ᲒᲐᲙᲕᲔᲗᲘᲚᲘ 9
თვალსაჩინოების სათანადოდ გამოყენება
დაბადება 15:5
ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲐᲖᲠᲘ: გამოიყენე თვალსაჩინოება, რათა, რასაც ასწავლი, უფრო გასაგები და ადვილად დასამახსოვრებელი გახდეს.
ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝ:
-
გამოიყენე თვალსაჩინოება, რათა უკეთ ასწავლო სხვებს. სურათები, დიაგრამები, რუკები თუ სხვა თვალსაჩინოება მნიშვნელოვან აზრებს დაუკავშირე და არა უმნიშვნელო დეტალებს. ეცადე, მსმენელს მხოლოდ თვალსაჩინოება კი არ დაამახსოვრდეს, არამედ აზრი, რომლის მხარდასაჭერადაც ის მოიყვანე.
-
დარწმუნდი, რომ თვალსაჩინოებას, რომელსაც იყენებ, ყველა ხედავს.