თავი 9
„წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“
1—3. ა) რა გააკეთა მთესველმა, როდესაც დაინახა, რომ უხვ მოსავალს მარტო ვერ აიღებდა? ბ) რა მდგომარეობაში აღმოჩნდა იესო ახ. წ. 33 წლის გაზაფხულზე და რა გააკეთა?
ერთმა კაცმა მიწა დაამუშავა და თესლი დათესა. მიწას საგულდაგულოდ უვლიდა, და ნათესი რომ ამოდიოდა, ხარობდა. მძიმე შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია. რამდენიმე თვეში მოსავლის აღების დროც დადგა. უხვმა მოსავალმა მთესველს საფიქრალი გაუჩინა, რადგან მარტო ვერ აიღებდა. ამიტომ გადაწყვიტა, მუშები დაექირავებინა და მოსავლის ასაღებად გაეგზავნა. დრო ცოტაღა რჩებოდა.
2 ახ. წ. 33 წლის გაზაფხულზე მკვდრეთით აღდგენილი იესოც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა. მთელი მსახურების განმავლობაში ის ჭეშმარიტების თესლს თესავდა. გავიდა ხანი და მოსავალი მოვიდა, თანაც უხვი. საჭირო იყო იოანე 4:35—38). რა გააკეთა იესომ? ვიდრე ზეცაში ავიდოდა, გალილეაში, მთაზე თავის მიმდევრებს დავალება მისცა, რითაც აჩვენა, რომ უფრო მეტი მქადაგებელი იყო საჭირო: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20).
მოსავლის აღება, ჭეშმარიტებით დაინტერესებულთა მოწაფეებად მომზადება (3 ვინც ამ დავალებას შეასრულებდა, სწორედ ის იქნებოდა იესოს მიმდევარი. რატომ იყო საჭირო მეტი მქადაგებელი? როგორ ამზადებდა იესო თავის მიმდევრებს საქადაგებლად? ჩვენ თუ გვეხება ეს დავალება?
რატომ იყო საჭირო მეტი მქადაგებელი?
4, 5. რატომ ვერ დაასრულებდა იესო თავის წამოწყებულ საქმეს და ვინ გააგრძელებდა მის საქმეს, როცა ის ზეცაში ავიდოდა?
4 ახ. წ. 29 წელს მსახურება რომ დაიწყო, იესომ იცოდა, რომ წამოწყებულ საქმეს თავად ვერ დაასრულებდა. დედამიწაზე იესოს ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი და ყველა ტერიტორიას ვერ შემოივლიდა, ვერც ყველას მიაწვდენდა სამეფოს ცნობას. იესო ძირითადად იუდეველებთან და პროზელიტებთან, „ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან“ ქადაგებდა (მათე 15:24). მაგრამ ეს „დაკარგული ცხვრები“ მთელი ისრაელის მიწაზე, ათასობით კვადრატული კილომეტრის ფართობზე იყვნენ მიმოფანტულნი. გარდა ამისა, სასიხარულო ცნობა საბოლოოდ მთელ მსოფლიოში უნდა გავრცელებულიყო (მათე 13:38; 24:14).
5 იესომ იცოდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ კიდევ ბევრი საქმე იქნებოდა გასაკეთებელი. მან თავის 11 ერთგულ მოციქულს უთხრა: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვისაც მე ვწამვარ, ისიც გააკეთებს საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, და მეტსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ“ იოანე 14:12). იესო ზეცაში ბრუნდებოდა, ამიტომ ქადაგება და სწავლება მის მიმდევრებს უნდა გაეგრძელებინათ, როგორც მოციქულებს, ისე მომავალ მოწაფეებს (იოანე 17:20). იესომ თავმდაბლურად უთხრა მოციქულებს, რომ ისინი ‘მეტს გააკეთებდნენ’. რას გულისხმობდა იესო?
(6, 7. ა) რას გულისხმობდა იესო, როცა ამბობდა, რომ მისი მიმდევრები უფრო მეტს გააკეთებდნენ? ბ) ჩვენ რით შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ იესო ტყუილუბრალოდ არ ენდო თავის მიმდევრებს?
6 პირველი, იესოს მოწაფეები უფრო ვრცელ ტერიტორიაზე იქადაგებდნენ. დღეს ქადაგება საკმაოდ გასცდა იმ საზღვრებს, სადაც იესო ქადაგებდა, და მთელი დედამიწა მოიცვა. მეორე, ისინი უფრო მეტ ადამიანს უქადაგებდნენ. მართლაც, იესოს მოწაფეების რიცხვმა მალევე ათასებს მიაღწია (საქმეები 2:41; 4:4). დღეს კი მილიონებს ითვლის და ყოველწლიურად ათიათასობით ადამიანი ინათლება. მესამე, იესოს მოწაფეები უფრო დიდი ხნის მანძილზე იქადაგებდნენ. მას შემდეგ, რაც იესომ სამწელიწად-ნახევარი იმსახურა, თითქმის 2000 წელი გავიდა, მაგრამ მისი მიმდევრები დღესაც ქადაგებენ.
7 იესომ ნდობა გამოხატა თავისი მოწაფეების მიმართ, როდესაც უთხრა, მეტს გააკეთებთო. მან სწორედ მათ დაავალა ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, ‘ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის’ ქადაგება და სწავლება (ლუკა 4:43). იესოს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ისინი ერთგულად შეასრულებდნენ დაკისრებულ დავალებას. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ჩვენთვის? თუ ჩვენ მთელი გულითა და ენთუზიაზმით ვქადაგებთ, ამით ვაჩვენებთ, რომ იესო ტყუილუბრალოდ არ ენდო თავის მიმდევრებს. არ არის ეს დასაფასებელი?! (ლუკა 13:24).
ქადაგებისთვის მომზადებულნი
8, 9. მსახურების რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ, და როგორ ვბაძავთ მას?
8 იესომ საუკეთესოდ მოამზადა ქადაგებისთვის თავისი მოწაფეები. მან თავად მისცა მაგალითი (ლუკა 6:40). წინა თავში ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უყურებდა იესო მსახურებას. მოწაფეები, რომლებიც იესოს საქადაგებლად დაჰყვებოდნენ, ხედავდნენ, რომ ის ქადაგებდა ყველგან — ტბის პირას, მთის ფერდობზე, ქალაქებში, ბაზრებსა თუ სახლებში, სადაც კი ადამიანს ნახავდა (მათე 5:1, 2; ლუკა 5:1—3; 8:1; 19:5, 6). ის ბევრს შრომობდა, დილაუთენია დგებოდა და გვიანობამდე მსახურობდა. იესო იმიტომ როდი მსახურობდა, რომ თავისუფალი დრო ჰქონდა (ლუკა 21:37, 38; იოანე 5:17). მოწაფეები ხედავდნენ, რომ მას ხალხის სიყვარული ამოძრავებდა. ისინი, ალბათ, სახეზეც ამჩნევდნენ იესოს, თუ რას გრძნობდა ხალხის შემხედვარე (მარკოზი 6:34). როგორ იმოქმედებდა იესოს მაგალითი მოწაფეებზე? შენზე როგორ მოქმედებს?
9 ჩვენ ქრისტეს მიმდევრები ვართ და ვცდილობთ, მას მივბაძოთ. ამიტომ ხელიდან არ ვუშვებთ „საფუძვლიანი დამოწმების“ შესაძლებლობას (საქმეები 10:42). ხალხს სახლებში ვაკითხავთ (საქმეები 5:42). ზოგჯერ ვცვლით გეგმას და მობინადრესთან მაშინ მივდივართ, როდესაც ვფიქრობთ, რომ სახლში დაგვხვდება. ვქადაგებთ ხალხმრავალ ადგილებშიც, მაგალითად ქუჩებში, პარკებში, მაღაზიებში, თუმცა ვითვალისწინებთ სხვადასხვა გარემოებას. ჩვენ „ვირჯებით და თავს არ ვზოგავთ“ მსახურებისთვის, რადგან ამ საქმეს სერიოზულად ვეკიდებით (1 ტიმოთე 4:10). ჩვენ ხალხის სიყვარული აღგვძრავს, ხელიდან არ გავუშვათ ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილზე ქადაგების შესაძლებლობა (1 თესალონიკელები 2:8).
10—12. რა ორი მნიშვნელოვანი რამ ასწავლა იესომ თავის მოწაფეებს, ვიდრე საქადაგებლად გაგზავნიდა?
10 იესომ თავის მოწაფეებს დაწვრილებითი მითითებებიც მისცა. ვიდრე საქადაგებლად გაგზავნიდა 12 მოციქულს და შემდეგ 70 მოწაფეს, იესომ მოამზადა ისინი (მათე 10:1—15; ). მომზადებამ კარგი შედეგი გამოიღო. ლუკა 10:1—12ლუკას 10:17-ში ვკითხულობთ, რომ „ის სამოცდაათი მოწაფე გახარებული დაბრუნდა“. ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ორი მნიშვნელოვანი რამ ასწავლა იესომ მოწაფეებს, რაც იუდეველთა ჩვეულებებისგან განსხვავდებოდა.
11 იესომ თავის მოწაფეებს იეჰოვაზე მინდობა ასწავლა. მან ასეთი მითითება მისცა: „ნუ შეიძენთ ოქრო-ვერცხლს ან სპილენძს სარტყლის ქისებისთვის, ნურც საგზლის აბგას გზისთვის, ნურც ორ ხელ ტანსაცმელს, ნურც სანდლებსა და ხელჯოხს, რადგან მშრომელი საზრდოს ღირსია“ (მათე 10:9, 10). იმ დროს მიღებული იყო, რომ მგზავრს თან ჰქონოდა სარტყლის ქისა, საგზლის აბგა და სანდლები. როცა თავის მოწაფეებს ეუბნებოდა, თავი არ შეეწუხებინათ ამაზე ფიქრით, იესო იმას გულისხმობდა, რომ მთლიანად იეჰოვას მინდობოდნენ, რადგან ის იზრუნებდა მათზე. ვინც სასიხარულო ცნობით დაინტერესდებოდა, იეჰოვა სწორედ მათ აღძრავდა სტუმართმოყვარეობისკენ, რაც საერთოდ ახასიათებდა ისრაელს (ლუკა 22:35).
12 გარდა ამისა, იესომ თავის მოწაფეებს ასწავლა, რომ ტყუილუბრალოდ არ მოცდენილიყვნენ. მან ასეთი რჩევა მისცა: „მისალმებისას ნურავის გადაეხვევით გზაში“ (ლუკა 10:4). იმას გულისხმობდა იესო, რომ ისინი ცივები და გულგრილები ყოფილიყვნენ? რა თქმა უნდა, არა. ბიბლიურ დროში მისალმება გამარჯობის თქმით არ შემოიფარგლებოდა. ის სხვადასხვა ფორმალობითა და ხანგრძლივი საუბრებით ხასიათდებოდა. ერთი ბიბლეისტი აღნიშნავს: „აღმოსავლეთში ისეთი მისალმება არ იცოდნენ, როგორც ჩვენში იციან, მაგალითად, თავის დაკვრა, ხელის ჩამორთმევა. ისინი არაერთხელ ეხვეოდნენ ერთმანეთს, არაერთხელ უკრავდნენ თავს და მიწაზეც ბევრჯერ ემხობოდნენ. ეს კი დიდ დროს მოითხოვდა“. როდესაც მოწაფეებს ეუბნებოდა, შემხვედრთ ტრადიციულად არ მისალმებოდნენ, იესო იმას გულისხმობდა, რომ დრო არ დაეკარგათ, რადგან მათ გადაუდებელი ცნობა უნდა ეუწყებინათ *.
13. როგორ ვაჩვენოთ, რომ ვითვალისწინებთ იესოს მითითებებს, რომლებიც პირველ საუკუნეში თავის მოწაფეებს მისცა?
13 ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ ის მითითებები, რომლებიც იესომ პირველ საუკუნეში თავის მოწაფეებს მისცა. ჩვენც ბოლომდე უნდა მივენდოთ იეჰოვას (იგავები 3:5, 6). თუ ‘უპირველესად სამეფოს ვეძებთ’, არ მოგვაკლდება ის, რაც ცხოვრებისთვის აუცილებელია (მათე 6:33). მთელ მსოფლიოში სამეფოს შესახებ სრული დროით მქადაგებლებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რომ იეჰოვას ხელი არასოდეს არის მოკლე, სირთულეების დროსაც კი (ფსალმუნი 37:25). ტყუილუბრალოდ არ უნდა მოვცდეთ. თუ ფრთხილად არ ვიქნებით, ქვეყნიერებამ შეიძლება ბევრი დრო წაგვართვას (ლუკა 21:34—36). დღეს კი ნამდვილად არ გვაქვს დასაკარგი დრო! გადაუდებლად უნდა ვიქადაგოთ, რადგან ხალხის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია (რომაელები 10:13—15). თუ ასეთი დამოკიდებულება გვექნება, ქვეყნიერება ვეღარ წაგვართმევს იმ დროსა და ენერგიას, რაც უკეთესი იქნებოდა, მსახურებაში გამოგვეყენებინა. ნუ დაგვავიწყდება, რომ სამკალი ბევრია, დრო კი — ცოტა (მათე 9:37, 38).
დავალება ჩვენც გვეხება
14. საიდან ვხედავთ, რომ მათეს 28:18—20-ში ჩაწერილი სიტყვები ქრისტეს ყველა მიმდევარს ეხება? (იხილე სქოლიო).
14 სიტყვებით „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ“ მკვდრეთით აღმდგარმა იესომ სერიოზული პასუხისმგებლობა დააკისრა თავის მიმდევრებს. მას მხედველობაში მხოლოდ ის მოწაფეები არ ჰყოლია, რომლებსაც გალილეაში, მთაზე ელაპარაკა *. სასიხარულო ცნობა უნდა მოესმინა „ხალხს, ყველა ერიდან“ და ეს საქმე „ქვეყნიერების აღსასრულამდე“ უნდა გაგრძელებულიყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოწაფეები, ჩვენი ჩათვლით, იესოს ყველა მიმდევარს უნდა მოემზადებინა. ახლა დაწვრილებით განვიხილოთ მათეს 28:18—20-ში ჩაწერილი სიტყვები.
15. რატომ იქნება გონივრული, თუ იესოს ბრძანებას დავემორჩილებით და მოწაფეებს მოვამზადებთ?
15 დავალების მიცემამდე იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული“ (მუხლი 18). მართლა ამხელა ძალაუფლებას ფლობდა იესო? რასაკვირველია. ის მთავარანგელოზია, რომელიც მილიონობით ანგელოზს აძლევს ბრძანებებს (1 თესალონიკელები 4:16; გამოცხადება 12:7). როგორც „კრების თავს“, მას ძალაუფლება აქვს თავის მიმდევრებზეც (ეფესოელები 5:23). 1914 წლიდან იესო ზეცაში მეფობს, როგორც მესია (გამოცხადება 11:15). ის მკვდრების აღდგენის ძალასაც ფლობს (იოანე 5:26—28). აქედან გამომდინარე, ის, რაც იესომ თავისი ძალაუფლების მოხსენიების შემდეგ მოწაფეებს უთხრა, ბრძანებაა და არა რჩევა. გონივრულად მოვიქცევით, თუ დავემორჩილებით მას, რადგან თავად კი არ დაისაკუთრა ძალაუფლება, ღმერთმა მისცა (1 კორინთელები 15:27).
16. რას გულისხმობდა იესო, როცა თქვა, „წადით“, და ჩვენ როგორ უნდა შევასრულოთ ეს დავალება?
16 იესოს დავალება იწყება სიტყვით „წადით“ (მუხლი 19). ის მოგვიწოდებს, მივიდეთ ხალხთან სამეფოს შესახებ საქადაგებლად. ამისათვის არაერთი მეთოდი არსებობს. ყველაზე კარგი საშუალება კარდაკარ ქადაგებაა (საქმეები 20:20). თუმცა სხვაგანაც უნდა ვისაუბროთ სასიხარულო ცნობაზე, როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგვეცემა. შეიძლება სხვადასხვა მეთოდით ვიქადაგოთ იმის გათვალისწინებით, თუ სად ვქადაგებთ და რა ვითარებაში. მაგრამ მთავარი მაინც ერთია: უნდა „წავიდეთ“ და ვეძებოთ ღირსეულები (მათე 10:11).
17. როგორ უნდა მოვამზადოთ მოწაფეები?
17 თუ რა მიზნით უნდა წავიდეთ საქადაგებლად, ეს კარგად ჩანს იესოს შემდეგი სიტყვებიდან: „მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მუხლი 19). როგორ მოვამზადოთ ხალხი მოწაფეებად? მოწაფე არის ის, ვინც სწავლობს, ვისაც ასწავლიან. თუმცა მოწაფეებად მომზადება მხოლოდ ცოდნის გადაცემას არ გულისხმობს. ჩვენი მიზანი ის არის, რომ დაინტერესებულები, რომლებსაც ბიბლიას ვასწავლით, ქრისტეს მოწაფეები გახდნენ. მათთან ხშირად უნდა მოვიყვანოთ იესოს მაგალითი, რომ მისგან ისწავლონ და მას მიჰბაძონ; ისე იცხოვრონ, როგორც ის ცხოვრობდა და ის გააკეთონ, რასაც ის აკეთებდა (იოანე 13:15).
18. რატომ არის მონათვლა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი მოწაფის ცხოვრებაში?
18 იესოს შემდეგი სიტყვებიდან ჩანს, თუ რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას მოწაფეების მომზადების შემდეგ: „მონათლეთ მუხლი 19). მონათვლა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია მოწაფის ცხოვრებაში, რადგან ეს ნიშანია იმისა, რომ მან მთელი გულით მიუძღვნა ღმერთს თავი. ამიტომ მონათვლა აუცილებელია ხსნისთვის (1 პეტრე 3:21). მონათლული თუ კვლავაც ცდილობს, საუკეთესო გაიღოს იეჰოვასთვის, ახალ ქვეყნიერებაში ის უხვად მიიღებს კურთხევებს. დახმარებიხარ ვინმეს, რომ ქრისტეს მოწაფე გამხდარიყო და მონათლულიყო? ამაზე დიდ სიხარულს ვერაფერი მოგვიტანს (3 იოანე 4).
ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით“ (19. რა უნდა ვასწავლოთ დაინტერესებულებს და რატომ შეიძლება მონათვლის შემდეგაც დასჭირდეთ მათ სწავლება?
19 დავალების ბოლოს იესო ამბობს: „ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მუხლი 20). ჩვენ უნდა ვასწავლოთ დაინტერესებულებს, რომ შეასრულონ ქრისტეს მითითებები, მაგალითად, უყვარდეთ ღმერთი, მოყვასი, და ხალხი მოწაფეებად მოამზადონ (მათე 22:37—39). თანდათანობით უნდა ავუხსნათ სხვადასხვა ბიბლიური მოძღვრება და ვასწავლოთ ის, თუ როგორ დაიცვან თავიანთი რწმენა. როდესაც მზად იქნებიან იმისათვის, რომ ხალხს უქადაგონ, მათთან ერთად უნდა წავიდეთ საქადაგებლად, და სიტყვითა და საქმით დავანახოთ, თუ როგორ იმსახურონ ნაყოფიერად. აუცილებელი არ არის, მოწაფეს მხოლოდ მონათვლამდე ვასწავლოთ. მას შეიძლება მონათვლის შემდეგაც დასჭირდეს სწავლება, რომ გაუმკლავდეს იმ სირთულეებს, რომლებიც თან სდევს ქრისტეს მოწაფეობას (ლუკა 9:23, 24).
„მე ყოველდღე თქვენთან ვარ“
20, 21. ა) რატომ არ უნდა გვეშინოდეს, როდესაც ვასრულებთ ქრისტეს დავალებას? ბ) რატომაა სწორედ დღეს მოქმედების დრო და რა უნდა გავაკეთოთ მთელი შემართებით?
20 დავალების მიცემის შემდეგ იესო მოწაფეებს ასეთი გამამხნევებელი სიტყვებით მიმართავს: „აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათე 28:20). იესომ იცის, რომ ეს სერიოზული დავალებაა. მას ისიც ესმის, რომ დავალების შესრულებას დროდადრო მოწინააღმდეგეების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვება (ლუკა 21:12). თუმცა ამან არ უნდა შეგვაშინოს, რადგან ჩვენი წინამძღოლი დახმარების გარეშე არ გვტოვებს. ჩვენ მარტო არა ვართ. გამამხნევებელია, რომ ჩვენთანაა ის, ვისაც აქვს „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე“, და გვეხმარება ამ დავალების შესრულებაში.
21 იესომ თავისი მოწაფეები დაარწმუნა, რომ საუკუნეების განმავლობაში მათთან იქნებოდა, ვიდრე „ქვეყნიერების აღსასრული“ დადგებოდა. მანამდე კი კვლავაც უნდა შევასრულოთ იესოს დავალება. სწორედ დღესაა მოქმედების დრო! მიმდინარეობს უხვი სულიერი მოსავლის აღება, მატულობს ჭეშმარიტებით დაინტერესებულთა რიცხვი. ჩვენ, ქრისტეს მიმდევრებმა მთელი შემართებით უნდა შევასრულოთ ის მნიშვნელოვანი დავალება, რომელიც მოგვენდო. არ უნდა დავიშუროთ დრო, ენერგია და სახსრები ქრისტეს სიტყვების შესასრულებლად: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“!
^ აბზ. 12 წინასწარმეტყველმა ელისემაც მსგავსი მითითებები მისცა თავის მსახურ გეხაზს, როდესაც ერთ შვილმკვდარ დედასთან აგზავნიდა: „გზაში შემხვედრს არავის მიესალმო“ (2 მეფეები 4:29). გეხაზსაც გადაუდებელი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი და ტყუილუბრალოდ არ უნდა შეყოვნებულიყო.
^ აბზ. 14 მკვდრეთით აღმდგარმა იესომ მათეს 28:16—20-ში ჩაწერილი სიტყვები შესაძლოა „ხუთასზე მეტ“ გალილეელ მოწაფეს უთხრა, რადგან ქრისტეს მიმდევრების უმეტესობა გალილეელები იყვნენ (1 კორინთელები 15:6). იქ, სადაც იესო თავის მოწაფეებს დავალებას აძლევდა, შესაძლოა ასობით ადამიანი იმყოფებოდა.