როგორ შეიძლება ქრისტიანი ნამდვილი მორწმუნეც იყოს და კანონმორჩილი მოქალაქეც?
როგორ შეიძლება ქრისტიანი ნამდვილი მორწმუნეც იყოს და კანონმორჩილი მოქალაქეც?
რით იყო განსაკუთრებული იესოს მსახურება და ამ მხრივ რომელ ორ მხარეს გამოვყოფდით? პირველი, იესო ცდილობდა, ადამიანთა გულში მოეხდინა ცვლილება და არა პოლიტიკურ სისტემაში. მაგალითად, ყურადღება მიაქციეთ, რა აღნიშნა იესომ მთაზე ქადაგების დროს. სანამ მსმენელებს ეტყოდა, რომ საჭირო იყო მარილისა და სინათლის მსგავსი გამხდარიყვნენ, მან უთხრა მათ, რომ ნამდვილად ბედნიერნი „სულიერს მოწყურებულნი“ იყვნენ. შემდეგ კი დასძინა: „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი . . . სუფთა გულისანი . . . მშვიდობისმყოფელნი“ (მათე 5:1—11). იესომ დაანახვა თავის მიმდევრებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო, შეეცვალათ თავიანთი აზროვნება და გაეთავისებინათ ღვთის თვალსაზრისი სიკეთესა და ბოროტებაზე, და მთელი გულით ემსახურათ ღვთისთვის.
მეორე, როდესაც იესო ხედავდა, როგორ იტანჯებოდნენ ადამიანები, თანაუგრძნობდა მათ და ცდილობდა მათთვის ტანჯვის შემსუბუქებას. მაგრამ მას მიზნად არ დაუსახავს, რომ დედამიწაზე ყოფნის დროს ადამიანთა ტანჯვა-წამებისთვის ერთხელ და სამუდამოდ მოეღო ბოლო (მათე 20:30—34). იგი კურნავდა სნეულთ, მაგრამ ავადმყოფობა მაინც ცხოვრების მწარე რეალობად რჩებოდა (ლუკა 6:17—19). იესო შვებას ჰგვრიდა ჩაგრულებს, მაგრამ ადამიანები მაინც უსამართლობის მსხვერპლი ხდებოდნენ. ის აპურებდა მშიერ-მწყურვალთ, მაგრამ შიმშილობა კვლავ გაუსაძლისს ხდიდა ხალხის ცხოვრებას (მარკოზი 6:41—44).
იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან ხალხს, შეიცვალონ გულის მდგომარეობა და გაიყუჩონ ტკივილი
რატომ ცდილობდა იესო, ადამიანთა გულში ცვლილება მოეხდინა და შეემსუბუქებინა მათთვის ტკივილი მაშინ, როცა შეეძლო შეეცვალა პოლიტიკური კლიმატი და ამგვარად გადაეჭრა ხალხის პრობლემები? იესომ იცოდა, რომ ღვთის განზრახვის თანახმად, ღვთის სამეფო მომავალში ყველა მიწიერ მთავრობას გაანადგურებდა და ერთხელ და სამუდამოდ მოუღებდა ბოლოს ყოველგვარ ტანჯვას (ლუკა 4:43; 8:1). ამიტომ, როცა ერთხელ მოწაფეებმა იესოს სთხოვეს, უფრო მეტი დრო გამოეყო ავადმყოფების განკურნებისთვის, მან მიუგო: „წავიდეთ სადმე სხვაგან, ახლომახლო დაბებში, რომ იქაც ვიქადაგო, რადგან ამისთვის ვარ მოსული“ (მარკოზი 1:32—38). იესო ბევრ სნეულს კურნავდა, მაგრამ იგი პირველ ადგილზე ღვთის სიტყვის ქადაგებასა და სწავლებას აყენებდა.
დღეს იეჰოვას მოწმეები ჰბაძავენ იესოს და ქადაგებენ. ისინი ცდილობენ, შეუმსუბუქონ სხვებს ტკივილი და პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინონ, მაგრამ არ ილაშქრებენ მთელ მსოფლიოში გამეფებული უსამართლობის წინააღმდეგ. მათ სჯერათ, რომ ყველანაირ ტანჯვას ღვთის სამეფო მოუღებს ბოლოს (მათე 6:10). იესოს მსგავსად, ისინი ცდილობენ, ადამიანთა გულში მოახდინონ ცვლილება და არა პოლიტიკურ სისტემაში. ასეთი პოზიცია ნამდვილად არ არის ლოგიკურ საფუძველს მოკლებული, რადგან ადამიანების პრობლემის თავი და თავი პოლიტიკა კი არა, მათი ზნეობრიობაა.
კანონმორჩილი მოქალაქეები
ამავე დროს, იეჰოვას მოწმეებს კარგად ესმით, რომ მოვალენი არიან, კანონმორჩილი მოქალაქეები იყვნენ. ამიტომ, ისინი პატივს სცემენ ხელისუფლების წარმომადგენლებს. უფრო მეტიც, თავიანთ პუბლიკაციებში და ქადაგების დროს ისინი ყოველთვის მოუწოდებენ მოყვასს, რომ კანონმორჩილი მოქალაქეები იყვნენ. მაგრამ, როცა ხელისუფლება მათგან ისეთ რამეს მოითხოვს, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ღვთის კანონს, მოწმეები არ ემორჩილებიან მათ. იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ „ადამიანებზე საქმეები 5:29; რომაელები 13:1—7).
მეტად ღმერთს უნდა დაემორჩილონ“ (იეჰოვას მოწმეები ყველას სთავაზობენ ბიბლიის უფასოდ შესწავლას. ასეთი განათლების წყალობით, მილიონობით ადამიანმა გულის მდგომარეობა შეიცვალა. ყოველ წელს იეჰოვას მოწმეები ასობით ათას ადამიანს ეხმარებიან ისეთი მავნე ჩვევის დაძლევაში, როგორიცაა სიგარეტის მოწევა, ლოთობა, ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება, აზარტული თამაშებით გატაცება და აღვირახსნილობა. დღეს ისინი ზნეობრივად სუფთა ცხოვრებას ეწევიან და კანონმორჩილი მოქალაქეები არიან, რადგან ბიბლიური ნორმებით ცხოვრობენ (იხილეთ სტატია „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“ ამავე ჟურნალის მე-18 გვერდზე).
გარდა ამისა, ბიბლია ოჯახის წევრებს ეხმარება, ერთმანეთის მიმართ მეტი პატივისცემა გამოავლინონ; აგრეთვე კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთთან მეუღლეებს, მშობლებსა და შვილებს და და-ძმებს. სწორედ ეს აძლიერებს ოჯახურ კვანძებს. შედეგად კი, ძლიერი ოჯახები ძლიერ საზოგადოებას ქმნის.
ამ სტატიებში მოცემული აზრების განხილვის შემდეგ რას ფიქრობთ: ბიბლიის თანახმად, გამართლებულია, რომ რელიგია პოლიტიკაში ერეოდეს? პასუხი ნათელია — რა თქმა უნდა, არა. მაგრამ უნდა იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები კანონმორჩილი მოქალაქეები? რასაკვირველია. როგორ შეძლებენ ისინი ამას? ამას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ მიჰყვებიან იესოს მითითებას და ქვეყნიერებისთვის მარილისა და სინათლის მსგავსი იქნებიან.
ვინც ქრისტეს ამ პრაქტიკულ რჩევებს ცხოვრებაში იყენებს, თავად მათთვისაც კარგია და მათი ოჯახებისთვისაც; ეს ხელს უწყობს მათ გარშემომყოფთა კეთილდღეობასაც. იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით მოგაწვდიან დამატებით ინფორმაციას ბიბლიის შესწავლის თაობაზე. *
[სქოლიო]
^ აბზ. 12 თუ გსურთ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იეჰოვას მოწმეებს შემდეგ ვებ-გვერდზე: www.watchtower.org
[ჩანართი 10 გვერდზე]
იესო ცდილობდა, ადამიანთა გულში მოეხდინა ცვლილება და არა პოლიტიკურ სისტემაში
[ჩანართი 11 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ მოვალენი არიან, კანონმორჩილი მოქალაქეები იყვნენ