„იეჰოვას მხევალი ვარ!“
მიჰბაძეთ მათ რწმენას
„იეჰოვას მხევალი ვარ!“
მარიამი გაფართოებული თვალებით შესცქეროდა სახლში შესულ სტუმარს. ის მის მშობლებთან კი არა, პირადად მასთან იყო მისული. მარიამს ეჭვი არ შეჰპარვია იმაში, რომ ეს კაცი ნაზარეთელი არ იყო. მის პატარა ქალაქში მაშინვე სცნობდნენ უცხოს, თუმცა ეს სტუმარი ნებისმიერ ქალაქში იქნებოდა თვალშისაცემი. მან მარიამს უცნაურად მიმართა: „გამარჯობა, მადლით მოსილო, შენთანაა იეჰოვა“ (ლუკა 1:28).
ასე გვაცნობს ბიბლია მარიამს, ელის ქალიშვილს, გალილეის ნაზარეთიდან. ამ დროს ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე იდგა; დანიშნული იყო დურგალ იოსებზე — ღარიბ, მაგრამ ღვთის ერთგულ კაცზე. ამგვარად, მარიამის მომავალი თითქოს უკვე განსაზღვრული იყო — ის იოსების შემწე იქნებოდა და ერთად აღზრდიდნენ შვილებს. მაგრამ მოულოდნელად მასთან ღვთის ცნობის გადასაცემად სტუმარი მივიდა; ეს ცნობა მთელ მის ცხოვრებას შეცვლიდა.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ბიბლია ბევრს არაფერს გვეუბნება მარიამის შესახებ. მასში ცოტა რამ არის ნათქვამი მის წარმოშობაზე, კიდევ უფრო ცოტა მის ხასიათზე და არაფერი — მის გარეგნობაზე. მაგრამ საყურადღებოა ის, რასაც გვეუბნება ბიბლია მის შესახებ.
მარიამს რომ გავეცნოთ, საჭიროა არ შემოვიფარგლოთ იმ შეხედულებებით, რასაც მის შესახებ სხვადასხვა რელიგია ასწავლის. მოდი, ნურც მარიამის უამრავ სურათსა თუ გამოსახულებაზე ვისაუბრებთ და ნურც რთულ თეოლოგიურ სწავლებებსა და დოგმებზე, რომლებიც ამ თავმდაბალ ქალს „ღვთისმშობლად“ და „ზეცის დედოფლად“ მოიხსენიებს. ნაცვლად ამისა, მთელი ყურადღება იმას მივაპყროთ, სინამდვილეში რას ამბობს ბიბლია მის შესახებ. ბიბლია გვიჩვენებს, როგორი რწმენა ჰქონდა მარიამს და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას.
ანგელოზის სტუმრობა
ალბათ, იცით, რომ მარიამს ადამიანი არ სტუმრებია, მასთან ანგელოზი გაბრიელი მივიდა. როდესაც მან „მადლით მოსილი“ უწოდა, მარიამი „ამ სიტყვებმა შეაშფოთა“ და უჩვეულო მისალმებამ დააფიქრა (ლუკა 1:29). ვისგან იყო მარიამი „მადლით მოსილი“? არა კაცთაგან. ანგელოზი იეჰოვა ღმერთისგან მინიჭებულ მადლზე საუბრობდა; ამას კი მარიამისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა ამპარტავნულად არ უფიქრია, რომ ღვთის მადლი უკვე ჰქონდა. თუ ღვთის მადლის მოპოვებას ვცდილობთ, ამპარტავნულად არასდროს დავასკვნით, რომ უკვე მადლმოსილნი ვართ, არამედ ვისწავლით იმას, რაც მარიამს ბოლომდე ჰქონდა გათავისებული — ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მხარს უჭერს (იაკობი 4:6).
მარიამი მართლაც თავმდაბალი უნდა ყოფილიყო, რადგან ანგელოზმა ენით აუწერელი უპირატესობა შესთავაზა, და უთხრა, რომ შობდა ბავშვს, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებდა კაცობრიობის ისტორიაში. გაბრიელმა ამცნო: „იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემს და ის მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე. მის სამეფოს ბოლო არ ექნება“ (ლუკა 1:32, 33). მარიამმა იცოდა, რას შეჰპირდა ღმერთი დავითს ათასზე მეტი წლის წინათ — დავითის ერთ-ერთი შთამომავალი მარადიულად იმეფებდა (2 სამუელი 7:12, 13). ასე რომ, მისი ძე იქნებოდა მესია, რომელსაც ღვთის ხალხი საუკუნეები ელოდა.
უფრო მეტიც, ანგელოზმა მარიამს უთხრა, რომ მის ვაჟს „უზენაესის ძე“ დაერქმეოდა. ადამიანს ლუკა 1:34). მხედველობიდან არ გამოგრჩეთ, რომ მარიამს არც ერთი წუთით არ ესირცხვილებოდა, რომ ქალწული იყო. პირიქით, მას ეამაყებოდა თავისი უბიწობა. დღეს მრავალი ახალგაზრდა ცდილობს, რაც შეიძლება მალე დაკარგოს ქალიშვილობა, და დასცინის კიდეც უბიწოებს. ქვეყნიერება მართლაც შეიცვალა, მაგრამ იეჰოვა არ იცვლება (მალაქია 3:6). როგორც მარიამის დროს, ის დღესაც აფასებს მათ, ვინც ზნეობრივ სიწმინდეს ინარჩუნებს (ებრაელები 13:4).
როგორ უნდა ეშვა ღვთის ძე? ან, საერთოდ, მარიამს როგორ უნდა ჰყოლოდა შვილი? მართალია, ის დანიშნული იყო, მაგრამ იოსები მისი ქმარი ჯერ კიდევ არ იყო. მარიამმა გულახდილად ჰკითხა ანგელოზს: „როგორ მოხდება ეს, როცა კაცი არ გამკარებია?“ (ღვთის ერთგულების მიუხედავად, მარიამი არასრულყოფილი იყო. მაშ, როგორ შეეძლო სრულყოფილი შვილის, ღვთის ძის გაჩენა? გაბრიელმა უთხრა: „წმინდა სული გადმოვა შენზე და უზენაესის ძლიერება დაგჩრდილავს. ამიტომ მას, ვინც დაიბადება, ეწოდება წმინდა, ღვთის ძე“ (ლუკა 1:35). „წმინდა“ ნიშნავს „სუფთას“. ჩვეულებრივ, ადამიანები თავიანთ შთამომავლებს უწმინდურებას, ცოდვას გადასცემენ; მაგრამ ამ შემთხვევაში იეჰოვა სასწაულს მოახდენდა. ის თავისი ძის სიცოცხლეს ზეციდან მარიამის საშვილოსნოში გადაიტანდა და მარიამს „დაჩრდილავდა“ ღვთის მოქმედი ძალა, ანუ წმინდა სული, რის წყალობითაც ბავშვს დედისგან ცოდვა არ გადაეცემოდა. დაიჯერა მარიამმა ანგელოზის დანაპირები? როგორი იყო მისი რეაქცია?
მარიამის მზადყოფნა
სკეპტიკოსებს — და მათ შორის ზოგ თეოლოგს — არ სწამთ, რომ შეიძლებოდა ქალწულს შვილი შესძენოდა. მიუხედავად იმისა, რომ ცოდნა აქვთ, უჭირთ უბრალო ჭეშმარიტების გაგება. გაბრიელის სიტყვების თანახმად: „შეუძლებელია, ღვთის სიტყვა არ შესრულდეს“ (ლუკა 1:37). მარიამს გაბრიელის სიტყვების ჭეშმარიტებაში ეჭვი არ შეჰპარვია, რადგან ამ ახალგაზრდა ქალს ძლიერი რწმენა ჰქონდა, და მისი რწმენა არ ყოფილა უსაფუძვლო. ნებისმიერი გონიერი ადამიანის მსგავსად, მარიამსაც სჭირდებოდა ფაქტები, რაზეც თავის რწმენას ააგებდა. ამიტომ, გაბრიელმა მას მისთვის ნაცნობი ფაქტი მოუყვანა. ის ხანში შესულ ელისაბედზე ელაპარაკა, რომელზეც ყველამ იცოდა, რომ უშვილო იყო, მაგრამ ღვთის წყალობით დაორსულდა.
როგორ მოიქცა მარიამი? მარიამს ღმერთმა მისცა დავალება და მან იცოდა, რომ ღმერთი შეასრულებდა გაბრიელის პირით ნათქვამს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ დავალების შესრულება შიშთან და სირთულეებთან არ იყო დაკავშირებული. მარიამს მხედველობაში უნდა მიეღო ის, რომ უკვე დანიშნული იყო იოსებზე. დაქორწინდებოდა იოსები მარიამზე, როდესაც გაიგებდა, რომ მარიამი ორსულად იყო? გარდა ამისა, ამ ახალგაზრდა ქალს თვით დავალებაც საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობას აკისრებდა. მას ღვთის ქმნილებათაგან ყველაზე ძვირფასის, ღვთის საყვარელი ძის, სიცოცხლე უნდა ეტარებინა. მასვე უნდა ეზრუნა უმწეო ჩვილზე და ბოროტი ქვეყნიერებისგან დაეცვა ის. ეს მართლაც დიდი პასუხისმგებლობა იყო!
გამოსვლა 4:10). იერემიამ თქვა, რომ ღვთის მიერ დაკისრებული დავალების შესასრულებლად ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო (იერემია 1:6). იონა დავალების შესრულებას გაექცა (იონა 1:3). როგორ მოიქცა მარიამი?
ბიბლია ცხადყოფს, რომ ერთგულ და მტკიცე რწმენის მქონე კაცებსაც კი უჭირდათ ღვთისგან დაკისრებული რთული დავალების შესრულება. მოსემ აღნიშნა, რომ მჭევრმეტყველი არ იყო, და ფარაონს ღვთის სიტყვას ვერ გადასცემდა (მისი სიტყვები თავმდაბლობასა და მორჩილებაზე მეტყველებს. მან გაბრიელს უთხრა: „იეჰოვას მხევალი ვარ! შენი სიტყვისამებრ იყოს“ (ლუკა 1:38). მხევალი მსახურთა შორის ყველაზე მდაბიო იყო; მისი სიცოცხლე მთლიანად ბატონის ხელში იყო. ასეთ მსახურად გრძნობდა მარიამი თავს თავისი ბატონის, იეჰოვას, წინაშე. მან იცოდა, რომ იეჰოვასთან უსაფრთხოდ იყო, და რომ იეჰოვა თავის ერთგულთა ერთგულია; ისიც იცოდა, რომ ის აკურთხებდა მას, როდესაც დაკისრებული რთული დავალების შესრულებას მთელი გულით შეეცდებოდა (ფსალმუნი 18:25).
ზოგჯერ ღმერთი ისეთი რამის შესრულებას გვთხოვს, რის შესრულებაც ძალიან გვიჭირს და შეუძლებლადაც კი გვეჩვენება. მაგრამ მისი სიტყვა იმის საფუძვლიან მიზეზს გვაძლევს, რომ მარიამივით მივენდოთ მას (იგავები 3:5, 6). თუ მივენდობით, ის გვაკურთხებს და რწმენის განსამტკიცებლად უფრო მეტ საფუძველს მოგვცემს.
ელისაბედთან სტუმრობა
მარიამისთვის ბევრს ნიშნავდა ელისაბედის ორსულობის შესახებ გაბრიელის სიტყვები, რადგან ელისაბედს ყველაზე უკეთ შეეძლო მისი გაგება. მარიამი სასწრაფოდ გაუდგა იუდას მთიანეთისკენ მიმავალ გზას, რასაც 3—4 დღეს მოანდომებდა. ელისაბედისა და ზაქარია მღვდლის სახლში შესვლისას იეჰოვამ მარიამს კიდევ ერთხელ დაუდასტურა თავისი დანაპირების უტყუარობა, რამაც კიდევ უფრო განუმტკიცა რწმენა. მარიამის მისალმებისთანავე ელისაბედმა იგრძნო, რომ მუცელში ყრმა შეუთამაშდა. ის წმინდა სულით აღივსო და მარიამს „ჩემი უფლის დედა“ უწოდა. ღმერთმა ელისაბედს გაუმხილა, რომ მარიამის ვაჟი მისი უფალი და მესია გახდებოდა. შემდეგ ღვთის შთაგონებით მან შეაქო მარიამი ერთგულებისა და მორჩილებისთვის; „ბედნიერია ქალი, რომელმაც ირწმუნა“, — თქვა მან (ლუკა 1:39—45). იეჰოვა ყველაფერს შეასრულებდა, რასაც მარიამს დაჰპირდა!
გაბრიელის წინადადებაზე მარიამის პასუხი ლუკას 1:46—55-შია ჩაწერილი. მარიამის სიტყვებიდან, რომლებსაც ბიბლიაში ვკითხულობთ, ეს ყველაზე ვრცელია, და ბიბლიის ეს მონაკვეთი მარიამის შესახებ ბევრ რამეს გვეუბნება. აქედან ჩანს, რომ ის მადლიერი იყო იეჰოვასი და განადიდებდა მას, რადგან იეჰოვამ აკურთხა და მისცა იმის შესაძლებლობა, მესიის დედა გამხდარიყო. გარდა ამისა, ისიც ჩანს, რამდენად მტკიცე რწმენა ჰქონდა მას, რადგან მისი სიტყვისამებრ, იეჰოვა ამდაბლებდა ამპარტავნებსა და ძლიერებს, და ეხმარებოდა მისთვის მსახურების მსურველ თავმდაბალ და ღარიბ ადამიანებს. ეს სიტყვები მის დიდ ცოდნაზეც მეტყველებს; ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, მან 20-ზე მეტი ციტატა მოიყვანა ებრაული წერილებიდან.
ცხადია, მარიამი ფიქრობდა ღვთის სიტყვაზე. ის თავმდაბლობას ინარჩუნებდა და ერჩია საღვთო წერილს ელაპარაკა მასზე, ვიდრე თავად ესაუბრა საკუთარ თავზე. ერთ მშვენიერ დღეს მსგავს თვისებას გამოავლენდა ბავშვიც, რომელიც მის მუცელში ვითარდებოდა. იესომ თქვა: „რასაც ვასწავლი, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი გამომგზავნელისაა“ (იოანე 7:16). კარგია, თუ საკუთარ თავს დავუსვამთ კითხვებს: ვავლენ ღვთის სიტყვისადმი მსგავს მოწიწებასა და პატივისცემას? თუ უპირატესობას საკუთარ შეხედულებებს ვანიჭებ? ამ კითხვებზე მარიამის პასუხი დღესავით ნათელია.
მარიამი ელისაბედთან სამ კვირას დარჩა; ცხადია, ამ ხნის მანძილზე ისინი ერთმანეთს ამხნევებდნენ (ლუკა 1:56). ეს ქალები გვანახვებენ, რამდენად მნიშვნელოვანია მეგობრობა. თუ მეგობრებად მათ ვირჩევთ, ვისაც ჩვენი ღმერთი იეჰოვა უყვარს, აუცილებლად გავიზრდებით სულიერად და ღმერთს უფრო დავუახლოვდებით (იგავები 13:20). ბოლოს, მარიამის შინ დაბრუნების დროც დადგა. რას იტყოდა იოსები, როდესაც გაიგებდა, რომ მარიამი ორსულად იყო?
მარიამი და იოსები
მარიამი არ დალოდებია იმ დროს, როდესაც მისი ორსულობა ისედაც ცხადი გახდებოდა. ეჭვგარეშეა, მას უნდა ელაპარაკა იოსებთან; დალაპარაკებამდე კი, ალბათ, განიცდიდა, როგორი იქნებოდა პატიოსანი, ღვთისმოშიში იოსების რეაქცია. მიუხედავად ამისა, ის მივიდა მასთან და ყველაფერი უამბო, რაც მოხდა. იოსები ძალიან შეწუხდა. მას უნდოდა, დაეჯერებინა მისთვის საყვარელი ადამიანისთვის, მაგრამ ვერ უჯერებდა, რადგან მსგავსი რამ ადრე არასდროს მომხდარა. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა აზრებმა გაუელვა თავში იოსებს. მაგრამ მასში ნათქვამია, რომ იოსებმა მარიამთან გაყრა გადაწყვიტა, რადგან იმ დროს დანიშნულებს ისე უყურებდნენ, როგორც დაქორწინებულებს. მაგრამ მას მარიამის არც საქვეყნოდ შერცხვენა უნდოდა და არც დასჯა; ამიტომ არჩია, ფარულად გაყროდა (მათე 1:18, 19). მარიამს, ალბათ, ტკივილს აყენებდა იოსების ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ გულში ბოღმა არ ჩაუდია.
იეჰოვამ იოსებს უხელმძღვანელა და არ გააკეთებინა ის, რაც ამ კაცის აზრით, საუკეთესო იყო. სიზმარში ღვთის ანგელოზმა უთხრა, რომ მარიამი წმინდა სულის ძალით იყო ორსულად. ეს იოსებს, ალბათ, შვებას მოჰგვრიდა! ამის შემდეგ იოსები ისე მოიქცა, როგორც მარიამი თავიდანვე — ის მიჰყვა ღვთის ხელმძღვანელობას; ცოლად შეირთო მარიამი და განსაკუთრებული დავალების შესასრულებლად დაიწყო მზადება, რათა იეჰოვას ძეზე ეზრუნა (მათე 1:20—24).
კარგია, დაქორწინებულმა წყვილმა, და მათ, ვინც დაქორწინებას აპირებს, მიჰბაძონ დაახლოებით 2 000 წლის წინათ მცხოვრებ ამ ახალგაზრდა წყვილს. როდესაც დაინახავდა, თუ როგორ ასრულებდა თავის მოვალეობას ახალგაზრდა ცოლი და როგორი მზრუნველი დედა იყო, ცხადია, იოსები მადლიერი იქნებოდა იმისთვის, რომ იეჰოვას ანგელოზმა უხელმძღვანელა; ის დაინახავდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილებების მიღებისას იეჰოვაზე მინდობა (ფსალმუნი 37:5; იგავები 18:13). ეჭვგარეშეა, ამის შემდეგ, როგორც ოჯახის თავი, გადაწყვეტილებების მიღებისას ის ყოველთვის გაითვალისწინებდა სხვებს.
რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია იქიდან, რომ მარიამი მზად იყო ცოლად გაჰყოლოდა იოსებს? მართალია, იოსები თავიდან ვერ ჩასწვდა მარიამის სიტყვებს, მაგრამ ახალგაზრდა ქალი მოთმინებით ელოდა მის გადაწყვეტილებას და ენდობოდა მას, როგორც მომავალი ოჯახის თავს. მას კარგად ესმოდა მოთმინების აუცილებლობა, რაც კარგი გაკვეთილია დღევანდელი ქრიტიანი ქალებისთვის. დაბოლოს, ამ შემთხვევამ იოსებსა და მარიამს, ალბათ, ასწავლა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ერთმანეთთან გულწრფელად და გულახდილად საუბარი.
მარიამმა და იოსებმა ოჯახი საუკეთესო საძირკველზე ააშენეს. მათ, ორივეს, იეჰოვა ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდათ, მთელი გულით ცდილობდნენ ყოფილიყვნენ პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მზრუნველი მშობლები და ამგვარად ესიამოვნებინათ მისთვის. ცხადია, მათ დიდი კურთხევები, მაგრამ ამასთანავე დიდი სირთულეებიც, ელოდათ — უნდა აღეზარდათ იესო, რომელიც მსოფლიოში ყველა დროის უდიდესი ადამიანი გახდებოდა!
[სურათი 17 გვერდზე]
ღვთის სიყვარული ქორწინების საუკეთესო საფუძველია