თავი 1
რას ნიშნავს, გიყვარდეს ღმერთი?
„ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, მისი მცნებები კი დამამძიმებელი არ არის“ (1 იოანე 5:3)
1, 2. რატომ გიყვარს იეჰოვა ღმერთი?
გიყვარს ღმერთი? თუ უკვე მიუძღვენი თავი ღმერთს, უეჭველად, მთელი გრძნობით იტყვი: „დიახ!“. და ეს ასეც უნდა იყოს. სავსებით ბუნებრივია, გვიყვარდეს იეჰოვა. ჩვენ ხომ მისადმი სიყვარული მას შემდეგ გაგვიჩნდა, რაც მან შეგვიყვარა. ბიბლია ამ აზრს შემდეგნაირად გადმოგვცემს: „ჩვენ გვიყვარს, რადგან მან [იეჰოვამ] პირველმა შეგვიყვარა“ (1 იოანე 4:19).
2 იეჰოვამ პირველმა გამოავლინა ჩვენდამი სიყვარული. მან მოგვცა შესანიშნავი საცხოვრებელი — დედამიწა. ის ზრუნავს ჩვენს ფიზიკურ და მატერიალურ მოთხოვნილებებზე (მათე 5:43—48). და რაც მთავარია, აკმაყოფილებს ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებს. ღმერთმა მოგვცა თავისი სიტყვა, ბიბლია. ის მოგვიწოდებს, ლოცვით მივმართოთ და გვარწმუნებს, რომ მოგვისმენს და დაგვეხმარება წმინდა სულით (ფსალმუნი 65:2; ლუკა 11:13). მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მან თავისი უძვირფასესი ძე გამოგზავნა დედამიწაზე, რათა ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან დავეხსენით. იეჰოვა მართლაც რომ უდიდეს სიყვარულს ავლენს! (წაიკითხეთ იოანეს 3:16 და რომაელების 5:8).
3. ა) რა არის საჭირო იმისათვის, რომ დავრჩეთ ღვთის სიყვარულში? ბ) რომელ მნიშვნელოვან კითხვაზე უნდა დავფიქრდეთ და სად შეგვიძლია პასუხის პოვნა?
იუდა 21). ამ მუხლიდან ჩანს, რომ ღვთის სიყვარულში დასარჩენად მოქმედებაა საჭირო. მის სიყვარულს ჩვენ კონკრეტული სახით უნდა გამოვეხმაუროთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ: „როგორ შემიძლია ღვთისადმი სიყვარულის გამოვლენა?“. პასუხს იოანე მოციქულის ღვთივშთაგონებული სიტყვებიდან ვიგებთ: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, მისი მცნებები კი დამამძიმებელი არ არის“ (1 იოანე 5:3). ჩვენ ღრმად უნდა გამოვიკვლიოთ ამ სიტყვების მნიშვნელობა, რადგან გვინდა, ღმერთს დავანახვოთ, რომ ძალიან გვიყვარს იგი.
3 იეჰოვას ვუყვარვართ და სურს, რომ მარადიულად მივიღოთ მისგან კურთხევები. თუმცა ჩვენზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა ეს ასე. ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, რომ დავრჩეთ მის სიყვარულში და გონებაში გვქონდეს მარადიული სიცოცხლე (რას მოიცავს ღვთის სიყვარული?
4, 5. ა) რაზე მიუთითებს გამოთქმა „ღვთის სიყვარული“? ბ) გაიხსენე, როგორ ჩაგესახა გულში იეჰოვას სიყვარული.
4 რა იგულისხმა მოციქულმა იოანემ „ღვთის სიყვარულში“? მან იგულისხმა სიყვარული, რომელსაც ჩვენ ვავლენთ ღვთის მიმართ და არა სიყვარული, რომელსაც ღმერთი ავლენს ჩვენდამი. შეგიძლია გაიხსენო, როდის ჩაგესახა გულში იეჰოვას სიყვარული?
5 გაიხსენე ის დრო, როცა პირველად მოისმინე ჭეშმარიტება იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ და დროთა განმავლობაში ირწმუნე ის. შენ გაიგე, რომ, თუმცა ცოდვაში დაიბადე და ღვთისგან გაუცხოებული იყავი, იეჰოვამ ქრისტეს მეშვეობით შესაძლებლობა მოგცა, დაგებრუნებინა სრულყოფილება, რომელიც ადამმა დაკარგა, და მარადიულად გეცხოვრა (მათე 20:28; რომაელები 5:12, 18). შენ თანდათანობით გაიაზრე, რამხელა მსხვერპლი გაიღო იეჰოვამ, როცა თავისი უძვირფასესი ძე იმ მიზნით გამოგზავნა, რომ შენთვის მომკვდარიყო. ამან ნამდვილად არ დაგტოვა გულგრილი და შედეგად შენს გულში ღვთის სიყვარული ჩაიღვარა, ღვთისა, რომელმაც შენდამი ამხელა სიყვარული გამოავლინა! (წაიკითხეთ 1 იოანეს 4:9, 10).
6. როგორ ვლინდება ნამდვილი სიყვარული და რისკენ აღგძრა ღვთის სიყვარულმა?
6 მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. იეჰოვასადმი ნამდვილი სიყვარულის განსავითარებლად უფრო მეტია საჭიროა. სიყვარული მხოლოდ ემოცია არ არის. შეიძლება ვინმემ თქვას: „მე მიყვარს იეჰოვა“; მაგრამ ღვთისადმი ნამდვილი იაკობი 2:26). კონკრეტულად რომ ვთქვათ, სიყვარულს ვავლენთ, თუ მის მოსაწონად ვიქცევით, ვინც გვიყვარს. ამიტომ, როცა გულში იეჰოვას სიყვარული ჩაგესახა, სურვილი გაგიჩნდა, შენი ზეციერი მამის მოსაწონად გეცხოვრა. თუ მონათლული ხარ, ალბათ, ცხოვრებაში ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მისაღებად სწორედ სიყვარულმა და ერთგულებამ აღგძრა. შენ თავი მიუძღვენი იეჰოვას მისი ნების შესასრულებლად და მიძღვნის ნიშნად მოინათლე (წაიკითხეთ რომაელების 14:7, 8). იოანეს შემდეგი სიტყვები ცხადყოფს, რა იგულისხმება იეჰოვასთვის მიცემული ამ სერიოზული აღთქმის შესრულებაში.
სიყვარული სიტყვებზე მეტს მოიცავს. რწმენის მსგავსად, ნამდვილი სიყვარულიც საქმეებით ვლინდება („ვიცავდეთ მის მცნებებს“
7. რომელია ღვთის მცნებებიდან ზოგიერთი და რა იგულისხმება მათ დაცვაში?
7 იოანეს სიტყვების თანახმად, ღვთის სიყვარული ნიშნავს, „ვიცავდეთ მის მცნებებს“. რა არის ღვთის მცნებები? იეჰოვამ თავის სიტყვაში, ბიბლიაში მოგვცა კონკრეტული მითითებები; მაგალითად, ღმერთი კრძალავს ლოთობას, სიძვას, კერპთაყვანისმცემლობას, ქურდობასა და სიცრუეს (1 კორინთელები 5:11; 6:18; 10:14; ეფესოელები 4:28; კოლოსელები 3:9). ღვთის მცნებების დაცვაში იგულისხმება ბიბლიაში მოცემული ზნეობრივი ნორმების თანახმად ცხოვრება.
8, 9. როგორ შეგვიძლია გავიგოთ, რა ესიამოვნება იეჰოვას ისეთ სიტუაციებში, რომელთა შესახებაც ბიბლიაში კონკრეტული მითითება არ არის მოცემული? მოიყვანე მაგალითი.
8 მაგრამ იეჰოვას რომ ვასიამოვნოთ, კონკრეტული მითითებების შესრულებაზე მეტია საჭირო. ის ყველა ცხოვრებისეულ წვრილმანზე არ გვიდგენს კანონებს. ჩვენ შეიძლება ყოველდღე აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციებში, რომელთა შესახებაც ბიბლია კონკრეტულ მითითებებს არ გვაძლევს. ასეთ შემთხვევებში როგორ გავიგოთ, რა ესიამოვნება იეჰოვას? ფსალმუნის 97:10; იგავები 6:16—19). ჩვენთვის ნათელი ხდება, როგორი აზროვნება და საქციელი მოსწონს მას. რაც უფრო მეტს გავიგებთ იმის შესახებ, თუ რა თვისებებს ფლობს იეჰოვა და როგორ მოქმედებს სხვადასხვა შემთხვევაში, მით უფრო შევძლებთ, გვქონდეს მისნაირი აზროვნება, რაც, თავის მხრივ, გავლენას იქონიებს ჩვენს გადაწყვეტილებებზე. ამიტომ, მაშინაც კი, როცა რაიმე სიტუაციასთან დაკავშირებით ბიბლიაში კონკრეტული კანონი არ არის მოცემული, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, „რა არის იეჰოვას ნება“ (ეფესოელები 5:17).
ბიბლიაში ნათლად არის მოცემული, რას ფიქრობს ღმერთი ამა თუ იმ საკითხზე. ბიბლიის შესწავლის მეშვეობით ვიგებთ, თუ რა უყვარს იეჰოვას და რა სძულს (წაიკითხეთ9 მაგალითად, ბიბლია პირდაპირ არ გვიკრძალავს ძალადობითა და უზნეობით გაჟღენთილი ფილმებისა და სატელევიზიო გადაცემების ყურებას. მაგრამ გვჭირდება ამისთვის კანონი? ჩვენ ვიცით იეჰოვას თვალსაზრისი. მის სიტყვაში ნათლად წერია, რომ „ძალადობის მოყვარული სძულს მის [იეჰოვას] სულს“ (ფსალმუნი 11:5). მასში ასევე ნათქვამია, რომ „მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს“ (ებრაელები 13:4). ამ ღვთივშთაგონებულ სიტყვებზე დაფიქრება დაგვეხმარება, რომ ჩავწვდეთ იეჰოვას ნებას. შედეგად, არ გავერთობით იმით, რაც ღმერთს სძულს. ჩვენ ვიცით, რომ იეჰოვას გულს ვუხარებთ, როცა ვერიდებით გახრწნილებას, რომელსაც ეს ქვეყნიერება უწყინარ გართობად წარმოგვიდგენს. *
10, 11. რატომ ვემორჩილებით იეჰოვას და როგორ ვაკეთებთ ამას?
10 უმთავრესად რა აღგვძრავს იმისკენ, რომ ღვთის მცნებები დავიცვათ? რატომ გვსურს, ღვთის აზროვნებას ყოველდღიურ ცხოვრებაში ვირეკლავდეთ? ამას არ ვაკეთებთ მხოლოდ იმიტომ, რომ თავიდან ავირიდოთ სასჯელი გალატელები 6:7). პირიქით, მორჩილებით შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა, რომ ღვთის მიმართ სიყვარული გამოვავლინოთ. როგორც ბავშვს სურს მამის გულის მოგება, ჩვენც ასევე გვსურს იეჰოვას მოწონების დამსახურება (ფსალმუნი 5:12). ჩვენ გვიყვარს ის, რადგან ჩვენი მამაა. არაფერი გვანიჭებს იმაზე დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას, ვიდრე იმის ცოდნა, რომ ჩვენი ცხოვრების წესს „იეჰოვა იწონებს“ (იგავები 12:2).
ან ღვთის ნების უგულებელყოფით გამოწვეული ცუდი შედეგები (11 ამიტომ ჩვენ უხალისოდ არ ვემორჩილებით იეჰოვას და არც პირობებს ვუყენებთ. * ჩვენ არ ვირჩევთ, რომელ მითითებას დავემორჩილოთ და რომელს — არა, და მხოლოდ მაშინ არ ვავლენთ მორჩილებას, როცა გვაწყობს ან როცა ეს ადვილია. პირიქით, ჩვენ გულით ვემორჩილებით (რომაელები 6:17). ჩვენ ვიზიარებთ ფსალმუნმომღერლის გრძნობებს, რომელმაც დაწერა: „შევიყვარებ შენს მცნებებს, მიყვარს ისინი“ (ფსალმუნი 119:47). ჩვენ გვსიამოვნებს, როცა იეჰოვას ვემორჩილებით, რადგან გვესმის, რომ ის იმსახურებს სრულ და უპირობო მორჩილებას და მოითხოვს კიდეც ამას (კანონი 12:32). ჩვენ გვინდა, რომ იეჰოვამ ჩვენზეც იგივე თქვას, რაც ნოეზე წერია მის სიტყვაში. ეს ერთგული პატრიარქი ათწლეულების მანძილზე ღმერთს სიყვარულს იმით უმტკიცებდა, რომ ყველაფერში ემორჩილებოდა. მის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა უბრძანა. სწორედ ისე გააკეთა“ (დაბადება 6:22).
12. რა შემთხვევაში ვუხარებთ იეჰოვას გულს ჩვენი მორჩილებით?
12 რას გრძნობს იეჰოვა, როცა სიხარულით ვემორჩილებით? მის სიტყვაში ნათქვამია, რომ ამით გულს ვუხარებთ მას (იგავები 27:11). ნუთუ მართლა უხარებს გულს ჩვენი მორჩილება სამყაროს უზენაეს უფალს? რა თქმა უნდა, მას უხარია და ამისთვის მიზეზიც აქვს. იეჰოვამ ნების თავისუფლება გვიბოძა. ეს ნიშნავს, რომ არჩევანის თავისუფლება გვაქვს; ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ან ღვთისადმი მორჩილება, ან დაუმორჩილებლობა (კანონი 30:15, 16, 19, 20). როცა სიხარულით ვემორჩილებით იეჰოვას და ამისკენ მისადმი სიყვარული აღგვძრავს, ეს დიდ სიამოვნებასა და სიხარულს ანიჭებს ჩვენს ზეციერ მამას (იგავები 11:20). ამით ჩვენ ცხოვრების საუკეთესო გზას ვადგებით.
„მისი მცნებები დამამძიმებელი არ არის“
13, 14. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ღვთის „მცნებები დამამძიმებელი არ არის“ და რომელი მაგალითი ცხადყოფს ამას?
13 მოციქული იოანე შემდეგი სიტყვებით გვამხნევებს: „მისი [ღვთის] მცნებები დამამძიმებელი არ არის“. ბერძნული სიტყვა, რომელიც 1 იოანეს 5:3-ში „დამამძიმებლად“ ითარგმნა, სიტყვასიტყვით „მძიმეს“ * ნიშნავს. იეჰოვას მოთხოვნები არაგონივრული ან დამთრგუნველი არ არის. მისი კანონების დაცვა არ აღემატება არასრულყოფილი ადამიანის შესაძლებლობებს.
14 მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: შენი მეგობარი საცხოვრებლად გადადის სხვაგან და გთხოვს, ბარგის გადატანაში დაეხმარო. მას უამრავი ყუთი აქვს გადასატანი. ზოგი მსუბუქია, ზოგი კი მძიმე და მათ გადატანას ორი კაცი სჭირდება. მეგობარი გაჩვენებს ყუთებს, რომლებიც შენ უნდა გადაზიდო. ნუთუ გთხოვდა ისეთი ყუთების გადატანას, რომელთა აწევაც გაგიჭირდებოდა?! რა თქმა უნდა, არა. მას არ ენდომებოდა, რაიმე გტკენოდა. მსგავსად, ჩვენი მოსიყვარულე და კანონი 30:11—14). ის არასდროს მოგვთხოვს ასეთი მძიმე ტვირთის ტარებას. იეჰოვამ იცის ჩვენი შესაძლებლობები, „მან კარგად იცის ჩვენი აგებულება და ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმუნი 103:14).
კეთილი ღმერთი არ გვთხოვს დავიცვათ ისეთი მცნებები, რომელთა დაცვაც ჩვენთვის შეუძლებელი იქნება (15. რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ თუ იეჰოვას მცნებებს დავიცავთ, ეს ჩვენსავე კეთილდღეობას მოემსახურება?
15 იეჰოვას მცნებები მართლაც არ არის დამამძიმებელი; თუ მათ დავიცავთ, ეს ჩვენსავე კეთილდღეობას მოემსახურება (წაიკითხეთ ესაიას 48:17). მოსემ ისრაელებს უთხრა: „გვიბრძანა იეჰოვამ ყველა ამ წესის შესრულება, რომ ყოველთვის გვეშინოდეს იეჰოვასი, ჩვენი ღვთისა ჩვენდა სასიკეთოდ, რათა ვიცოცხლოთ, როგორც დღეს“ (კანონი 6:24). ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ ერთ რამეში: იეჰოვამ იმიტომ მოგვცა კანონები, რომ ჩვენთვის საუკეთესო სურს; მას უნდა, რომ მარადიული კეთილდღეობით გავიხაროთ. შეუძლებელია, ეს სხვაგვარად იყოს. იეჰოვა ღმერთი ულევ სიბრძნეს ფლობს (რომაელები 11:33). ამიტომ მან იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო. იეჰოვა ასევე სიყვარულის განსახიერებაა (1 იოანე 4:8). სიყვარული მისი ბუნების განუყოფელი ნაწილია და გავლენას ახდენს ყველაფერზე, რასაც ამბობს და აკეთებს.
16. რა დაგვეხმარება, არასრულყოფილებისა და ამ დაცემული ქვეყნიერების გავლენის მიუხედავად, ღვთის მორჩილები ვიყოთ?
16 ცხადია, ღვთისადმი მორჩილება ადვილი არ არის. ჩვენ ბრძოლა გვიწევს ამ დაცემული ქვეყნიერების წინააღმდეგ, რომელიც „ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19). ჩვენ ასევე ვიბრძვით არასრულყოფილი სხეულის წინააღმდეგ, რომელიც ღვთის კანონების დარღვევისკენ გვიბიძგებს (რომაელები 7:21—25). მაგრამ ღვთის სიყვარულს შეუძლია გაგვამარჯვებინოს ამ ყველაფერზე. იეჰოვა აკურთხებს მათ, ვისაც სურს, მორჩილებით დაუმტკიცოს სიყვარული. ის წმინდა სულს აძლევს ყველას, „ვინც მას მმართველად მიიჩნევს და ემორჩილება“ (საქმეები 5:32). ამ სულს ჩვენში გამოაქვს საუკეთესო ნაყოფი — შესანიშნავი თვისებები, რომლებიც მორჩილების გამოვლენაში გვეხმარება (გალატელები 5:22, 23).
17, 18. ა) რას განვიხილავთ ამ წიგნში და რა უნდა გვახსოვდეს განხილვის დროს? ბ) რის შესახებ ვისაუბრებთ მომდევნო თავში?
17 ამ წიგნში ჩვენ განვიხილავთ იეჰოვას პრინციპებს, ზნეობრივ ნორმებსა და მისი ნების სხვა მრავალ გამოვლინებას. ამ განხილვის დროს უნდა გვახსოვდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი აზრი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვა არ გვაძალებს თავისი კანონებისა და პრინციპების დაცვას; მას სურს, რომ სიხარულითა და მთელი გულით ვემორჩილებოდეთ. მოდი, ნურასდროს დავივიწყებთ, რას ითხოვს იეჰოვა ჩვენგან — ისე ვიცხოვროთ, რომ დღესვე მივიღოთ უამრავი კურთხევა, მომავალში კი — მარადიული სიცოცხლე! ყოველთვის გვახსოვდეს, რომ მთელი გულით მორჩილება იეჰოვასთვის სიყვარულის დამტკიცების შესანიშნავი შესაძლებლობაა!
18 სწორის არასწორისგან გასარჩევად იეჰოვამ სიყვარულით მოგვცა სინდისი. მაგრამ საიმედო ხელმძღვანელობა რომ გაგვიწიოს, სინდისს განსწავლა სჭირდება. ამის შესახებ მომდევნო თავში ვისაუბრებთ.
^ აბზ. 9 იხილეთ ამავე წიგნის მე-6 თავი, სადაც განხილულია, როგორ ავირჩიოთ ჯანსაღი გართობა.
^ აბზ. 11 იძულებით ბოროტი სულებიც ავლენენ მორჩილებას. როცა იესომ უბრძანა დემონებს, გამოსულიყვნენ ადამიანებისგან, ისინი იძულებულნი იყვნენ, ეღიარებინათ იესოს ძალაუფლება და დამორჩილებოდნენ, თუმცა ეს თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ გააკეთეს (მარკოზი 1:27; 5:7—13).
^ აბზ. 13 მათეს 23:4-ში ეს სიტყვა გამოიყენება „მძიმე ტვირთის“ ანუ დაწვრილებითი წესებისა და ადამიანთა ტრადიციების აღსაწერად, რომელთა დაცვასაც მწიგნობრები და ფარისევლები ხალხს აიძულებდნენ. საქმეების 20:29, 30-ში იგივე სიტყვა ითარგმნა როგორც „ულმობელი“ და გამოიყენება სასტიკ განდგომილებთან მიმართებით, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებდნენ და სხვებს შეცდომაში შეიყვანდნენ.