წინ უკეთესი მომავალი გველის!
წინ უკეთესი მომავალი გველის!
„კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი . . . თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:10, 11).
გსურთ, გახდეთ ამ წინასწარმეტყველების შესრულების მოწმე? უეჭველია, გსურთ. ჩვენ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს გვჯეროდეს, რომ ეს მალე მოხდება.
წინა სტატიებში მხოლოდ იმ რამდენიმე წინასწარმეტყველებაზე ვისაუბრეთ, რომლებიც აშკარად მიუთითებენ იმაზე, რომ „ბოლო დღეებში ვცხოვრობთ“ (2 ტიმოთე 3:1—5). ღმერთმა შთააგონა ბიბლიის დამწერებს, დაეწერათ ეს წინასწარმეტყველებები, რათა მომავლის იმედი გვქონოდა (რომაელები 15:4). ამ წინასწარმეტყველებების შესრულება იმაზე მეტყველებს, რომ დღევანდელი გასაჭირი მალე დასრულდება.
რა მოხდება ბოლო დღეების დასრულების შემდეგ? ღვთის სამეფო იმმართველებს ადამიანებზე (მათე 6:9, 10). როგორი პირობები იქნება იმ დროს დედამიწაზე? აი, რას ამბობს ბიბლია:
● აღარ იქნება შიმშილი. „უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“ (ფსალმუნი 72:16).
● აღარავინ იქნება ავად. „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24).
● დედამიწა განახლდება. „გაიხარებს უდაბნო და უწყლო მხარე, იმხიარულებს ხრიოკი და ზაფრანასავით გაიფურჩქნება“ (ესაია 35:1).
ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ გამამხნევებელი წინასწარმეტყველებებიდან, რომლებიც მალე შესრულდება. ჰკითხეთ იეჰოვას მოწმეებს, რატომ არიან ასე დარწმუნებული, რომ წინ უკეთესი მომავალი გველის.