უნდა გამოიყენებოდეს ღვთის სახელი იეჰოვა „ახალ აღთქმაში“?
აქვს მნიშვნელობა იმას, ეწერება თუ არა ღვთის სახელი ბიბლიაში? ღმერთისთვის ამას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. ოთხი ებრაული ასოთი წარმოდგენილი ღვთის სახელი, რომელიც ტეტრაგრამატონის * სახელითაა ცნობილი, თითქმის 7 000-ჯერ გვხვდება ებრაული ტექსტის ორიგინალში. ხშირად ებრაულ წერილებს „ძველ აღთქმასაც“ უწოდებენ.
ბიბლეისტები აღიარებენ, რომ ღვთის პირადი სახელი გვხვდება „ძველ აღთქმაში“ ანუ ებრაულ წერილებში. მაგრამ, ბევრი ფიქრობს, რომ ეს სახელი ბერძნული ხელნაწერების ორიგინალში, ეგრეთ წოდებულ, „ახალ აღთქმაში“ არ გვხვდება.
მაშ რა უნდა გაკეთდეს იმ შემთხვევაში, როცა „ახალი აღთქმის“ დამწერებს „ძველი აღთქმიდან მოჰყავდათ ისეთი ციტატები, სადაც ტეტრაგრამატონი გამოიყენება? ასეთ დროს მთარგმნელთა უმეტესობა ღვთის საკუთარი სახელის ნაცვლად იყენებს სიტყვას „უფალი“. ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ასეთი გავრცელებული ტრადიციის მიხედვით არ არის შესრულებული და მასში ღვთის საკუთარი სახელი სხვა სიტყვით არ არის შეცვლილი. აღნიშნული თარგმანი ღვთის სახელს, იეჰოვას 237-ჯერ იყენებს ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში, ანუ „ახალ აღთქმაში“.
რა პრობლემებს ხვდებიან ბიბლიის მთარგმნელები, როცა საქმე ეხება იმას, გამოიყენონ თუ არა ღვთის სახელი „ახალ აღთქმაში“? რა საფუძვლიანი მიზეზები არსებობს იმისა, რომ ღვთის სახელი აუცილებლად უნდა გამოიყენებოდეს „ახალ აღთქმაში“,
ანუ წმინდა წერილების ამ ნაწილში? არის მნიშვნელოვანი თქვენთვის იმის ცოდნა, გამოიყენება თუ არა ბიბლიაში ღვთის სახელი?თარგმანთან დაკავშირებული პრობლემა
„ახალი აღთქმის“ ხელნაწერები, რომლებიც დღეს არის ხელმისაწვდომი, ორიგინალს არ წარმოადგენს. მათეს, იოანეს, პავლესა და სხვა მოწაფეების მიერ დაწერილ ორიგინალ ხელნაწერებს თავის დროზე საკმაოდ ხშირად იყენებდნენ, რის გამოც ისინი როგორც ჩანს მალევე გაცვდა. ამიტომ, გაკეთდა ორიგინალის ასლები და როცა ესენიც გაცვდა, შემდეგ მათი ასლებიც გააკეთეს. „ახალი აღთქმის“ ათასობით ასლის უმეტესობა, რომლებიც დღეს არსებობს, ორიგინალის დაწერიდან, სულ მცირე, ორი საუკუნის შემდეგ გაკეთდა. როგორც ჩანს, იმ დროს მათ, ვინც ეს ასლები გააკეთა, ან ამოიღეს ტეტრაგრამატონი და შეცვალეს სიტყვით „კირიოს“, რაც ბერძნულად „უფალს“ * ნიშნავს, ან მათ ეს ასლები იმ ასლებიდან გააკეთეს, რომლებშიც უკვე შესული იყო ეს ცვლილება.
მთარგმნელმა მხედველობაში უნდა მიიღოს ეს ფაქტი და უნდა განსაზღვროს რა საფუძვლიანი მიზეზები არსებობს იმისა, იყო თუ არა ტეტრაგრამატონი ბერძნული ხელნაწერების ორიგინალში. განვიხილოთ რამდენიმე არგუმენტი, რაც ადასტურებს, რომ „ახალ აღთქმაში“ ნამდვილად გამოიყენებოდა ტეტრაგრამატონი.
-
იესო იყენებდა ღვთის სახელს, როდესაც ციტირებდა „ძველი აღთქმიდან“ ან მას კითხულობდა (კანონი 6:13, 16; 8:3; ფსალმუნი 110:1; ესაია 61:1, 2; მათე 4:4, 7, 10; 22:44; ლუკა 4:16—21). იესოსა და მისი მოწაფეების დროს ტეტრაგრამატონი გამოიყენებოდა ებრაული ტექსტის ასლებში, რომლებსაც დღემდე ხშირად „ძველ აღთქმას“ უწოდებენ. მაგრამ, საუკუნეების განმავლობაში მკვლევარები ფიქრობდნენ, რომ ტეტრაგრამატონი არ იყო გამოყენებული „ძველი აღთქმიდან“ ნათარგმნ ბერძნულ სეპტუაგინტაში და არც „ახალი აღთქმიდან“ გაკეთებულ ხელნაწერებში“. მაგრამ, მეოცე საუკუნის შუა პერიოდში მკვლევარების ყურადღება რაღაც განსაკუთრებულმა მიიპყრო — ეს იყო ბერძნული სეპტუაგინტის რამდენიმე ძალიან ძველი ფრაგმენტი, რომლებიც იესოს დროს არსებობდა და რომლებიც განადგურებას გადაურჩა. ამ ფრაგმენტებზე ებრაული ასოებით გადმოტანილია ღვთის საკუთარი სახელი.
-
იესო თავადაც იყენებდა ღვთის სახელს და სხვებსაც ამცნობდა მას (იოანე 17:6, 11, 12, 26). იესომ პირდაპირ თქვა: „მე მამაჩემის სახელით მოვედი“. მან აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქმეებს ‘თავისი მამის სახელით აკეთებდა’. თავად იესოს სახელი ნიშნავს „იეჰოვაა ხსნა“ (იოანე 5:43; 10:25).
-
ღვთის სახელის შემოკლებული ფორმა გვხვდება ბერძნულ წერილებში. გამოცხადების 19:1, 3, 4, 6 მუხლებში გამოყენებულია გამოთქმა „ალილუია“ ან „ჰალლელუია“, რომელშიც გვხვდება ღვთის სახელი. ეს გამოთქმა სიტყვასიტყვით ნიშნავს „ადიდეთ იაჰი!“ იაჰი ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმაა.
-
პირველი საუკუნის ებრაელთა ჩანაწერები გვიჩვენებს, რომ ებრაელი ქრისტიანები თავიანთ ნაწერებში იყენებდნენ ღვთის სახელს. „თოსეფთაში“, ზეპირი კანონების წერილობით კრებულში, რომლის შედგენაც დაახლოებით ახ. წ. 300 წელს დასრულდა, ქრისტიანული ხელნაწერების შესახებ, რომლებიც შეიძლებოდა შაბათ დღეს ცეცხლს გაენადგურებინა, ნათქვამია: «მახარებელთა წიგნები, აგრეთვე „მინიმის“ [ვარაუდობენ, რომ ებრაელ ქრისტიანთა] წიგნები ცეცხლისგან არ უნდა გადაერჩინათ. ისინი შეიძლებოდა ისევე დამწვარიყო, როგორც ეწყო . . . ეს ხელნაწერები და თავისთავად ცხადია ის ადგილები, სადაც ღვთის სახელი ეწერა, დაიწვებოდა». ამავე წყაროში მოყვანილია გალილეელი რაბინის, იოსეს სიტყვები, რომელიც ახ. წ. მეორე საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. ის ამბობს, რომ შაბათის გარდა კვირის ნებისმიერ დღეს ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში „შეეძლოთ ამოეჭრათ ღვთის სახელი [ქრისტიანული ხელნაწერებიდან] და შეენახათ, დანარჩენი კი შეიძლებოდა დამწვარიყო“. როგორც აქედან ვხედავთ, აშკარაა, რომ მეორე საუკუნეში მცხოვრებ ებრაელებს სჯეროდათ, რომ ქრისტიანები ღვთის სახელს, იეჰოვას იყენებდნენ თავიანთ ხელნაწერებში.
როგორ მოიქცნენ მთარგმნელები?
არის ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ერთადერთი თარგმანი, სადაც ბერძნულ წერილებში ღვთის სახელია აღდგენილი? არა. ზემოთ მოყვანილი მტკიცებების საფუძველზე, ბიბლიის მრავალმა მთარგმნელმა დაასკვნა, რომ ღვთის სახელი უნდა აღედგინათ „ახალი აღთქმის“ თარგმანის შესრულებისას.
მაგალითად, მრავალ აფრიკულ, ამერიკულ, აზიურ და წყნარი ოკეანის კუნძულების ენაზე გამოცემულ „ახალ აღთქმაში“ ღვთის სახელი ბევრ ადგილას გვხვდება (იხილეთ 21-ე გვერდზე მოცემული ჩარჩო). ამათგან ზოგიერთი თარგმანი არც ისე დიდი ხნის წინ გაკეთდა. მაგალითად, 1999 წელს როტუმას ენაზე შესრულებული ბიბლიის თარგმანი „ახალი აღთქმის“ 48 მუხლში 51-ჯერ იყენებს იუდას მე-14 მუხლში და დაახლოებით 100-ჯერ სხვადასხვა მუხლის სქოლიოებში.
ღვთის სახელს. აგრეთვე, ინდონეზიაში ბატაკურ (ტობა) ენაზე 1989 წელს გამოცემულ „ახალ აღთქმაში“ ღვთის სახელი 110-ჯერ გვხვდება. გარდა ამისა, ღვთის სახელი ფრანგულ, გერმანულ და ესპანურ თარგმანებშიც გამოიყენება. მაგალითად, მე-20 საუკუნის დასაწყისში პაბლო ბესონმა ესპანურ ენაზე თარგმნა „ახალი აღთქმა“. ამ თარგმანში სახელი იეჰოვა გვხვდება ერთხელქვემოთ მოცემულია რამდენიმე ინგლისური თარგმანი, სადაც „ახალ აღთქმაში“ გამოყენებულია ღვთის სახელი:
-
ჰერმან ჰაინფეტერის „ახალი აღთქმის სიტყვასიტყვითი თარგმანი . . . ვატიკანის მანუსკრიპტიდან“ (1863).
-
ბენჯამინ უილსონის „ემფატიკ დიაგლოტი“ (1864).
-
ჯორჯ ბარკერ სტივენსის „პავლეს ეპისტოლეები თანამედროვე ინგლისურ ენაზე“ (1898).
-
უილიამ რეზერფორდის „წმინდა პავლეს ეპისტოლე რომაელების მიმართ“ (1900).
-
ჯორჯ ლეფევრეს „ქრისტიანების ბიბლია — ახალი აღთქმა“ (1928).
-
ლონდონის ეპისკოპოსის უილიამ ვანდის „ახალი აღთქმის წერილები“ (1946).
2004 წელს ბიბლიის ერთი-ერთი ცნობილი გამოცემის „ახალი ცოცხალი თარგმანის“ წინასიტყვაობაში ღვთის სახელის გამოყენებასთან დაკავშირებით ნათქვამია: «ჩვეულებრივ ჩვენ ტეტრაგრამატონი (ჲჰვჰ) ყველგან გადმოვიტანეთ სიტყვით „უფალი“. ეს სიტყვა დიდი ასოებით დავწერეთ, რაც საკმაოდ გავრცელებულია ინგლისურ თარგმანებში. ასეთი სახით, ჩვენ ეს სახელი განვასხვავეთ „ადონაისგან“, რაც აგრეთვე „უფლით“ არის გადმოტანილი,
ოღონდ პატარა ასოებით». „ახალი აღთქმის“ შესახებ იქვე ნათქვამია: «ბერძნული სიტყვა „კირიოს“ ყველგან ნათარგმნია სიტყვით „უფალი“ [პატარა ასოებით], გარდა იმ შემთხვევებისა, როცა „ახალ აღთქმაში“ ციტატები მოყვანილია „ძველი აღთქმიდან“. ამ დროს სიტყვა „უფალი“ დიდი ასოებითაა დაწერილი» (კურსივი ჩვენია). აქედან გამომდინარე, ბიბლიის მთარგმნელები აღიარებენ, რომ ტეტრაგრამატონი (ჲჰვჰ) უნდა გამოიყენებოდეს „ახალ აღთქმაში“.საინტერესოა, რომ ერთი ბიბლიური ლექსიკონის ერთ-ერთ ქვესათაურში, „ტეტრაგრამატონი ახალ აღთქმაში“, ასეთი კომენტარია გაკეთებული: «არსებობს რამდენიმე საფუძვლიანი მიზეზი იმისა, რომ როდესაც პირველად დაიწერა „ახალი აღთქმა“, მასში ტეტრაგრამატონი, ღვთის სახელი იაჰვე, გამოიყენებოდა „ძველი აღთქმიდან“ მოყვანილ ზოგ ან ყველა ციტატაში». მეცნიერი ჯორჯ ჰაუარდი ამბობს: «რადგანაც ბერძნული ბიბლიის ასლებში [„სეპტუაგინტაში“], რომელსაც პირველი ეკლესია იყენებდა, ჯერ კიდევ იყო ჩაწერილი ტეტრაგრამატონი, გონივრულია გვჯეროდეს, რომ „ახალი აღთქმის“ დამწერებმა, როდესაც წმინდა წერილიდან ციტირებდნენ, ბიბლიის ტექსტში ტეტრაგრამატონი ჩასვეს».
ორი სარწმუნო მიზეზი
აშკარაა, რომ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ერთადერთი თარგმანი არ არის, სადაც „ახალ აღთქმაში“ ღვთის სახელია მოცემული. ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ კომიტეტი იმ მოსამართლის მსგავსად მოიქცა, რომელმაც განაჩენი უნდა გამოიტანოს მაშინ, როცა მოწმეები არ არსებობენ. ამ კომიტეტმა დიდი ყურადღებით აწონ-დაწონა ყველა მნიშვნელოვანი მტკიცებულება და ფაქტებზე დაყრდნობით გადაწყვიტა ღვთის სახელის, იეჰოვას, გამოყენება თავიანთი თარგმანის ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში. ყურადღება მიაქციეთ ორ მიზეზს, თუ რატომ მოიქცნენ ისინი ასე.
1) რამდენადაც ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ღვთის შთაგონებული წმინდა ებრაული წერილების დამატებაა, მთარგმნელების აზრით ბერძნულ წერილებში ღვთის სახელის, იეჰოვას უცაბედად ამოვარდნა საფუძველს მოკლებული იქნებოდა.
რატომ არის ეს გონივრული დასკვნა? დაახლოებით ახ. წ. პირველი საუკუნის შუა პერიოდში მოწაფე იაკობმა იერუსალიმში უხუცესებს შემდეგი სიტყვები უთხრა: „სიმონმა ყველაფერი გვიამბო, თუ როგორ მოხედა ღმერთმა პირველად უცხოტომელებს, რათა მათგან გამოეყო ხალხი თავისი სახელისთვის“ (საქმეები 15:14). როგორ ფიქრობთ, განა ლოგიკური იქნებოდა, რომ იაკობს ასეთი რამ ეთქვა, თუ პირველ საუკუნეში არავინ იყენებდა ღვთის სახელს?
2) როდესაც აღმოაჩინეს „სეპტუაგინტას“ ასლები, რომლებზეც „კირიოსის“ (უფალი) ნაცვლად ღვთის სახელი იყო მოცემული, მთარგმნელებისთვის ცხადი გახდა, რომ იესოს დროინდელ ასლებში, იქნებოდა ეს ბერძნული თუ ებრაული, ღვთის სახელი ეწერა.
როგორც ჩანს, ღვთის შეურაცხმყოფელი ტრადიცია, რომ ღვთის სახელი ამოეღოთ ბერძნული ხელნაწერებიდან, მხოლოდ მოგვიანებით დამკვიდრდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, შეუწყობდნენ ხელს იესო და მისი მოციქულები ასეთი ტრადიციის დამკვიდრებას? (მათე 15:6—9).
‘იეჰოვას სახელის მოხმობა’
წმინდა წერილები თვითონვეა იმის უდავო „მოწმე“, რომ ადრეული ქრისტიანები იყენებდნენ ღვთის სახელს, იეჰოვას, თავიანთ ხელნაწერებში, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ციტირებდნენ „ძველი აღთქმიდან“. ამგვარად, არსებობს იმის საფუძვლიანი მტკიცება, რომ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში აღდგენილიყო ღვთის სახელი იეჰოვა.
რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენთვის ამ ყოველივეს ცოდნა? ებრაული წერილების ციტირებისას მოციქულმა პავლემ რომში მცხოვრებ ქრისტიანებს შეახსენა: „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“. შემდეგ კი იკითხა: „როგორ მოუხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? ან როგორ ირწმუნონ ის, ვის შესახებაც არ სმენიათ?“ (რომაელები 10:13, 14; იოელი 2:32). ბიბლიის ის თარგმანები, რომლებიც სათანადო ადგილას იყენებს ღვთის სახელს, დაგეხმარებათ, რომ ღმერთს დაუახლოვდეთ (იაკობი 4:8). ჩვენთვის მართლაც დიდი პატივია, რომ ვიცოდეთ ღვთის სახელი და ღმერთს თავისი საკუთარი სახელით — იეჰოვათი — ვუხმობდეთ.
^ აბზ. 2 ტეტრაგრამატონი შედგება ოთხი ებრაული ასოსგან ჲჰვჰ, რომლითაც ებრაულად ღვთის სახელია წარმოდგენილი. ეს ოთხი ასო ქართულად გადმოდის, როგორც იეჰოვა ან იაჰვე.
^ აბზ. 7 მეტი ინფორმაციისთვის, თუ რატომ შეცვალეს ღვთის სახელი „უფლით“, იხილეთ ბროშურა „ღვთის მარადიული სახელი“, გვერდები 23—27 (რუს.). გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.