„სიყვარულის დრო და სიძულვილის დრო“
„სიყვარულის დრო და სიძულვილის დრო“
„ღმერთი სიყვარულია“. ზოგ ქვეყანაში ჩარჩოში სვავენ ამ სიტყვებს და სახლში კედელზე ჰკიდებენ. ეს ლამაზი სიტყვები კარგად აღწერს, როგორია ღმერთი — ის სიყვარულის განსახიერებაა.
მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ეს სიტყვები ბიბლიიდან არის აღებული. ეს სიტყვები მოციქულმა იოანემ დაწერა: „ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). იოანემ აგრეთვე აღნიშნა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16).
ამ სიტყვებიდან გამომდინარე, ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ ღმერთი ყოველთვის თვალს ხუჭავს ყველაფერზე, რასაც ვაკეთებთ. უმრავლესობის ცხოვრების წესი აჩვენებს, რომ სულერთია, როგორ მოიქცევიან, რადგან ღმერთი არ მოსთხოვს მათ პასუხს თავიანთი საქციელის გამო. მაგრამ სიმართლეა ეს? უყვარს ღმერთს ყველა, კეთილიც და ბოროტიც? ავლენს ღმერთი როდისმე სიძულვილს?
ღვთის სიყვარული სიძულვილის წინააღმდეგ
ბრძენმა მეფე სოლომონმა განაცხადა: „ყველაფერს თავისი დრო აქვს, ყველა საქმეს აქვს თავისი დრო ცისქვეშეთში . . . სიყვარულის დრო და სიძულვილის დრო“ (ეკლესიასტე 3:1, 8). მართალია, ღმერთი სიყვარულია და სიკეთეს ავლენს, მაგრამ ზემოხსენებულ მუხლში მოცემული პრინციპის თანახმად, დგება დრო, როცა ის სიძულვილს ავლენს.
რა დატვირთვა აქვს სიტყვა „სიძულვილს“, რომელიც ბიბლიაშია გამოყენებული? ერთ ნაშრომში ახსნილია: «წმინდა წერილებში სიტყვა „სიძულვილს“ რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. ის შეიძლება მიუთითებდეს ძლიერ სიძულვილზე ვინმეს მიმართ, როდესაც მუდმივად ცდილობ, ვინმეს ავნო, რადგან ბოღმა გახრჩობს. ასეთი სიძულვილი შეიძლება გაუკონტროლებელი გახდეს და იმის სურვილი გაგიჩნდეს, რომ ზიანი მიაყენო მას, ვინც ასე გძულს». სიძულვილი ამ მნიშვნელობით ჩვენთვის კარგად არის ცნობილი და ასეთი სიძულვილის შედეგებს მთელ მსოფლიოში ვხედავთ. მაგრამ იგივე ნაშრომში ნათქვამია: «სიტყვა „სიძულვილში“ შეიძლება ისიც იგულისხმებოდეს, რომ საშინლად არ მოგწონს ვინმე, მაგრამ არ გაქვს იმის სურვილი, რომ ზიანი მიაყენო მას».
ახლა სწორედ ამ სიტყვის მეორე მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ. ის ნიშნავს ზიზღსა და ძლიერ სიძულვილს და არა ღვარძლს, ბოღმას ან ვინმესთვის ტკივილის მიყენების სურვილს. შეიძლება ღმერთი ავლენდეს ამგვარ სიძულვილს? ყურადღება მიაქციეთ, რა წერია იგავების 6:16—19-ში: „არის ექვსი რამ, რაც სძულს იეჰოვას; შვიდი რამ, რაც სისაძაგლეა მისი სულისთვის: ამაყად მომზირალი თვალები, მატყუარა ენა, უდანაშაულო სისხლის მღვრელი ხელები, ავისმზრახველი გული, საბოროტოდ მარდი ფეხები, ტყუილების მფრქვეველი ცრუმოწმე და ძმებს შორის შუღლის მთესველი“.
როგორც დავინახეთ, არის ისეთი ქმედებები, რაც ღმერთს სძულს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, დაბადება 8:21; რომაელები 5:12). წიგნ „იგავების“ დამწერი ამას ამგვარად გვიხსნის: „იეჰოვა იმას შეაგონებს, ვინც უყვარს, როგორც შვილის მოყვარული მამა“ (იგავები 3:12). შეიძლება მშობელს სძულდეს ის, რომ ბავშვი არ ემორჩილება, მაგრამ მას მაინც უყვარს თავისი შვილი და ყველანაირად ცდილობს, შეაგონოს და გამოასწოროს. მოსიყვარულე ღმერთი, იეჰოვაც, მსგავსად იქცევა, როცა ცოდვილი ადამიანის გადარჩენის იმედი არსებობს.
რომ მას სძულს ადამიანი, ვინც ასე იქცევა. იგი მხედველობაში იღებს ადამიანთა მდგომარეობას — მათ სისუსტეებს, გარემოებას, აღზრდასა და უცოდინარობას (როდის არის სიძულვილი გამართლებული?
რა შეიძლება ითქვას მასზე, ვინც იცის ღვთის ნება, მაგრამ არ ასრულებს? ასეთი ადამიანი ღვთის სიყვარულს ვერ დაიმსახურებს; პირიქით, ღმერთი უკმაყოფილო იქნება მისით. თუ ის განზრახ აკეთებს ისეთ რამეს, რაც ღმერთს სძულს, იეჰოვა შეიძულებს მას. მაგალითად, ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვა ამოწმებს მართალსაც და ბოროტსაც; ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს“ (ფსალმუნი 11:5). როგორც ებრაელთა მიმართ მიწერილი წერილიდან ჩანს, ასეთ მოუნანიებელ ადამიანებს ღვთისგან პატიების მიღების იმედი არ უნდა ჰქონდეთ: „თუ ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ კვლავ შეგნებულად ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისთვის, არამედ სასამართლოს შიშის მომგვრელი მოლოდინი და რისხვის ცეცხლი, რომელიც მზად არის მოწინააღმდეგეების გასანადგურებლად“ (ებრაელები 10:26, 27). რატომ იქცევა ამგვარად ღმერთი, რომელიც სიყვარულია?
თუ ადამიანი განზრახ სჩადის მძიმე ცოდვას, ბოროტება შეიძლება ისე გაუჯდეს ძვალსა და რბილში, რომ მისგან ვეღარ დააღწიოს თავი. ის შეიძლება გაირყვნას და ვეღარასდროს გამოსწორდეს. ბიბლია ასეთ ადამიანს ჯიქს ადარებს, რომელიც ვერასდროს მოიცილებს თავის ხალებს (იერემია 13:23). ასეთი მოუნანიებელი ადამიანები სჩადიან ცოდვას, რომელსაც ბიბლია „მარადიულ ცოდვას“ უწოდებს. ისინი ვეღარასდროს დაიმსახურებენ ღვთისგან პატიებას (მარკოზი 3:29).
ადამმა და ევამ და აგრეთვე იუდა ისკარიოტელმა სწორედ ასეთი ცოდვა ჩაიდინეს. ვინაიდან ადამი და ევა სრულყოფილები იყვნენ და ღმერთმა მათ ყველაფერი გასაგებად აუხსნა, რაც ორივესთვის ნათელი იყო, აშკარაა, რომ მათ შეგნებულად შესცოდეს, რის გამოც არ იყვნენ პატიების ღირსი. ღვთის შემდგომი სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ ის არ აძლევდა მათ მონანიების შესაძლებლობას (დაბადება 3:16—24). მართალია, იუდა არასრულყოფილი იყო, მაგრამ მას ღვთის მხოლოდშობილ ძესთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მან გასცა ის. იესომ თავადვე უწოდა მას „დაღუპვის ძე“ (იოანე 17:12). ბიბლიიდან აგრეთვე ჩანს, რომ ეშმაკი გამოუსწორებელი ცოდვილია, რომელიც მხოლოდ განადგურებას იმსახურებს (1 იოანე 3:8; გამოცხადება 12:12). თითოეულმა მათგანმა ღვთის სიძულვილი დაიმსახურა.
მანუგეშებელია ის, რომ ყველა შემცოდველი არ არის უიმედო მდგომარეობაში. იეჰოვა უსაზღვროდ მომთმენია და არ სიამოვნებს მათი დასჯა, ვინც უცოდინარობით შესცოდა (ეზეკიელი 33:11). ის მონანიებისკენ მოუწოდებს მათ, რათა ეპატიოთ ცოდვები. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მიატოვოს ბოროტმა თავისი გზა, ბოროტმოქმედმა თავისი ზრახვები. დაუბრუნდეს იეჰოვას, რომელიც შეიწყალებს მას, ჩვენს ღმერთს, რადგან ის მრავლის მიმტევებელია“ (ესაია 55:7).
გაწონასწორებული თვალსაზრისი სიყვარულსა და სიძულვილზე
ჭეშმარიტ ქრისტიანებს, რომლებიც ღმერთს ვბაძავთ, უნდა გვესმოდეს, როდის არის დრო სიყვარულის და როდის — სიძულვილის. თუ ზედმეტად მგრძნობიარეები ვართ, შეიძლება სიყვარულსა და გულმოწყალებაზე გაუწონასწორებელი თვალსაზრისი ჩამოგვიყალიბდეს. მაგრამ მოწაფე იუდას სიტყვები გვეხმარება, დავინახოთ, როდის უნდა გამოვავლინოთ მოწყალება და როდის — სიძულვილი ცოდვის მიმართ: „სხვების მიმართ კვლავაც გულმოწყალენი იყავით; ეს კი შიშით აკეთეთ და, ამავე დროს, ხორციელი სიბინძურით დალაქავებული ტანსაცმელიც შეიძულეთ“ (იუდა 22, 23). ჩვენ უნდა შევიძულოთ ბოროტება და არა ის ადამიანი, რომელიც მას სჩადის.
ქრისტიანებს მტრებიც უნდა უყვარდეთ და მათ სიკეთე გაუკეთონ. „გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის“, — თქვა იესომ (მათე 5:44). სწორედ ამიტომ განაგრძობენ იეჰოვას მოწმეები სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი არ ეხმაურება ამ ცნობას (მათე 24:14). ისინი თითოეულ ადამიანს იეჰოვას თვალით უყურებენ და სჯერათ, რომ იეჰოვამ შეიძლება თითოეული მათგანის მიმართ გამოავლინოს სიყვარული და მოწყალება. როცა მათ არ უსმენენ, უარყოფენ ან დევნიან კიდეც, მოწმეები პავლე მოციქულის რჩევისამებრ იქცევიან: „ლოცეთ თქვენი მდევნელები, ლოცეთ, ნუ დაწყევლით. ნურავის გადაუხდით სამაგიეროს“ (რომაელები 12:14, 17). მათ კარგად ესმით, რომ იეჰოვა თვითონ წყვეტს, ვინ იმსახურებს მის სიყვარულს და ვინ —სიძულვილს. საბოლოოდ ის გაასამართლებს ხალხს და გადაწყვეტს, ვინ იცოცხლებს და ვინ დაიღუპება (ებრაელები 10:30).
როგორც დავინახეთ, „ღმერთი სიყვარულია“. ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ მისი სიყვარულისთვის და ძალ-ღონე არ დავიშუროთ იმისათვის, რომ გავიგოთ, რა არის მისი ნება და შესაბამისად მოვიქცეთ. თქვენ მახლობლად მცხოვრები იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან, თქვენივე ბიბლიიდან გაიგოთ, რა არის ღვთის ნება და როგორ შეგიძლიათ ბიბლიის ნორმების თანახმად ცხოვრება. თუ ასე მოიქცევით, ღვთის სიძულვილს კი არა, სიყვარულს დაიმსახურებთ.
[ჩანართი 23 გვერდზე]
„არის ექვსი რამ, რაც სძულს იეჰოვას; შვიდი რამ, რაც სისაძაგლეა მისი სულისთვის: ამაყად მომზირალი თვალები, მატყუარა ენა, უდანაშაულო სისხლის მღვრელი ხელები, ავისმზრახველი გული, საბოროტოდ მარდი ფეხები, ტყუილების მფრქვეველი ცრუმოწმე და ძმებს შორის შუღლის მთესველი“ (იგავები 6:16—19).
[ჩანართი 24 გვერდზე]
„თუ ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ კვლავ შეგნებულად ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისთვის, არამედ სასამართლოს შიშის მომგვრელი მოლოდინი და რისხვის ცეცხლი“ (ებრაელები 10:26, 27).
[ჩანართი 25 გვერდზე]
„მიატოვოს ბოროტმა თავისი გზა, ბოროტმოქმედმა თავისი ზრახვები. დაუბრუნდეს იეჰოვას, რომელიც შეიწყალებს მას . . . ის მრავლის მიმტევებელია“ (ესაია 55:7).
[სურათი 24 გვერდზე]
მოსიყვარულე მშობელი სჯის შვილს, რომ გამოასწოროს
[სურათი 25 გვერდზე]
ქრისტიანები სიყვარულსა და გულმოწყალებას ავლენენ სხვების მიმართ