ვიაროთ უმწიკვლოდ!
ვიაროთ უმწიკვლოდ!
„მე კი უმწიკვლოდ ვივლი“ (ფსალმ. 26:11).
1, 2. რა თქვა საკუთარ უმწიკვლობაზე იობმა და რას ვიგებთ „იობის“ 31-ე თავიდან მასზე?
ძველ დროში საგნებს თეფშებიან სასწორზე წონიდნენ. ის შედგებოდა უღლისგან და მასზე დაკიდებული თეფშებისგან, რომლის საყრდენი წერტილი მოთავსებული იყო ცენტრში. თითოეული თეფში დამაგრებული იყო უღლის ბოლოში. რაიმე საგანი რომ აეწონათ, მას ათავსებდნენ ერთ თეფშზე, მეორეთი კი წონას საზღვრავდნენ. ძველ დროში ღვთის ხალხს ზუსტი საწონი და პინები უნდა გამოეყენებინა (იგავ. 11:1).
2 როცა ღვთისმოშიში კაცი იობი სატანის მთავარ სამიზნედ იქცა, ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „[იეჰოვა] ზუსტ სასწორზე ამწონის და გაიგებს ღმერთი, რომ უმწიკვლო ვარ“ (იობ. 31:6). იობის სიტყვებიდან ჩანს, რომ ნებისმიერი, ვისაც ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნება აქვს გადაწყვეტილი, შესაძლოა აღმოჩნდეს სიტუაციაში, როცა მისი რწმენა გამოიცდება. როგორც „იობის“ 31-ე თავიდან ვიგებთ, იობი ბოლომდე ღვთის ერთგული დარჩა. მისი მაგალითი ჩვენც ერთგულებისკენ აღგვძრავს. ჩვენც ისეთივე მტკიცე გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, როგორც ფსალმუნმომღერალმა: „მე კი უმწიკვლოდ ვივლი“ (ფსალმ. 26:11).
3. რატომ უნდა ვიყოთ დიდშიც და მცირედშიც ერთგული?
3 მართალია, იობს არაერთი მძიმე განსაცდელი დაატყდა თავს, მაგრამ ბოლომდე ღვთის ერთგული დარჩა. ზოგმა შეიძლება ისიც კი თქვას, რომ ის, რაც იობმა გადაიტანა, გმირობის ტოლფასი იყო. ჩვენ იობის მსგავს განსაცდელებს არ ვხვდებით. მაგრამ თუ გვინდა, რომ უმწიკვლონი დავრჩეთ და იეჰოვას უზენაესობას დავუჭიროთ მხარი, დიდშიც და მცირედშიც ერთგულები უნდა ვიყოთ (წაიკითხეთზნეობრივი სისუფთავის აუცილებლობა
4, 5. რას ერიდებოდა ღვთის ერთგული იობი?
4 თუ გვინდა, დავრჩეთ იეჰოვას ერთგული, იობის მსგავსად ზნეობრივად სუფთად უნდა ვიცხოვროთ. მან თქვა: „შეთანხმება დავუდე ჩემს თვალებს და როგორღა შევხედავდი ქალწულს გულისთქმით?! . . . თუ ცდუნებულა ქალით ჩემი გული და თუ ჩავსაფრებულვარ ჩემი მეგობრის შესასვლელთან, მაშინ სხვა კაცს დაუფქვას ჩემმა ცოლმა და სხვა კაცებმა ჩაიმუხლონ მასზე“ (იობ. 31:1, 9, 10).
5 იობს სურდა, რომ ბოლომდე იეჰოვას ერთგული დარჩენილიყო, ამიტომ ქალს არასდროს უყურებდა გულისთქმით. ის დაქორწინებული იყო და არასდროს ეარშიყებოდა გასათხოვარ თუ გათხოვილ ქალებს. მთაზე ქადაგებისას იესომ ყურადღება გაამახვილა ზნეობრივ სიწმინდეზე და ყურადსაღები გაფრთხილება მისცა ყველას, ვისაც ღვთის წინაშე უმწიკვლოდ სიარული აქვს გადაწყვეტილი (წაიკითხეთ მათეს 5:27, 28).
არასდროს მოიქცეთ მზაკვრულად!
6, 7. ა) რის საფუძველზე საზღვრავს ღმერთი, ვართ თუ არა უმწიკვლო, როგორც ეს იობის შემთხვევიდან გამოჩნდა? ბ) რატომ არ უნდა მოვიქცეთ მზაკვრულად და არ უნდა ვითაღლითოთ?
6 თუ გვინდა, ღვთის თვალში უმწიკვლოები ვიყოთ, არასდროს უნდა მოვიქცეთ მზაკვრულად (წაიკითხეთ იგავების 3:31—33). იობმა თქვა: „თუ ცრუ კაცებთან ერთად მივლია და მზაკვრობის ჩასადენად ამიჩქარებია ფეხი, ზუსტ სასწორზე ამწონის [იეჰოვა] და გაიგებს ღმერთი, რომ უმწიკვლო ვარ“ (იობ. 31:5, 6). იეჰოვა ყველას „ზუსტ სასწორზე“ წონის. რადგანაც იეჰოვას მივუძღვენით სიცოცხლე, ის თავისი სრულყოფილი სამართლიანი ნორმების საფუძველზე საზღვრავს, ვართ თუ არა უმწიკვლო, როგორც ეს იობის შემთხვევაში გააკეთა.
7 თუ მზაკვრულად მოვიქცევით და ვითაღლითებთ, ვერ შევძლებთ უმწიკვლოდ სიარულს ღვთის წინაშე. ვისაც უმწიკვლოდ ცხოვრება აქვს გადაწყვეტილი, უნდა ‘უარყოს ფარული სამარცხვინო საქმეები და არ იაროს ცბიერებით’ (2 კორ. 4:1, 2). თუ თანაქრისტიანს მზაკვრულად მოვექცევით, რის გამოც იგი საშველად იეჰოვას მიმართავს თხოვნით, ეს ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს. „მოვუხმე იეჰოვას გასაჭირში და მიპასუხა, — ამბობდა ფსალმუნმომღერალი. — იეჰოვა, იხსენი ჩემი სული ცრუ ბაგეებისგან, მზაკვარი ენისგან“ (ფსალმ. 120:1, 2). ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა ჩვენს შინაგან პიროვნებას ხედავს. ის ჩვენს „გულსა და თირკმელებს იკვლევს“, რათა დაინახოს, ვართ თუ არა ნამდვილად უმწიკვლონი (ფსალმ. 7:8, 9).
კარგად მოეპყარით სხვებს!
8. როგორ ექცეოდა იობი სხვებს?
8 უმწიკვლო რომ ვიყოთ, იობს უნდა მივბაძოთ, რომელიც იობ. 31:13—15).
სამართლიანი და თავმდაბალი იყო. მას გულთან ახლოს მიჰქონდა სხვების გასაჭირი. იობმა თქვა: „თუ უარი მეთქვას სამართლის გაჩენაზე ჩემი მონისთვის ან ჩემი მხევლისთვის, როცა ჩემ წინააღმდეგ ჰქონდათ სასამართლო საქმე, რაღას ვიზამ, როცა ღმერთი აღიმართება?! როცა პასუხს მომთხოვს, რას ვუპასუხებ? ვინც მე შემქმნა დედის მუცელში, განა მანვე არ შექმნა ისიც? განა მან არ გამოგვსახა საშვილოსნოში?!“ (9. როგორ ექცეოდა იობი თავის მონებს და ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ?
9 როგორც ჩანს, იობის დროს სასამართლოში საჩივრის შეტანა დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. სასამართლოში საქმის განხილვა ჩვეულებრივი წესით ხდებოდა და საჩივრის შეტანა მონებსაც კი შეეძლოთ. იობი ყოველთვის სამართლიანად და მოწყალებით განიკითხავდა თავისი მონების საქმეს. უმწიკვლოდ რომ ვიაროთ, ჩვენც უნდა ვავლენდეთ ასეთ თვისებებს განსაკუთრებით მაშინ, თუ ქრისტიანულ კრებაში უხუცესად ვმსახურობთ.
იყავით გულუხვები და ნუ იქნებით ხარბები
10, 11. ა) საიდან ვიცით, რომ იობი გულუხვი იყო და ყოველთვის ეხმარებოდა სხვებს? ბ) ბიბლიის რომელ სიტყვებს შეგვახსენებს იობის 31:16—25?
10 იობი გულუხვი იყო და ყოველთვის ეხმარებოდა სხვებს. ის არ იყო ხელმოჭერილი და ხარბი. მან თქვა: „თუ . . . დამივსია ქვრივისთვის თვალები, თუ მიჭამია მარტოს ლუკმა, როცა უმამო ბავშვს ლუკმა არ ჰქონია . . . თუ დამინახავს უტანსაცმლოდ მომაკვდავი . . . თუ მომიქნევია ხელი უმამო ბავშვისთვის, როცა ვხედავდი, რომ ჩემი დახმარება სჭირდებოდა კარიბჭესთან, მაშინ ამომვარდეს ბეჭი მხრიდან და მკლავი გადამიტყდეს მხრის ძვალში“. იობი ნამდვილად ვერ შეძლებდა უმწიკვლობის შენარჩუნებას, ‘ოქროსთვის რომ ეთქვა, ჩემი იმედი ხარო’ (იობ. 31:16—25).
11 იობმა მხატვრული ენით გადმოსცა თავისი გრძნობები. მოწაფე იაკობმაც მსგავსი აზრი გამოთქვა: „ჩვენი ღვთისა და მამის თვალში წმინდა და წაუბილწველი თაყვანისცემა ის არის, რომ მივხედოთ ქვრივ-ობლებს გასაჭირში და უმანკოდ დავიცვათ თავი ქვეყნიერებისგან“ (იაკ. 1:27). აგრეთვე გავიხსენოთ იესოს გაფრთხილება: „იფხიზლეთ და თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან, რადგან ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“. შემდეგ იესომ მოიყვანა მდიდარი კაცის მაგალითი, რომელიც ხარბი იყო. ის ისე მოკვდა, რომ ‘ღვთის თვალში არ იყო მდიდარი’ (ლუკ. 12:15—21). უმწიკვლონი რომ დავრჩეთ, ხარბები არ უნდა გავხდეთ. სიხარბე კერპთაყვანისმცემლობაა, რადგან ხარბ ადამიანს რაღაცის მიღების ისეთი დაუცხრომელი ჟინი აქვს, რომ ის მისთვის კერპად იქცევა და იეჰოვას მსახურება მეორეხარისხოვანი ხდება (კოლ. 3:5). ხარბი ადამიანი უმწიკვლო ვერასდროს იქნება!
ნუ ჩამოშორდებით ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას!
12, 13. როგორ ერიდებოდა იობი კერპთაყვანისმცემლობას, და რა მაგალითი მოგვცა ამ მხრივ?
12 უმწიკვლოდ მავალნი წმინდა თაყვანისმცემლობას მტკიცედ ეჭიდებიან. იობი ზუსტად ასე იქცეოდა. მან თქვა: „თუ მენახოს, როგორ ანათებს სინათლე, ან როგორ მოძრაობს საუცხოო მთვარე, თუ ცდუნებულა ჩემი გული ფარულად და თუ შეხებია ჩემი ხელი საკოცნელად ჩემს ბაგეს, ესეც დანაშაული იქნებოდა, რომელიც მოსამართლეთა ყურადღებას მიიპყრობდა, რადგან მაღლა მყოფ ჭეშმარიტ ღმერთს უარვყოფდი“ (იობ. 31:26—28).
13 იობი არ სცემდა თაყვანს უსულო საგნებს. მისი გული ფარულად რომ ცდუნებულიყო ციური სხეულების განდიდებით, როგორიცაა მთვარე, და მისი ‘ხელი საკოცნელად შეხებოდა მის ბაგეს’ ანუ თაყვანისცემის მიზნით თავისი ხელისთვის ეკოცნა, ის კერპთაყვანისმცემელი იქნებოდა და ღმერთს უორგულებდა (კან. 4:15, 19). ღვთის თვალში რომ უმწიკვლონი ვიყოთ, კერპთაყვანისმცემლობის ყველანაირ ფორმას უნდა მოვერიდოთ (წაიკითხეთ 1 იოანეს 5:21 ).
ნუ იქნებით შურისმაძიებლები და თვალთმაქცები!
14. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იობი არ იყო ბოროტი?
14 იობი არ ყოფილა ბოროტი და შეუბრალებელი. მან იცოდა, რომ ასეთი თვისებები არ უნდა ჰქონოდა უმწიკვლო ადამიანს, ამიტომ თქვა: „თუ გამხარებოდეს იმის განადგურება, ვისაც ყველაზე მეტად ვძულდი, ან თუ მემხიარულოს მის ცუდ ამბავზე . . . არ ჩამიდენინებია ცოდვა ჩემი სასისთვის და არ მითხოვია მისი სულის დაწყევლა“ (იობ. 31:29, 30).
15. რატომ არ უნდა გაგვიხარდეს ჩვენი მტრების უბედურება?
15 მართალ იობს არ უხაროდა, როცა მის მტრებს უბედურება ატყდებოდათ თავს. წიგნ „იგავებში“ ვკითხულობთ: „შენი მტრის დაცემა ნუ გაგახარებს და მისი წაბორძიკება ნუ გაგიხალისებს გულს, თორემ დაინახავს იეჰოვა და ეს მოსაწონი არ იქნება მის თვალში; ის უეჭველად დაიცხრობს რისხვას მის მიმართ“ (იგავ. 24:17, 18). იეჰოვას გულების წაკითხვა შეუძლია. თუ ხედავს, რომ გვიხარია სხვისი უბედურება, მას არ მოეწონება ეს (იგავ. 17:5). ღმერთი თავად გასცემს პასუხს მათ, ვისაც ჩვენ ვძულვართ: „ჩემია შურისძიებაც და საზღაურის მიგებაც“ (კან. 32:35).
16. როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ სტუმართმოყვარეობა მაშინაც კი, თუ მდიდრები არ ვართ?
16 იობი სტუმართმოყვარეობითაც გამოირჩეოდა (იობ. 31:31, 32). ჩვენ შეიძლება არ ვიყოთ მდიდრები, მაგრამ ‘სტუმართმოყვარეობა უნდა გამოვიჩინოთ’ (რომ. 12:13). მცირედიც შეგვიძლია გავუნაწილოთ სხვებს და უნდა გვახსოვდეს, რომ „ბოსტნეულის კერძი და სიყვარული სჯობია ნასუქ ხარსა და სიძულვილს“ (იგავ. 15:17). თბილ გარემოში უმწიკვლოდ მავალთა გვერდით უბრალო სადილიც კი სასიამოვნო და სულიერად გამამხნევებელია.
17. რატომ არ უნდა დავმალოთ სერიოზული ცოდვა?
17 მართლაც რომ სულიერად გამამხნევებელი იქნებოდა იობთან სტუმრობა, რადგან ის სტუმართმოყვარე იყო და თვალთმაქცობა არ ახასიათებდა. ის არ ჰგავდა იმ უღვთო ადამიანებს, რომლებიც პირველ საუკუნეში ქრისტიანულ კრებაში შემოიპარნენ და ‘მაღალფარდოვანი სიტყვებით ეპირფერებოდნენ სხვებს’ (იუდ. 3, 4, 16). იობი არც თავის ცოდვას ფარავდა ანუ არ ‘მალავდა დანაშაულს პერანგის ჯიბეში’ იმის შიშით, რომ სხვები გაიგებდნენ. მას სურდა, მისი საქმეები გამოეკვლია ღმერთს, რომლის წინაშეც ის ნებისმიერ არასწორ საქციელს აღიარებდა (იობ. 31:33—37). თუ სერიოზულ ცოდვას ჩავიდენთ, არ უნდა დავმალოთ იმის შიშით, რომ რეპუტაცია შეგველახება. უმწიკვლობას შევინარჩუნებთ, თუ ვაღიარებთ ცოდვას, მოვინანიებთ, სულიერ დახმარებას ვითხოვთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები (იგავ. 28:13; იაკ. 5:13—15).
უმწიკვლოდ მავალნი განსაცდელებს ხვდებიან
18, 19. ა) საიდან ვიცით, რომ იობი არავის უწევდა ექსპლუატაციას? ბ) რისთვის იყო იობი მზად, თუ დაადანაშაულებდნენ?
18 იობი პატიოსანი და სამართლიანი იყო. მან თქვა: „თუ ჩემს მიწას ჩემივე წინააღმდეგ დაეჩივლოს საშველად, და მის ხნულებს ეტიროთ, თუ მუქთად მეჭამოს მისი ნაყოფი და მის მფლობელთა სულს ჩემ გამო ქოშინი დაეწყოს, მაშინ ხორბლის ნაცვლად ეკლიანი სარეველა ამოვიდეს, ქერის ნაცვლად კი — მყრალი სარეველა“ (იობ. 31:38—40). ის არასდროს ისაკუთრებდა სხვის მიწებს და არც მუშებს უწევდა ექსპლუატაციას. მის მსგავსად, ჩვენც გვმართებს იეჰოვას წინაშე ვიყოთ უმწიკვლონი დიდ თუ მცირე საქმეებში.
19 იობი სამ მეგობარსა და ახალგაზრდა ელიჰუს თავის უმწიკვლო ცხოვრებაზე ელაპარაკებოდა. იგი დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში, ამიტომ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს მიმართავდა, რომ სასამართლოში ეჩივლათ მისთვის ანუ მის განვლილ ცხოვრებაზე ‘შეედგინათ საბუთი’, რომელზეც წინასწარ ექნებოდა ხელი მოწერილი. თუ მას დაადანაშაულებდნენ, ის მზად იქნებოდა, ეზღო კიდეც დანაშაულისთვის. იობი ღვთის სამართალს ელოდა. „ასე დასრულდა იობის სიტყვები“ (იობ. 31:35, 40).
შენ შეძლებ უმწიკვლოდ სიარულს!
20, 21. ა) როგორ შეძლო იობმა უმწიკვლობის შენარჩუნება? ბ) როგორ შეგვიძლია ღვთის სიყვარულის გაღრმავება?
20 იობი დადიოდა უმწიკვლოდ იმიტომ, რომ მას უყვარდა ღმერთი. იეჰოვასაც უყვარდა იობი და ეხმარებოდა მას. იობმა თქვა: „სიცოცხლე და სიკეთე [ერთგული სიყვარული] მიბოძე [იეჰოვა] და მზრუნველობით დაიცავი ჩემი სული“ (იობ. 10:12, სქოლიო). გარდა ამისა, იობი სხვების მიმართაც ავლენდა სიყვარულს. მას ესმოდა, რომ ის, ვინც თავის მოძმეს სიკეთეს, ერთგულ სიყვარულს, დაუკავებდა, ‘ყოვლისშემძლის შიშსაც მიატოვებდა’ (იობ. 6:14). უმწიკვლოდ მავალთ უყვართ ღმერთი და მოყვასი (მათ. 22:37—40).
21 ჩვენ შევიყვარებთ ღმერთს, თუ ყოველდღე წავიკითხავთ მის სიტყვას და დავფიქრდებით იმ მონაკვეთებზე, სადაც იეჰოვას შესახებაა საუბარი. მხურვალე ლოცვაში შეგვიძლია განვადიდოთ ღმერთი და მადლობა გადავუხადოთ მას ჩვენ მიმართ გამოვლენილი სიკეთისთვის (ფილ. 4:6, 7). ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია ვუმღეროთ იეჰოვას და კრების შეხვედრებზე მის ხალხთან ურთიერთობით გავიხაროთ (ებრ. 10:23—25). ღვთისადმი ჩვენი სიყვარული უფრო და უფრო გაღრმავდება, თუ მონაწილეობას მივიღებთ მსახურებაში და „ვახარებთ მისგან ხსნას“ (ფს. 96:1—3). ამგვარად, ფსალმუნმომღერლის მსგავსად ჩვენც შევინარჩუნებთ უმწიკვლობას. იგი ამბობდა: „კარგია ღმერთთან დაახლოება. უზენაესი უფალი იეჰოვაა ჩემი თავშესაფარი“ (ფს. 73:28).
22, 23. რა მსგავსებაა ჩვენს საქმიანობასა და ღვთის ძველი დროის მსახურების საქმიანობას შორის, რომლებიც ჩვენსავით იეჰოვას უზენაესობას უჭერდნენ მხარს?
22 საუკუნეების მანძილზე იეჰოვა სხვადასხვა დავალებას აძლევდა უმწიკვლოდ მავალთ. მაგალითად, ნოემ ააგო კიდობანი და იყო „სიმართლის მქადაგებელი“ (2 პეტ. 2:5). იესო ნავეს ძემ ისრაელები აღთქმულ მიწაზე შეიყვანა. ის ყველაფერში წარმატებული იყო, რადგან ‘დღედაღამ კითხულობდა კანონის წიგნს’ და ნასწავლის თანახმად იქცეოდა (იეს. 1:7, 8). პირველი საუკუნის ქრისტიანები ხალხს მოწაფეებად ამზადებდნენ და ბიბლიის შესასწავლად რეგულარულად იკრიბებოდნენ (მათ. 28:19, 20).
23 ჩვენ მხარს ვუჭერთ იეჰოვას უზენაესობას და უმწიკვლოდ დავდივართ ღვთის წინაშე, რადგან ვქადაგებთ სიმართლეს, ვამზადებთ მოწაფეებს, ვიყენებთ ბიბლიურ რჩევებს და ვიკრიბებით კრების შეხვედრებზე, საოლქო თუ სარაიონო კონგრესებზე. ეს გვეხმარება, ვიყოთ გაბედულნი, სულიერად მტკიცენი და ღვთის ნების შემსრულებელნი. ამის გაკეთება არ არის რთული, რადგან ჩვენი ზეციერი მამა და მისი ძე გვერდში გვიდგანან (კან. 30:11—14; 1 მეფ. 8:57). გარდა ამისა, ამ საქმეში მხარს გვიჭერს „მთელი საძმო“, რომლებიც ჩვენთან ერთად უმწიკვლოდ დადიან და პატივს მიაგებენ იეჰოვას, უზენაეს უფალს (1 პეტ. 2:17).
როგორ უპასუხებთ?
• რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს იეჰოვას ზნეობრივ ნორმებზე?
• იობის რომელი თვისებები მოგწონს განსაკუთრებით?
• როგორ იქცეოდა იობი, როგორც ამას იობის 31:29—37-დან ვკითხულობთ?
• როგორ შევძლებთ ღვთის წინაშე უმწიკვლოდ სიარულს?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 29 გვერდზე]
იობმა იეჰოვას წინაშე უმწიკვლობა შეინარჩუნა. ჩვენც შეგვიძლია მსგავსად მოვიქცეთ.
[სურათი 32 გვერდზე]
ჩვენ შეგვიძლია უმწიკვლოდ სიარული!