახურა.
ერნესტმა დამხმარე პიონერად ერთი წელი იმსახურა. ის დარწმუნებული იყო, რომ სრული დროით პიონერობას ვერასოდეს შეძლებდა, მაგრამ ძალა მაინც მოსინჯა. თვითონაც გაუკვირდა, რომ ერთი სრული წელი შეუფერხებლად იმსახურა. მან გადაწყვიტა, გაეგრძელებინა სრული დროით პიონერად მსახურება. ის ბედნიერი იყო, რომ ორი წელი იმსახურა პიონერად მანამ, სანამ ტრავმამ სიცოცხლე არ მოუსწრაფა. სიკვდილამდე ხშირად ის თვალცრემლიანი ეუბნებოდა მნახველებს: „პიონერად მსახურების წლები ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წლები იყო“.
[სურათი 13 გვერდზე]
ჩვენ შეგვიძლია გადავლახოთ ნებისმიერი დაბრკოლება, რაც მსახურებაში გვეღობება
[სურათი 15 გვერდზე]
იეჰოვა კმაყოფილია, როცა ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე მას მთელი გულით ვემსახურებით