არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 17

გასაგები ენით საუბარი

გასაგები ენით საუბარი

1 კორინთელები 14:9

ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: დაეხმარე მსმენელს, გაიგოს, რის თქმა გინდა.

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:

  • კარგად შეისწავლე მასალა. კარგად გაერკვიე საკითხში, რომ მარტივად და საკუთარი სიტყვებით გადმოსცე.

  • გამოიყენე მოკლე წინადადებები და მარტივი ფრაზები. მართალია, გრძელი წინადადებების გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ძირითად აზრებს მოკლე წინადადებებითა და ფრაზებით გადმოსცემ.

  • ახსენი უცნობი ტერმინები. უმჯობესია, არ გამოიყენო მსმენელისთვის უცნობი ფრაზები. თუ მაინც მოიხსენიებ უცნობ ტერმინს, ნაკლებად ცნობილ ბიბლიურ პერსონაჟს ან ძველი დროის საზომ ერთეულსა თუ ჩვეულებას, ახსენი კიდეც.