ნაწილი 3
როგორი ცხოვრება იყო სამოთხეში?
იეჰოვამ ადამი და ევა უხვად დაასაჩუქრა (დაბადება 1:28).
იეჰოვამ შექმნა ქალი, ევა, და ადამს მიუყვანა. ის მისი ცოლი გახდა (დაბადება 2:21, 22).
იეჰოვამ ისინი სრულყოფილი გონებითა და სხეულით შექმნა. ისინი უნაკლონი იყვნენ.
ადამი და ევა სამოთხეში, ულამაზეს ედემის ბაღში, ცხოვრობდნენ, სადაც ჩამოედინებოდა მდინარე და გაშენებული იყო ხეხილის ბაღი; იქ ცხოველებიც ბინადრობდნენ.
იეჰოვა ესაუბრებოდა ადამსა და ევას და ასწავლიდა. თუ ისინი მოუსმენდნენ ღმერთს, მარადიულად იცხოვრებდნენ სამოთხეში დედამიწაზე.
დაბადება 2:16, 17).
ღმერთმა ადამი და ევა გააფრთხილა, რომ ერთი ხის ნაყოფი არ ეჭამათ (ერთ-ერთი ანგელოზი ღმერთს ეურჩა. ეს ბოროტი ანგელოზი სატანა ეშმაკია.
იეჰოვამ ადამსა და ევას ბაღში ერთი ხე უჩვენა და გააფრთხილა, რომ, თუ მის ნაყოფს შეჭამდნენ, მოკვდებოდნენ.
სატანას არ უნდოდა, რომ ადამი და ევა იეჰოვას დამორჩილებოდნენ. ის გველის მეშვეობით დაელაპარაკა ევას და უთხრა, რომ, თუ აკრძალული ხის ნაყოფს შეჭამდა, არ მოკვდებოდა; უფრო მეტიც, ღვთის მსგავსი გახდებოდა. სინამდვილეში ეს დიდი ტყუილი იყო (დაბადება 3:1—5).