გაკვეთილი 17
თუ გინდა, გყავდეს მეგობარი, თვითონ უნდა იყო მეგობარი
მეგობრობა სიყვარულზეა დაფუძნებული. რაც უფრო მეტს გაიგებ იეჰოვას შესახებ, მით უფრო დიდი სიყვარული გექნება მის მიმართ. როდესაც ღვთის მიმართ შენი სიყვარული იზრდება, მის სამსახურში ყოფნის სურვილიც მატულობს. ეს კი აღგძრავს, რომ იესო ქრისტეს მოწაფე გახდე (მათე 28:19). იეჰოვას მოწმეთა ბედნიერ ოჯახთან შეერთებით, შეგიძლია მარადიულად იმეგობრო ღმერთთან. რის გაკეთება გმართებს?
უნდა გამოავლინო ღვთისადმი სიყვარული მისი კანონებისადმი მორჩილებით. „ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია“ (1 იოანე 5:3).
გამოიყენე ნასწავლი. იესომ მაგალითად მოიყვანა ერთი ამბავი: გონიერმა კაცმა სახლი კლდეზე აიშენა, უგუნურმა კი — ქვიშაზე. როცა ქარიშხალი ამოვარდა, კლდეზე აშენებული სახლი არ დაზიანებულა, ქვიშაზე აშენებული კი დაინგრა. იესომ თქვა, რომ ისინი, რომლებიც ისმენენ და ასრულებენ მის სწავლებას, ჰგვანან გონიერ კაცს, რომელმაც კლდეზე აიშენა სახლი. ხოლო ისინი, რომლებიც ისმენენ, მაგრამ არ ასრულებენ მის სწავლებას, ჰგვანან უგუნურ კაცს, რომელმაც სახლი ქვიშაზე აიშენა. რომელ კაცს გინდა, რომ დაემსგავსო? (მათე 7:24—27).
მონათვლა. „მოინათლე და ჩამოირეცხე შენი ცოდვები მისი სახელის მოხმობით“ (საქმეები 22:16, აქ).
სრულად ემსახურე ღმერთს. „ყველაფერს, რასაც აკეთებთ, გულმოდგინედ აკეთეთ, როგორც უფლისთვის, და არა როგორც კაცთათვის“ (კოლასელთა 3:23, სსგ).