გაკვეთილი 16
გამოხატე შენი სიყვარული ღვთისადმი
მეგობარი რომ შეინარჩუნო, უნდა ესაუბრებოდე მას. შენ უსმენ მას და ისიც გისმენს. აგრეთვე მეგობარზე კარგს ლაპარაკობ სხვებთან. ასევეა ღმერთთან მეგობრობაც. განვიხილოთ, რას ამბობს ბიბლია ამის შესახებ:
ყოველთვის ესაუბრე იეჰოვას ლოცვით. „[იყავით] ლოცვაში მდგრადნი“ (რომაელთა 12:12).
იკითხე ღვთის სიტყვა, ბიბლია. „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად“ (2 ტიმოთე 3:16).
დაეხმარე სხვებს ღვთის შესახებ ცოდნის მიღებაში. „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი. . . ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20).
დაესწარი კრების შეხვედრებს სამეფო დარბაზში. „ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის. . . შევაგონოთ ერთმანეთს“ (ებრაელთა 10:24, 25).
მხარი დაუჭირე სამეფოს საქმეებს. „თითოეულმა როგორც გულით აირჩია [ისე შესწიროს], არც შეწუხებით და არც ძალდატანებით. ვინაიდან სიყვარულით გამცემი უყვარს ღმერთს“ (2 კორინთელთა 9:7).