არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

kovop58/stock.adobe.com

ᲘᲤᲮᲘᲖᲚᲔᲗ!

ნამდვილად შეუძლია ოლიმპიადას ხალხის გაერთიანება?

ნამდვილად შეუძლია ოლიმპიადას ხალხის გაერთიანება?

 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, რომელშიც 206 ქვეყნიდან თუ ტერიტორიიდან ჩასული სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას, დაახლოებით 5 მილიარდი ადამიანი ადევნებს თვალს. „ჩვენ იმ ღონისძიების მონაწილენი ვართ, რომელიც მთელი მსოფლიოს მშვიდობასა და ერთიანობას უწყობს ხელს ... მოდი ყველამ გავიზიაროთ ოლიმპიური სულისკვეთება, რომელიც გულისხმობს მთელ მსოფლიოში მცხოვრები ხალხის გაერთიანებას მათი განსხვავებულობის მიუხედავად“, – განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

 შეუძლია ოლიმპიადას ასეთი კეთილშობილური მიზნის მიღწევა? შეგვიძლია გვქონდეს იმედი, რომ მსოფლიოში ნამდვილი მშვიდობა და ერთიანობა დაისადგურებს?

უწყობს ხელს ოლიმპიადა მშვიდობასა და ერთიანობას?

 წლევანდელი ოლიმპიადა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტული ღონისძიება. სპორტული თამაშების დროს თავი იჩინა სოციალურმა და პოლიტიკურმა პრობლემებმა, რამაც ხალხის დაყოფა გამოიწვია. ეს პრობლემები უკავშირდება ადამიანის უფლებებს, რასობრივ და რელიგიურ დისკრიმინაციას და უთანასწორობას.

 ისეთი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები, როგორიც ოლიმპიადაა, შეგვიძლია გართობის ერთ-ერთი საშუალებად მივიჩნიოთ. თუმცა მსგავსი ღონისძიებების დროს ისეთი ფაქტები ხდება, რომლებიც მშვიდობისა და ერთიანობის მხარდაჭერის ნაცვლად, საზოგადოებაში უთანხმოებასა და დაპირისპირებას იწვევს.

 ბიბლიაში ჩვენს დროზე ნაწინასწარმეტყველებია, რომ ადამიანებში ერთიანობის მიღწევა ძალიან რთული იქნებოდა (2 ტიმოთე 3:1–5). დამატებითი ინფორმაციის მისაღებად წაიკითხეთ სტატია „იწინასწარმეტყველა ბიბლიამ, თუ როგორ იაზროვნებდნენ და მოიქცეოდნენ ადამიანები დღეს?“.

როგორ მიიღწევა ნამდვილი მშვიდობა და ერთიანობა?

 ბიბლიიდან ჩანს, რომ მშვიდობისა და ერთიანობის დამყარების იმედი რეალურია. ბიბლიური დაპირების თანახმად, დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს ზეციერი ხელისუფლება გააერთიანებს, რომელსაც „ღვთის სამეფო“ ეწოდება (ლუკა 4:43; მათე 6:10).

 ღვთის სამეფოს მეფე, იესო ქრისტე, დაამყარებს მშვიდობას მთელ დედამიწაზე. ბიბლიაში ვკითხულობთ:

  •    „მის დროს გაიხარებს მართალი და იმეფებს მშვიდობა“ (ფსალმუნი 72:7).

  •    „ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს . . . ჩაგვრისა და ძალადობისგან იხსნის მათ“ (ფსალმუნი 72:12, 14).

 იესოს სწავლებები დღესვე აერთიანებს 239 ქვეყანასა და ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს. მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, იყვნენ მშვიდობისმყოფელები. თუ ამ საკითხზე მეტის გაგება გსურთ, წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკი“, სათაურით „გაიმარჯვეთ სიძულვილზე!“.