თავი 8
რა არის ღვთის სამეფო?
-
რას ამბობს ბიბლია ღვთის სამეფოს შესახებ?
-
რას გააკეთებს ღვთის სამეფო?
-
როდის შესრულდება დედამიწაზე ღვთის ნება მისი სამეფოს მეშვეობით?
1. რომელ ცნობილ ლოცვას განვიხილავთ?
მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანისთვის ნაცნობია ლოცვა, რომელსაც „მამაო ჩვენოს“ ან „უფლის ლოცვას“ უწოდებენ. ეს არის იმ ცნობილი ლოცვის ნიმუშის სახელწოდებები, რომელიც იესო ქრისტემ ასწავლა თავის მიმდევრებს. ეს ლოცვა მეტად საყურადღებოა ჩვენთვის. მასში მოცემული პირველი სამი საკითხის განხილვა დაგვეხმარება, მეტი გავიგოთ იმის შესახებ, თუ სინამდვილეში რას გვასწავლის ბიბლია.
2. უპირველესად რომელი სამი საკითხის შესახებ ასწავლა იესომ ლოცვა თავის მოწაფეებს?
2 იესომ თავის მოწაფეებს ასწავლა: «ასე ილოცეთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“» (მათე 6:9—13). რა იგულისხმება ამ სამ სათხოვარში?
3. რა უნდა ვიცოდეთ ღვთის სამეფოს შესახებ?
3 ჩვენ უკვე ბევრი რამ გავიგეთ ღვთის სახელის, იეჰოვას, შესახებ. ვისაუბრეთ იმაზეც, თუ რა არის ღვთის ნება — რა გააკეთა მან და რას გააკეთებს მომავალში კაცობრიობისთვის. რას გულისხმობდა იესო, როცა ამბობდა: „მოვიდეს შენი სამეფო“? რა არის ღვთის სამეფო? როგორ განწმენდს ის ღვთის სახელს? როგორ არის ღვთის სამეფოს მოსვლა დაკავშირებული მისი ნების განხორციელებასთან?
რა არის ღვთის სამეფო?
4. რა არის ღვთის სამეფო და ვინ არის მისი მეფე?
4 ღვთის სამეფო არის იეჰოვა ღმერთის მიერ ჩამოყალიბებული მთავრობა, რომელსაც სათავეში მის მიერვე არჩეული მეფე უდგას. ვინ არის ღვთის სამეფოს მეფე? იესო ქრისტე. იესოს, როგორც მეფეს, ნებისმიერ მიწიერ მმართველზე მაღალი მდგომარეობა უკავია. მას ეწოდება „მეფეთა მეფე და უფალთა უფალი“ (1 ტიმოთე 6:15). მას ნებისმიერ, თუნდაც საუკეთესო მიწიერ მმართველზე ბევრად მეტის გაკეთების ძალა აქვს.
5. საიდან იმმართველებს ღვთის სამეფო და რას გაუწევს მმართველობას?
5 საიდან იმმართველებს ღვთის სამეფო? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დავფიქრდეთ, თუ სად იმყოფება იესო. უეჭველია, გახსოვს, რომ წამებით სიკვდილის შემდეგ იესო მკვდრეთით აღდგა და მალე ზეცად ამაღლდა (საქმეები 2:33). აქედან გამომდინარე, ღვთის სამეფოც ზეცაშია. ამიტომაც ბიბლია მას „ზეციერ სამეფოს“ უწოდებს (2 ტიმოთე 4:18). მართალია, ღვთის სამეფო ზეცაშია, მაგრამ ის მთელ დედამიწაზე იმმართველებს (წაიკითხეთ გამოცხადების 11:15).
6, 7. რატომ არის იესო განსაკუთრებული მეფე?
6 რატომ არის იესო განსაკუთრებული მეფე? ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ იგი არასდროს მოკვდება. მიწიერი მეფეებისგან განსხვავებით, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, „მხოლოდ ის არის უკვდავი [და] მკვიდრობს მიუწვდომელ სინათლეში“ (1 ტიმოთე 6:16). ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც იესო გააკეთებს, მარადიულად მოემსახურება ღვთის ერთგულთა კეთილდღეობას. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მისგან ნამდვილად ულევი კურთხევა გველის!
7 ვნახოთ, თუ რა არის ნაწინასწარმეტყველები ბიბლიაში იესოს შესახებ: „მასზე დაივანებს იეჰოვას სული, სიბრძნისა და გაგების სული, რჩევისა და ძლევამოსილების სული, ცოდნისა და იეჰოვას შიშის სული; სიამოვნებას მოჰგვრის მას იეჰოვას შიში. შესახედაობით არ გაასამართლებს, არც ყურით გაგონილით ამხილებს. სამართლიანად გაასამართლებს საწყლებს და სიმართლით ამხილებს ხალხს დედამიწის თვინიერთა გულისთვის“ ესაია 11:2—4). ამ სიტყვებიდან ვიგებთ, რომ იესო სამართლიანი და თანამგრძნობი მეფე იქნება დედამიწაზე მცხოვრები ხალხისთვის. გსურს, ასეთი მმართველი გყავდეს?
(8. ვინ იმეფებს იესოსთან ერთად?
8 ღვთის სამეფოს შესახებ აღსანიშნავია კიდევ ერთი რამ: იესო მარტო არ იმეფებს. მას თანამმართველები ეყოლება. მაგალითად, მოციქულმა პავლემ ტიმოთეს უთხრა: „თუ ვითმენთ, ერთადაც ვიმეფებთ“ (2 ტიმოთე 2:12). დიახ, პავლე, ტიმოთე და სხვა ერთგული ქრისტიანები, რომლებიც ღმერთმა აირჩია, იესოსთან ერთად იმეფებენ ზეციერ სამეფოში. რამდენ ადამიანს მიეცემა ეს განსაკუთრებული შესაძლებლობა?
9. რამდენი თანამმართველი ეყოლება იესოს და როდის დაიწყო მათი არჩევა?
9 როგორც ამ წიგნის მე-7 თავში იყო მოცემული, მოციქულმა იოანემ იხილა „კრავი [იესო ქრისტე] . . . სიონის მთაზე [მისი, როგორც ზეციერი მეფის, მდგომარეობა] და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც შუბლებზე აწერიათ მისი სახელი და მისი მამის სახელი“. ვინ არიან ისინი? იოანე თვითონვე ამბობს: „ესენი მიჰყვებიან კრავს, სადაც უნდა წავიდეს. ესენი ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი, როგორც პირველი ნაყოფი ღვთისა და კრავისთვის“ (გამოცხადება 14:1, 4). დიახ, აქ ლაპარაკია იესო ქრისტეს ერთგულ მიმდევრებზე, რომლებიც იმ მიზნით არიან არჩეული, რომ ზეცაში მასთან ერთად იმეფონ. ზეციერი ცხოვრებისთვის მკვდრეთით აღდგენის შემდეგ ისინი ხდებიან „მეფეები . . . დედამიწის მმართველები“ (გამოცხადება 5:10). მოციქულთა დროიდან მოყოლებული ღმერთი ირჩევს ერთგულ ქრისტიანებს, რათა მათი რიცხვი შეივსოს და 144 000 გახდეს.
10. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ღმერთმა ადამიანებისადმი სიყვარული გამოავლინა, როცა მათ მმართველებად იესო და 144 000 ქრისტიანი აირჩია?
10 ღმერთმა ადამიანებისადმი სიყვარული გამოავლინა, როცა მათ მმართველებად იესო და 144 000 ქრისტიანი აირჩია. იესომ იცის, თუ როგორია ადამიანთა ცხოვრება და რა სირთულეებს ხვდებიან ისინი. პავლემ იესოს შესახებ თქვა: „ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს ებრაელები 4:15; 5:8). დედამიწაზე ცხოვრების დროს მის თანამმართველებსაც მოუწიათ ტანჯვისა და განსაცდელების ატანა. ისინი ებრძოდნენ არასრულყოფილებას და, როგორც ყველა ადამიანი, ავად ხდებოდნენ. უეჭველია, რომ მათ ესმით, რა პრობლემებს ხვდებიან ადამიანები.
სისუსტეებში, არამედ ვინც ჩვენსავით გამოიცადა ყველაფერში, ოღონდ უცოდველი იყო“ (რას გააკეთებს ღვთის სამეფო?
11. რატომ თქვა იესომ, რომ მის მოწაფეებს უნდა ელოცათ ზეცაში ღვთის ნების შესრულებაზე?
11 როდესაც იესომ თავის მოწაფეებს მოუწოდა, ღვთის სამეფოს მოსვლის შესახებ ელოცათ, აგრეთვე უთხრა, მამისთვის ისიც ეთხოვათ, რომ „როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ მისი ნება შესრულებულიყო. ღმერთი ზეცაშია და იქ მის ნებას ყოველთვის ასრულებენ ერთგული ანგელოზები. მაგრამ მე-3 თავიდან გავიგეთ, რომ ერთ-ერთმა ბოროტმა ანგელოზმა შეწყვიტა ღვთის ნების შესრულება და ადამსა და ევას ცოდვა ჩაადენინა. მე-10 თავში უფრო მეტს გავიგებთ იმის შესახებ, თუ რას ამბობს ბიბლია ამ ბოროტ ანგელოზზე, რომელსაც სატანა ეშმაკი ეწოდება. ღმერთმა სატანას და დემონებს, ანუ იმ ანგელოზებს, რომლებიც მას შეუერთდნენ, გარკვეული დროით ზეცაში დარჩენის ნება მისცა. აქედან გამომდინარე, ზეცაში ყველა აღარ ასრულებდა ღვთის ნებას. მდგომარეობა უნდა შეცვლილიყო მაშინ, როცა ღვთის სამეფო დაიწყებდა მმართველობას. იესო ქრისტე გამეფებისთანავე შეებრძოლებოდა სატანას (წაიკითხეთ გამოცხადების 12:7—9).
12. რომელი ორი მნიშვნელოვანი მოვლენაა აღწერილი გამოცხადების 12:10-ში?
12 ბიბლიის ერთ-ერთ წინასწარმეტყველებაში აღწერილია, თუ რა უნდა მომხდარიყო: «გავიგონე ციდან დიდი ხმა: „ახლა მოვიდა ხსნა ჩვენი ღვთისგან, მისი ძლიერება და სამეფო და მისი ქრისტეს ძალაუფლება, რადგან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ბრალმდებელი [სატანა], რომელიც ბრალს სდებს მათ ჩვენი გამოცხადება 12:10). შენიშნე ამ ბიბლიურ მუხლში აღწერილი ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა? პირველი: ღვთის სამეფომ, რომელსაც სათავეში იესო ქრისტე უდგას, მმართველობა დაიწყო. მეორე: სატანა ზეციდან დედამიწაზე იქნა გადმოგდებული.
ღვთის წინაშე დღე და ღამე!“» (13. რა მოჰყვა შედეგად ზეციდან სატანის გადმოგდებას?
13 რა მოჰყვა ამას შედეგად? იმის თაობაზე, თუ რა მოხდა ზეცაში, ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „გიხაროდეთ, ზეცავ და თქვენ, ვინც მათში მკვიდრობთ!“ (გამოცხადება 12:12). დიახ, ერთგულ ანგელოზებს აქვთ სიხარულის მიზეზი, რადგან სატანა და მისი დემონები ზეცაში აღარ არიან და ყველა სულიერი ქმნილება იეჰოვა ღმერთის ერთგულია. ზეცაში მშვიდობა და ჰარმონიაა გამეფებული. იქ ღვთის ნება სრულდება!
14. რა ხდება მას შემდეგ, რაც სატანა დედამიწაზე იქნა გადმოგდებული?
14 რის თქმა შეიძლება დედამიწაზე? ბიბლიაში ნათქვამია: „ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12). სატანა განრისხებულია იმის გამო, რომ ზეციდან არის გადმოგდებული და მცირე დრო აქვს დარჩენილი. მას ყოველგვარი უბედურება ანუ „ვაი“ მოაქვს დედამიწისთვის. ამის შესახებ უფრო მეტს გავიგებთ მომდევნო თავში. მაგრამ შეიძლება დაგვებადოს კითხვა: როგორ შესრულდება ღვთის სამეფოს მეშვეობით დედამიწაზე ღვთის ნება?
15. რა მომავალი ელის დედამიწას ღვთის განზრახვის თანახმად?
15 გაიხსენე, რა მომავალი ელის დედამიწას ღვთის განზრახვის თანახმად. ეს მე-3 თავში იყო განხილული. ედემის ბაღში ღვთის მიერ პირველი წყვილისთვის ნათქვამი სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ მისი სურვილია, დედამიწა სამოთხედ გადაიქცეს და მართალმა ადამიანებმა მარადიულად იცხოვრონ. ვინაიდან სატანამ ადამსა და ევას ცოდვა ჩაადენინა, ღვთის თავდაპირველი განზრახვის შესრულება სამომავლოდ გადაიდო, მაგრამ ის უეჭველად შესრულდება. იეჰოვას განზრახვა არ შეცვლილა, მას კვლავაც სურს, შესრულდეს შემდეგი სიტყვები: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29). ამას ღვთის სამეფო მოიყვანს სისრულეში. როგორ?
16, 17. რას ვიგებთ დანიელის 2:44-დან ღვთის სამეფოს შესახებ?
16 ყურადღება მიაქციე, რა არის ნაწინასწარმეტყველები დანიელის 2:44-ში: „იმ მეფეების დროს ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“. რას ვიგებთ აქედან ღვთის სამეფოს შესახებ?
17 პირველი: ეს სამეფო უნდა დამყარებულიყო „იმ მეფეების დროს“ ანუ მაშინ, როცა სხვა სამეფოები ჯერ კიდევ იარსებებდნენ. მეორე: ღვთის სამეფომ მარადიულად უნდა იარსებოს. მის ადგილს არც ერთი სხვა მთავრობა არ დაიკავებს. მესამე: ღვთის სამეფოსა და ამ ქვეყნიერების სამეფოებს შორის მოხდება ომი, რომელშიც ღვთის სამეფო გაიმარჯვებს. საბოლოოდ, მთელ დედამიწაზე ერთი მთავრობა იმმართველებს. ხალხს საუკეთესო მთავრობა ეყოლება, მთავრობა, როგორსაც მანამდე არასდროს უარსებია!
18. რა ეწოდება ბრძოლას, რომელიც ღვთის სამეფოსა და ამ ქვეყნიერების მთავრობებს შორის გაიმართება?
18 ბიბლიიდან ბევრს ვიგებთ იმ გადამწყვეტი ბრძოლის შესახებ, რომელიც ღვთის სამეფოსა და ამ ქვეყნიერების სამეფოებს შორის გაიმართება. მაგალითად, ბიბლია გვასწავლის, რომ აღსასრულის მოახლოებისას ბოროტი სულები გაავრცელებენ სიცრუეს „მთელი მსოფლიოს მეფეების“ შესაცდენად. რა მიზნით? „რათა საომრად შეკრიბონ ისინი [მეფეები] ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“. დედამიწის მეფეები შეიკრიბებიან „ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ჰქვია“ (გამოცხადება 16:14, 16). ამ ორი მუხლის საფუძველზე, ბრძოლას, რომელიც ადამიანთა მთავრობებსა და ღვთის სამეფოს შორის გაიმართება, „არმაგედონი“ ეწოდება.
19, 20. რა უშლის ხელს დედამიწაზე ღვთის ნების შესრულებას?
19 რას მიაღწევს ღვთის სამეფო არმაგედონის ბრძოლის შედეგად? კიდევ ერთხელ დაფიქრდი, რა განზრახვა აქვს ღმერთს მე-5 თავიდან გავიგეთ, იესომ საკუთარი სიცოცხლე გაიღო, რათა მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა გვქონოდა. ალბათ, გახსოვს იოანეს სახარებაში ჩაწერილი სიტყვები: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16).
დედამიწასთან დაკავშირებით. იეჰოვა ღმერთმა განიზრახა, რომ დედამიწაზე სამოთხეში მართალმა და სრულყოფილმა ადამიანებმა იცხოვრონ, რომლებიც მისი მსახურები იქნებიან. რა უშლის დღეს ხელს ამის განხორციელებას? უპირველესად ის, რომ ადამიანები ცოდვილები არიან, რის გამოც ავად ხდებიან და კვდებიან. თუმცა, როგორც20 მეორე ხელისშემშლელი მიზეზი ის არის, რომ მრავალი ადამიანი ბოროტებას სჩადის. სიცრუე, თაღლითობა და უზნეობა მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მათ არ სურთ ღვთის ნების თანახმად ცხოვრება. ბოროტების მოყვარული ადამიანები ღვთის ომში, არმაგედონში, განადგურდებიან (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:10). კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც დედამიწაზე ღვთის ნება არ სრულდება, ის არის, რომ მთავრობები ამისკენ არ მოუწოდებენ თავის ქვეშევრდომებს. ბევრი მთავრობა იმდენად უსუსურია, რომ არ შესწევს რაიმეს შეცვლის ძალა; ბევრიც სასტიკი და კორუმპირებულია. ბიბლიაში პირდაპირაა ნათქვამი: „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9).
21. როგორ შეასრულებს ღვთის სამეფო იეჰოვას ნებას დედამიწაზე?
21 არმაგედონის შემდეგ კაცობრიობას მხოლოდ ერთი მთავრობა ეყოლება. ეს მთავრობა, ღვთის სამეფო, მის ნებას შეასრულებს და ბევრ სიკეთეს მოიტანს. მაგალითად, ის ხალხს სატანისა და დემონების ზეგავლენისგან გაათავისუფლებს (გამოცხადება 20:1—3). იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის წყალობით, ერთგული ადამიანები აღარასდროს გახდებიან ავად და აღარასდროს მოკვდებიან. ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ისინი მარადიულად იცხოვრებენ (წაიკითხეთ გამოცხადების 22:1—3). დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. ამგვარად, ღვთის სამეფო დედამიწაზე იეჰოვას ნებას შეასრულებს და განწმენდს მის სახელს. რას ნიშნავს ეს? საბოლოოდ, ღვთის სახელს ყოველი ცოცხალი არსება მიაგებს პატივს.
როდის დაიწყო ღვთის სამეფომ მმართველობა?
22. საიდან ვიცით, რომ ღვთის სამეფო არ მოსულა იესოს დედამიწაზე ყოფნის დროს ან ზეცაში მისი აღდგომისთანავე?
22 ღვთის სამეფოს მმართველობა ჯერ არ იყო დაწყებული მაშინ, როცა იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, ამ სამეფოს მოსვლაზე ელოცათ. წინააღმდეგ შემთხვევაში იესო ამას არ ასწავლიდა მათ. მოვიდა ეს სამეფო მაშინ, როცა იესო ზეცად ამაღლდა? არა, რადგან პეტრე და პავლე მოციქულების სიტყვების თანახმად, მკვდრეთით აღმდგარ იესო ქრისტეზე შესრულდა ფსალმუნის 110:1-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება: «იეჰოვამ ჩემს უფალს უთხრა: „იჯექი ჩემ მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს შენ ფეხქვეშ არ მოვაქცევ“» (საქმეები 2:32—35; ებრაელები 10:12, 13). აქედან ჩანს, რომ უნდა გასულიყო გარკვეული პერიოდი.
ღვთის სამეფოს მეშვეობით იეჰოვას ნება დედამიწაზეც შესრულდება, როგორც ეს ზეცაში სრულდება
23. ა) როდის დაიწყო ღვთის სამეფომ მმართველობა? ბ) რა იქნება განხილული მომდევნო თავში?
23 რამდენი ხანი უნდა გასულიყო ღვთის სამეფოს მოსვლამდე? XIX და XX საუკუნეებში ბიბლიის გულმოდგინე მკვლევრები თანდათანობით მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ლოდინის პერიოდი 1914 წელს უნდა დასრულებულიყო (ამ თარიღთან დაკავშირებით 1914 წელი — მნიშვნელოვანი თარიღი“). 1914 წლიდან განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ ისინი არ შემცდარან. შესრულებული ბიბლიური წინასწარმეტყველება იმაზე მეტყველებს, რომ 1914 წელს ქრისტე გამეფდა და ღვთის ზეციერმა სამეფომ მმართველობა დაიწყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ დროის იმ ხანმოკლე მონაკვეთში ვცხოვრობთ, რომელიც სატანას აქვს დარჩენილი (გამოცხადება 12:12; ფსალმუნი 110:2). აგრეთვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მალე ღვთის სამეფოს მეშვეობით დედამიწაზე იეჰოვას ნება შესრულდება. განა ეს სასიხარულო არ არის? გწამს, რომ ეს მალე მოხდება? მომდევნო თავი დაგარწმუნებს ამ ყოველივეში და იმაში, რომ ნამდვილად ამას გვასწავლის ბიბლია.
იხილეთ დანართი „