დანართი
როდის უნდა დაიფაროს დამ თავზე, და რატომ?
როდის და რატომ უნდა დაიფაროს თავზე ქრისტიანმა ქალმა ღვთისადმი თაყვანისმცემლობის დროს? განვიხილოთ პავლე მოციქულის მიერ დაწერილი ღვთის შთაგონებული რჩევები, რომლებიც გვეხმარება, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და განვადიდოთ ღმერთი (1 კორინთელები 11:3—16). პავლე მოიხსენიებს ორ ფაქტორს, რომლებიც ქრისტიანმა ქალმა უნდა გაითვალისწინოს: 1) როდის უნდა დაიფაროს დამ თავზე? 2) რატომ უნდა დაიფაროს დამ თავზე?
როდის უნდა დაიფაროს დამ თავზე. პავლემ მოიხსენია ლოცვა და წინასწარმეტყველება (მე-4 და მე-5 მუხლები). ლოცვა, რაღა თქმა უნდა, იეჰოვასთან მოწიწებით საუბარია, „წინასწარმეტყველებაში“ კი დღეს სხვებისთვის ბიბლიის სწავლება იგულისხმება, რითაც ქრისტიანი მსახურები არიან დაკავებულნი. გულისხმობდა პავლე, რომ ქალმა თავზე უნდა დაიფაროს ყოველთვის, როცა ლოცულობს ან სხვებს ბიბლიურ ჭეშმარიტებას ასწავლის? არა. თუმცა ზოგჯერ ის ვალდებულია, დაიფაროს თავზე.
პავლე საუბრობს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ქალი ოჯახსა თუ კრებაში. ის ამბობს: „ქალის თავი კაცია . . . ყოველი ქალი, რომელიც თავდაუხურავი ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს, თავის თავს არცხვენს“ (მე-3 და მე-5 მუხლები). იეჰოვამ ოჯახში ქალის თავად ქმარი დააყენა. თუ ცოლი თავის თავზე იღებს იმ პასუხისმგებლობებს, რაც იეჰოვამ ქმარს დააკისრა, ის საკადრის პატივისცემას არ ავლენს ქმრის უფლებამოსილების მიმართ და არცხვენს მას. მაგალითად, თუ ცოლს ქმრის თანდასწრებით უწევს ბიბლიის შესწავლის ჩატარება, ის ქმრის უფლებამოსილებისადმი პატივისცემას ავლენს, თუ თავზე იფარებს. ცოლი ასე უნდა მოიქცეს მაშინაც, როცა ქმარი მონათლული არ არის, რადგან ოჯახის თავი ქმარია. * აგრეთვე, თუ ქრისტიანი ქალი ლოცულობს ან შესწავლას ატარებს არასრულწლოვანი, მონათლული ვაჟის თანდასწრებით, მან თავზე უნდა დაიფაროს. ის იმიტომ კი არ იქცევა ასე, რომ შვილი ოჯახის თავია, არამედ იმიტომ, რომ ქრისტიანულ კრებაში უფლებამოსილება მონათლულ მამაკაცებს აკისრიათ.
პავლემ კრებასთან დაკავშირებით თქვა: „თუ ვინმე სხვა ჩვეულების მომხრეა და დავას აპირებს, არც ჩვენ და არც ღვთის კრებებს სხვა ჩვეულება არა გვაქვს“ (მე-16 მუხლი). ქრისტიანულ კრებაში მეთაურობა მონათლულ მამაკაცებს აკისრიათ (1 ტიმოთე 2:11—14; ებრაელები 13:17). უხუცესებად და მომსახურეებად მხოლოდ მამაკაცები ინიშნებიან, რათა ღვთის სამწყსოზე იზრუნონ (საქმეები 20:28). მაგრამ დროდადრო შეიძლება საჭირო გახდეს, ქრისტიანმა დამ შეასრულოს მონათლული ძმის პასუხისმგებლობა, მაგალითად, ჩაატაროს სამქადაგებლო მსახურების შეხვედრა, თუ მონათლული ძმები არ არიან ან შეხვედრას არ ესწრებიან; ან შეიძლება მონათლული ძმის თანდასწრებით გაუძღვეს წინასწარ დაგეგმილ ბიბლიის შესწავლას. * რადგან ეს ქრისტიანული კრების საქმიანობაში შედის, დამ თავზე უნდა დაიფაროს, რითაც აღიარებს, რომ მამაკაცის მოვალეობას ასრულებს.
თუმცა ქრისტიან ქალს თავზე დაფარება არ მოეთხოვება თაყვანისმცემლობის ბევრ სხვა სფეროში, მაგალითად ქრისტიანულ შეხვედრებზე კომენტარების გაკეთებისას, ქმართან ან სხვა * თუ მას ეჭვი მაინც აქვს და სინდისი კარნახობს, რომ თავზე დაიფაროს, ამით არაფერი დაშავდება. მას შეუძლია მოიქცეს ისე, როგორც ამ სურათზეა ნაჩვენები.
მონათლულ ძმასთან კარდაკარ მსახურებისას, მოუნათლავ შვილებთან შესწავლის ჩატარებისას ან ლოცვისას. თავზე დაფარებასთან დაკავშირებით დას შეიძლება სხვა კითხვებიც გაუჩნდეს; თუ მან არ იცის, როგორ მოიქცეს, კარგი იქნება, ეს საკითხი დამატებით გამოიკვლიოს.რატომ უნდა დაიფაროს დამ თავზე. მე-10 მუხლში ვკითხულობთ ორ მიზეზს, რის გამოც ქრისტიანი ქალი ასრულებს ამ მოთხოვნას: „ქალს ძალაუფლების ნიშანი უნდა ჰქონდეს თავზე ანგელოზებისთვის“. ყურადღება მიაქციე სიტყვებს „ძალაუფლების ნიშანი“. როცა ქრისტიანი ქალი თავზე იფარებს, ამით აღიარებს უფლებამოსილებას, რომელიც იეჰოვამ კრებაში მონათლულ მამაკაცებს დააკისრა. ამით ის იეჰოვა ღმერთისადმი სიყვარულსა და ერთგულებას ავლენს. გარდა ამისა, ის ასე „ანგელოზებისთვის“ უნდა მოიქცეს. რა გავლენას იქონიებს ამ ძლიერ სულიერ ქმნილებებზე ის, რომ ქალი თავზე იფარებს?
ანგელოზებს ახარებთ იმის დანახვა, რომ იეჰოვას ორგანიზაციაში, ზეცაში თუ დედამიწაზე, ღვთის ძალაუფლებას აღიარებენ. მათ ამხნევებთ არასრულყოფილი ადამიანების მორჩილების დანახვა. ანგელოზებიც უნდა დაემორჩილონ ღვთის მიერ დადგენილ თეოკრატიულ წესრიგს. თუმცა ძველად ბევრი ანგელოზი ასე არ მოიქცა (იუდა 6). შესაძლოა ანგელოზები ხედავენ, რომ ზოგი ქრისტიანი ქალი რომელიმე ძმაზე გამოცდილია, მეტი ცოდნა აქვს და ჭკვიანია, მაგრამ მაინც ხალისით ემორჩილება ძმის უფლებამოსილებას. ზოგი ქრისტიანი ქალი ცხებულია და მომავალში ქრისტეს თანამემკვიდრე გახდება. საბოლოოდ, ის ანგელოზებზე მაღალ მდგომარეობას დაიკავებს და ქრისტესთან ერთად იმმართველებს ზეცაში; დღეს ასეთი დები მორჩილების კარგ მაგალითს აძლევენ ანგელოზებს! სინამდვილეში, თითოეულ დას უდიდესი პატივი აქვს, მილიონობით ერთგული ანგელოზის წინაშე გამოავლინოს თავისი ერთგულება და მორჩილება!
^ აბზ. 3 ჩვეულებრივ, ქრისტიანი ქალი ხმამაღლა არ ლოცულობს მორწმუნე ქმრის თანდასწრებით. გამონაკლისი შეიძლება დაიშვას, თუ ქმარს ავადმყოფობის გამო მეტყველების უნარი აქვს წართმეული.
^ აბზ. 1 ქრისტიან დას არ მოეთხოვება თავზე დაფარება, როცა წინასწარ დაგეგმილ ბიბლიის შესწავლას ატარებს საპირისპირო სქესის მოუნათლავ მაუწყებელთან ერთად, რომელიც არ არის მისი ქმარი.
^ აბზ. 2 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „საგუშაგო კოშკის“ შემდეგი ნომრები: 2002 წლის 15 ივლისი, გვერდები 26, 27 და 1977 წლის 15 თებერვალი, გვერდები 125—128 (ინგლ.).