არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲘᲡ ᲒᲐᲦᲕᲘᲕᲔᲑᲐ

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 9

იყავი თანამგრძნობი

იყავი თანამგრძნობი

ბიბლიური პრინციპი: „მოხარულებთან იხარეთ, მოტირალებთან იტირეთ“ (რომ. 12:15).

იესოს მაგალითი

1) უყურე ᲕᲘᲓᲔᲝᲡ ან წაიკითხე მარკოზის 6:30—34 და დაფიქრდი:

  1.   ა) რატომ უნდოდათ იესოსა და მოციქულებს, ხალხს გარიდებოდნენ?

  2.  ბ) რამ აღძრა იესო, რომ ხალხისთვის ესწავლებინა?

რას ვსწავლობთ იესოსგან

2) თუ თანამგრძნობი ვიქნებით, მხოლოდ სასიხარულო ცნობის გაზიარებით კი არ შემოვიფარგლებით, ხალხის გასაჭირსაც გულთან ახლოს მივიტანთ.

მიჰბაძე იესოს

3) გულისყურით მოუსმინე. მიეცი მოსაუბრეს აზრის გამოთქმის საშუალება. ნუ შეაწყვეტინებ. ყურადღებით მოუსმინე, როცა თავის გრძნობებს, საწუხარს ან თუნდაც საწინააღმდეგო აზრს გამოხატავს. ამ შემთხვევაში ის დაინახავს, რომ შენთვის სულერთი არაა მისი აზრი.

4) საუბრის შემდეგაც იფიქრე მასზე. მაგალითად, დაფიქრდი:

  1.   ა) რატომ სჭირდება ჭეშმარიტების გაგება პირადად მას?

  2.  ბ) როგორ გააუმჯობესებს მის ყოველდღიურობას ბიბლიის შესწავლა და როგორ წაადგება ნასწავლი სამომავლოდ?

5) მისთვის აქტუალურ საკითხებზე ესაუბრე. როგორც კი მოგეცემა შესაძლებლობა, აუხსენი, როგორ მიიღოს პასუხები თავის კითხვებზე და რაში დაეხმარება ბიბლიის შესწავლა.

ᲬᲐᲘᲙᲘᲗᲮᲔ ᲐᲒᲠᲔᲗᲕᲔ