თავი 3
პრაქტიკული რჩევები, რომლებიც უკეთესობისკენ ცვლის ადამიანებს
წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მეზობლად მდებარე პოლიკლინიკაში ახალმა ექიმმა დაიწყო მუშაობა. შეიძლება, თავიდან არ გჯეროდათ, რომ ის თავისი საქმის პროფესიონალია. მაგრამ, რას იტყოდით, თუკი გაიგებდით, რომ მან ზოგიერთ თქვენს ნაცნობს უმკურნალა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა? ალბათ, თქვენც მიმართავდით მას დახმარებისთვის.
წმინდა წერილებიც შეიძლება რაღაცით ამ ექიმს შევადაროთ. ზოგი ეჭვის თვალით უყურებს მას. მაგრამ, როცა მასში ჩაწერილ ბრძნულ რჩევებს იყენებენ, მათი ცხოვრება მნიშვნელოვნად უმჯობესდება. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
ოჯახური პრობლემების მოგვარება
«დაქორწინებიდან მალევე ვიგრძენი, რომ ჩემი ქმარი, დუმასი, სათანადო ყურადღებას არ მაქცევდა, — იხსენებს სუმიატუნი. — იმედგაცრუებული ვიყავი, ამიტომ სულ ვლანძღავდი, რაც ხელში მომხვდებოდა, ყველაფერს ვესროდი და ვურტყამდი კიდეც. ზოგჯერ სიბრაზისგან გულიც კი მიმდიოდა.
თავიდან, როდესაც დუმასმა წმინდა წერილების შესწავლა დაიწყო, დავცინოდი. თუმცა, როცა სწავლობდა, მეორე ოთახიდან ჩუმად ვუსმენდი. ერთ დღესაც წმინდა წერილებიდან ასეთი მუხლები ამოიკითხეს: „ცოლები ისე დაემორჩილონ ქმრებს, როგორც უფალს . . . ცოლი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“ (ეფესოელები 5:22, 33). ამ სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. ღმერთს ვთხოვდი ეპატიებინა ჩემთვის, ასე ცუდად რომ ვექცეოდი მეუღლეს და დამხმარებოდა, უკეთესი ცოლი გავმხდარიყავი. მალე მეც შევუერთდი დუმასს შესწავლაში».
წმინდა წერილებში აგრეთვე ნათქვამია: „ქმარსაც ისე უნდა უყვარდეს ცოლი, როგორც საკუთარი სხეული“ (ეფესოელები 5:28). სუმიატუნი იხსენებს: „ამ ყველაფრის გაგებამ ორივეზე იმოქმედა. სამსახურიდან დაბრუნებულ დუმასს ფინჯან ჩაის მივართმევდი ხოლმე და თბილად ველაპარაკებოდი. დუმასიც უფრო მოსიყვარულე გახდა და საოჯახო საქმეებში მეხმარებოდა. ვცდილობდით, ერთმანეთს კარგად მოვქცეოდით, თანაგვეგრძნო და მთელი გულით გვეპატიებინა ერთმანეთისთვის (ეფესოელები 4:32). შედეგად, ჩვენი სიყვარული და ურთიერთპატივისცემა უფრო გაღრმავდა. უკვე ორმოცი წელია, ბედნიერად ვცხოვრობთ. ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ბრძნული რჩევების წყალობით შევინარჩუნეთ ოჯახი“.
ბრაზის დაოკება
«ძალიან შარიანი ვიყავი, — ამბობს ტეიბი. — ხშირად ვჩხუბობდი, ხალხს იარაღით ვემუქრებოდი, ჩემს ცოლს, კუსტრიასაც ვცემდი. ზოგჯერ ისე დამირტყამს, რომ დაცემულა. ყველას ეშინოდა ჩემი.
ერთ დღეს იესოს სიტყვები წავიკითხე: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი!“ (იოანე 13:34). შემძრა ამ სიტყვებმა და გადავწყვიტე, შევცვლილიყავი. როდესაც ბრაზი მომაწვებოდა, ღმერთს ვთხოვდი, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა და მალევე ვმშვიდდებოდი. მე და ჩემი მეუღლე ეფესოელების 4:26, 27 მუხლებში ჩაწერილ რჩევას ვიყენებდით: „მზე ისე ნუ ჩავა, რომ კვლავ გაბრაზებული იყოთ; გასაქანს ნუ მისცემთ ეშმაკს!“ საღამოობით წმინდა წერილებს ერთად ვკითხულობდით და ვლოცულობდით, რაც ყოველდღიურ დაძაბულობას გვიხსნიდა და უფრო გვაახლოებდა ერთმანეთთან.
ახლა უკვე მშვიდობისმოყვარე ადამიანის რეპუტაცია მაქვს. ჩემს ცოლსა და შვილებს ვუყვარვარ და პატივს მცემენ. ბევრი მეგობარი შევიძინე და ღმერთთან ახლო ურთიერთობა მაქვს. ახლა ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ბედნიერი ვარ».
ნარკოტიკებისგან გათავისუფლება
«ახალგაზრდების ბანდის წევრი ვიყავი; ბევრს ვეწეოდი, უგონოდ მთვრალი ღამეებს ქუჩაში ვათევდი, — ამბობს გოინი. — მარიხუანისა და ექსტაზის მომხმარებელი ვიყავი და ამ ნარკოტიკებით ვვაჭრობდი კიდეც. მათ ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ქვეშ ვმალავდი. მართალია, მაგარი ბიჭი ვჩანდი, მაგრამ მუდმივ შიშში ვცხოვრობდი.
ერთხელ ვიღაცამ წმინდა წერილებიდან ერთი მუხლი მაჩვენა: „შვილო, ჩემს კანონს ნუ დაივიწყებ . . . რათა დღეგრძელი იყო, შეგემატოს სიცოცხლის წლები და მშვიდობიანად იცხოვრო“ (იგავები 3:1, 2). მინდოდა, წყნარად და დიდხანს მეცხოვრა. წმინდა წერილებიდან ასეთი აზრიც ამოვიკითხე: „ამიტომ, საყვარელნო, რადგან ეს დანაპირები გვაქვს, განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს სხეულსა და გონებას, და ღვთის შიშით სრულვყოთ სიწმინდე“ (2 კორინთელები 7:1). თავი დავანებე ნარკოტიკებს, ურთიერთობა გავწყვიტე ბანდასთან და დავიწყე ღვთის მსახურება.
უკვე ჩვიდმეტი წელია, რაც ნარკოტიკებს არ გავკარებივარ. ვარ ჯანმრთელი, მყავს ბედნიერი ოჯახი, კარგი მეგობრები და მაქვს სუფთა სინდისი. თუკი ადრე ქუჩაში მეძინა მთვრალს, ახლა ყოველ ღამე საკუთარ სახლში მშვიდად მძინავს».
ნაციონალისტური შეხედულებების დაძლევა
«მოზარდობის ასაკში არაერთი დანაშაული ჩავიდინე, — იხსენებს ბამბანგი. — მძულდა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, ამიტომ, ძირითადად, მათ ვემტერებოდი.
მოგვიანებით დავიწყე ღვთის ძიება, რამაც მაპოვნინა ის ადამიანები, რომლებიც წმინდა წერილებს სწავლობდნენ. მათ შორის იყო იმ ეთნიკური წარმოშობის ხალხი, რომლებსაც ვერ ვიტანდი. თუმცა მათ ძალიან თბილად მიმიღეს. სხვადასხვა ეროვნებისა მიუხედავად, ისინი ერთად თავს ბედნიერად და თავისუფლად გრძნობდნენ. ამა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა! მაშინ ჩავწვდი ამ მუხლში ჩაწერილი სიტყვების მნიშვნელობას: „ღმერთი მიუკერძოებელია და ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).
დღეს უკვე აღარ მაქვს სხვების მიმართ წინასწარ შექმნილი აზრი. ზოგიერთი ჩემი საუკეთესო მეგობარი იმ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ერთ დროს მძულდა. წმინდა წერილების მეშვეობით ღმერთმა მასწავლა, რომ მიყვარდეს სხვები».
ძალადობისთვის თავის დანებება
«ჯერ კიდევ მოზარდი ვიყავი, როცა სამჯერ მოვიხადე სასჯელი — ორჯერ ქურდობისთვის, ერთხელ კი ადამიანის დაჭრისთვის, — ამბობს გაროუგა. — მოგვიანებით, ერთ-ერთ მეამბოხეთა ჯგუფს შევუერთდი და არაერთ ადამიანს მოვუსწრაფე სიცოცხლე. ამბოხების დასრულების შემდეგ ერთ-ერთ კრიმინალურ დაჯგუფებას ჩავუდექი სათავეში. ყველგან დაცვა დამყვებოდა. სასტიკი და საშიში ადამიანი ვიყავი.
1 კორინთელები 13:4, 5). ამ სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა. საცხოვრებელი შევიცვალე, დავიწყე წმინდა წერილების კვლევა და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება.
ერთხელ წმინდა წერილებში წავიკითხე: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს, არ ღიზიანდება და წყენას გულში არ იდებს“ (ადრე თუ მოძალადედ მიცნობდნენ, დღეს უკვე ღვთის სიტყვის მასწავლებლად მიცნობენ. თამამად შეიძლება ვთქვა, რომ კმაყოფილებით სავსე და აზრიანი ცხოვრება მაქვს».
ღვთის სიტყვა მოქმედია
ეს და სხვა უამრავი მაგალითი ამტკიცებს, რომ „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი [და] მოქმედი“ (ებრაელები 4:12). მასში მოცემული რჩევები მარტივი, პრაქტიკული და გამამხნევებელია.
თქვენც გამოგადგებათ წმინდა წერილებში ჩაწერილი რჩევები? რა პრობლემებსაც არ უნდა ხვდებოდეთ, მას შეუძლია თქვენი დახმარება: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და ღვთის სიმართლით აღსაზრდელად, რათა ღვთის მსახური ყოველმხრივ აღჭურვილი და მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმოთე 3:16, 17).
მოდი განვიხილოთ წმინდა წერილებში მოცემული ზოგიერთი ძირითადი სწავლება.