„გულს გაუფრთხილდი!“
„გულს გაუფრთხილდი!“
იეჰოვას მოწმეების საოლქო კონგრესი
პარასკევის თემა
„იეჰოვა გულს ხედავს“ (1 სამუელი 16:7)
შაბათის თემა
„პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს“ (მათე 12:34)
კვირის თემა
„მთელი გულით ემსახურე იეჰოვას“ (1 მატიანე 28:9)
ბიბლიაში გული დაახლოებით ათასჯერ არის მოხსენიებული. ღვთის სიტყვაში ბევრგან პირდაპირი გაგებით გულზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ სიმბოლურ გულზე. რა იგულისხმება სიმბოლურ გულში? ის შეიძლება მიუთითებდეს ადამიანის შინაგან სამყაროზე — ფიქრებზე, გრძნობებსა და სურვილებზე.
რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სიმბოლურ გულს? ღმერთმა მეფე სოლომონი აღძრა შემდეგი სიტყვების დასაწერად: „ყველაზე მეტად გულს გაუფრთხილდი, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო“ (იგავები 4:23). ის, თუ რამდენად ბედნიერები ვიქნებით დღეს და მომავალში, ბევრად არის დამოკიდებული ჩვენი სიმბოლური გულის მდგომარეობაზე. ღმერთი ხედავს ჩვენს გულს (1 სამუელი 16:7). ამიტომ, გვექნება თუ არა ღვთის კეთილგანწყობა, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ადამიანები ვართ შინაგანად (1 პეტრე 3:4).
როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს გულს? ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხს მივიღებთ იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესებზე, რომელიც ამ თვიდან მოყოლებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიმართება. გულითადად გიწვევთ, დაესწროთ კონგრესის სამივე დღეს. * მოსმენილი თემები დაგეხმარებათ, იეჰოვა ღმერთის მოსაწონად მოიქცეთ (იგავები 27:11).
[სქოლიო]
^ აბზ. 11 თუ გსურთ, გაიგოთ, თქვენთან ახლოს სად ტარდება კონგრესი, მიმართეთ ვებ-გვერდს www.dan124.com. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენ მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ან მისწეროთ ამ ჟურნალის გამომცემლებს.
[სურათის საავტორო უფლება 32 გვერდზე]
Photo on right: Aus dem Fundus der MÜNCHNER OLYMPIAPARK GMBH, München