თავი 45
რა არის ღვთის სამეფო? როგორ ვაჩვენოთ, რომ მისი მოსვლა გვინდა?
იცი ლოცვა, რომელიც იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა? ~ შეგვიძლია ბიბლიიდან ერთად წავიკითხოთ მათეს 6:9—13. ლოცვაში, რომელსაც ბევრი „მამაო ჩვენოს“ უწოდებს, ასეთი სიტყვები გვხვდება: „მოვიდეს შენი სამეფო“. იცი, რა არის ღვთის სამეფო? ~
ქვეყნის ან იმპერიის მმართველს მეფეს ეძახიან. მეფის სამფლობელოს კი სამეფო ეწოდება. ზოგ ქვეყანაში მთავრობის სათავეში მდგომ კაცს პრეზიდენტს უწოდებენ. რა ჰქვია ღვთის სამეფოს მმართველს? ~ მეფე. სწორედ ამიტომ ეწოდება ღვთის მთავრობას სამეფო.
იცი, ვინ აირჩია იეჰოვამ თავისი მთავრობის მეფედ? ~ თავისი ძე, იესო ქრისტე. რატომ არის იესო ადამიანების არჩეულ ნებისმიერ მმართველზე უკეთესი? ~ იმიტომ, რომ მას ნამდვილად უყვარს თავისი მამა, იეჰოვა, და ყოველთვის იმას აკეთებს, რაც სწორია.
დიდი ხნის წინათ, სანამ იესო ბეთლემში დაიბადებოდა, ბიბლიაში ნათქვამი იყო, რომ ის ღვთის მიერ არჩეული მმართველი გახდებოდა. მოდით ერთად წავიკითხოთ ესაიას 9:6, 7: „ვაჟი შეგვეძინა ჩვენ, ძე მოგვეცა; და იქნება მთავრობა მის მხრებზე; და უწოდებენ მას სახელად ... მთავარს მშვიდობისა, რათა იზარდოს მთავრობამ და მშვიდობამ დაუსრულებლად“.
ამ ბიბლიურ მუხლში იესოს, ღვთის სამეფოს მმართველს, „მთავარი“ ეწოდება. ის დიდებული მეფის, იეჰოვას, ძეა. იეჰოვამ ის დანიშნა თავისი სამეფოს მეფედ, რომელიც დედამიწაზე ათასი წელი იმართველებს (გამოცხადება 20:6). მონათვლის შემდეგ იესომ „ქადაგება დაიწყო“ და ამბობდა: „მოინანიეთ, რადგან ზეციერი სამეფო მოახლოვდა“ (მათე 4:17).
შენი აზრით, რატომ ამბობდა იესო, სამეფო მოახლოვდაო? ~ იმიტომ, რომ მეფე, რომელიც მოგვიანებით ზეციდან იმეფებდა, იმ დროს მათ შორის იმყოფებოდა! სწორედ ამიტომ ეუბნებოდა იესო ხალხს: „ღვთის სამეფო თქვენ შორის არის“ (ლუკა 17:21). განა არ ისურვებდი, იეჰოვას მიერ დანიშნული მეფე ისე ახლოს ყოფილიყო შენთან, რომ შეხებაც კი შეძლებოდა? ~
ახლა მითხარი, რომელი მნიშვნელოვანი დავალების შესასრულებლად მოვიდა იესო დედამიწაზე? ~ ამ კითხვაზე იესომ თავად გასცა პასუხი: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (ლუკა 4:43). იესომ იცოდა, რომ ამ საქმეს მარტო ვერ შეასრულებდა. შენი აზრით, რა გააკეთა მან? ~
იესო სხვებსაც გაიყოლიებდა ხოლმე და აჩვენებდა, როგორ უნდა ექადაგათ. თავდაპირველად მან 12 მოციქული ამოარჩია და ქადაგება ასწავლა (მათე 10:5, 7). მხოლოდ ისინი მოამზადა იესომ ამ საქმის შესასრულებლად? არა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ იესომ ქადაგება მათ გარდა კიდევ ბევრს ასწავლა. დროთა განმავლობაში მან სხვა 70 მოწაფეც მოამზადა და ორ-ორი გაგზავნა საქადაგებლად. რას ასწავლიდნენ ისინი ხალხს? ~ იესომ დაავალა: „უთხარით ყველას, ღვთის სამეფო მოგიახლოვდათ-თქო“ (ლუკა 10:9). ასე იგებდა ხალხი ღვთის სამეფოს მმართველობის შესახებ.
ძველად ისრაელში ახლად დანიშნული მეფეები ჩოჩორზე ამხედრებულები შედიოდნენ ქალაქში, რათა ხალხს სჩვენებოდნენ. იესოც სწორედ ამას აკეთებს, როცა იერუსალიმში უკანასკნელად შედის. ხვდები, იესო ღვთის სამეფოს მმართველი ანუ მეფე უნდა გახდეს?! სურს ხალხს, რომ იესო მათი მეფე იყოს? ~
ჩოჩორზე ამხედრებულ იესოს უმეტესობა თავის ტანსაცმელს უფენს გზაზე, სხვები კი ხის ტოტებს უწყობენ. ამით აჩვენებენ, რომ უნდათ, იესო მათი მეფე იყოს. ისინი ყვირიან: „კურთხეულია იეჰოვას სახელით მომავალი მეფე!“ თუმცა ეს ამბავი ყველას არ უხარია. ზოგიერთი რელიგიური წინამძღოლი ასეც კი ეუბნება იესოს: ‘გაუწყერი შენს მოწაფეებს, რომ გაჩუმდნენ’ (ლუკა 19:28—40).
ხუთი დღის შემდეგ იესოს აპატიმრებენ და რომაელი მმართველის, პონტოელი პილატეს, წინაშე წარადგენენ. იესოს მტრები ამბობენ, რომ ის თავს მეფედ აცხადებს და რომის მთავრობის წინააღმდეგ გამოდის. პილატე კითხვებს უსვამს იესოს, რათა გაიგოს, ნამდვილად ასეა თუ არა ეს. იესო უხსნის, რომ არ აპირებს პილატესთვის სამეფოს წართმევას. ის პილატეს ეუბნება: „ჩემი სამეფო აქედან არ არის“ (იოანე 18:36).
შემდეგ პილატე სასახლიდან გამოდის და ხალხს ეუბნება, რომ იესოს ვერაფერში სდებს ბრალს. ხალხს უკვე აღარ უნდა, რომ იესო მათი მეფე იყოს და მის გათავისუფლებას ეწინააღმდეგებიან (იოანე 18:37—40). პილატე კვლავ ელაპარაკება იესოს და რწმუნდება, რომ მას ცუდი არაფერი ჩაუდენია. ამიტომ, ბოლოს იესო გარეთ გაჰყავს და ხალხს ეუბნება: „აი თქვენი მეფე!“ მაგრამ ისინი ყვირიან: „მოგვაშორე! მოგვაშორე! ბოძზე გააკარი!“
პილატე კითხულობს: „თქვენი მეფე გავაკრა ბოძზე?“ უფროსი მღვდლები პასუხობენ: „ჩვენ არა გვყავს მეფე, კეისრის გარდა“. წარმოგიდგენია, რა ხდება? ამ ბოროტმა მღვდლებმა ხალხი იესოს წინააღმდეგ აამხედრეს (იოანე 19:1—16).
დღესაც იგივე სიტუაციაა. სინამდვილეში, ბევრს არ უნდა, რომ იესო მათი მეფე იყოს. შესაძლოა, ისინი ამბობენ, რომ სწამთ ღმერთი,
მაგრამ არ უნდათ, რომ ღმერთმა ან ქრისტემ უკარნახოს, რა უნდა გააკეთონ. მათ თავიანთი მიწიერი მთავრობები ურჩევნიათ.ჩვენ რას ვფიქრობთ ამაზე? რა გრძნობა გვეუფლება ღვთის მიმართ, როდესაც ღვთის სამეფოსა და იმ დიდებული საქმეების შესახებ ვიგებთ, რასაც ეს სამეფო გააკეთებს? ~ განა უფრო მეტად არ გვიყვარს ღმერთი? ~ მაშ, როგორ ვაჩვენოთ ღმერთს, რომ ძალიან გვიყვარს ის და გვინდა, რომ მის სამეფოს დავემორჩილოთ? ~
თუ იესოს მივბაძავთ, ვაჩვენებთ, რომ ნამდვილად გვიყვარს ღმერთი. როგორ აჩვენებდა იესო, რომ უყვარდა ღმერთი? ~ „ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მას მოსწონს“, — ახსნა იესომ (იოანე 8:29). დიახ, იესო იმიტომ მოვიდა დედამიწაზე, რომ ‘ღვთის ნება შეესრულებინა’ და ‘დაესრულებინა მისი საქმე’ (ებრაელები 10:7; იოანე 4:34). მოდი გავიგოთ, რა გააკეთა იესომ, სანამ ქადაგებას დაიწყებდა.
იესო მივიდა იოანე ნათლისმცემელთან, რომელიც მდინარე იორდანეში ხალხს ნათლავდა. ისინი მდინარეში შევიდნენ. იოანემ მთლიანად ჩაძირა იესო წყალში, შემდეგ კი წყლიდან ამოიყვანა. იცი, რატომ მონათლა იოანემ იესო? ~
იესომ თავად სთხოვა იოანეს, მოენათლა ის. ნამდვილად უნდოდა ღმერთს, ~ დიახ, რადგან წყლიდან ამოსვლისას იესომ ზეციდან ღვთის ხმა გაიგონა: „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე. მე მოგიწონე“. ღმერთმა თავისი წმინდა სულიც კი გამოგზავნა, რომელიც მტრედის სახით დაეშვა იესოზე. ნათლობით იესომ აჩვენა, რომ სურდა მარადიულად იეჰოვასთვის ემსახურა (მარკოზი 1:9—11).
რომ იესო მონათლულიყო?შენ ჯერ პატარა ხარ, მაგრამ რას გააკეთებ, როცა გაიზრდები? ~ მიჰბაძავ იესოს და მოინათლები? ~ უნდა მიჰბაძო, რადგან ბიბლია ამბობს, მან ‘მაგალითი დაგიტოვა, რომ ზუსტად მიჰყვე მის ნაკვალევს’ (1 პეტრე 2:21). თუ მოინათლები, აჩვენებ, რომ ნამდვილად გსურს, დაემორჩილო ღვთის სამეფოს. თუმცა მხოლოდ მონათვლა არ არის საკმარისი.
საჭიროა, იესოს ყველაფერში ვემორჩილებოდეთ. მან თქვა, რომ არ უნდა ვიყოთ „ქვეყნიერების ნაწილი“. დავემორჩილებით მას, თუ იმას გავაკეთებთ, რაც ქვეყნიერებაშია მიღებული? იესო და მისი მოციქულები ერიდებოდნენ ასეთ საქმეებს (იოანე 17:14). რას აკეთებდნენ ისინი? ~ ისინი ადამიანებს ღვთის სამეფოს შესახებ ესაუბრებოდნენ. ეს საქმე მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. შეგვიძლია ჩვენც ამის კეთება? ~ რასაკვირველია, თუ გულწრფელად ვლოცულობთ, რომ ღვთის სამეფო მოვიდეს, ამის შესახებ სხვებსაც მოვუყვებით.
მოდი წავიკითხოთ შემდეგი ბიბლიური მუხლები, რომლებიც დაგვანახვებს, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ნამდვილად გვინდა ღვთის სამეფოს მოსვლა: მათეს 6:24—33; 24:14; 1 იოანეს 2:15—17 და 5:3.