თავი 10
„დაწერილია“
1—3. რისი დანახვება სურდა იესოს ხალხისთვის და რა გააკეთა მან ამისათვის?
იესოს ახალი დაწყებული ჰქონდა მსახურება, როდესაც ნაზარეთში ჩავიდა, იქ, სადაც გაიზარდა. უნდოდა, ხალხს დაენახა, რომ ის დიდი ხნის წინ ნაწინასწარმეტყველები მესია იყო. როგორ მოიქცა?
2 ბევრი, ალბათ, იესოსგან სასწაულს ელოდა, რადგან გაგონილი ჰქონდათ მისი საკვირველი საქმეების შესახებ. მაგრამ მას სასწაული არ მოუხდენია. ჩვეულებისამებრ სინაგოგაში შევიდა, და წასაკითხად რომ წამოდგა, ესაია წინასწარმეტყველის გრაგნილი მიაწოდეს. ეს, ალბათ, ორ ჯოხზე დახვეული გრძელი გრაგნილი იქნებოდა, რომელსაც იესო ყურადღებით ხსნიდა მანამ, სანამ იმ მონაკვეთს იპოვიდა, რომელსაც ეძებდა, და შემდეგ ხმამაღლა ამოიკითხა. ეს სიტყვები ესაიას 61:1—3-შია ჩაწერილი (ლუკა 4:16—19).
3 ხალხმა კარგად იცოდა ეს მონაკვეთი — წინასწარმეტყველება მესიის შესახებ. ტაძარში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა იესოს მისჩერებოდა. მან, შესაძლოა დაწვრილებითაც კი, წინასწარმეტყველების ახსნა დაიწყო: „დღეს შესრულდა წმინდა წერილების ეს ადგილი, რაც ახლა მოისმინეთ“. იესოს სიტყვების მოსმენაზე ხალხი გაოცებული დარჩა, თუმცა ბევრი, ალბათ, მაინც რაღაც განსაკუთრებულ ნიშანს ელოდა. მაგრამ იესომ მხოლოდ მაგალითი მოუყვანა მათ წმინდა წერილებიდან, რომ ურწმუნოებაში ემხილებინა. ნაზარეთელებმა მოკვლა დაუპირეს (ლუკა 4:20—30).
4. რას აკეთებდა იესო მთელი მსახურების განმავლობაში და რაზე ვისაუბრებთ ამ თავში?
4 რაც იესომ სინაგოგაში გააკეთა, იმავეს აკეთებდა მთელი მსახურების განმავლობაში. ის ყოველთვის ღვთის სიტყვაზე დაფუძნებით ლაპარაკობდა. მართალია სასწაულები ცხადყოფდა, რომ მასზე წმინდა სული მოქმედებდა, მაგრამ მიზნის მისაღწევად იესო წმინდა წერილების გამოყენებას უფრო მნიშვნელოვნად თვლიდა. ვნახოთ, რა მაგალითი დაგვიტოვა ღვთის ძემ, როგორ ციტირებდა ღვთის სიტყვიდან, როგორ იცავდა და როგორ განმარტავდა ღვთის სიტყვას.
იესო ღვთის სიტყვიდან ციტირებდა
5. რა სურდა იესოს, რომ ხალხს სცოდნოდა და რით ამტკიცებდა თავისი სიტყვების ჭეშმარიტებას?
5 იესოს სურდა, ხალხს სცოდნოდა, თუ საიდან მოდიოდა ის ცნობა, რომელსაც ქადაგებდა. მან თქვა: „რასაც ვასწავლი, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი გამომგზავნელისაა“ (იოანე 7:16). იესომ აგრეთვე აღნიშნა: „ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ როგორც მამამ მასწავლა, ისე ვლაპარაკობ“ (იოანე 8:28). ისიც თქვა: „რასაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ. მამა, რომელიც ჩემთან ერთობაში რჩება, აკეთებს თავის საქმეებს“ (იოანე 14:10). თავისი სიტყვების ჭეშმარიტებას იესო ღვთის სიტყვის ხშირი ციტირებით ამტკიცებდა.
6, 7. ა) რამდენად ხშირად ციტირებდა იესო ებრაული წერილებიდან, და რატომაა ეს გასაოცარი? ბ) როგორ ასწავლიდა იესო მწიგნობრებისგან განსხვავებით?
6 თუ ახლოს გავეცნობით იესოს ქადაგებას, დავინახავთ, რომ მან ებრაული წერილებიდან ნახევარზე მეტის ციტირება მოახდინა. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება განსაკუთრებულს არაფერს ამბობდეს. შეიძლება გაგიკვირდეს, თუ სამწელიწად-ნახევარი ქადაგებდა და ასწავლიდა, რატომ არ მოიყვანა ციტატები ღვთისგან შთაგონებული ყველა წიგნიდან?! მაგრამ, შესაძლოა მოიყვანა კიდეც. ბიბლიაში ხომ იესოს სიტყვებისა და საქმეების მხოლოდ მცირე ნაწილია ჩაწერილი (იოანე 21:25). იესოს სიტყვების წაკითხვას შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე საათი დასჭირდეს. ახლა ერთი წუთით დაფიქრდი: მხოლოდ რამდენიმე საათი რომ იქადაგო ღვთისა და მისი სამეფოს შესახებ, რამდენად ხშირად უნდა გამოიყენო ღვთის სიტყვა, რომ ებრაული წერილებიდან ნახევარზე მეტის ციტირება შეძლო. იესო ძირითადად გრაგნილების გარეშე ქადაგებდა. მთაზე თავის ცნობილ ქადაგებას რომ წარმოთქვამდა, მას ზუსტად მოჰყავდა ციტატები ებრაული წერილებიდან ან ებრაულ წერილებზე დაფუძნებით ლაპარაკობდა.
7 იესო ციტატების მოყვანით აჩვენებდა, რომ ძლიერ აფასებდა ღვთის სიტყვას. ხალხს აოცებდა ის, „თუ როგორ ასწავლიდა, რადგან ასწავლიდა როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მწიგნობრები“ (მარკოზი 1:22). მწიგნობრებს უყვარდათ ზეპირსიტყვიერი კანონებითა და რაბინების ციტატებით სწავლება, იესო კი ავტორიტეტად მხოლოდ ღვთის სიტყვას მიიჩნევდა. მას არაერთხელ უთქვამს: „დაწერილია“. მსგავს სიტყვებს ხშირად იყენებდა, როდესაც თავის მიმდევრებს ასწავლიდა.
8, 9. ა) როგორ აჩვენა იესომ, რომ ღვთის სიტყვის საწინააღმდეგოს არაფერს აკეთებდა, როცა ხალხს ტაძრიდან ყრიდა? ბ) როგორ გამოხატეს ტაძარში ღვთის სიტყვისადმი დიდი უპატივცემულობა რელიგიურმა წინამძღოლებმა?
8 როცა იერუსალიმის ტაძრიდან ხალხს აძევებდა, იესომ მათ უთხრა: «დაწერილია: „ჩემს სახლს სამლოცველო სახლი დაერქმევა“, თქვენ კი ყაჩაღების ბუნაგად აქციეთ» (მათე 21:12, 13; ესაია 56:7; იერემია 7:11). ასეთი გაბედული საქციელის შემდეგ მან ბევრი სასწაული მოახდინა. ეს რომ ბავშვებმა დაინახეს, იესოს განდიდება დაიწყეს. აღშფოთებულმა რელიგიურმა წინამძღოლებმა იესოს უთხრეს, გესმის, რას ამბობენ ბავშვებიო?! იესომ მიუგო: «ნუთუ არ წაგიკითხავთ: „ჩვილები და ძუძუთა ბავშვები აალაპარაკე შენ საქებრად“?» (მათე 21:16; ფსალმუნი 8:2). იესოს უნდოდა, მათთვის დაენახვებინა, რომ ღვთის სიტყვის საწინააღმდეგო არაფერი ხდებოდა.
9 მოგვიანებით რელიგიური წინამძღოლები ერთად მათე 21:23). იესოს მანამდე არაერთხელ დაუმტკიცებია, თუ საიდან ჰქონდა ძალაუფლება. მას არ ჩამოუყალიბებია საკუთარი მოძღვრებები, მხოლოდ მამის სიტყვიდან ციტირებდა. როგორც ვხედავთ, თავიანთი საქციელით მღვდლებმა და მწიგნობრებმა დიდი უპატივცემულობა გამოხატეს იეჰოვასა და მისი სიტყვის მიმართ. ამიტომაც, სამართლიანად დაიმსახურეს მხილება იესოსგან. მან დაანახვა, რომ გული ბოროტებით ჰქონდათ სავსე (მათე 21:23—46).
შეიკრიბნენ და იესოს პასუხი მოსთხოვეს: „რა ძალაუფლებით აკეთებ ამას?“ (10. როგორ მივბაძოთ იესოს ღვთის სიტყვის გამოყენებაში და იესოსგან განსხვავებით, ჩვენ რა დამხმარე საშუალებები გვაქვს?
10 ჭეშმარიტი ქრისტიანებიც ღვთის სიტყვას იყენებენ მსახურებაში. იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში არიან ცნობილი, როგორც ღვთის სიტყვის გულმოდგინე მქადაგებლები. ჩვენს პუბლიკაციებში არაერთი ბიბლიური მუხლია ციტირებული. ჩვენც ბიბლიიდან ვციტირებთ (2 ტიმოთე 3:16). მართლაც რა სასიამოვნოა, როდესაც ადამიანი საშუალებას გვაძლევს, ბიბლიური მუხლები ამოვუკითხოთ და ღვთის სიტყვის ფასსა და მნიშვნელობაზე ვესაუბროთ. ჩვენ არა გვაქვს სრულყოფილი მეხსიერება როგორც იესოს, მაგრამ გვაქვს ის, რაც იესოს არ ჰქონია. ბიბლიის სრული გამოცემების გარდა, რომლებიც სულ უფრო და უფრო მეტ ენაზე იბეჭდება, ჩვენ გვაქვს დამხმარე საშუალებები ბიბლიური მუხლების გასაგებად. კვლავაც ვეცადოთ, ქადაგების დროს მსმენელთა ყურადღება ბიბლიაზე გადავიტანოთ და ბიბლიური მუხლები ამოვუკითხოთ.
იესო იცავდა ღვთის სიტყვას
11. რატომ უწევდა იესოს ღვთის სიტყვის დაცვა?
11 იესო ხედავდა, რომ ღვთის სიტყვას დაცვა სჭირდებოდა. ეს მას სრულიადაც არ უკვირდა. ერთხელ, როდესაც ლოცულობდა, მან მამამისს უთხრა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17). იესომ კარგად იცოდა, რომ სატანა „ქვეყნიერების მმართველია“, „ცრუა და სიცრუის მამაა“ (იოანე 8:44; ). სატანის ცდუნებას რომ შეწინააღმდეგებოდა, მან სამჯერ გააკეთა ციტირება ღვთის სიტყვიდან. სატანამ მხოლოდ ერთი მუხლი მოიყვანა ფსალმუნებიდან და ისიც განზრახ დაამახინჯა. იესომ კი დაიცვა ღვთის სიტყვა ( 14:30მათე 4:6, 7).
12—14. ა) როგორ გამოხატავდნენ რელიგიური წინამძღოლები უპატივცემულობას მოსეს კანონის მიმართ? ბ) როგორ იცავდა იესო ღვთის სიტყვას?
12 იესო ხშირად კიდევ იმიტომ იცავდა ღვთის სიტყვას, რომ რელიგიური წინამძღოლები ამახინჯებდნენ, არასწორად განმარტავდნენ. მოსეს კანონიდან წვრილმანებს ეკიდებოდნენ და იმ პრინციპებს, რომლებსაც მოსეს კანონი ეფუძნებოდა, უგულებელყოფდნენ. ისინი თაყვანისმცემლობის გარეგნულ მხარეებს აქცევდნენ ყურადღებას, მნიშვნელოვანი საკითხები კი, როგორიცაა სამართალი, გულმოწყალება და ერთგულება, მხედველობიდან რჩებოდათ (მათე 23:23). როგორ იცავდა იესო ღვთის კანონს?
13 მთაზე ქადაგების დროს, ვიდრე მოსეს რომელიმე კანონს მოიხსენიებდა, იესო შემდეგ სიტყვებს წარმოთქვამდა: „თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა“. შემდეგ ამბობდა, „მე კი გეუბნებით“, და ხსნიდა, რომ პრინციპის გათვალისწინება კანონის უბრალოდ დაცვაზე მნიშვნელოვანი იყო. ამით იესო კანონს ხომ არ ცვლიდა? პირიქით, იცავდა მას. მაგალითად, ხალხმა კარგად იცოდა კანონი „არ მოკლა“. მაგრამ იესომ მათ დაანახვა, რომ თუ სძულდათ ვინმე, არღვევდნენ იმ პრინციპს, რომელსაც ეს კანონი ეფუძნებოდა. ან ვისაც მეუღლის გარდა სხვის მიმართ აღეძვრებოდა ვნება, ის იმ პრინციპს არღვევდა, რომელიც საფუძვლად ედო კანონს „არ იმრუშო“ (მათე 5:17, 18, 21, 22, 27—39).
14 იესომ ბოლოს თქვა: «თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „მოყვასი გიყვარდეს და მტერი გძულდეს“, მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის» (მათე 5:43, 44). ეწერა ღვთის სიტყვაში კანონი „მტერი გძულდეს“? არა, ეს კანონი რელიგიური წინამძღოლების შემოღებული იყო. როგორც ვხედავთ, ისინი ძალას უკარგავდნენ ღვთის სრულყოფილ კანონს. ასეთი საზიანო გავლენისგან ღვთის სიტყვას იესო უშიშრად იცავდა (მარკოზი 7:9—13).
15. როგორ დაიცვა იესომ ღვთის კანონი, რომელიც რელიგიურმა წინამძღოლებმა მეტისმეტად გაამკაცრეს?
15 ღვთის კანონს რელიგიური წინამძღოლებისგან კიდევ იმიტომ სჭირდებოდა დაცვა, რომ მეტისმეტად გაამკაცრეს. მაგალითად, როდესაც იესოს მოწაფეები ყანაზე მიდიოდნენ და გზადაგზა თავთავებს გლეჯდნენ, ფარისევლებმა შაბათის კანონის დარღვევაში დაადანაშაულეს. იესომ წმინდა წერილებიდან მაგალითი მოუყვანა მათ, რათა ღვთის სიტყვა დაეცვა და დაენახვებინა, რომ გაუწონასწორებელი თვალსაზრისი ჰქონდათ. მან სწორედ ის შემთხვევა გაიხსენა, როდესაც დავითსა და მასთან მყოფებს მოშივდათ და ტაძრის საწმინდრიდან აღებული წარსადგენი პური ჭამეს. ამით იესომ ფარისევლებს დაანახვა, რომ მხედველობიდან რჩებოდათ იეჰოვას გულმოწყალება და თანაგრძნობა (მარკოზი 2:23—27).
16. როგორ დაამახინჯეს რელიგიურმა წინამძღოლებმა მოსეს კანონი გაყრის თაობაზე, და როგორ მოიქცა იესო?
16 რელიგიურმა წინამძღოლებმა სხვა ისეთი წესებიც შემოიღეს, რომლებიც აგრეთვე ძალას უკარგავდა ღვთის კანონს. მაგალითად, კანონი ნებას რთავდა მამაკაცს, ცოლს გაყროდა, თუ „რაღაც უწესოს“ უპოვიდა; ამაში, როგორც ჩანს, იგულისხმებოდა ისეთი საქციელი, რაც ოჯახს შეარცხვენდა (კანონი 24:1). რელიგიური წინამძღოლები კი არასწორად იყენებდნენ გაყრის კანონს და მამაკაცს უფლებას აძლევდნენ, რომ ცოლს ნებისმიერი მიზეზით გაყროდა, საჭმლის დაწვის შემთხვევაშიც კი *. იესომ დაანახვა ფარისევლებს, რომ ისინი ამახინჯებდნენ ღვთისგან შთაგონებულ სიტყვებს. შემდეგ კი აღადგინა იეჰოვას მიერ დადგენილი ერთცოლიანობის კანონი, და გაყრა მხოლოდ სიძვის შემთხვევაში დაუშვა (მათე 19:3—12).
17. როგორ ჰბაძავენ ქრისტიანები იესოს ღვთის სიტყვის დაცვაში?
17 ქრისტეს მიმდევრები ხედავენ, რომ წმინდა წერილებს დღესაც სჭირდება დაცვა. ზოგჯერ სასულიერო პირთა საქციელი იმაზე მეტყველებს, რომ ღვთის სიტყვას მოძველებულად თვლიან. ისინი სიცრუეს, როგორც ბიბლიურ მოძღვრებას, ისე ასწავლიან. ჩვენთვის დიდი პატივია, დავიცვათ ღვთის წმინდა სიტყვა, მაგალითად ვაჩვენოთ, რომ ღმერთი არ არის სამპიროვანი (კანონი 4:39). თუმცა ღვთის სიტყვა ტაქტიანად უნდა დავიცვათ; ეს რბილად და პატივისცემით უნდა გავაკეთოთ (1 პეტრე 3:15).
იესო განმარტავდა ღვთის სიტყვას
18, 19. რომელი მაგალითები აჩვენებს, რომ იესო ღვთის სიტყვის ახსნის არაჩვეულებრივი უნარით გამოირჩეოდა?
18 ებრაული წერილები რომ იწერებოდა, იესო ზეცაში მკვიდრობდა. როგორ გაიხარებდა, როდესაც გაიგებდა, რომ დედამიწას მოევლინებოდა და ღვთის სიტყვის ახსნაში მონაწილეობას მიიღებდა. გავიხსენოთ ის შემთხვევა, როცა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ემაუსის გზაზე თავის ორ მოციქულს შეხვდა. ვიდრე მიხვდებოდნენ, რომ ეს იესო იყო, მოუყვნენ, თუ როგორი დამწუხრებულები და დაბნეულები იყვნენ თავიანთი საყვარელი უფლის სიკვდილის გამო. როგორ მოიქცა იესო? „მოსედან დაიწყო და ყველა წინასწარმეტყველის წიგნიდან განუმარტა მათ წმინდა წერილებში თავის შესახებ დაწერილი“. როგორ იმოქმედა ამან მოციქულებზე? მოგვიანებით ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „განა არ გვიღვიოდა გულები, როცა ის გზაში გველაპარაკებოდა და წმინდა წერილებს გვიხსნიდა?“ (ლუკა 24:15—32).
19 იმავე დღეს იესო დანარჩენ მოციქულებსაც შეხვდა. იქ სხვებიც იყვნენ. აი, რა გააკეთა მათთვის: „სრულად გაუხსნა გონება, რომ გაეგოთ წმინდა წერილების მნიშვნელობა“ (ლუკა 24:45). მაშინ უეჭველად გაახსენდებოდათ ის, რაც იესოს არაერთხელ გაუკეთებია მათთვის და არა მხოლოდ მათთვის. ის ხშირად ციტირებდა ცნობილ აზრებს წმინდა წერილებიდან და ისე განმარტავდა, რომ მსმენელებს გონებაში ღრმად ჩაბეჭდვოდათ. მათთვის ღვთის სიტყვა ახლებურ და გაცილებით ღრმა მნიშვნელობას იძენდა.
20, 21. როგორ ახსნა იესომ ის, რაც იეჰოვამ მოსეს ცეცხლმოდებულ ბუჩქთან უთხრა?
20 ერთხელ იესო სადუკეველებს ელაპარაკებოდა. სადუკეველები იუდაიზმის ერთ-ერთი განშტოების წევრები იყვნენ და იუდეველთა სამღვდელოებასთან ჰქონდათ კავშირი. სადუკეველებს არ სწამდათ მკვდრეთით აღდგომა. იესომ უთხრა მათ: «ნუთუ არ წაგიკითხავთ მკვდრეთით აღდგომაზე, რა გითხრათ ღმერთმა: „მე აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი ვარ“? ის მკვდრების ღმერთი კი არა, ცოცხლებისაა» (მათე 22:31, 32). სადუკეველებისთვის ეს კარგად ნაცნობი სიტყვები იყო, რადგან მოსემ დაწერა, რომელსაც დიდ პატივს მიაგებდნენ. ვნახოთ, რამხელა ძალა ჰქონდა იესოს მაგალითს.
21 ძვ. წ. დაახლოებით 1514 წელს მოსე იეჰოვას ელაპარაკებოდა ცეცხლმოდებულ ბუჩქთან (გამოსვლა 3:2, 6). იმ დროისთვის აბრაამის სიკვდილიდან 329 წელი იყო გასული, ისაკის სიკვდილიდან — 224, ხოლო იაკობის სიკვდილიდან — 197. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ უთხრა, „მე ვარ“ მათი ღმერთიო. სადუკეველებმა კარგად იცოდნენ, რომ იეჰოვა არ იყო წარმართული ღვთაება, მკვდრების ღმერთი, რომელიც მიწისქვეშეთს განაგებს. როგორც იესომ ახსნა, ის „ცოცხლების“ ღმერთია. რას ნიშნავდა ეს? იესომ დამაჯერებელი დასკვნა გააკეთა: „მისთვის ისინი ცოცხლები არიან“ (ლუკა 20:38). იეჰოვას ახსოვს და არასოდეს დაავიწყდება თავისი ერთგული მსახურები, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან. მკვდრეთით აღდგენასთან დაკავშირებით იეჰოვას განზრახვა იმდენად რეალურია, შეიძლება ითქვას, რომ გარდაცვლილები ცოცხლები არიან (რომაელები 4:16, 17). მართლაც არაჩვეულებრივად ახსნა იესომ ღვთის სიტყვა. ამიტომაც რჩებოდა ‘ხალხი განცვიფრებული’ (მათე 22:33).
22, 23. ა) როგორ მივბაძოთ იესოს ღვთის სიტყვის ახსნაში? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო თავში?
მათე 6:9, 10, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი). მართლაც ბრწყინვალე შესაძლებლობა გვაქვს, ბიბლიიდან მარტივად და გასაგებად ავუხსნათ ჭეშმარიტება მას, ვინც სურვილს გამოთქვამს.
22 დღეს ქრისტიანებიც იესოს ჰბაძავენ ღვთის სიტყვის ახსნაში. მართალია სრულყოფილები არა ვართ, მაგრამ ხშირად ვახერხებთ, მსმენელებს ცნობილი ბიბლიური მუხლებიდან ისეთი დეტალები ავუხსნათ, რისთვისაც შეიძლება არც კი მიუქცევიათ ყურადღება. მაგალითად, ზოგი შეიძლება მთელი ცხოვრება ისე იმეორებდეს „წმინდა იყოს სახელი შენი“ და „მოვიდეს სუფევა შენი“, რომ არც ღვთის სახელი იცოდეს და არც ის, თუ რა არის სუფევა ანუ სამეფო (23 იესოს მსგავსად რომ შევძლოთ ქადაგება, ჩვენც უნდა ვციტირებდეთ ღვთის სიტყვიდან, უნდა ვიცავდეთ და განვმარტავდეთ მას. შემდეგ თავში მიმოვიხილავთ რამდენიმე ეფექტურ მეთოდს, რომელთა საშუალებითაც ჭეშმარიტება იესოს მსმენელთა გულებამდე მიჰქონდა.
^ აბზ. 16 პირველი საუკუნის ისტორიკოსი, ფარისეველი, თავად ცოლთან გაშორებული იოსებ ფლავიუსი აღნიშნავდა, რომ გაყრა „ნებისმიერი მიზეზით იყო ნებადართული (მამაკაცებს გაყრის ბევრი მიზეზი ჰქონდათ)“.