ვინ შექმნა კანონები, რომლებიც მართავს ჩვენს სამყაროს?
ვინ შექმნა კანონები, რომლებიც მართავს ჩვენს სამყაროს?
„იცი, რა წესებია ზეცაში?“ (იობი 38:33). ეს კითხვა ღმერთმა დაუსვა თავის სასოწარკვეთილ მსახურ იობს, რათა დაენახვებინა მისთვის, თუ რა ცოტა იციან ადამიანებმა შემოქმედთან შედარებით, რომელიც უსაზღვრო სიბრძნეს ფლობს. გიფიქრიათ ოდესმე ამ საკითხზე?
ადამიანებმა ბევრ რამეს მოჰფინეს ნათელი იმ კანონების შესახებ, რომელიც სამყაროს მართავს, მაგრამ მეცნიერების უმეტესობა აღიარებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი აქვთ შესასწავლი. ახალ აღმოჩენებს მეცნიერები ისევ და ისევ იქითკენ მიჰყავს, რომ კიდევ ერთხელ გადახედონ თავიანთ თეორიებს ციური სხეულების გადაადგილების შესახებ. მეტყველებს ეს ახალი აღმოჩენები იმაზე, რომ ის, რაც ღმერთმა იობს უთხრა, უკვე აღარ შეესაბამება სინამდვილეს? ან ამტკიცებს მეცნიერების წინსვლა იმას, რომ იეჰოვა არის იმ კანონების ფუძემდებელი, რომლებიც სამყაროს მართავს?
ბიბლია საინტერესოდ და საოცრად ლამაზი ენით სცემს პასუხს ზემოხსენებულ კითხვებს. აღსანიშნავია, რომ ბიბლიაში ციურ სხეულებთან დაკავშირებით ჩაწერილი ინფორმაცია საოცრად ზუსტია და ხშირად მასში ისეთი ფაქტებია მოყვანილი, რაც ადამიანმა მხოლოდ ათასობით წლის შემდეგ აღმოაჩინა.
როგორ აღწერდნენ ძველ დროში სამყაროს?
მოდი, გადავინაცვლოთ ძვ. წ. IV საუკუნეში. დაახლოებით ამავე საუკუნეში „ძველი აღთქმის“ — ბიბლიის ებრაული წერილების — წერა დასრულდა. იმ დროის სწავლულებს შორის მეტაფიზიკის დარგში ყველაზე მოწინავე იყო ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე. იგი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მეცნიერად ითვლება კაცობრიობის ისტორიაში (იხილეთ ჩარჩო 25-ე გვერდზე). ენციკლოპედია „ბრიტანიკას“ თანახმად, „არისტოტელე იყო ისტორიაში პირველი ნამდვილი მეცნიერი . . . ყველა მეცნიერი მას უნდა უმადლოდეს იმ ნაშრომებისთვის, რაც მან შექმნა“.
არისტოტელემ დეტალურად შეისწავლა კოსმოსი და ჩამოაყალიბა კოსმოსის გეოცენტრული მოდელი. არისტოტელეს მტკიცებით, დედამიწა იყო სამყაროს ცენტრში და შედგებოდა ერთმანეთში მოთავსებული 50-ზე მეტი გამჭვირვალე სფეროსგან. ვარსკვლავები მიმაგრებული იყო სფეროების ზედაპირზე — ყველაზე შიდა სფეროზე იყო დედამიწა, ხოლო ყველაზე ზედაპირულ სფეროზე ვარსკვლავები. მისი აზრით, ყველაფერი დედამიწის გარშემო უძრავი და უცვლელი იყო. დღეს ასეთი შეხედულება შეიძლება ძალზე უცნაური მოგვეჩვენოს, მაგრამ დაახლოებით 2 000 წლის მანძილზე ეს იდეები დიდ გავლენას ახდენდა მეცნიერებზე.
რამდენად ეთანხმება არისტოტელეს იდეები ბიბლიას? გაუძლო მისმა რომელიმე თეორიამ დროის გამოცდას? მოდი, დავფიქრდეთ სამ კითხვაზე, რაც უკავშირდება კანონებს, რომლებიც მართავს სამყაროს. ქვემოთ მოცემული პასუხები რწმენას გაგვიძლიერებს ბიბლიის ავტორის, იმ კანონმდებლის მიმართ, რომელმაც დაადგინა „წესები ზეცაში“ (იობი 38:33).
1. არის სამყარო სტატიკური?
არისტოტელე ამტკიცებდა, რომ ციური სხეულები უძრავია. სამყარო არც იკუმშება და არც ფართოვდება.
იმავეს ამტკიცებს ბიბლია? რასაკვირველია, არა. ამის შესახებ ის არაფერს დოგმატურს არ ესაია 40:22). *
ამბობს. ნახეთ, რა საინტერესო აღწერილობაა ღვთის სიტყვაში მოყვანილი: „ის მკვიდრობს დედამიწის წრეზე, რომლის მკვიდრნიც კუტკალიას ჰგვანან. ის მსუბუქი ქსოვილივით ჭიმავს ზეცას, საცხოვრებელი კარავივით შლის მას“ (რომელი აღწერილობა უფრო შეესაბამება სიმართლეს — არისტოტელეს მიერ ჩამოყალიბებული სამყაროს მოდელი თუ ბიბლიის მიერ აღწერილი სამყარო? როგორ აღწერს თანამედროვე კოსმოლოგია სამყაროს? მე-20 საუკუნის ასტრონომები გაოცებულნი იყვნენ, როცა აღმოაჩინეს, რომ სამყარო სტატიკურია. აღმოჩენების შედეგად გაირკვა, რომ გალაქტიკები დიდი სისწრაფით მოძრაობენ. და მაინც, მეცნიერთა შორის ძალიან ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ სამყარო ფართოვდება. დღეს კოსმოლოგებს სჯერათ, რომ სამყარო დასაწყისიდან შეკუმშულ მდგომარეობაში იყო და დღემდე ფართოვდება. სინამდვილეში ისინი იზიარებენ არისტოტელეს მოძველებულ თეორიას.
რას ამბობს ბიბლია? ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორი მოწიწებით შეჰყურებდა წინასწარმეტყველი ესაია ვარსკვლავებით მოჭედილ საოცრად ლამაზ ცას, რომელიც მის ზემოთ კარავივით იყო გადაჭიმული. * მან შესაძლოა ისიც შეამჩნია, რით ჰგავდა „ირმის ნახტომი“ „მსუბუქ ქსოვილს“.
ესაიას შემდეგი სიტყვები წარმოდგენას გვიქმნის, როგორი იყო კარავი ბიბლიურ დროში; გაშლამდე კარავი პატარა ფუთას ჰგავდა, რომელიც მაგარი ქსოვილისგან იყო შეკერილი. მას შლიდნენ, საბჯენებზე ჭიმავდნენ და სადგომად იყენებდნენ.
მსგავსადვე, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მსუბუქი ქსოვილის რულონი, რომელსაც ვაჭარი შლიდა კლიენტების მისაზიდად. ეს აღწერილობა წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ როგორ შეიძლება რაღაც კომპაქტური გაიშალოს და უფრო მასშტაბური გახდეს.რასაკვირველია, ჩვენ იმის თქვა არ გვინდა, რომ ბიბლიაში შედარების მიზნით მოყვანილი კარვითა და მსუბუქი ქსოვილით, რომელიც მხატვრული ენით აღწერს ზეცას, სამყაროს გაფართოების პროცესი იხსნება. მაგრამ ნუთუ გასაოცარი არ არის, რომ ბიბლიის აღწერილობა ზუსტად შეესაბამება თანამედროვე მეცნიერებას?! ესაია არისტოტელემდე სამ საუკუნეზე მეტი ხნით ადრე ცხოვრობდა და მას შემდეგ ათასობით წელი გავიდა, სანამ მეცნიერები აღმოაჩენდნენ ამ სინამდვილეს. თავმდაბალი ებრაელი წინასწარმეტყველის მიერ მოყვანილი სიტყვები არ საჭიროებს შესწორებას, როგორც ეს არისტოტელეს შემთხვევაში მოხდა.
2. რას უჭირავს ციური სხეულები?
არისტოტელეს თეორიის მიხედვით, სამყარო სავსეა აირებით. მისი აზრით, დედამიწა და მისი ატმოსფერო შედგებოდა ოთხი ელემენტისგან — მიწისგან, წყლისგან, ჰაერისა და ცეცხლისგან. სამყარო სავსე იყო ციური სუბსტანციისგან შემდგარი გამჭვირვალე სფეროებით. მან ამ სუბსტანციას ეთერი უწოდა. მისი თქმით, ციური სხეულები მიმაგრებული იყო უხილავ სფეროებზე. დიდი ხნის მანძილზე მეცნიერების უმეტესობა იზიარებდა არისტოტელეს ამ თეორიას, რადგან ლოგიკასთან ახლოს იყო: საგანი თუ არ მოეჭიდება რამეს, დავარდება.
რა არის ამის თაობაზე ნათქვამი ბიბლიაში? მასში მოყვანილია ერთგული მამაკაცის იობის სიტყვები, რომელიც იეჰოვას შესახებ ამბობს: „არაფერზე დაჰკიდა დედამიწა“ (იობი 26:7). ეს სრულიად ეწინააღმდეგება არისტოტელეს თეორიას.
ახ. წ. XVII საუკუნეში, იობის დროიდან დაახლოებით 3 000 წლის გასვლის შემდეგ, მეცნიერთა შორის პოპულარული იყო თეორია, რომ სამყარო სავსეა აირებით და არა გამჭვირვალე სფეროებით. მაგრამ მოგვიანებით, ამავე საუკუნეში, ფიზიკოსმა ისააკ ნიუტონმა სრულიად განსხვავებული თეორია ჩამოაყალიბა. მან თქვა, რომ ციურ სხეულებს შორის გრავიტაციის ანუ მიზიდულობის ძალა არსებობდა. ნიუტონის თეორიამ უფრო ნათელი გახადა, რომ დედამიწა და სხვა ციური სხეულები მიზიდულობის კანონის წყალობით ცარიელ სივრცეში ანუ, როგორც ბიბლიაში წერია, „არაფერზე“ იყვნენ დაკიდული.
ნიუტონი თავისი თეორიის გამო არაერთ წინააღმდეგობას შეხვდა. ბევრისთვის ჯერ კიდევ დაუჯერებელი იყო, რომ ვარსკვლავები და სხვა ციური სხეულები არაფერზე იყვნენ მიმაგრებული. როგორ შეიძლებოდა, რომ უზარმაზარი დედამიწა და სხვა პლანეტები სივრცეში ყოფილიყვნენ დაკიდული? ეს იდეა რაღაც ზებუნებრივს უკავშირდებოდა. არისტოტელეს დროიდან მოყოლებული მეცნიერთა უმეტესობას სჯეროდა, რომ კოსმოსი სავსე იყო რაღაც მატერიით.
ცხადია, იობმა არაფერი იცოდა იმ უხილავ კანონებზე, რაც მზის გარშემო ბრუნვისას დედამიწის ღერძის დახრილობის უცვლელობას განაპირობებს.
მაშ, რამ ათქმევინა მას, რომ ჩვენი პლანეტა „არაფერზე“ ჰკიდია?ის ფაქტი, რომ დედამიწა არაფერზე ჰკიდია, კიდევ ერთ კითხვას ბადებს: რა განაპირობებს იმას, რომ დედამიწა და სხვა ციური სხეულები გარკვეული მიმართულებით მოძრაობენ? ყურადღება მიაქციეთ, რა უთხრა ერთხელ ღმერთმა იობს: „შეგიძლია შეკრა ქიმას თანავარსკვლავედის საკვრელები ან შეგიძლია მოუშვა ქესილის თანავარსკვლავედის საბელები?“ (იობი 38:31). იობი, რომელმაც საკმაოდ დიდხანს იცოცხლა, ღამ-ღამობით ხედავდა, როგორ მოძრაობდნენ ეს ცნობილი თანავარსკლავედები. * რატომ არ იცვლებოდა ეს სურათი წლებისა თუ ათწლეულების განმავლობაში? ვინ გააბა ამ ვარსკვლავებსა თუ სხვა ციურ სხეულებს შორის „საბელები“? რასაკვირველია, პასუხს ვპოულობთ იობის მიერ ღვთის შთაგონებით წარმოთქმულ სიტყვებში.
თუ ვარსკვლავები მიმაგრებული იყვნენ სფეროებზე, მაშინ მათ შორის არანაირი „საბელები“ არ იქნებოდა საჭირო. მხოლოდ ათასობით წლის შემდეგ გაიგეს მეცნიერებმა უფრო მეტი ამ უხილავი „საბელების“ ანუ „საკვრელების“ შესახებ, რაც განაპირობებს ციური სხეულების მოძრაობას სივრცეში. ისააკ ნიუტონმა და მოგვიანებით ალბერტ აინშტაინმა სერიოზული აღმოჩენები გააკეთეს ამ სფეროში. ცხადია, იობმა არ იცოდა, რა ძალას იყენებდა ღმერთი ციური სხეულების „შესაკვრელად“. მაგრამ ათასობით წლის შემდეგ ღვთის შთაგონებით დაწერილ წიგნ „იობში“ მოცემული აღწერილობის უტყუარობა დამტკიცდა, რასაც ვერ ვიტყვით არისტოტელეს თეორიაზე. ვის ჰქონდა ასეთი წვდომის უნარი თუ არა მას, ვინც სამყაროს წესები ანუ კანონები დაუდგინა?
3. მარადიული თუ დასაღუპავად განწირული?
არისტოტელეს სჯეროდა, რომ ცასა და დედამიწას შორის ძალიან დიდი სხვაობა იყო. მისი თქმით, დედამიწამ შეიძლება თავდაპირველი სახე შეიცვალოს, დაზიანდეს და დაიღუპოს, მაშინ როცა ეთერი, რომლისგან ციური სხეულები შედგება, მარადიულად უცვლელი რჩება. არისტოტელეს აზრით, გამჭვირვალე სფეროები, რომლებზეც მიმაგრებული იყო ციური სხეულები, არასდროს შეიცვლებოდა, არასდროს გამოვიდოდა მწყობრიდან და არასდროს დაიღუპებოდა.
იმავეს ასწავლის ბიბლია? „დიდი ხნის წინათ დააფუძნე დედამიწა და ზეცა შენი ნახელავია. ისინი დაიღუპებიან, შენ კი სამუდამოდ დარჩები; ტანსაცმელივით გაცვდებიან ისინი. ტანსაცმელივით გამოცვლი მათ და თავიანთ დროს მოჭამენ. შენ კი იგივე ხარ, არ დასრულდება შენი წლები“, — ვკითხულობთ ფსალმუნის 102:25—27-ში.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ ფსალმუნმომღერალმა ეს სიტყვები არისტოტელემდე ორი საუკუნით ადრე დაწერა; იგი არ ამბობს, რომ დედამიწა დასაღუპადაა განწირული და ვარსკვლავებმა მარადიულად უნდა იარსებონ. ნაცვლად ამისა, მას მოჰყავს ძლევამოსილი ღვთის თვალსაზრისი, რომელიც მართავს თავის ქმნილებებს. * ღვთის თვალსაზრისი ცისა და დედამიწის შესახებ სრულიად განსხვავდება ზემოხსენებული თვალსაზრისისგან. ფსალმუნმომღერლის სიტყვებიდან ჩანს, რომ ვარსკვლავებმა ისევე შეიძლება შეწყვიტონ არსებობა, როგორც ნებისმიერმა რამემ დედამიწაზე. რა აღმოაჩინა ამ მხრივ თანამედროვე მეცნიერებამ?
გეოლოგია მხარს უჭერს როგორც ბიბლიას, ისე არისტოტელეს, რომელიც ამტკიცებდა, რომ დედამიწა შეიძლება დაიღუპოს. სინამდვილეში კლდოვანი მასები გამუდმებით ზიანდება და იშლება, მაგრამ კვლავ ივსება ვულკანური ამოფრქვევისა თუ სხვა გეოლოგიური პროცესების შედეგად.
რას ვიტყოდით ვარსკვლავებზე? შეიძლება ისინი დაიღუპონ, როგორც ეს ბიბლიაში წერია, ან მარადიულად იარსებონ, როგორც ამას არისტოტელე ასწავლიდა? ახ. წ. XVI საუკუნეში ევროპელმა ასტრონომებმა ეჭვი შეიტანეს არისტოტელეს თეორიაში, რადგან ისინი პირველად დააკვირდნენ * მართლაც საოცარია, რომ ძველი დროის ფსალმუნმომღერლის სიტყვები სრულ თანხმობაშია თანამედროვე აღმოჩენებთან!
ზეახალ ვარსკვლავს, რომელიც შთამბეჭდავი სახით აფეთქდა. მას შემდეგ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვარსკვლავი შეიძლება მსგავსი აფეთქების შედეგად დაიღუპოს ან ნელ-ნელა გამქრალდეს და გაქრეს. აქედან გამომდინარე, ბიბლიის დამწერის სიტყვები, რომ ვარსკვლავები შეიძლება ტანსაცმელივით გაცვდნენ და გამოიცვალონ, სინამდვილეს შეესაბამება.და მაინც, შეიძლება დაგებადოთ კითხვა: ასწავლის ბიბლია იმას, რომ დედამიწა ან ვარსკლავებით მოჭედილი ცა ერთ დღესაც აღარ იარსებებს ან თავდაპირველ სახეს დაკარგავს? რასაკვირველია არა, რადგან ბიბლია გვპირდება, რომ ცაც და დედამიწაც მარადიულად იარსებებს (ფსალმუნი 104:5; 119:90). თუმცა, ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ ამ ქმნილებებს თავად შეუძლიათ მარადიულად არსებობა, არამედ ის, რომ ღმერთი გვპირდება ამას (ფსალმუნი 148:4—6). მართალია, ღმერთი არ გვეუბნება, როგორ გააკეთებს ამას, მაგრამ ნუთუ გონივრულია არ არის, ვიფიქროთ, რომ სამყაროს შემოქმედს აქვს იმის ძალა, რომ დაიცვას თავისი ხელთა ქმნილება?! ეს იმის მსგავსია, რომ კარგმა მშენებელმა შეაკეთოს სახლი, რომელიც თავისთვის და თავისი ოჯახისთვის ააშენა.
ვინ იმსახურებს ქებასა და დიდებას?
ამ საკითხს ნათელს ჰფენს იმ კანონებზე დაფიქრება, რომლებიც სამყაროს მართავს. როდესაც ვფიქრობთ, ვინ შექმნა უთვალავი ვარსკვლავი, რომლებიც მიზიდულობის ძალის წყალობით განლაგებულნი არიან უკიდეგანო სივრცეში და დაუსრულებელი ციკლით მოძრაობენ, ნუთუ არ გვინერგავს ეს მოწიწებასა და შიშს?!
ესაიას 40:26-ში შესანიშნავად არის გადმოცემული, თუ რატომ უნდა ვგრძნობდეთ ასეთ მოწიწებას: „მაღლა აღაპყარით თვალები და შეხედეთ. ვინ შექმნა ეს ყველაფერი? მან, ვისაც თავისი სათვალავით გამოჰყავს მათი ლაშქარი, სახელით მოუხმობს თითოეულ მათგანს“. ვარსკვლავები მართლაც კარგად ორგანიზებულ ლაშქარს ჰგვანან, რომელიც უამრავი მეომრისგან შედგება. მეთაურის მითითებების გარეშე ეს ლაშქარი დაემსგავსება უმართავ ბრბოს. იეჰოვას კანონების გარეშე პლანეტები, ვარსკვლავები და გალაქტიკები ვერ იმოძრავებდნენ ასე მოწესრიგებულად. წარმოიდგინეთ მილიარდებისგან შემდგარი ლაშქარი, რომლის მეთაურიც არა მხოლოდ მიმართულებას აძლევს მათ, არამედ თითოეულ მათგანს სახელითაც მოუხმობს!
კანონები, რომლებიც სამყაროს მართავს, წარმოდგენას გვიქმნის, თუ რაოდენ უსაზღვრო სიბრძნეს ფლობს შემოქმედი. კიდევ ვის შეეძლო, შეექმნა ასეთი წუნდაუდებელი კანონები და აღეძრა ადამიანები, დიდი სიზუსტით აღეწერათ ის, რაც საუკუნეებისა თუ ათასწლეულების შემდეგ აღმოაჩინეს მეცნიერებმა? უდავოდ, ჩვენ ყველანაირი საფუძველი გვაქვს, რომ სამყაროს შექმნისთვის იეჰოვას მივაგოთ „დიდება, პატივი“! (გამოცხადება 4:11).
[სქოლიოები]
^ აბზ. 11 აღსანიშნავია, რომ ბიბლია დედამიწას უწოდებს წრეს, ანუ სფეროს, რადგან „წრედ“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა შეიძლება „სფეროდაც“ ითარგმნოს. არისტოტელე და სხვა ძველი დროის ბერძენი სწავლულები თეორიულად ამტკიცებდნენ, რომ დედამიწას სფეროს ფორმა ჰქონდა, მაგრამ ეს საკითხი ათასობით წლის შემდეგაც კამათის საგანი იყო.
^ აბზ. 13 ეს მეტაფორა ბიბლიაში არაერთხელ გამოიყენება (იობი 9:8; ფსალმუნი 104:2; ესაია 42:5; 44:24; 51:13; ზაქარია 12:1).
^ აბზ. 22 „ქიმას თანავარსკვლავედი“ შეიძლება გულისხმობდეს პლეადებს, ანუ ვარსკვლავთა გროვას, „ქესილის თანავარსკვლავედი“ კი — ორიონს. ათობით ათასი წელია საჭირო, რომ ეს თანავარსკვლავედები მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
^ აბზ. 27 ვინაიდან იეჰოვამ თავისი მხოლოდშობილი ძის „ოსტატის“ მეშვეობით შექმნა ყველაფერი, ამ ბიბლიურ მუხლებში მოყვანილი სიტყვები ღვთის ძესაც შეიძლება ეხებოდეს (იგავები 8:30, 31; კოლოსელები 1:15—17; ებრაელები 1:10).
^ აბზ. 29 XIX საუკუნის მეცნიერმა უილიამ ტომსონმა, რომელიც ლორდ კალვინის სახელითაცაა ცნობილი, შემოიღო თერმოდინამიკის მეორე საწყისის ფორმულირება. ამ თეორიის თანახმად, დროთა განმავლობაში ფიზიკურ სამყაროში ესა თუ ის სისტემა შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან და განადგურდეს. ერთ-ერთი მიზეზი, რამაც იგი ამ დასკვნამდე მიიყვანა, ფსალმუნის 102:25—27-ის საგულდაგულო შესწავლა იყო.
[ჩარჩო/სურათები 24, 25 გვერდებზე]
არისტოტელეს გავლენა
„არისტოტელე იყო ძველი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსი და მეცნიერი“, — ნათქვამია წიგნში „100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი ისტორიაში“. გასაკვირი არ არის, რატომ ითქვა ამ უჩვეულო კაცზე ასეთი სიტყვები. იგი (ძვ. წ. 384—322) იყო ცნობილი ფილოსოფოსის პლატონის მოწაფე და მოგვიანებით პრინცის, ალექსანდრე მაკედონელის, აღმზრდელი. ძველი წყაროებიდან ჩანს, რომ არისტოტელემ უამრავი ნაშრომი დაწერა, რომელშიც შედიოდა დაახლოებით 170 წიგნი. მათგან დღემდე მხოლოდ 47-მა მოაღწია. მისი ნაშრომები მოიცავს ასტრონომიას, ბიოლოგიას, ქიმიას, ზოოლოგიას, ფიზიკას, გეოლოგიასა და ფსიქოლოგიას. მან დეტალურად შეისწავლა ზოგი ცოცხალი არსება მანამდე დიდი ხნით ადრე, სანამ ამას სხვა მეცნიერები გააკეთებდნენ. „დასავლეთზე არისტოტელეს გავლენა კიდევ კარგა ხანს იგრძნობოდა“, — ნათქვამია ზემოხსენებულ წიგნში, რომელიც აგრეთვე დასძენს: „არისტოტელე იმდენად დიდ აღტაცებას იწვევდა, რომ შუა საუკუნეებში ის თითქმის გააღმერთეს“.
[საავტორო უფლებები]
Royal Astronomical Society/Photo Researchers, Inc.
From the book A General History for Colleges and High Schools, 1900
[სურათი 26, 27 გვერდებზე]
ციური სხეულები მიზიდულობის ძალით მოძრაობენ
[საავტორო უფლებები]
NASA and The Hubble Heritage Team (AURA/STScl)
[სურათი 26, 27 გვერდებზე]
პლეადები, ვარსკვლავთა გროვა
[სურათი 28 გვერდზე]
ზოგი ვარსკვლავი ზეახალ ვარსკვლავად იქცა და გაქრა
[საავტორო უფლებები]
ESA/Hubble
[სურათი 28 გვერდზე]
„ვარსკვლავთბაგაში“ ახალი ვარსკვლავები იბადებიან
[საავტორო უფლებები]
J. Hester and P. Scowen (AZ State Univ.), NASA
[სურათის საავტორო უფლება 24 გვერდზე]
© Peter Arnold, Inc./Alamy