შორს დგას ღვთის განზრახვისგან თქვენი გეგმები?
შორს დგას ღვთის განზრახვისგან თქვენი გეგმები?
ჩრდილო-დასავლეთ ამერიკის ტყეებში ერთი მონაცრისფრო-მოთეთრო მგალობელი ჩიტი, მეთხილია, ბინადრობს. ცივი ზამთრისთვის ის ყოველწლიურად, სულ მცირე, 33 000 თესლს აგროვებს და 2 500 ადგილას მარხავს. ეს ჩიტი მართლაც „ინსტინქტურად ბრძენია“, რადგან მომავალზე ზრუნავს (იგავები 30:24).
ადამიანს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს. ყველა სხვა მიწიერი ქმნილებისგან განსხვავებით, მას იმის შეუდარებელი უნარი აქვს, რომ დაგროვილი გამოცდილება მომავალში გეგმების შემუშავებისას გამოიყენოს. „კაცი გულში ბევრ რამეს გეგმავს“ — თქვა ბრძენმა მეფე სოლომონმა (იგავები 19:21).
ამ უნიკალური უნარის მიუხედავად, ჩვეულებრივ, ადამიანს, დიდი გასაქანი მაინც არა აქვს; მისი გეგმები ვარაუდებზეა აგებული. მაგალითად, ხვალისთვის რაღაცას გეგმავთ და ფიქრობთ, რომ მზე ამოვა და ცოცხალი იქნებით. მზე ყოველ მიზეზს გარეშე ამოვა, მაგრამ ცოცხალი იქნებით თუ არა, კაცმა არ იცის. მართალი იყო ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის დამწერი იაკობი, როცა ამბობდა: „არ იცით, რას მოგიტანთ ხვალინდელი დღე“ (იაკობი 4:13, 14).
იეჰოვა ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი, „დასაწყისშივე აცხადებს დასასრულს“. უთუოდ შესრულდება ყოველი მისი განზრახვა. იეჰოვა ამბობს: „შესრულდება ჩემი გადაწყვეტილება და გავაკეთებ ყველაფერს, რაც მსურს“ (ესაია 46:10). რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაში, როცა ადამიანის გეგმები ღვთის განზრახვებს ეწინააღმდეგება?
როცა ადამიანის გეგმა ღვთის განზრახვას არ ითვალისწინებს
დაახლოებით 4 000 წლის წინ ბაბილონის კოშკის მშენებლებმა მიზნად დაისახეს, რომ ხალხი არ გაფანტულიყო მთელ დედამიწაზე. ისინი ამბობდნენ: „მოდი, ავიშენოთ ქალაქი და კოშკი, ცას რომ მისწვდეს, და სახელი გავითქვათ, რათა არ გავიფანტოთ მთელი დედამიწის ზურგზე“ (დაბადება 11:4).
დედამიწის შესახებ ღვთის განზრახვა სრულიად სხვაგვარი იყო. ღმერთმა ნოესა და მის ვაჟებს დაბადება 9:1). რას გააკეთებდა ღმერთი მოჯანყე ბაბილონელების გეგმის ჩასაფუშავად? მან ხალხს ენა აურია, ერთმანეთის რომ ვეღარაფერი გაეგოთ. რა მოჰყვა ამას შედეგად? „გაფანტა იეჰოვამ ისინი მთელი დედამიწის ზურგზე“ (დაბადება 11:5—8). ბაბილონელი მშენებლები იძულებული იყვნენ მნიშვნელოვანი რამ ესწავლათ. როცა ადამიანის გეგმა ღვთის განზრახვას ეწინააღმდეგება, „შესრულდება ის, რასაც იეჰოვა განიზრახავს“ (იგავები 19:21). მისცემთ წარსულის ამგვარ მაგალითებს თქვენს ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის საშუალებას?
ასეთი რამ დაავალა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით და აავსეთ დედამიწა“ (მდიდარი კაცის უგუნურება
შეიძლება კოშკის აშენებას არ გეგმავთ, მაგრამ გეგმავთ საბანკო ანგარიშის გაზრდას და მატერიალური ქონების დაგროვებას, უზრუნველყოფილი სიბერე რომ გქონდეთ. არაბუნებრივი არაფერია იმაში, რომ კაცს თავისი ნაშრომით გახარება სურდეს. სოლომონმა დაწერა: „ყოველმა კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში. ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია“ (ეკლესიასტე 3:13).
ამ ძღვენის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების გამო ანგარიშს ვაბარებთ იეჰოვას. სწორედ ეს ჰქონდა იესოს მხედველობაში, როცა თითქმის 2 000 წლის წინათ მოწაფეებს მაგალითი მოუყვანა: «ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა. თავისთვის ფიქრობდა: „რა ვქნა, ადგილი არა მაქვს მოსავლის დასაბინავებლად?“ თქვა: „აი, რას ვიზამ, ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ დავაბინავებ მთელ ჩემს ხორბალსა და დოვლათს. შემდეგ ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი დოვლათი გაქვს დაგროვებული, მრავალი წლის სამყოფი, დაისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე“» (ლუკა 12:16—19). მდიდარი კაცის მიზანი, ერთი შეხედვით, გონივრული იყო. სტატიის დასაწყისში მოხსენიებული მეთხილიას მსგავსად, შეიძლება ითქვას, რომ ეს კაციც მომავალზე ზრუნავდა.
მაგრამ მდიდარი არასწორად აზროვნებდა. იესომ განაგრძო: «ღმერთმა უთხრა მას: „უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და ვიღას დარჩება, რაც მოაგროვე?“» (ლუკა 12:20). ეწინააღმდეგება იესოს სიტყვები სოლომონის ნათქვამს, რომ გარჯა და შრომის ნაყოფი ღვთისაგან ბოძებული ძღვენია? არა. მაშ, რას გულისხმობდა იესო? მან თქვა: „ასე ემართება კაცს, რომელიც თავისთვის აგროვებს განძს და ღვთის თვალში არ არის მდიდარი“ (ლუკა 12:21).
იესოს სწავლების თანახმად, იეჰოვას უნდა, რომ გეგმების შედგენისას მისი ნება გავითვალისწინოთ.
მდიდარი კაცი ღვთის თვალში გამდიდრდებოდა, თუ ღმერთთან ურთიერთობას განამტკიცებდა და სიბრძნესა და სიყვარულს გამოავლენდა. მაგრამ მდიდრის სიტყვებიდან ჩანს, რომ მას სხვა რამ აინტერესებდა — მდიდარს არც ყანაში დაუტოვებია ღარიბებისთვის მოსავლის ნაწილი და არც იეჰოვასთვის მიუტანია საძღვნო შესაწირავი; მას არც სულიერი მიზნები ჰქონია და არც უანგარობა გამოუვლენია. მისი გეგმები საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებასა და საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვას არ გასცდენია.იესოს მაგალითში აღწერილი მდიდრის მსგავსად, ბევრისთვის პირადი ინტერესები დღესაც პირველ ადგილზე დგას. იმის მიუხედავად მდიდრები ვართ თუ ღარიბები, ადვილად შეიძლება, ჩვენც მსგავსი აზროვნება განგვივითარდეს და ყოველდღიური მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილებამ სულიერზე ზრუნვა მეორე ადგილზე გადაგვატანინოს. როგორ ავარიდოთ თავი ამ მახეს?
„ნორმალური“ ცხოვრების დაგეგმვა
იესოს მაგალითში მოხსენიებული კაცისგან განსხვავებით, თქვენ შეიძლება ხელმოკლედ ცხოვრობთ. თუ დაოჯახებული ხართ, ხელმოკლეობის მიუხედავად, ცხადია, ცხოვრებას ისე გეგმავთ, რომ ოჯახს საარსებო მინიმუმი ჰქონდეს და, თუ შესაძლებელია, ბავშვებს — საშუალო განათლება. თუ დაუოჯახებელი ხართ, სხვებს ტვირთად რომ არ ექცეთ, ალბათ, ცდილობთ, იმუშაოთ, და თუ უკვე მუშაობთ — არ დაკარგოთ სამსახური. ამგვარი მიზნების დასახვა ნამდვილად ღირს (2 თესალონიკელები 3:10—12; 1 ტიმოთე 5:8).
და მაინც, სამსახურზე, საჭმელსა და სასმელზე ზრუნვამ — ანუ ეგრეთ წოდებულმა ნორმალურმა ცხოვრებამ — კაცს შეიძლება ღვთის ნების საწინააღმდეგო რამ გააკეთებინოს. როგორ? იესომ თქვა: „როგორც ნოეს დროს იყო, ისევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება. როგორც წარღვნის წინა პერიოდში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა და არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, ასევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება“ (მათე 24:37—39).
წარღვნამდე ხალხი ერთი შეხედვით ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ მათ „არ ანაღვლებდათ“ ღვთის განზრახვა — წარღვნით რომ მოსპობდა ღმერთი ბოროტ ქვეყნიერებას. ეჭვგარეშეა, ხალხის თვალში ნოე არაგონივრულად მოქმედებდა. მაგრამ მოვიდა წარღვნა და ცხადი გახდა, რომ გონივრულად სწორედ ნოე და მისი ოჯახი იქცეოდა.
დღეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ (მათე 24:3—12; 2 ტიმოთე 3:1—5). მალე ღვთის სამეფო „დააქცევს და ბოლოს მოუღებს“ დღევანდელ ქვეყნიერებას (დანიელი 2:44). ამ სამეფოს ხელმძღვანელობით დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. მაშინ აღარ იქნება ავადმყოფობა და სიკვდილი (ესაია 33:24; გამოცხადება 21:3—5). დედამიწაზე მშვიდობა გამეფდება და არავის მოაკლდება ლუკმაპური (ფსალმუნი 72:16; ესაია 11:6—9).
მანამდე კი იეჰოვას სურს, მისმა მსახურებმა „მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა იქადაგონ (მათე 24:14). ღვთის განზრახვის შესაბამისად, ამ ცნობას 236 ქვეყანაში დაახლოებით შვიდი მილიონი იეჰოვას მოწმე 400-ზე მეტ ენაზე ქადაგებს.
სხვებს იეჰოვას მოწმეების ცხოვრების წესი უცნაურად ეჩვენებათ და სასაცილოდაც კი არ ჰყოფნით (2 პეტრე 3:3, 4). წარღვნის წინა პერიოდში მცხოვრებთა მსგავსად, უმრავლესობის საზრუნავი დღესაც ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით შემოიფარგლება. მათთვის ჩვენ გაუწონასწორებელი ადამიანები ვართ, რომლებიც არ ვცხოვრობთ „ნორმალური“ ცხოვრებით. მაგრამ ღმერთზე დაიმედებულთა თვალსაზრისით, გაწონასწორებული ცხოვრება სწორედ ღვთის მსახურების პირველ ადგილზე დაყენებაა.
ამიტომ, მდიდრები ვართ, ღარიბები თუ საშუალო შემოსავლის მქონენი, გონივრულია, დროდადრო გადავხედოთ ახლო მომავლის გეგმებს და საკუთარ თავს ვკითხოთ: შორს დგას ჩემი გეგმები ღვთის განზრახვისგან?
[სურათი 11 გვერდზე]
როდესაც კაცის გეგმა ღვთის განზრახვას ეწინააღმდეგება, წარმატებული ვერ იქნება
[სურათი 12 გვერდზე]
იესოს მაგალითში მდიდარმა კაცმა თავის გეგმაში ღვთის განზრახვა არ გაითვალისწინა