არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

გვპატიობს ღმერთი ცოდვებს?

ღვთის კეთილგანწყობილების მოპოვება არც ისე რთულია

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ყველა ადამიანი ცოდვილია. ცოდვის ჩადენისკენ იმიტომ ვართ მიდრეკილი, რომ ცოდვა მემკვიდრეობით გადმოგვეცა ადამისგან. ამიტომ, ზოგჯერ არასწორად ვიქცევით, რაზეც მოგვიანებით შეიძლება ვნანობთ კიდეც. ღვთის ძე, იესო ქრისტე, ჩვენთვის მოკვდა, რითაც ჩვენი ცოდვების საფასური გადაიხადა. ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის საფუძველზე გვეპატიება ცოდვები. ეს მართლაც ღვთის ძღვენია (წაიკითხეთ რომაელების 3:23, 24).

ზოგი სერიოზულ ცოდვებს სჩადის. ასეთ ადამიანებს აინტერესებთ, მიუტევებს თუ არა ღმერთი მათ. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „იესოს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან“ (1 იოანე 1:7). თუ გულწრფელად და მთელი გულით ვინანიებთ, იეჰოვა მზად არის, გვაპატიოს სერიოზული ცოდვებიც კი (წაიკითხეთ ესაიას 1:18).

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ გვეპატიოს ცოდვები?

თუ გვინდა, რომ იეჰოვა ღმერთმა გვაპატიოს ცოდვები, უნდა გავიცნოთ ის, რათა გავიგოთ მისი გზები, მითითებები და მოთხოვნები (იოანე 17:3). იეჰოვა დიდსულოვნად პატიობს მათ, ვინც ინანიებს თავის შეცდომებს და ცდილობს, გამოსწორდეს (წაიკითხეთ საქმეების 3:19).

ღვთის კეთილგანწყობილების მოპოვება არც ისე რთულია. იეჰოვას ესმის ჩვენი სისუსტეები. ის მწყალობელი და კეთილი ღმერთია. განა მისმა სიკეთემ არ უნდა აღგძრათ, გაიგოთ, როგორ შეიძლება ასიამოვნოთ მას? (წაიკითხეთ ფსალმუნის 103:13, 14).