მიჰყვებით იეჰოვას, რომელიც სიყვარულით გვხელმძღვანელობს?
მიჰყვებით იეჰოვას, რომელიც სიყვარულით გვხელმძღვანელობს?
„მძულს ყოველი ცრუ გზა“ (ფსალმ. 119:128).
1, 2. ა) რა გაფრთხილებას დააფასებდით დანიშნულების ადგილას მისასვლელად ვინმესთვის დახმარება რომ გეთხოვათ, და რატომ? ბ) რა გაფრთხილებებს აძლევს იეჰოვა თავის მსახურებს და რატომ?
წარმოიდგინეთ, რომ სადღაც გამგზავრებას აპირებთ. დახმარებისთვის, ალბათ, მიმართავდით სანდო მეგობარს, რომელმაც გზა იცის. ის ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნით და შეიძლება ასეთი რამეც გითხრათ: „იმ მოსახვევში ფრთხილად იყავი. იქ არასწორი საგზაო ნიშანი დგას. ბევრი მიჰყვა ამ საგზაო ნიშანს და დაიკარგა“. დააფასებდით მეგობრის მზრუნველობას და ყურად იღებდით მის გაფრთხილებას? გარკვეული თვალსაზრისით, იეჰოვა ასეთ მეგობარს ჰგავს. ის დაწვრილებით ინფორმაციას გვაწვდის იმის თაობაზე, თუ როგორ მივაღწიოთ დანიშნულების ადგილს — მარადიულ სიცოცხლეს — მაგრამ ამასთანავე გვაფრთხილებს იმ არაერთ საფრთხეზეც, რომლებმაც შეიძლება არასწორი გზით წაგვიყვანოს (კან. 5:32; ეს. 30:21).
2 ამ და მომდევნო სტატიაში განვიხილავთ ზოგიერთ საფრთხეს, რომელთა შესახებაც ჩვენი მეგობარი, იეჰოვა ღმერთი, გვაფრთხილებს. ყოველთვის გვახსოვდეს — იეჰოვა ასეთ გაფრთხილებებს იმიტომ გვაძლევს, რომ ზრუნავს ჩვენზე და ვუყვარვართ. მას უნდა, რომ დანიშნულების ადგილამდე მივიდეთ. ღმერთს გულს სტკენს, როდესაც ადამიანები ცუდი გავლენის ქვეშ ექცევიან და სწორი გზიდან უხვევენ (ეზეკ. 33:11). ამ სტატიაში განვიხილავთ სამ საფრთხეს. პირველი საფრთხე სხვა ადამიანებისგან მომდინარეობს, მეორე კი — თავად ჩვენშია. რაც შეეხება მესამეს, ის არარეალურია, მაგრამ ძალიან საშიშია. საჭიროა, ვიცოდეთ, თუ რა სამ საფრთხეზეა საუბარი და როგორ გვასწავლის ჩვენი ზეციერი მამა, თავი ავარიდოთ მათ. ერთმა ფსალმუნმომღერალმა ღვთის შთაგონებით იეჰოვას უთხრა: „მძულს ყოველი ცრუ გზა“ (ფსალმ. 119:128). თქვენც გძულთ ყოველი ცრუ გზა? განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია ამ გრძნობის გაძლიერება და შესაბამისად მოქმედება.
არ აჰყვეთ „უმრავლესობას“
3. ა) რატომ შეიძლება იყოს საშიში, გავყვეთ სხვა მგზავრებს, თუ დარწმუნებული არ ვართ, რომელი გზით უნდა წავიდეთ? ბ) რა მნიშვნელოვანი პრინციპია ჩადებული გამოსვლის 23:2-ში?
3 ხანგრძლივი მოგზაურობის დაწყებამდე რას იზამ, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომელი გზით წახვიდე? ამ შემთხვევაში ადვილია, ცდუნდე და სხვა მგზავრებს გაჰყვე, მით უმეტეს, თუ უმეტესობა ამ გზით მიდის. ასეთი არჩევანი სარისკოა. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისინი შეიძლება სულ სხვაგან მიდიან ან შეიძლება ისინიც დაიკარგონ. ამასთან დაკავშირებით განვიხილოთ პრინციპი, რომელიც ძველი ისრაელისთვის მიცემულ ერთ კანონს უდევს საფუძვლად. ეს კანონი მოსამართლეებსა და მოწმეებს აფრთხილებდა, რომ საშიშია უმრავლესობის აყოლა (წაიკითხეთ გამოსვლის 23:2). რასაკვირველია, არასრულყოფილი ადამიანი შეიძლება ძალიან ადვილად მოექცეს სხვების გავლენის ქვეშ და სამართალი გაამრუდოს. მაგრამ ეხება პრინციპი, არ აჰყვე უმრავლესობას მხოლოდ სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს? სრულებითაც არა.
4, 5. როგორ აღმოჩნდნენ იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე ზეწოლის ქვეშ, აჰყოლოდნენ უმრავლესობას, მაგრამ რა დაეხმარა მათ, გაეძლოთ ამ ზეწოლისთვის?
4 სინამდვილეში, თითქმის ნებისმიერ დროს შეიძლება სავსებით მოულოდნელად შეიქმნას სიტუაცია, როდესაც ძალიან რთულია, არ აჰყვე უმრავლესობას. მაგალითად, დაფიქრდით, რამხელა ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ ერთხელ ქალებ იეფუნეს ძე და იესო ნავეს ძე. ისინი იმ 12 მამაკაცს დაბ. 6:4). ეს კი აბსურდი იყო. ეს ბოროტი არსებები მრავალი საუკუნის წინ წარღვნის დროს განადგურდნენ ისე, რომ მათ შთამომავალი არ დარჩენიათ. მაგრამ ყველაზე უსაფუძვლო აზრმაც კი შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს მათზე, ვისაც სუსტი რწმენა აქვს. ათი მზვერავის მიერ მოტანილი უარყოფითი ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა და ხალხში შიში და მღელვარება გამოიწვია. სულ მალე ისრაელების უმრავლესობამ არასწორად ჩათვალა იეჰოვას მითითების მიყოლა და აღთქმულ მიწაზე შესვლა. როგორ მოიქცნენ ასეთ რთულ სიტუაციაში იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე? (რიცხ. 13:25—33).
შორის იყვნენ, რომლებიც აღთქმული მიწის დასაზვერად წავიდნენ. უკან დაბრუნებულმა ათმა მზვერავმა ძალიან ცუდი და შემაშფოთებელი ამბავი მოიტანა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ იმ ქვეყნის მკვიდრები გოლიათები, მოჯანყე ანგელოზებისა და მათი ცოლების შთამომავლები, ნეფილიმები იყვნენ (5 ისინი არ აჰყვნენ უმრავლესობას. ამ ორმა მამაკაცმა სიმართლე თქვა. ისინი ბოლომდე მტკიცენი იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ ხალხს მათი მოსმენა არ სურდა და ჩაქოლვითაც კი ემუქრებოდნენ. საიდან ჰქონდათ მათ ასეთი გაბედულება? უეჭველია, ეს მნიშვნელოვანწილად მათი რწმენით იყო განპირობებული. თუ ადამიანს რწმენა აქვს, ის აშკარად ხედავს განსხვავებას ადამიანთა უსაფუძვლო განაცხადსა და იეჰოვა ღმერთის წმინდა დაპირებებს შორის. მოგვიანებით, ორივე მამაკაცმა გამოხატა, რას ფიქრობდნენ იეჰოვას ნებისმიერი დანაპირების შესრულებაზე (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 14:6, 8; 23:2, 14 ). იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე ღვთის ერთგულები დარჩნენ. მათ არც კი უფიქრიათ, აჰყოლოდნენ ამ ორგულ ხალხს და ღმერთი გაენაწყენებინათ. მათ სიმტკიცე შეინარჩუნეს, რითაც შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს (რიცხ. 14:1—10).
6. როდის შეიძლება განვიცადოთ ზეწოლა, ავყვეთ უმრავლესობას?
6 ოდესმე განგიცდიათ ზეწოლა, აჰყოლოდით უმრავლესობას? დღეს მცხოვრებთა უმეტესობა იეჰოვასგან გაუცხოებულია და მის ზნეობრივ ნორმებს არაფრად აგდებს. უმრავლესობას გართობისა და დასვენების მიმართ არასწორი დამოკიდებულება აქვს. ისინი თვლიან, რომ უზნეობა, ძალადობა და სპირიტიზმი, რომლებითაც გაჯერებულია სატელევიზიო გადაცემები, ფილმები თუ ვიდეოთამაშები, სავსებით უვნებელია (2 ტიმ. 3:1—5). როდესაც თქვენ და თქვენი ოჯახი ირჩევთ, თუ როგორ გაერთოთ ან დაისვენოთ, აძლევთ უფლებას სხვების წაბილწულ სინდისს, იმოქმედოს თქვენს გადაწყვეტილებებსა და სინდისზე? განა ეს უმრავლესობის აყოლა არ იქნებოდა?
7, 8. ა) როგორ შეგვიძლია გავიწაფოთ „აღქმის უნარი“ და რატომ არის ეს უფრო სასარგებლო, ვიდრე დადგენილი მკაცრი წესების დაცვა? ბ) რატომ არის თქვენთვის სასიამოვნო მრავალი ქრისტიანი ახალგაზრდის მაგალითის დანახვა?
7 იეჰოვამ გვიბოძა ძვირფასი ძღვენი, „აღქმის ებრ. 5:14). უმრავლესობის აყოლით აღქმის უნარს ვერ გავიწაფავთ; ვერც ყველაფერზე მკაცრი წესების დადგენა დაგვეხმარება სინდისის ფორმირებაში. ამიტომაც არის, რომ იეჰოვას მსახურებს არა აქვთ, მაგალითად, ფილმების, წიგნებისა თუ ვებ-გვერდების ჩამონათვალი, რომლებსაც უნდა ერიდონ. ეს ქვეყნიერება ისე სწრაფად იცვლება, რომ ასეთი ჩამონათვალი შედგენისთანავე უკვე მოძველებული იქნებოდა (1 კორ. 7:31). უფრო მეტიც, წესების დადგენა ადამიანს არ აძლევს საშუალებას, რომ გულმოდგინედ აწონ-დაწონოს ბიბლიური პრინციპები, ილოცოს და შემდეგ ამ პრინციპების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილებები (ეფეს. 5:10).
უნარი“, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებისას გვეხმარება. მაგრამ ამ უნარს გამოყენება და ამგვარად გაწაფვა სჭირდება (8 რა თქმა უნდა, ბიბლიაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს თუ მივიღებთ, ზოგჯერ შეიძლება სხვებმა აგვითვალისწუნონ. სკოლაში ქრისტიანი ახალგაზრდები შეიძლება თანატოლების ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოექცნენ, ვინაიდან მათთვის განსხვავებული თვალსაზრისი და საქციელი მიუღებელია (1 პეტ. 4:4). სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ახალგაზრდა თუ ხანში შესული ქრისტიანები ჰბაძავენ იესო ნავეს ძესა და ქალებ იეფუნეს ძეს, და არ ჰყვებიან უმრავლესობას.
არ აჰყვეთ „თქვენს გულსა და თვალს“
9. ა) მგზავრობისას, რატომ არის საშიში მხოლოდ საკუთარი სურვილებისა და იმპულსების აყოლა? ბ) რატომ იყო მნიშვნელოვანი რიცხვების 15:37—39-ში ჩაწერილი ძველი ისრაელისთვის მიცემული ღვთის კანონის დაცვა?
9 მეორე საფრთხე, რომელსაც განვიხილავთ, თავად ჩვენშია. წარმოიდგინეთ ასეთი მაგალითი: თქვენ გეზი გარკვეული მიმართულებით აიღეთ, მაგრამ რუკა გვერდზე გადადეთ, მხოლოდ საკუთარ იმპულსებს მიჰყვებით და, შესაძლოა, საითაც ლამაზ ხედს დაინახავთ, იქით უხვევთ. ცხადია, ასე მოქმედებით მიზანს ვერ მიაღწევთ. ახლა ძველი ისრაელისთვის მიცემული სხვა კანონი განვიხილოთ. დღეს ბევრს არ ესმის კანონი ტანსაცმლის ფოჩებსა და ლურჯ თასმებზე (წაიკითხეთ რიცხვების 15:37—39 ). მაგრამ თქვენ რამდენად გესმით ამის მნიშვნელობა? ამ და მსგავსი კანონებისადმი მორჩილება ღვთის ხალხს ირგვლივ მცხოვრები წარმართი ერებისგან გამოარჩევდა. ეს მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ მიეღოთ და შეენარჩუნებინათ იეჰოვას მოწონება (ლევ. 18:24, 25). ეს კანონი აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს მეორე საფრთხეზე, რომელმაც შეიძლება მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალი გზიდან გადაგვიყვანოს. როგორ?
10. როგორ ცხადყო იეჰოვამ, რომ კარგად იცნობს ადამიანის ბუნებას?
10 ყურადღება მიაქციეთ, იეჰოვას სიტყვებს. ის თავის ხალხს ეუბნება, თუ რატომ მისცა ეს კანონი: „არ აჰყვეთ თქვენს გულსა და თვალს, რომლებიც გარყვნილებისკენ გეწევიან“. იეჰოვამ ძალიან კარგად იცის ადამიანის ბუნება. მან იცის, რომ თვალით აღქმულს ადვილად შეუძლია აცდუნოს გული, ანუ ადამიანის შინაგანი პიროვნება. ამიტომ ბიბლია გვაფრთხილებს: „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია. ვინ შეიცნობს მას?“ (იერ. 17:9). ხედავთ, როგორი მართებული იყო იეჰოვას მიერ ისრაელისთვის მიცემული გაფრთხილება? მან იცოდა, რომ ისინი წარმართებს დაუწყებდნენ ყურებას და ნანახით ცდუნდებოდნენ. შეიძლება მათ გასჩენოდათ იმის სურვილი, რომ იმ ურწმუნო ხალხივით ჩაეცვათ, ეფიქრათ, ემსჯელათ და ემოქმედათ (იგავ. 13:20).
11. როგორ შეიძლება გვაცდუნოს ჩვენმა ფიზიკურმა შეგრძნებებმა?
11 ჩვენს დღეებში ბევრად უფრო ადვილია, ჩვენმა ფიზიკურმა შეგრძნებებმა ვერაგი გული აცდუნოს. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყნიერებაში, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენში ხორციელი სურვილები აღძრას. მაშ, როგორ შეგვიძლია რიცხვების 15:39-ში ჩადებული პრინციპის გამოყენება? ჰკითხეთ საკუთარ თავს: იმოქმედებდა ჩემზე, თუ სკოლაში, სამსახურში ან საზოგადოებაში, სადაც მე ვტრიალებ, ხალხი უფრო და უფრო გამომწვევად ჩაიცვამდა? ავყვებოდი „გულსა და თვალს“ და ვცდუნდებოდი ნანახით? შევიცვლიდი ზნეობრივ ნორმებს და ჩავიცვამდი მათსავით? (რომ. 12:1, 2).
12, 13. ა) რა უნდა გავაკეთოთ, თუ ჩვენი თვალი მიდრეკილია, იყუროს იქით, საითაც არ უნდა იყურებოდეს? ბ) რამ უნდა აღგვძრას, რომ არ გავხდეთ სხვებისთვის ცდუნება?
12 საჭიროა დაუყოვნებლივ განვივითაროთ იობ. 31:1). მსგავსი რამ ჰქონდა გადაწყვეტილი მეფე დავითსაც: „უვარგისს არაფერს დავიყენებ თვალწინ“ (ფსალმ. 101:3). უვარგისია ყველაფერი, რაც სინდისს გვიბილწავს და იეჰოვასთან ურთიერთობას გვიფუჭებს. ამაში შედის ნებისმიერი ცდუნება, რომელიც იზიდავს ჩვენს თვალს და გულში ცუდის გაკეთების სურვილს გვიღვივებს.
თავშეკავება. თუ ჩვენი თვალი მიდრეკილია, იყუროს იქით, საითაც არ უნდა იყურებოდეს, გავიხსენოთ ერთგული იობის მაგალითი. მან საკუთარ თვალს აღთქმა დაუდო, ანუ მტკიცედ გადაწყვიტა, გულისთქმით არ შეეხედა საკუთარი ცოლის გარდა სხვა ქალისთვის (13 მეორე მხრივ, ჩვენ ნამდვილად არ გვსურს გავხდეთ უვარგისები და სხვებს იმისკენ ვუბიძგოთ, რომ ცუდზე იფიქრონ. ამიტომ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ბიბლიაში ღვთის შთაგონებით ჩაწერილ რჩევას, ჩავიცვათ მოხდენილად და მოკრძალებულად (1 ტიმ. 2:9). მოკრძალებული არ არის ის, რასაც ჩვენ შეიძლება ვარქმევდეთ მოკრძალებულს. საჭიროა მხედველობაში მივიღოთ ჩვენ ირგვლივ მყოფთა სინდისი და საკუთარ არჩევანზე წინ მათი სიმშვიდე და კეთილდღეობა დავაყენოთ (რომ. 15:1, 2). ქრისტიანულ კრებებში ათასობით ახალგაზრდა ამ მხრივ ბრწყინვალე მაგალითს იძლევა. გვეამაყება, რომ ისინი არ ჰყვებიან „გულსა და თვალს“, და ყველაფრით, რასაც აკეთებენ, მათ შორის ჩაცმულობითაც, იეჰოვას გულს უხარებენ!
არ აჰყვეთ „არარაობას“
14. რა გაფრთხილება მისცა სამუელმა ისრაელებს არარაობის აყოლასთან დაკავშირებით?
14 წარმოიდგინეთ, რომ დანიშნულების ადგილზე მისასვლელად დიდი უდაბნო უნდა გადაკვეთოთ. რა მოხდებოდა, თუ მირაჟის გამო კურსს შეიცვლიდით? ეს შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგჯდომოდათ. იეჰოვამ კარგად იცის ამ საფრთხის შესახებ. განვიხილოთ ერთი მაგალითი. ისრაელებმა მოისურვეს მეზობელი ერების მსგავსად მეფედ ადამიანი ჰყოლოდათ. ეს სურვილი სერიოზული ცოდვა იყო, რადგან ამით მათ იეჰოვა უარყვეს, როგორც მეფე. იეჰოვამ ნება დართო ისრაელებს, რომ მეფე ჰყოლოდათ, მაგრამ წინასწარმეტყველ სამუელის მეშვეობით გააფრთხილა, თუ რა მოჰყვებოდა არარაობის აყოლას (წაიკითხეთ 1 სამუელის 12:21 ).
15. როგორ აჰყვნენ ისრაელები არარაობას?
15 ფიქრობდნენ ისრაელები, რომ თუ მეფედ ადამიანი ეყოლებოდათ, ის იეჰოვაზე უფრო რეალური და საიმედო იქნებოდა? თუ ეს ასეა, ისინი მართლაც არარეალურს მიჰყვებოდნენ. აგრეთვე ისინი სატანის სხვა მრავალი ილუზიის აყოლის საფრთხის წინაშე დადგნენ. მეფეებს ადვილად შეეძლოთ ისინი კერპების თაყვანისცემაში აეყოლიებინათ. კერპთაყვანისმცემლები ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ ხილული საგნები — ხისგან და ქვისგან გამოთლილი ღმერთები — უფრო 1 კორ. 8:4). კერპები ვერ ხედავენ, არაფერი ესმით, ვერ ლაპარაკობენ და ვერაფერს აკეთებენ. ადამიანისთვის შესაძლებელია მათი დანახვა და შეხება, მაგრამ მათი თაყვანისცემა არარაობის, ილუზიის აყოლა იქნებოდა, რაც მხოლოდ ზიანის მომტანია (ფსალმ. 115:4—8).
რეალური და საიმედოა, ვიდრე ყოველივეს შემოქმედი, უხილავი ღმერთი იეჰოვა. მოციქულმა პავლემაც აღნიშნა: „კერპი არაფერია“ (16. ა) როგორ აცდუნებს სატანა დღეს მრავალს, რომ აჰყვნენ არარაობას? ბ) რატომ შეიძლება ვთქვათ, რომ მატერიალური სიმდიდრე არარაობაა, განსაკუთრებით თუ მას იეჰოვასთან შევადარებთ?
16 სატანა დღესაც ცდილობს ხალხის დარწმუნებას, რომ აჰყვნენ არარაობას. მაგალითად, მან უამრავი ადამიანი დაარწმუნა, რომ მათი უსაფრთხოება მატერიალურ სიმდიდრეზეა დამოკიდებული. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ადამიანს ფული, ქონება და მაღალანაზღაურებადი სამსახური აქვს, სხვებზე უკეთეს მდგომარეობაშია. მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესებისას, ეკონომიკური კრიზისისა და სტიქიური უბედურებების დროს, რას არგებთ მათ ქონება?! ან რას არგებს ადამიანს ქონება, თუ გრძნობს შინაგან სიცარიელეს, გრძნობს, რომ მის ცხოვრებას აზრი არა აქვს, არ იცის ვის მიმართოს ხელმძღვანელობისთვის და უმნიშვნელოვანეს ცხოვრებისეულ კითხვებზე პასუხები არ აქვს?! რას არგებს ადამიანს ქონება, როცა სიკვდილს თვალებში უყურებს?! თუ სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მატერიალურით ვცდილობთ, იმედი აუცილებლად გაგვიცრუვდება. მატერიალური სიმდიდრე ვერაფერს გვარგებს; ის არარაობაა. საბოლოო ჯამში, მას ფიზიკური უსაფრთხოების შენარჩუნებაც კი არ შეუძლია, რადგან მისი საშუალებით ადამიანი სიცოცხლეს დიდად ვერ გაიხანგრძლივებს და ვერც ავადმყოფობასა და სიკვდილს აირიდებს თავიდან (იგავ. 23:4, 5). რამდენად უფრო რეალურია ჩვენი ღმერთი, იეჰოვა! ნამდვილი უსაფრთხოების პოვნა მხოლოდ მასთან ახლო ურთიერთობით შეგვიძლია. ეს მართლაც დიდებული კურთხევაა! მოდი, არასოდეს მივატოვოთ იეჰოვა და არ ავყვეთ არარაობას!
17. რა გაქვთ გადაწყვეტილი ამ სტატიაში განხილულ სამ საფრთხესთან დაკავშირებით?
17 ჩვენ მართლაც კურთხეულნი ვართ, რომ მეგობრად იეჰოვა გვყავს, რომელიც ცხოვრების გზაზე ხელმძღვანელობას გვიწევს. თუ კვლავაც გავითვალისწინებთ ღვთის მიერ სიყვარულით მოცემულ გაფრთხილებას სამი საფრთხის — უმრავლესობის, საკუთარი გულისა და არარაობის აყოლის — შესახებ, უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ მივაღწევთ დანიშნულების ადგილამდე, მარადიულ სიცოცხლემდე. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ კიდევ სამ გაფრთხილებას. ამ გაფრთხილებების საშუალებით იეჰოვა გვეხმარება შევიძულოთ და მოვერიდოთ ცრუ გზებს, რომლებმაც მრავალი წაიყვანა არასწორი მიმართულებით (ფსალმ. 119:128).
რას ფიქრობთ?
როგორ შეგიძლიათ პირადად გამოიყენოთ ამ ბიბლიურ მუხლებში მოცემული პრინციპები?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 11 გვერდზე]
ოდესმე მდგარხართ უმრავლესობის აყოლის ცდუნების წინაშე?
[სურათი 13 გვერდზე]
რატომ არის საშიში შინაგანი იმპულსების აყოლა?
[სურათი 14 გვერდზე]
არარაობას ხომ არ ხართ აყოლილი?