არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

43-ე გაკვეთილი

რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს ალკოჰოლისადმი?

რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს ალკოჰოლისადმი?

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ ალკოჰოლზე. ზოგს სიამოვნებს დროდადრო მეგობრებთან ერთად ალკოჰოლის მირთმევა, ზოგი საერთოდ არ ეკარება სასმელს, ზოგი კი უზომოდ ბევრს სვამს. მოდი გავიგოთ, ბიბლიაში რა წერია ამ საკითხზე.

1. მისაღებია ალკოჰოლური სასმელების დალევა?

ბიბლია არ განსჯის ალკოჰოლის დალევას. მეტიც, ღვთისგან ნაბოძებ უამრავ ძღვენს შორის მოიხსენიება „ღვინო, გულის გამამხიარულებელი“ (ფსალმუნი 104:14, 15). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის მსახურებიც სვამდნენ ალკოჰოლს (1 ტიმოთე 5:23).

2. რას ურჩევს ბიბლია მათ, ვინც ალკოჰოლურ სასმელებს მიირთმევს?

იეჰოვა განსჯის გადამეტებულ სმასა და სიმთვრალეს (გალატელები 5:21). მის სიტყვაში ნათქვამია: „ნუ იქნები მათ შორის, ვინც ღვინოს უზომოდ სვამს“ (იგავები 23:20). აქედან გამომდინარე, მაშინაც კი, თუ მარტო ვსვამთ, იმდენი არ უნდა დავლიოთ, რომ გონება აგვერიოს და ვერ გავაკონტროლოთ, რას ვამბობთ და რას ვაკეთებთ. სასმლით არც ჩვენს ჯანმრთელობას უნდა შევუქმნათ საფრთხე. თუ ვერ ვაკონტროლებთ, რამდენს ვსვამთ, ჯობს საერთოდ უარი ვთქვათ დალევაზე.

3. როგორ ვცეთ პატივი სხვების გადაწყვეტილებას?

ყველას პირადი გადასაწყვეტია, დალევს თუ არა. ერთი მხრივ, ჩვენ არ უნდა განვსაჯოთ ისინი, ვინც ზომიერად სვამენ, მეორე მხრივ კი, არ უნდა დავაძალოთ ვინმეს დალევა (რომაელები 14:10). ამასთანავე, ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ დალევისგან, თუკი ვხედავთ, რომ ეს ვინმესთვის პრობლემას წარმოადგენს (წაიკითხეთ რომაელების 14:21). ბიბლიაში ვკითხულობთ: „თითოეულმა ის კი არ აკეთოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:23, 24).

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ გაეცნობით ბიბლიურ პრინციპებს, რომლებიც დაგეხმარებათ, გადაწყვიტოთ, დალიოთ თუ არა, და თუ დალევთ — რამდენი. გაიგებთ იმასაც, როგორ მოიქცეთ, თუ სმის პრობლემა გაქვთ.

4. გადაწყვიტეთ, დალევთ თუ არა

როგორი თვალსაზრისი ჰქონდა იესოს ალკოჰოლზე? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად გავიხსენოთ მისი პირველი სასწაული. წაიკითხეთ იოანეს 2:1—11 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • ამ შემთხვევიდან გამომდინარე, როგორია იესოს თვალსაზრისი ალკოჰოლზე და როგორი დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ, ვინც სვამს?

  • თუკი იესო არ განსჯიდა მათ, ვინც ალკოჰოლს სვამდა, ქრისტიანს როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს?

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანს უფლება აქვს, დალიოს, შეიძლება ეს ყოველთვის მიზანშეწონილი არ იყოს. წაიკითხეთ იგავების 22:3 და დაფიქრდით, რა გავლენა უნდა მოახდინოს ქვემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორებმა იმაზე, დალევთ თუ არა:

  • საჭესთან დაჯდომას ან რაიმე დანადგართან მუშაობას აპირებთ

  • ფეხმძიმედ ხართ

  • ექიმმა გირჩიათ, თავი შეიკავოთ დალევისგან

  • გიჭირთ დალევის დროს ზომიერების დაცვა

  • კანონით გეკრძალებათ ალკოჰოლის დალევა

  • ისეთი ადამიანის გვერდით ხართ, რომელსაც წარსულში სმის პრობლემა ჰქონდა

გაუმასპინძლდებით სტუმრებს ალკოჰოლური სასმელებით ქორწილისა თუ სხვა წვეულებების დროს? ნახეთ ვიდეო, რომელიც დაგეხმარებათ, გადაწყვიტოთ, როგორ მოიქცეთ.

წაიკითხეთ რომაელების 13:13 და 1 კორინთელების 10:31, 32; თითოეული მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ დამეხმარება აქ მოყვანილი პრინციპი, მივიღო ღვთის მოსაწონი გადაწყვეტილება?

თითოეული ქრისტიანი თავად წყვეტს, დალევს თუ არა ალკოჰოლს. თუმცა მანაც, ვისთვისაც დალევა მისაღებია, ზოგ შემთხვევაში შეიძლება უარი თქვას ალკოჰოლზე.

5. განსაზღვრეთ, რამდენს დალევთ

თუ გადაწყვეტთ, მიირთვათ ხოლმე ალკოჰოლური სასმელები, გახსოვდეთ: მართალია, იეჰოვა არ გვიკრძალავს სმას, მაგრამ ის არ იწონებს ბევრის დალევას. რა არის ამის მიზეზი? წაიკითხეთ ოსიას 4:11, 18 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რა შეიძლება მოხდეს, თუ ადამიანი ზომაზე მეტს სვამს?

როგორ გავაკონტროლოთ მიღებული ალკოჰოლის რაოდენობა? ამისთვის აუცილებელია, ვიყოთ მოკრძალებული, რაც, ბიბლიის თანახმად, ჩვენი ზღვარის ცოდნასაც გულისხმობს. წაიკითხეთ იგავების 11:2 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რატომ ღირს წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რამდენს დავლევთ?

6. დაძლიეთ სმის პრობლემა

რა დაეხმარა ერთ მამაკაცს, სახელად დიმიტრის, თავი დაენებებინა სმისთვის? ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • როგორ იქცეოდა დიმიტრი ნასვამ მდგომარეობაში?

  • მარტივად დაანება მან სმას თავი?

  • საბოლოოდ როგორ დაძლია მან ეს პრობლემა?

წაიკითხეთ 1 კორინთელების 6:10, 11 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რამდენად მძიმე ცოდვაა ლოთობა?

  • საიდან ჩანს, რომ სმის პრობლემის დაძლევა შესაძლებელია?

წაიკითხეთ მათეს 5:30 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • „ხელის მოკვეთა“ იმას გულისხმობს, რომ იეჰოვასთვის მსხვერპლის გასაღებად ვიყოთ მზად. რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუ თქვენც ებრძვით სმის პრობლემას? a

წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:33 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • როგორ შეიძლება აისახოს ჩვენზე მათთან ურთიერთობა, ვისაც ბევრის დალევა უყვარს?

ვინმემ შეიძლება გკითხოთ: „ეკრძალებათ იეჰოვას მოწმეებს ალკოჰოლის მიღება?“.

  • როგორ უპასუხებთ?

შეჯამება:

იეჰოვა არ გვიკრძალავს სიამოვნების მიზნით ალკოჰოლის მირთმევას, მაგრამ განსჯის ზომაზე მეტის დალევასა და თრობას.

გასამეორებელი კითხვები:

  • რას ამბობს ბიბლია ალკოჰოლზე?

  • რა შეიძლება მოხდეს, თუ ზომაზე მეტს ვსვამთ?

  • როგორ შეგვიძლია პატივი ვცეთ სხვის გადაწყვეტილებას?

მიზანი:

გაიგეთ მეტი:

რაზე უნდა დაფიქრდნენ ახალგაზრდები, სანამ გადაწყვეტენ, დალევენ თუ არა?

„დაფიქრდი, სანამ დალევ“ (2:31)

გაიგეთ, როგორ დაძლიოთ სმის პრობლემა.

„ნუ დაემონებით ალკოჰოლს!“ („საგუშაგო კოშკი“, 1 იანვარი, 2010)

მისაღებია ქრისტიანისთვის სადღეგრძელოების წარმოთქმა?

„მკითხველთა შეკითხვები“ („საგუშაგო კოშკი“, 15 თებერვალი, 2007)

წაიკითხეთ ბიოგრაფია „ძირგავარდნილი კასრივით ვიყავი“ და გაიგეთ, როგორ დაანება თავი ერთმა მამაკაცმა უზომო სმას.

„ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“ („საგუშაგო კოშკი“, 1 მაისი, 2012)

a მათ, ვისაც ალკოჰოლზე დამოკიდებულება აქვთ, შეიძლება სამედიცინო დახმარების გარეშე ვერ შეძლონ სმისთვის თავის დანებება. ბევრი ექიმის აზრით, ვისაც ოდესმე სმის პრობლემა ჰქონია, ჯობს საერთოდ არ გაეკაროს ალკოჰოლს.