თავი 1
ჭეშმარიტება ღვთის შესახებ
-
ავლენს ღმერთი შენ მიმართ ინტერესს?
-
სინამდვილეში როგორია ღმერთი? აქვს მას სახელი?
-
შესაძლებელია ღმერთთან დაახლოება?
1, 2. რატომ არის ხშირად საჭირო შეკითხვების დასმა?
მიგიქცევია ყურადღება, როგორ სვამენ შეკითხვებს პატარები? ბევრი ბავშვი შეკითხვების დასმას მაშინვე იწყებს, როგორც კი ენას ამოიდგამს. ისინი გაფართოებული თვალებით შემოგცქერიან და ცნობისმოყვარეობით გეკითხებიან: რატომ არის ცა ლურჯი? რისგან არიან ვარსკვლავები გაკეთებული? ვინ ასწავლა ჩიტებს ჭიკჭიკი? შეიძლება ყველანაირად ცდილობ, გასცე მათ ამ და მსგავს კითხვებზე პასუხი, მაგრამ ეს ყოველთვის ადვილი არ არის. საუკეთესო პასუხსაც კი შეიძლება შემდგომი კითხვა მოჰყვეს: რატომ?
2 შეკითხვებს მხოლოდ ბავშვები როდი სვამენ. ჩვენ ვიზრდებით და კითხვები კვლავ გვიჩნდება. ზოგჯერ სხვებს გზას ვეკითხებით, ზოგჯერ კი კითხვებს იმ მიზნით ვსვამთ, რომ საფრთხეს მოვერიდოთ ან ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილოთ. მაგრამ, როგორც ჩანს, ბევრი წყვეტს კითხვების დასმას იმ საკითხების გარშემო, რომლებიც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია. ყოველ შემთხვევაში, ისინი აღარ ეძებენ პასუხებს.
3. რატომ აღარ ცდილობს ბევრი პასუხების მიღებას იმ კითხვებზე, რომლებიც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია?
3 დაფიქრდი ამ წიგნის გარეკანზე, შესავალში ან თუნდაც ამ თავის დასაწყისში დასმულ კითხვებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვებია. მიუხედავად ამისა, ბევრი აღარ ცდილობს მათზე პასუხების მიღებას. რატომ? პასუხობს ამ შეკითხვებს ბიბლია? ზოგის აზრით, ბიბლიაში მოცემული პასუხები რთული გასაგებია. ზოგს ის აღელვებს, რომ შეკითხვების დასმით თავი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიგდოს. სხვები კი ფიქრობენ, რომ ასეთ საკითხებს მხოლოდ სასულიერო პირები უნდა იკვლევდნენ. შენ რა აზრი გაქვს ამის შესახებ?
4, 5. რა მნიშვნელოვანი კითხვები გვებადება ცხოვრებაში და რატომ უნდა ვეძებოთ პასუხები?
4 ალბათ, გსურს, მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღო პასუხები. უეჭველია, ზოგჯერ ფიქრდები: რა არის სიცოცხლის აზრი? სულ ეს არის ცხოვრება? სინამდვილეში როგორია ღმერთი? ძალიან კარგია, თუ ასეთი კითხვები გებადება. ვიდრე ამომწურავ და სანდო პასუხებს არ მიიღებ, არ შეწყვიტო მათი ძიება. იესო ქრისტემ, დიდებულმა მასწავლებელმა, თქვა: „ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ“ (მათე 7:7).
5 თუ განაგრძობ პასუხების ძიებას, შენი მცდელობა ამაო ნამდვილად არ იქნება (იგავები 2:1—5). იმისდა მიუხედავად, თუ სხვები რას გეუბნებიან, პასუხები არსებობს და მათი მიღება შესაძლებელია. პასუხები ბიბლიაშია. ისინი არაა რთული გასაგები. ამ პასუხებს ჩვენთვის იმედი და სიხარული მოაქვს. მათი დახმარებით დღესვე კმაყოფილი იქნები საკუთარი ცხოვრებით. მოდი, თავდაპირველად შევეხოთ კითხვას, რომელიც მრავალ ადამიანს აღელვებს.
ნუთუ ღმერთი გულგრილი და უმოწყალოა?!
6. რატომ ფიქრობს ბევრი, რომ ღმერთს არ აღელვებს ადამიანთა მდგომარეობა?
6 ბევრი ფიქრობს, რომ ეს ასეა. მათი აზრით, ღმერთი რომ გულგრილი არ იყოს, მსოფლიოში ასეთი მდგომარეობა არ იქნებოდა. ყველგან ომები, უბედურება და სიძულვილია.
ავადმყოფობა, სირთულეები და საყვარელი ადამიანების სიკვდილი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამიტომ ბევრი ამბობს: „ღმერთს რომ ჩვენი მდგომარეობა და პრობლემები აღელვებდეს, განა არ მოუღებდა ამ ყოველივეს ბოლოს?“.7. ა) როგორ მიიყვანეს სასულიერო პირებმა ბევრი იმ აზრამდე, რომ ღმერთი უმოწყალოა? ბ) რას გვასწავლის ბიბლია იმ განსაცდელებთან დაკავშირებით, რომლებსაც ვხვდებით?
7 რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ზოგჯერ სასულიერო პირებს ხალხი იმ აზრამდე მიჰყავთ, რომ ღმერთი უმოწყალოა. როცა უბედურება ხდება, ისინი ამბობენ, რომ ეს ღვთის ნება იყო. ფაქტობრივად, ამით სასულიერო პირები მომხდარში ღმერთს ადანაშაულებენ. მაგრამ ნამდვილად დამნაშავეა ღმერთი? რას გვასწავლის ბიბლია? იაკობის 1:13 გვპასუხობს: „განსაცდელის დროს ნურავინ იტყვის, ღმერთი მცდისო, რადგან შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის“. ასე რომ, ღმერთი არასდროს არის იმ ბოროტების მიზეზი, რასაც შენ გარშემო ხედავ (წაიკითხეთ იობის 34:10—12). მართალია, ის უშვებს ყოველივე ამას, მაგრამ ერთია, დაუშვა ბოროტება და სულ სხვაა, მისი მიზეზი იყო.
8, 9. ა) როგორ ახსნიდი მაგალითის დახმარებით, თუ რა განსხვავებაა ბოროტების დაშვებასა და მის გამოწვევას შორის? ბ) რატომ არ იქნებოდა სწორი, გაგვეკრიტიკებინა ღმერთი იმის გამო, რომ კაცობრიობას არასწორი გზით სიარულის ნება მისცა?
8 მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: მამამ სიბრძნითა და სიყვარულით აღზარდა ვაჟი, რომელიც უკვე მოზრდილია, მაგრამ კვლავ მშობლებთან ცხოვრობს. როცა ვაჟი მშობლებს უპირისპირდება და სახლიდან წასვლას აპირებს, მამა არ აჩერებს მას. ვაჟი ცუდ გზას ადგება და სერიოზულ პრობლემებს ხვდება. ნუთუ მამაა მისი პრობლემების მიზეზი? ცხადია, არა (ლუკა 15:11—13). მსგავსად ამისა, ღმერთმა არ შეაჩერა ადამიანები, როცა მათ არასწორი მიმართულება აირჩიეს. მაგრამ ის არ არის იმ პრობლემების მიზეზი, რომლებიც ასეთ არჩევანს მოჰყვა. ნამდვილად არ იქნებოდა მართებული, რომ ღმერთი დაგვედანაშაულებინა უბედურებებში, რომლებიც თავს ატყდება კაცობრიობას.
9 ღმერთს აქვს საფუძვლიანი მიზეზები, რომელთა გამოც დაუშვა, მე-11 თავში უფრო მეტს გაიგებ ამ მიზეზების შესახებ. დარწმუნებული იყავი, რომ ღმერთი არაა დამნაშავე ჩვენს პრობლემებში. პირიქით, ის არის ერთადერთი, რომელსაც შეუძლია ამ პრობლემების გადაჭრა! (ესაია 33:2).
რომ კაცობრიობას არასწორი გზით ევლო. ჩვენი ბრძენი და ყოვლადძლიერი შემოქმედი არაა ვალდებული, რომ ეს მიზეზები აგვიხსნას. მაგრამ მას ვუყვარვართ და ჩვენთვის ამასაც აკეთებს.10. რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი ბოროტების ყოველგვარ შედეგს აღმოფხვრის?
10 ღმერთი წმინდაა (ესაია 6:3). ის სპეტაკია და მასში ბოროტების ნიშანწყალიც არ არის. ასე რომ, შეგვიძლია სრულად მივენდოთ ღმერთს. ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით ადამიანებზე, რომლებიც ბინძურ საქმეებში ეხვევიან და უსამართლოდ იქცევიან. ძალაუფლების მქონე ყველაზე პატიოსან ადამიანებსაც კი არ ძალუძთ დღევანდელი საგანგაშო მდგომარეობის გამოსწორება, რაშიც ბოროტ ადამიანებს მიუძღვით ბრალი. ღმერთი კი ყოვლისშემძლეა. მას სურვილიც აქვს და ძალაც შესწევს, აღმოფხვრას ბოროტების შედეგები. როცა ღმერთი მოქმედებას დაიწყებს, ის ბოროტებას ერთხელ და სამუდამოდ მოუღებს ბოლოს! (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:9—11).
როგორ უყურებს ღმერთი ჩვენ გარშემო არსებულ უსამართლობას?
11. ა) როგორ უყურებს ღმერთი უსამართლობას? ბ) როგორ უყურებს ღმერთი პირადად შენს ტანჯვას?
11 როგორ უყურებს ღმერთი იმას, რაც მთელ მსოფლიოში და პირადად შენს ცხოვრებაში ხდება? ბიბლია გვასწავლის, რომ ღმერთი „სამართლიანობის მოყვარულია“ (ფსალმუნი 37:28). სწორედ ის განსაზღვრავს, რა არის სწორი და რა — არასწორი. მას სძულს ყოველგვარი უსამართლობა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ძველად, როცა ქვეყნიერება ბოროტებით აივსო, ღმერთს „გული ეტკინა“ (დაბადება 6:5, 6). ღმერთი არ შეცვლილა (მალაქია 3:6). მას კვლავაც სძულს და გულს უკლავს იმ უბედურებების დანახვა, რომლებიც მსოფლიოში ხდება. მას დიდ ტკივილს აყენებს ადამიანთა ტანჯვა. „ის ზრუნავს თქვენზე“, — ამბობს ბიბლია (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:7).
12, 13. ა) რატომ გვაქვს დადებითი თვისებების, მაგალითად სიყვარულის გამოვლენის უნარი და რის სურვილს აღგვიძრავს სიყვარული? ბ) რა გარწმუნებს იმაში, რომ ღმერთი გადაჭრის მსოფლიოში არსებულ პრობლემებს?
დაბადება 1:26). აქედან გამომდინარე, დადებით თვისებებს იმიტომ ვავლენთ, რომ ღმერთს აქვს ასეთი თვისებები. მაგალითად, გაღელვებს ის, რომ უდანაშაულო ადამიანები იტანჯებიან? თუ გაღელვებს ასეთი უსამართლობა, დარწმუნებული იყავი, რომ ღმერთს უფრო მეტად აღელვებს.
12 რატომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ღმერთს სძულს ბოროტება და გულს უკლავს ადამიანთა ტანჯვა-წამების დანახვა? ამას ადასტურებს შემდეგი მსჯელობა: ბიბლია გვასწავლის, რომ ღმერთმა ადამიანი თავის ანარეკლად შექმნა (13 ერთ-ერთი საუკეთესო უნარი, რითაც ადამიანები ვართ დაჯილდოებულნი, სიყვარულის უნარია. ესეც ბევრს გვეუბნება ღვთის შესახებ. ბიბლია გვასწავლის, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). ჩვენ ვავლენთ სიყვარულს, რადგან თავად ღმერთი ავლენს ამ თვისებას. განა არ აღგიძრავს სიყვარული იმის სურვილს, რომ ბოლო მოუღო მსოფლიოში არსებულ ტანჯვასა და უსამართლობას? ძალა რომ გქონდეს, ნუთუ არ გააკეთებდი ამას? რა თქმა უნდა, ასე მოიქცეოდი! ამიტომ შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი ტანჯვასა და უსამართლობას ბოლოს მოუღებს. ამ წიგნის შესავალში მოხსენიებული ღვთის დაპირებები ნამდვილად არ არის ფუჭი. ისინი უეჭველად შესრულდება! ასეთი დაპირებების რომ გჯეროდეს, მეტი უნდა გაიგო ღვთის შესახებ, რომელიც ამ ყოველივეს გვპირდება.
ღმერთს სურს, რომ მეტი გაიგო მის შესახებ
14. რა ჰქვია ღმერთს და რატომ უნდა გამოვიყენოთ მისი სახელი?
14 რას გააკეთებ, თუ გსურს, რომ ვინმემ გაგიცნოს? განა მას შენს სახელს არ ეტყვი? აქვს ღმერთს სახელი? ბევრ რელიგიურ მიმდინარეობაში მის სახელად „ღმერთს“ ან „უფალს“ მიიჩნევენ, მაგრამ ეს საკუთარი სახელები არ არის. ეს არის წოდებები, ისევე როგორც „მეფე“ და „პრეზიდენტი“. ბიბლია გვასწავლის, რომ ღმერთს ბევრი წოდება აქვს. „ღმერთი“ და „უფალი“ მათ რიცხვს მიეკუთვნება. ბიბლია იმასაც გვასწავლის, რომ ღმერთს აქვს სახელი — იეჰოვა. ფსალმუნის 83:18-ში ნათქვამია: „შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“. თუ შენს ბიბლიაში არ არის ეს სახელი, იხილე დანართი „ღვთის სახელი — მისი გამოყენება და მნიშვნელობა“, სადაც ახსნილია ამის მიზეზი. ღვთის სახელი რამდენიმე ათასჯერ არის მოხსენიებული ძველ ბიბლიურ ხელნაწერებში. ასე რომ, იეჰოვას სურს, იცოდე და გამოიყენო მისი სახელი. შეიძლება ითქვას, რომ ის თავს ბიბლიის საშუალებით გაცნობს.
15. რა აზრს ატარებს სახელი იეჰოვა?
15 ღმერთმა საკუთარი თავისთვის შეირჩია სახელი, რომელსაც ღრმა მნიშვნელობა აქვს. სახელი „იეჰოვა“ იმ აზრს ატარებს, რომ ღმერთს შეუძლია თავისი ყოველი დაპირება შეასრულოს და ნებისმიერი ჩანაფიქრი განახორციელოს. * ღვთის სახელი განუმეორებელია. ის მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. იეჰოვა მრავალმხრივ არის განუმეორებელი. მაგალითად რა მხრივ?
16, 17. რას გვასწავლის იეჰოვას შესახებ შემდეგი წოდებები: ა) „ყოვლისშემძლე“? ბ) „მარადიულობის მეფე“? გ) „შემოქმედი“?
ფსალმუნის 83:18-ში იეჰოვას შესახებ ნათქვამია: „მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“. მსგავსად ამისა, მხოლოდ იეჰოვას ეწოდება „ყოვლისშემძლე“. გამოცხადების 15:3-ში ნათქვამია: „დიდი და საოცარია შენი საქმენი, იეჰოვა ღმერთო, ყოვლისშემძლეო. მართალი და ჭეშმარიტია შენი გზები, მარადიულობის მეფეო“. წოდება „ყოვლისშემძლე“ იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვა უძლიერესია. მის ძალას სამყაროში არსებული ვერავითარი ძალა ვერ შეედრება. ხოლო წოდება „მარადიულობის მეფე“ შეგვახსენებს, რომ იეჰოვა სხვა მხრივაც არის განუმეორებელი. ის ერთადერთია, ვინც ყოველთვის არსებობდა. ფსალმუნის 90:2-ში ნათქვამია: „მარადიულად შენა ხარ ღმერთი“. განა ეს აზრი მოწიწებას არ გვინერგავს?
16 როგორც დავინახეთ,17 იეჰოვა იმ მხრივაც არის განუმეორებელი, რომ მხოლოდ ის არის შემოქმედი. გამოცხადების 4:11-ში ვკითხულობთ: „შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“. ყველა და ყველაფერი — სულიერი ქმნილებები ზეცაში, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ნაყოფის მომცემი ხეები, ოკეანისა თუ მდინარის ბინადარი თევზები — იმიტომ არსებობს, რომ იეჰოვა შემოქმედია!
შეგიძლია ღმერთთან დაახლოება?
18. რატომ ფიქრობს ზოგი, რომ ვერასდროს შეძლებს ღმერთთან დაახლოებას, მაგრამ რას გვასწავლის ბიბლია?
18 ზოგს შიშის გრძნობა ეუფლება, როცა ეცნობა იეჰოვას თვისებებს, რომლებიც მისადმი მოწიწებას გვინერგავს. მათი აზრით, ღმერთი იმდენად დიდებულია, რომ ვერასოდეს შეძლებენ მასთან დაახლოებას ან ის არასდროს ჩათვლის მათ ყურადღების ღირსად. სწორია ასეთი შეხედულება? ბიბლია სრულიად საპირისპიროს გვასწავლის. იეჰოვას შესახებ ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ის შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (საქმეები 17:27). ბიბლია მოგვიწოდებს: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8).
19. ა) უპირველესად რა უნდა გავაკეთოთ ღმერთთან დასაახლოებლად, და რა იქნება ამის შედეგი? ბ) ღვთის რომელი თვისებებია შენთვის განსაკუთრებით მიმზიდველი?
იოანე 17:3). დიახ, ბიბლია გვასწავლის, რომ იეჰოვასა და იესოს შესახებ ცოდნის მიღება „მარადიულ სიცოცხლემდე“ მიგვიყვანს! როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:16). იეჰოვას ბევრი სხვა შესანიშნავი და მიმზიდველი თვისებაც აქვს. მაგალითად, ბიბლია ამბობს, რომ იეჰოვა „გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია, რისხვაში ნელი, უხვი სიკეთესა და ჭეშმარიტებაში“ (გამოსვლა 34:6). ის კარგია და მზადაა პატიებისთვის (ფსალმუნი 86:5). იეჰოვა მომთმენია (2 პეტრე 3:9). ის ერთგულია (გამოცხადება 15:4). ბიბლიის კითხვის დროს დაინახავ, თუ როგორ ავლენს იეჰოვა ამ და ბევრ სხვა მიმზიდველ თვისებას.
19 როგორ შეგიძლია დაუახლოვდე ღმერთს? უპირველესად, განაგრძე იმის კეთება, რასაც აკეთებ — მეტი გაიგე მის შესახებ. იესომ თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (20—22. ა) გვიშლის ხელს ღმერთთან დაახლოებაში ის, რომ ვერ ვხედავთ მას? ახსენი. ბ) რა შეიძლება გირჩიოს ზოგმა კეთილი სურვილებით აღძრულმა ადამიანმა, მაგრამ როგორ უნდა მოიქცე?
20 ცხადია, შენ ვერ შეძლებ ღვთის დანახვას, რადგან ის უხილავია (იოანე 1:18; 4:24; 1 ტიმოთე 1:17). მაგრამ თუ ბიბლიის დახმარებით მეტს გაიგებ მის შესახებ, შესაძლებლობა მოგეცემა, გაიცნო ის, როგორც პიროვნება. ფსალმუნმომღერლის სიტყვების თანახმად, შენ შეგიძლია იხილო „იეჰოვას მშვენიერება“ (ფსალმუნი 27:4; რომაელები 1:20). რაც უფრო მეტს გაიგებ იეჰოვას შესახებ, მით უფრო რეალური გახდება ის შენთვის, მით უფრო შეგიყვარდება და უფრო მეტად იგრძნობ მასთან სიახლოვეს.
21 აგრეთვე დაინახავ, თუ რატომ გვასწავლის ბიბლია, რომ იეჰოვა მამად მივიჩნიოთ (მათე 6:9). იეჰოვამ სიცოცხლე გვაჩუქა და მას ჩვენთვის ყოველივე საუკეთესო სურს, ისევე როგორც მოსიყვარულე მამას — შვილებისთვის (ფსალმუნი 36:9). ბიბლია იმასაც გვასწავლის, რომ ადამიანებს შეუძლიათ იეჰოვას მეგობრები გახდნენ (იაკობი 2:23). წარმოიდგინე, შენ შეგიძლია სამყაროს შემოქმედის მეგობარი გახდე!
22 შესაძლოა ზოგმა კეთილი სურვილებით აღძრულმა ადამიანმა შესწავლის შეწყვეტა გირჩიოს. შეიძლება ისინი შიშობენ, რომ შეხედულებებს შეიცვლი. მაგრამ არავის და არაფერს დართო ნება, ხელი შეგიშალოს ყველაზე ძვირფასი ურთიერთობის — ღმერთთან მეგობრობის — განვითარებაში.
23, 24. ა) რატომ არ უნდა შეიკავო თავი შესწავლის დროს კითხვების დასმისგან? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო თავში?
23 რა თქმა უნდა, შესწავლის დროს იქნება ისეთი საკითხები, რომელთა გაგებაც თავიდან გაგიჭირდება. ნუ მოგერიდება, სხვებს დახმარება სთხოვო; ამისთვის ცოტაოდენი თავმდაბლობაა საჭიროა. იესომ თქვა, რომ პატარა ბავშვებივით თავმდაბლები უნდა ვიყოთ (მათე 18:2—4). ბავშვები კი, როგორც ვიცით, ბევრ შეკითხვას სვამენ. ღმერთს სურს, რომ შენს შეკითხვებზე პასუხები მიიღო. ბიბლიაში დადებითად არიან მოხსენიებული ის ადამიანები, რომლებიც ისწრაფოდნენ, უფრო მეტი გაეგოთ ღვთის შესახებ. ისინი გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, რათა დარწმუნებულიყვნენ ნასწავლის უტყუარობაში (წაიკითხეთ საქმეების 17:11).
24 იეჰოვას შესახებ უფრო მეტის გასაგებად საუკეთესო საშუალება ბიბლიის გამოკვლევაა. ბიბლია განსხვავდება სხვა ნებისმიერი წიგნისგან. რა მხრივ? ამ საკითხს მომდევნო თავში განვიხილავთ.
^ აბზ. 15 ღვთის სახელის მნიშვნელობისა და სწორად წარმოთქმის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ დანართი „ღვთის სახელი — მისი გამოყენება და მნიშვნელობა“.