არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ ზრუნავს ღმერთი სმენადაქვეითებულებზე?

როგორ ზრუნავს ღმერთი სმენადაქვეითებულებზე?

 დღეს მსოფლიოში დაახლოებით 70 მილიონი ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანია. ისინი მთლიანობაში 200-ზე მეტ ჟესტურ ენაზე საუბრობენ. სამწუხაროდ, სმენადაქვეითებული ადამიანები ხშირად უსამართლო მოპყრობის მსხვერპლი ხდებიან. ამაზე ქვემოთ მოყვანილი წყაროებიც მოწმობს:

  •   „ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანების უფლებები მთელ მსოფლიოში ხშირად ირღვევა“ (National Association of the Deaf U.S.).

  •   „განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები სმენადაქვეითებული ადამიანები განსაკუთრებული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგანან. მათ შეზღუდული წვდომა აქვთ სათანადო განათლებაზე, სამუშაო ადგილებსა თუ საჭირო ინფორმაციაზე“ (World Federation of the Deaf).

 როგორი დამოკიდებულება აქვს ღმერთს სმენადაქვეითებული ადამიანების მიმართ? რას ამბობს ბიბლია სმენადაქვეითებულებზე? რას აკეთებენ იეჰოვას მოწმეები ასეთი ადამიანების დასახმარებლად?

როგორ უყურებს ღმერთი სმენადაქვეითებულებს?

 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას a ადარდებს სმენადაქვეითებულთა მდგომარეობა და სურს, რომ მათ სამართლიანად ეპყრობოდნენ. აგრეთვე ღმერთს სურს, რომ ასეთმა ადამიანებმა ბიბლიური ცოდნა მიიღონ.

 ბიბლიური მუხლი: „არ დასწყევლო ყრუ“ (ლევიანები 19:14).

 რას ნიშნავს ეს სიტყვები: ისრაელებისთვის მიცემული იეჰოვას კანონი სმენადაქვეითებულთა უფლებებს იცავდა.

 ბიბლიური მუხლი: „ღმერთი მიუკერძოებელია“ (საქმეები 10:34).

 რას ნიშნავს ეს სიტყვები: იეჰოვა ყველანაირ ადამიანზე ზრუნავს, მიუხედავად მათი კულტურის, წარმომავლობის თუ ენისა. ცხადია, მათში სმენადაქვეითებული ადამიანებიც იგულისხმებიან.

 ბიბლიური მუხლი: „იესო დადიოდა [და] . . . ქადაგებდა სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“ (მათე 9:35).

 რას ნიშნავს ეს სიტყვები: იესო დედამიწაზე ხალხს ასწავლიდა, თუ რას გააკეთებს ღვთის სამეფო ყველანაირი ადამიანისთვის, მათ შორის სმენადაქვეითებულთათვის (მათე 6:10).

 ბიბლიური მუხლი: „ყრუებს სმენას უბრუნებს და მუნჯებს ამეტყველებს“ (მარკოზი 7:37).

 რას ნიშნავს ეს სიტყვები: იესომ გვიჩვენა, რომ ღვთის სამეფოს შეუძლია ადამიანებს სმენისა და მეტყველების უნარი დაუბრუნოს. ერთხელ მან ჟესტები გამოიყენა, სანამ ერთ მამაკაცს სმენისა და მეტყველების უნარს დაუბრუნებდა (მარკოზი 7:31—35).

 ბიბლიური მუხლი: „ყრუები გაიგონებენ“ (ესაია 35:5).

 რას ნიშნავს ეს სიტყვები: იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ ყრუებს სმენა დაუბრუნდებათ (ესაია 29:18).

რას აკეთებენ იეჰოვას მოწმეები სმენადაქვეითებული ადამიანების დასახმარებლად?

 იეჰოვას მოწმეები იმედის მომცემ ცნობას უზიარებენ სმენადაქვეითებულ ადამიანებს მთელ მსოფლიოში. რა მეთოდებს იყენებენ ამისთვის? ისინი ასზე მეტ ჟესტურ ენაზე ამზადებენ ბიბლიას და ბიბლიაზე დაფუძნებულ ვიდეოებს; აგრეთვე ატარებენ ბიბლიის შესწავლებს და ქრისტიანულ შეხვედრებს ჟესტურ ენებზე. ეს ყველაფერი სრულიად უფასოდ ხდება იესოს შემდეგი სიტყვების საფუძველზე: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათე 10:8).

 ჟესტურენოვანი მასალის გასაცნობად, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი საშუალებებით:

 JW.ORG. თქვენთვის სასურველი ჟესტური ენის ასარჩევად, დააწექით ვებგვერდის ზედა ნაწილში არსებულ ენის ღილაკს.

 JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე“. ამ უფასო აპლიკაციის მეშვეობით შეძლებთ, ჩამოტვირთოთ ან ონლაინ ნახოთ ჟესტურენოვანი ვიდეოები.

რა საშუალებებით ვეხმარებით სმენადაქვეითებულებს ბიბლიური ცოდნის მიღებაში?

 ბიბლია ჟესტურ ენაზე. „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ამერიკულ ჟესტურ ენაზე იყო ჟესტურ ენაზე გამოცემული პირველი სრული ბიბლია. ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სრულად ან ნაწილობრივ უკვე ხელმისაწვდომია არაერთ ჟესტურ ენაზე. ამ ენების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. (თუ გსურთ შეიტყოთ, რომელ ჟესტურ ენებზეა ბიბლია ხელმისაწვდომი, შეგიძლიათ იხილოთ ჩარჩო „ ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჟესტურ ენაზე“).

 ვიდეოები, რომლებიც ბიბლიას გვაცნობს. იეჰოვას მოწმეები ამზადებენ ჟესტურენოვან ვიდეოებს, რომლებიც ბიბლიაში ჩაწერილი რჩევების გამოყენებაში ეხმარება:

 ბიბლიის ინდივიდუალური სასწავლო კურსი. შეისწავლეთ ბიბლია ჟესტურ ენაზე მასწავლებელთან ერთად თქვენთვის სასურველი ტემპით. სთხოვეთ, გაჩვენონ, როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა.

 ჯისონ სენაჯონონი ფილიპინებში ცხოვრობს. ნახეთ, როგორ დაეხმარა მას ბიბლიის სასწავლო კურსი ღმერთთან დაახლოებაში.

 მარიო ანტუნეზი მღვდლად მსახურობდა ჰონდურასში. გაეცანით მის ბიოგრაფიას, „კითხვები უფრო მეტი მქონდა, ვიდრე პასუხები“ და შეიტყვეთ, როგორ იპოვა მან ბიბლიურ შეკითხვებზე პასუხები.

 შეხვედრები და ღონისძიებები. მსოფლიო მასშტაბით იეჰოვას მოწმეთა არაერთი ჟესტურენოვანი კრება და ჯგუფი ფუნქციონირებს, სადაც სმენადაქვეითებული ადამიანები ყოველ კვირა იკრიბებიან ბიბლიის შესასწავლად და ღვთის თაყვანსაცემად. ბიბლიური განათლების მისაღებად იეჰოვას მოწმეები ყოველწლიურად უფრო ფართომასშტაბიან შეხვედრებსაც მართავენ ჟესტურ ენაზე. ეს შეხვედრები და ღონისძიებები ტაქტილურ ენაზეც ითარგმნება მათთვის, ვისაც სმენასთან ერთად მხედველობაც დაქვეითებული აქვთ. იეჰოვას მოწმეები აგრეთვე ბრაილის შრიფტითაც გამოსცემენ ბიბლიურ ლიტერატურას, რომელიც უფასოდაა ხელმისაწვდომი.

 ხოსე ლუის აიალა მექსიკაში ცხოვრობს. ის დაბადებიდან ყრუ იყო, მოგვიანებით კი დაბრმავდა კიდეც. შეიტყვეთ, როგორ დაეხმარნენ მას, გამხდარიყო ბიბლიის დახელოვნებული მასწავლებელი.

a იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“.