არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იფხიზლეთ!

შეიარაღებული თავდასხმები სკოლებში — რას ამბობს ბიბლია?

შეიარაღებული თავდასხმები სკოლებში — რას ამბობს ბიბლია?

 ამა წლის 24 მაისს უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ტეხასის პატარა ქალაქ უვალდეში (აშშ). როგორც „ნიუ-იორკ ტაიმზი“ იუწყებოდა, ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში შეიარაღებულმა პირმა 19 ბავშვი და ორი მასწავლებელი გამოასალმა სიცოცხლეს.

 სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ასეთმა მოვლენებმა უკვე ძალიან ხშირი ხასიათი მიიღო. კიდევ ერთ გაზეთში, „იუ-ეს-ეი ტუდეიში“, აღნიშნული იყო, რომ მხოლოდ გასულ წელს შეერთებულ შტატებში სკოლის ტერიტორიაზე 249 შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რაც 1970 წლის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია.

 რატომ ხდება ასეთი ტრაგიკული მოვლენები? როგორ ვინუგეშოთ თავი? დაესმება წერტილი ბოროტმოქმედებას? ამ კითხვებზე პასუხებს ბიბლია გვცემს.

რატომ გახშირდა მსოფლიოში ბოროტმოქმედება?

 ბევრ ადამიანს აწუხებს კითხვა, თუ რატომ არაფერს აკეთებს ღმერთი, რომ ასეთი ტრაგედიები არ დატრიალდეს და უდანაშაულო ბავშვები არ დაიხოცონ. ამ კითხვაზე ბიბლიური პასუხის მისაღებად გაეცანით სტატიას „რატომ ატყდებათ უბედურება კარგ ადამიანებს?“.

როგორ ვინუგეშოთ თავი?

  •   „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა ... წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომაელები 15:4).

 ბიბლიურ რჩევებს შეუძლია დიდი დახმარება გაგიწიოთ ძალადობით სავსე მსოფლიოში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ჟურნალ „გამოიღვიძეთს!“ სათაურით „შეწყდება ოდესმე ძალადობა?“.

 წაიკითხეთ სტატია „საშინელი ახალი ამბები და თქვენი შვილები“ და გაიგეთ, რისი გაკეთება შეუძლიათ მშობლებს შვილების დასაცავად.

დაესმება წერტილი ბოროტმოქმედებას?

  •   „ჩაგვრისა და ძალადობისგან იხსნის მათ“ (ფსალმუნი 72:14).

  •   „ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“ (მიქა 4:3).

 ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ძალა არ შესწევთ, გადაჭრან ესა თუ ის პრობლემა, თუმცა ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია. თავისი ზეციერი სამეფოს მეშვეობით მალე ის ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს ყველანაირ ბოროტებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით სტატიას «ღვთის სამეფოს მმართველობის დროს „იქნება დიდი მშვიდობა“».