გახსოვთ თუ არა?
გახსოვთ თუ არა?
ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას:
• რა სამი ფაქტორი დაგვეხმარება პატიოსნების შენარჩუნებაში?
1) ღვთისადმი ჯანსაღი შიში (1 პეტ. 3:12). 2) სუფთა სინდისი და 3) კმაყოფილების გრძნობა (4/15, გვერდები 6, 7).
• რატომ არ ნიშნავს იეჰოვასთვის მთელი სერიოზულობით მსახურება იმას, რომ ყოველთვის პირქუში გამომეტყველება გვქონდეს და უარი ვთქვათ დასვენებაზე?
შეგვიძლია დავფიქრდეთ იესოს მაგალითზე. ის სიამოვნებით სადილობდა სხვებთან. იესო არ იყო მკაცრი და ზედმეტად სერიოზული. მასთან ყველას, მათ შორის ბავშვებსაც, უხაროდათ ყოფნა (4/15, გვერდი 10).
• რის გაკეთება შეუძლია წყვილს, თუ შვილის გაჩენის შემდეგ მათ შორის ურთიერთობა გაცივდა?
მათ კვლავ უნდა დაარწმუნონ ერთმანეთი სიყვარულში. ქმარი გულწრფელად უნდა ეცადოს, მეუღლეს ყოველგვარი ეჭვი გაუფანტოს. მათ თავისუფლად უნდა ისაუბრონ ერთმანეთის გრძნობებსა და ფიზიკურ მოთხოვნილებებზე (5/1, გვერდები 12, 13).
• რა არის წარმოდგენილი ზეთისხილის ხით რომაელების მე-11 თავში?
ზეთისხილის ხესთან დაკავშირებულია აბრაამის შთამომავლის სხვა ნაწილი, სულიერი ისრაელი. ამ ხის ფესვი წარმოადგენს იეჰოვას, ღერო კი — იესოს. როდესაც ებრაელთა უმეტესობამ იესო უარყო, სხვა ერების წარმომადგენლებს, რომლებიც ქრისტიანები გახდნენ, შესაძლებლობა მიეცათ, „დამყნობოდნენ“ სიმბოლური ზეთისხილის ხეს და ამგვარად შეევსოთ აბრაამის შთამომავლის სხვა წარმომადგენლების სრული რიცხვი (5/15, გვერდები 22—25).
• რა სასიხარულო ცნობა შეგვიძლია ვამცნოთ ღარიბებს?
ღმერთმა იესო მეფედ დანიშნა. ის შესანიშნავი მმართველია, რომელიც სიღარიბეს აღმოფხვრის, რადგან მიცემული აქვს ძალაუფლება, რომ კაცობრიობას უხელმძღვანელოს. ის თანაგრძნობით ეპყრობა ღარიბებს და შეუძლია სიღარიბის გამომწვევი მთავარი მიზეზის, ეგოიზმის აღმოფხვრა (6/1, გვერდი 7).
• რა იგულისხმა იესომ კაიაფასთვის ნათქვამ სიტყვებში: „შენ თვითონ თქვი“? (მათ. 26:63, 64)
როგორც ჩანს, გამოთქმა „შენ თვითონ თქვი“, იუდეველებში გავრცელებული იდიომი იყო და ნათქვამის ჭეშმარიტებაზე მიუთითებდა. მღვდელმთავარმა კაიაფამ იესოსგან მოითხოვა, ეთქვა, იყო თუ არა ქრისტე, ღვთის ძე. იესომ თავისი პასუხით: „შენ თვითონ თქვი“, დაუდასტურა, რომ ნამდვილად ქრისტე იყო (6/1, გვერდი 18).
• შეეძლოთ სრულყოფილი ადამიანის, იესოს, პოტენციურ შთამომავლებს გამოსასყიდის გაღებაში მონაწილეობის მიღება?
არა. იესოს შეეძლო ჰყოლოდა მილიარდობით სრულყოფილი შთამომავალი, მაგრამ ეს პოტენციური შთამომავლები ვერ შეძლებდნენ მონაწილეობის მიღებას გამოსასყიდის გაღებაში. მხოლოდ იესოს სრულყოფილი სიცოცხლე შეესაბამებოდა ადამის სრულყოფილ სიცოცხლეს (1 ტიმ. 2:6) (6/15, გვერდი 13).
• როგორ ცხადყოფენ ქრისტიანები, რომ ითვალისწინებენ საქმეების 20:29, 30-ში ჩაწერილ რჩევას ცრუმასწავლებლების შესახებ?
ისინი ცრუმასწავლებლებს არ ესალმებიან და არც სახლში ეპატიჟებიან (რომ. 16:17; 2 იოან. 9—11). ქრისტიანები აგრეთვე არ კითხულობენ მათ ლიტერატურას, არ უყურებენ ტელეგადაცემებს, რომლებშიც ისინი მონაწილეობენ და არ სტუმრობენ მათ ვებ-გვერდებს (7/15, გვერდები 15, 16).
• ვინ უნდა ასწავლოს ბავშვებს ღვთის შესახებ?
ბიბლიური რჩევის თანახმად, დედ-მამამ უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა (იგავ. 1:8; ეფეს. 6:4). გამოკვლევებმა ცხადყო, რომ, როდესაც მშობლები ასე იქცევიან, ეს ბავშვებზე დადებით გავლენას ახდენს (8/1, გვერდები 6, 7).