ღია კარის დღე
ღია კარის დღე
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, იოჰანესბურგთან ახლოს, ქალაქ კრიუგერსდორფში მდებარეობს იეჰოვას მოწმეების ფილიალი. ამ უზარმაზარი შენობების შემხედვარე კაცი იტყოდა, ნეტავ აქ რას აკეთებენო? იეჰოვას მოწმეებმა 2007 წლის 12—13 ოქტომბერს ღია კარის დღე მოაწყვეს, რასაც ორი მიზანი ჰქონდა — იეჰოვას მოწმეებზე არასწორი შეხედულებები გაექარწყლებინა და ხალხისთვის ეჩვენებინა, რა კეთდება ფილიალში იესოს მითითების შესასრულებლად (მათე 28:19, 20).
ფილიალში მომსახურეებმა შესასვლელში დიდი აბრები დადგეს, რომელზეც ეწერა: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“. მათ მეზობლებს მოსაწვევები დაურიგეს. ღია კარის დღეზე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებიც დაპატიჟეს ოჯახებთან ერთად. როგორ გამოეხმაურა ხალხი? ფილიალს 500-ზე მეტი დამთვალიერებელი ესტუმრა, რომლებიც არ იყვნენ იეჰოვას მოწმეები.
სტუმრებს განსაკუთრებულად მოეწონათ თანამედროვე საბეჭდი მანქანა („MAN Roland Lithoman“), რომელიც საათში 90 000 ჟურნალს ბეჭდავს; მოიხიბლნენ საამკინძაო საამქროთით და გზავნილთა უზარმაზარი განყოფილებითაც, რომელიც ყოველდღიურად 14 ტონაზე მეტ ლიტერატურას ფუთავს და აგზავნის. სხვადასხვა განყოფილებებმა გამოფენები მოაწყვეს. ერთგან წარმოდგენილი იყო მექანიკური ბეჭდვის ისტორია, გუტენბერგიდან თანამედროვე ოფსეტურ ბეჭვდამდე. სხვაგან ნაჩვენები იყო, როგორ ზრუნავს ფილიალი გარემოს დაცვაზე. მაგალითად, სპეციალური მოწყობილობა სტამბის საშრობებიდან გამოყოფილ მომწამვლელ აირებსა და სუნს აქრობს, ფილტრები კი ქაღალდის მტვერს აგროვებს.
ადგილობრივმა გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ფილიალში მსახურობს 700 მოხალისე, რომლებმაც იეჰოვას მიუძღვნეს თავი. გაზეთში ყურადღება იყო გამახვილებული „განსაკუთრებულ სისუფთავეზე და იმაზე, როგორ ეფექტურად მუშაობს ყველაფერი“ სტამბაში. ერთი კაცი, რომელსაც არ უყვარდა იეჰოვას მოწმეები ექსკურსიაზე მივიდა. ამის შემდეგ კი მან ასეთი წერილი დაწერა: „გილოცავთ! ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო“.
ფილიალის დათვალიერებისთვის მრავალმა სტუმარმა გამოხატა მადლიერება. ისინი განცვიფრებული დარჩნენ, რომ ფილიალში 151 ენაზე გამოცემული ბიბლიური ლიტერატურა იყო და პუბლიკაციები სამხრეთ და ცენტრალურ აფრიკის 18 ქვეყნისთვის იბეჭდებოდა. იეჰოვას მოწმეთა ფილიალების დათვალიერება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეიძლება სამუშაო დღის განმავლობაში. წინასწარ დაუკავშირდით თქვენთან ახლოს მდებარე ფილიალს და აცნობეთ თქვენი სტუმრობის შესახებ!
[სურათი 14 გვერდზე]
სტუმრები
[სურათი 14 გვერდზე]
მოსაწვევი
[სურათი 15 გვერდზე]
სამხრეთ აფრიკის ფილიალი (კრიუგერსდორფი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა)
[სურათი 15 გვერდზე]
ოფსეტური საბეჭდი მანქანა („MAN Roland Lithoman“)
[სურათი 15 გვერდზე]
საამკინძაო საამქრო
[სურათი 15 გვერდზე]
გზავნილთა განყოფილება