გაკვეთილი 7
გაფრთხილება წარსულიდან
იეჰოვა ცუდ ხალხს არ მისცემს სამოთხის წახდენის უფლებას. იქ მხოლოდ მისი მეგობრები იცხოვრებენ. რა ელით ბოროტებს? ამის პასუხი რომ გავიგოთ, განვიხილოთ ნამდვილი ამბავი ნოეს შესახებ. ნოე ათასობით წლის წინათ ცხოვრობდა. ის კარგი ადამიანი იყო, რომელიც ყოველთვის გულმოდგინედ ცდილობდა, შეესრულებინა იეჰოვას ნება. მაგრამ დედამიწაზე მცხოვრები სხვა ადამიანები არასწორად იქცეოდნენ. ამიტომ იეჰოვამ ნოეს ამცნო, რომ მალე წარღვნას მოავლენდა და ყველა ამ უზნეო ადამიანს მოსპობდა. მან ნოეს უთხრა, აეშენებინა კიდობანი, ის და მისი ოჯახი რომ არ დაღუპულიყვნენ წარღვნის დროს (დაბადება 6:9—18).
ნოე და მისი ოჯახი კიდობანს აშენებენ. ნოე ხალხს აფრთხილებდა, რომ მალე წარღვნა იქნებოდა, მაგრამ ისინი არ უსმენდნენ და აგრძელებდნენ ცუდი საქმეების კეთებას. კიდობნის შენება რომ დამთავრდა, ნოემ ცხოველები შეიყვანა კიდობანში და თვითონაც ოჯახთან ერთად შევიდა შიგნით. შემდეგ იეჰოვამ დიდი ქარიშხალი აღძრა. 40 დღე და 40 ღამე წვიმდა. წარღვნის წყალმა მთელი დედამიწა დაფარა (დაბადება 7:7—12).
დაბადება 7:22, 23). ბიბლია ამბობს, რომ კვლავ დადგება დრო, როცა იეჰოვა გაანადგურებს მათ, ვინც არასწორად იქცევა. კარგი ადამიანები არ განადგურდებიან. ისინი მარადიულად იცხოვრებენ სამოთხეში დედამიწაზე (2 პეტრე 2:5, 6, 9).
უზნეო ადამიანები დაიღუპნენ, მაგრამ ნოე და მისი ოჯახი გადარჩნენ. იეჰოვამ იზრუნა, რომ ისინი გადარჩენილიყვნენ წარღვნის დროს და ბოროტებისგან განწმენდილ დედამიწაზე დაასახლა (დღეს მრავალი აკეთებს ცუდ საქმეებს. მსოფლიო აღსავსეა ტანჯვა-მწუხარებით. იეჰოვა ისევ და ისევ გზავნის თავის მოწმეებს ხალხის გასაფრთხილებლად, მაგრამ უმეტესობას არ სურს იეჰოვას სიტყვების მოსმენა. მათ არ სურთ თავიანთი ცხოვრების წესის შეცვლა და იმის აღიარება, რასაც ღმერთი ამბობს სიკეთისა და ბოროტების შესახებ. რა მოუვა ამ ხალხს? გამოსწორდებიან ოდესმე? ბევრი არასოდეს გამოსწორდება. მოდის ის დრო, როცა უზნეო ადამიანები განადგურდებიან და აღარასოდეს იარსებებენ (ფსალმუნი 91:8).
დედამიწა კი არ განადგურდება, სამოთხედ გარდაიქმნება. ისინი, რომლებიც ღმერთს დაუმეგობრდებიან, მარადიულად იცხოვრებენ სამოთხეში დედამიწაზე (ფსალმუნი 36:29).