არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მცდარი შეხედულება 6: ღმერთი იწონებს ხატების თაყვანისცემას

მცდარი შეხედულება 6: ღმერთი იწონებს ხატების თაყვანისცემას

მცდარი შეხედულება 6: ღმერთი იწონებს ხატების თაყვანისცემას

საიდან წარმოიშვა? „პირველი ქრისტიანები თაყვანისცემაში არ იყენებდნენ გამოსახულებებს . . . IV-V საუკუნეებში ეკლესიაში გამოსახულებების თაყვანისცემის დამკვიდრება იმ მოსაზრებით გაამართლეს, რომ უმეცარი ხალხი ქრისტიანულ სწავლებებს ასე უკეთ გაიგებდა, ვიდრე ქადაგებებიდან ან წიგნებიდან“ (Cyclopedia of Biblical, Theological, and Ecclesiastical Literature, მაკ-კლინტოკი და სტრონგი, ტ. IV, გვ. 503, 504).

რას ამბობს ბიბლია? „არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო“ (გამოსვლა 20:4, 5, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). მოციქულმა იოანემ პირველი საუკუნის ქრისტიანებს მისწერა: „შვილებო, თავი დაიცავით კერპებისგან“ (1 იოანე 5:21).

ეკლესია ირწმუნება, რომ სინამდვილეში თაყვანს სცემს არა ხატს, არამედ მას, ვინც მასზეა გამოსახული. ნამდვილად ასეა ეს? ერთ რელიგიურ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „თავდაპირველად გამოსახულებები შეიძლება უმთავრესად დიდაქტიკურ [დამოძღვრით] და დეკორატიულ მიზნებს ემსახურებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ცდილობდნენ მათი დანიშნულების ახსნას. მაგრამ მალე ისინი თაყვანისმცემლობის საგნად იქცა. ამის თქმა თამამად შეიძლება ხატებზე, რომლებსაც უმთავრესი ადგილი უჭირავს აღმოსავლეთ მართლმადიდებლობაში“ (The Encyclopedia of Religion). წინასწარმეტყველმა ესაიამ სამართლიანად იკითხა: „ვის მიამსგავსებ ღმერთს და რომელ მსგავსებას დაუყენებ გვერდით?“ (ესაია 40:18, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

წაიკითხეთ შემდეგი ბიბლიური მუხლები: ესაია 44:13—19; საქმეები 10:25, 26; 17:29; 2 კორინთელები 5:7.

სინამდვილეში:

ღმერთი არ იწონებს ხატების თაყვანისცემას

უარყავით მცდარი შეხედულებები და ჩაეჭიდეთ ჭეშმარიტებას

რა დასკვნამდე მივყავართ იმ მცდარი შეხედულებების მოკლე მიმოხილვას, რომლებსაც დღემდე ასწავლიან ბევრ ეკლესიაში? ეს „თავშესაქცევი ზღაპრები“ ვერ შეედრება ბიბლიის მარტივ და მანუგეშებელ ჭეშმარიტებას (2 პეტრე 1:16, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

აქედან გამომდინარე, რაც აქამდე გისწავლიათ შეადარეთ ღვთის სიტყვას, ჭეშმარიტების ერთადერთ წყაროს, და იყავით ობიექტურები (იოანე 17:17). ამგვარად, თქვენ შემთხვევაშიც შესრულდება ეს სიტყვები: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:32).

[სურათის საავტორო უფლება 9 გვერდზე]

Pictorial Archive (Near Eastern History) Est.