გაკვეთილი 14
ღვთის მეგობრები ერიდებიან იმას, რაც ცუდია
სატანა აცდუნებს ადამიანებს, რომ ცუდად მოიქცნენ. მას, ვისაც ღმერთთან მეგობრობა სურს, უნდა სძულდეს ის, რაც იეჰოვას სძულს (ფსალმუნი 96:10). აქ ჩამოთვლილია ზოგი ისეთი საქმე, რომლებსაც ღვთის მეგობრები უნდა ერიდონ:
სექსუალური უზნეობა. „არ იმრუშო“ (გამოსვლა 20:14). ქორწინებამდე სქესობრივი კავშირი არასწორია (1 კორინთელთა 6:18).
ლოთობა. „ლოთნი. . . ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს“ (1 კორინთელთა 6:10).
მკვლელობა, აბორტი. „არა კლა“ (გამოსვლა 20:13).
ქურდობა. „არ იქურდო“ (გამოსვლა 20:15).
სიცრუე. იეჰოვას სძულს „ცრუ ენა“ (იგავნი 6:17).
ფსალმუნი 10:5). ‘ხორცის საქმეებში [შედის]. . . რისხვა’ (გალატელთა 5:19, 20).
ძალადობა და შეუკავებელი რისხვა. „ძალადობის მოყვარული [იეჰოვას] სძულს“ (ფულზე თამაში. ‘არ იქონიოთ კავშირი იმასთან, ვინც. . . ხარბია’ (1 კორინთელთა 5:11).
რასობრივი და ეთნიკური სიძულვილი. „გიყვარდეთ თქვენი მტრები. . . და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით“ (მათე 5:43, 44).
ყველაფერი, რასაც ღმერთი გვეუბნება, ჩვენ სასიკეთოდ არის. ყოველთვის ადვილი არ არის ცუდი საქმეების თავიდან არიდება. იეჰოვას შემწეობითა და მისი მოწმეების დახმარებით, შეგიძლია მოერიდო ისეთ საქმეებს, რაც ღვთის უკმაყოფილებას იწვევს (ესაია 48:17; ფილიპელთა 4:13; ებრაელთა 10:24, 25).