არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვალდებულია ღმერთი, რაიმე აგვიხსნას?

ვალდებულია ღმერთი, რაიმე აგვიხსნას?

ზოგის აზრით, ღმერთი არ არის ვალდებული, ახსნა-განმარტება ჩაგვაბაროს. ისინი შეიძლება ფიქრობენ, რომ ღვთისადმი უპატივცემულობას გამოვავლენთ, თუ ახსნა-განმარტებას მოვითხოვთ მისგან და ვკითხავთ, რატომ უშვებს ამდენ უსამართლობას. თქვენც იზიარებთ ამ თვალსაზრისს?

თუ ასეა, შეიძლება გაგაკვირვოთ იმის გაგებამ, რომ ბევრი ღვთისმოშიში ადამიანი მისგან ახსნა-განმარტებას ელოდა. ქვემოთ მოყვანილი მაგალითებიდან დავინახავთ, თუ რა კითხვები უფორიაქებდათ მათ სულს.

ღვთისმოშიშმა კაცმა, იობმა, იკითხა: „რატომ ცოცხლობენ ბოროტები, აღწევენ ხანდაზმულობას და მეტისმეტადაც მდიდრდებიან?“ (იობი 21:7).

ერთგულმა წინასწარმეტყველმა, აბაკუმმა, სიმწრით შესჩივლა ღმერთს: „რატომღა უყურებ ვერაგებს? რატომ დუმხარ, როცა ბოროტი ყლაპავს მასზე მართალს?“ (აბაკუმი 1:13).

იესო ქრისტემ ღმერთს შეჰღაღადა: „ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?“ (მათე 27:46).

თუ ამ ბიბლიური მუხლების კონტექსტს გაეცნობით, მინიშნებასაც კი ვერსად ნახავთ, რომ იეჰოვა * ღმერთი გაუნაწყენდა თავის მოშიშთ ასეთი გულწრფელი კითხვების დასმის გამო. ღვთის დიდსულოვნებამ ნამდვილად არ უნდა გაგვაკვირვოს, რადგან იგი მაშინაც კი არ ღიზიანდება, როცა აუცილებელს ვთხოვთ, რათა ჯანმრთელობა არ შეგვერყეს. იგი სიამოვნებით გვისრულებს ასეთ თხოვნას (მათე 6:11, 33). საჭიროების შემთხვევაში ღმერთი იმისთვისაც კი მზადაა, რომ ბევრი რამ აგვიხსნას, რათა ათასგვარი ფიქრით არ გადავღალოთ გონება და სულის სიმშვიდე არ დავკარგოთ (ფილიპელები 4:6, 7). იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ითხოვეთ და მოგეცემათ“ (მათე 7:7). თუ ამ სიტყვების კონტექსტს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ იესოს დაპირებისამებრ, ღმერთი არა მხოლოდ ხალხის ფიზიკურ მოთხოვნილებებზე იზრუნებდა, არამედ მათთვის მნიშვნელოვან კითხვებსაც გასცემდა პასუხს.

ქვემოთ მოყვანილი კითხვებიდან რომელს დაუსვამდით ღმერთს?

  • აქვს აზრი ჩემს ცხოვრებას?

  • რა მელის სიკვდილის შემდეგ?

  • რატომ უშვებს ღმერთი ჩემს ტანჯვას?

ვინაიდან „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“, ამ კითხვებზე პასუხს ღვთის სიტყვიდან, ბიბლიიდან, მიიღებთ (2 ტიმოთე 3:16). ახლა ვიმსჯელოთ, რატომ სვამს ზოგი ასეთ კითხვებს და როგორ პასუხობს მათ ბიბლია.

^ აბზ. 7 ბიბლიის თანახმად, იეჰოვა ღვთის სახელია.