იცვლის ღმერთი აზრს?
იცვლის ღმერთი აზრს?
ღვთის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის „ცვალებად ჩრდილს არა ჰგავს“. აგრეთვე ღმერთმა საკუთარი თავის შესახებ თქვა: „მე ვარ იეჰოვა, მე არ შევცვლილვარ“ (იაკობი 1:17; მალაქია 3:6). იეჰოვა არ ჰგავს მათ, ვისაც ძნელია ასიამოვნო და შეუძლებელია მიენდო, რადგან ისინი განუწყვეტლივ იცვლიან აზრს.
ბიბლიის ზოგ მკითხველს აინტერესებს, იცვლის თუ არა ღმერთი აზრს. მაგალითად, პირველ საუკუნეში იეჰოვა ღმერთი ქრისტიანებს სასწაულების მოხდენის ძალას აძლევდა, მაგრამ დღეს ასე აღარ ხდება. ძველ დროში ღმერთი იწყნარებდა პოლიგამიას, დღეს კი ის კრძალავს ამას. მოსეს კანონის თანახმად, იეჰოვა შაბათის დაცვას მოითხოვდა, ხოლო დღეს ამას აღარ ითხოვს. მეტყველებს ეს მაგალითები იმაზე, რომ ღმერთი აზრს იცვლის?
თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს, რომ ღმერთი არასოდეს ცვლის სიყვარულთან და სამართლიანობასთან დაკავშირებულ ნორმებს. აგრეთვე არასოდეს შეიცვლება ღვთის „მარადიული განზრახვა“, რომლის თანახმადაც ღმერთი სამეფოს მეშვეობით აკურთხებს კაცობრიობას (ეფესოელები 3:11). და მაინც, ისევე როგორც თქვენ შეიძლება შეიცვალოთ აზრი ადამიანზე, რომელიც თავისი მოქმედებით გამუდმებით გულს გტკენთ, იეჰოვას დამოკიდებულებაც იცვლება სიტუაციის შესაბამისად.
ღმერთი თავისი ხალხისთვის მიცემულ მითითებებს ცვლის მათი მდგომარეობისა და საჭიროების მიხედვით. ეს არც არის გასაკვირი. დაფიქრდით, როგორ მოიქცევა გამოცდილი გიდი, როდესაც გზაზე საფრთხეს შენიშნავს. საფრთხისგან თავის არიდების მიზნით ის ჯგუფს სხვა გზით წასვლას შესთავაზებს. მაგრამ ეს არ
ნიშნავს, რომ ის ჯგუფს დანიშნულების ადგილზე არ მიიყვანს. განვიხილოთ ზემოხსენებული სამი საკითხი.რატომ აღარ ხდება სასწაულები?
რატომ მისცა ღმერთმა პირველი საუკუნის ზოგ ქრისტიანს სასწაულების მოხდენის ძალა? ალბათ გახსოვთ, როდესაც ღმერთმა ისრაელი თავის ერად აირჩია, ხშირად სასწაულების მოხდენით ცხადყოფდა, რომ მათთან იყო. მოსეს მეშვეობით ღმერთი იყენებდა თავის მხსნელ ძალას, რომ ისრაელები ეგვიპტიდან გაეთავისუფლებინა და უდაბნოს გავლით აღთქმულ მიწაზე შეეყვანა. სამწუხაროდ, ისრაელები ხშირად არ ავლენდნენ ღვთისადმი რწმენას. როდესაც იეჰოვამ საბოლოოდ უარყო ისრაელები და დააფუძნა ქრისტიანული კრება, მოციქულებსა და სხვა მოწაფეებს სასწაულების მოხდენის ძალა მისცა. მაგალითად, პეტრე და იოანე მოციქულებმა დაბადებიდანვე წელს ქვემოთ მოწყვეტილი კაცი განკურნეს, პავლემ კი მკვდარი გააცოცხლა (საქმეები 3:2—8; 20:9—11). მათ მიერ მოხდენილმა სასწაულებმა მრავალ ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებას შეუწყო ხელი. მაშ, რატომ აღარ ხდება დღეს ღვთისგან სასწაულები?
პავლე მოციქულმა შედარება მოიყვანა, რითაც ეს საკითხი ახსნა: „როცა ბავშვი ვიყავი, ბავშვივით ვლაპარაკობდი, ბავშვივით ვაზროვნებდი და ბავშვივით ვმსჯელობდი, მაგრამ ახლა, როცა კაცი ვარ, ყოველივე ბავშვური მოვიშორე“ (1 კორინთელები 13:11). მშობლები სრულწლოვან შვილს ისე არ ექცევიან, როგორც პატარას; მსგავსად, იეჰოვაც განსხვავებულად ეპყრობა ქრისტიანულ კრებას მას შემდეგ, რაც ის „ბავშვი“ აღარ არის. პავლე მოციქულმა დაწერა, რომ უცხო ენებზე ლაპარაკისა და წინასწარმეტყველების სასწაულებრივი უნარი ‘გაუქმდებოდა’ (1 კორინთელები 13:8).
რატომ დაუშვა ღმერთმა პოლიგამია?
იესომ ნათლად დაგვანახვა, რომ ღმერთმა ქორწინების ნორმა დაადგინა, როცა პირველ წყვილს უთხრა: „მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“ (მათე 19:5). ქორწინება ორ პიროვნებას შორის მუდმივი კავშირი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, როცა ღმერთმა ისრაელი ერი ჩამოაყალიბა და კანონები მისცა, მათში პოლიგამია უკვე დამკვიდრებული იყო. თუმცა ღმერთს არ დაუფუძნებია პოლიგამია და ის არც ამისკენ მოუწოდებდა ერს, მან კანონები მისცა ხალხს ასეთი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. მას შემდეგ, რაც ქრისტიანული კრება ჩამოყალიბდა, ღვთის სიტყვა კრძალავს პოლიგამიას (1 ტიმოთე 3:2).
იეჰოვა ღმერთი არ ცვლის ამა თუ იმ საკითხს, სანამ ამის დრო არ დადგება (რომაელები 9:22—24). იესომ თქვა, რომ ისრაელების „გულქვაობის“ გამო იეჰოვამ დროებით „დაუშვა“, რომ მათ ქორწინებისადმი ასეთი არასწორი დამოკიდებულება ჰქონოდათ (მათე 19:8; იგავები 4:18).
რატომ იყო შაბათის დაცვა დროებითი?
ღმერთმა ისრაელებს დაავალა, რომ ეგვიპტიდან გათავისუფლების შემდეგ ყოველკვირა დაეცვათ გამოსვლა 16:22—30; 20:8—10). პავლე მოციქულმა ახსნა, რომ იესომ საკუთარი თავის შეწირვით „გააუქმა . . . მცნების კანონი, რომელიც დადგენილებებს შეიცავს“ და „წაშალა დადგენილების ხელნაწერი საბუთი“ (ეფესოელები 2:15; კოლოსელები 2:14). მასში, რაც „გაუქმდა“ და „შეიცვალა“, შაბათის კანონიც შედიოდა. ამიტომ ბიბლიაში ნათქვამია: „ნურავინ გაგასამართლებთ საჭმლისა და სასმლის გამო ან დღესასწაულის, ახალმთვარობისა თუ შაბათის გამო“ (კოლოსელები 2:16). რატომ მისცა ღმერთმა ისრაელებს კანონი, რომელშიც შაბათის დაცვაც შედიოდა?
შაბათი. მოგვიანებით ეს მცნება ღმერთმა მათ კანონშიც ჩაუწერა (მოციქულმა პავლემ დაწერა: „კანონი გახდა ქრისტემდე მიმყვანი ჩვენი აღმზრდელი“. შემდეგ დასძინა: „ახლა კი, როცა რწმენა უკვე მოვიდა, აღარა ვართ აღმზრდელზე დამოკიდებულნი“ (გალატელები 3:24, 25). ღმერთმა თვალსაზრისი კი არ შეიცვალა, არამედ შაბათის დაცვა დროებით გამოიყენა თავისი ხალხისთვის იმის სასწავლებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო სულიერი საკითხებისთვის რეგულარულად დროის გამოყოფა და მათზე ფიქრი. თუმცა შაბათის კანონი დროებითი იყო, ის მიუთითებდა იმ დროზე, როცა კაცობრიობა სამუდამოდ განიკურნებოდა ფიზიკურად და სულიერად (ებრაელები 4:10; გამოცხადება 21:1—4).
სანდო და მოსიყვარულე ღმერთი
ზემოთ განხილული ბიბლიური მაგალითები ცხადყოფს, რომ იეჰოვა ღმერთი თავის ხალხს სხვადასხვა დროს სხვადასხვა მითითებას აძლევდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის აზრს იცვლიდა. ღმერთი თავისი ხალხის საჭიროებისდა მიხედვით მოქმედებდა, რაც მათ კეთილდღეობას ემსახურებოდა. ის დღესაც მსგავსად მოქმედებს.
იეჰოვა არასოდეს ცვლის თავის ნორმებს, ამიტომ შეგვიძლია ყოველთვის ვასიამოვნოთ მას. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვართ, რომ ღვთის ყველა დანაპირები შესრულდება, რადგან იეჰოვა ამბობს: „გავაკეთებ ყველაფერს, რაც მსურს . . . მე განვიზრახე და გავაკეთებ“ (ესაია 46:10, 11).
[ჩანართი 21 გვერდზე]
ღმერთი არასოდეს ცვლის სიყვარულთან და სამართლიანობასთან დაკავშირებულ ნორმებს
[ჩანართი 22 გვერდზე]
პავლე მოციქულმა თქვა, რომ სასწაულებრივი უნარი ‘გაუქმდებოდა’
[ჩანართი 23 გვერდზე]
ქორწინება ორ პიროვნებას შორის მუდმივი კავშირი უნდა ყოფილიყო