თავი 13
ღვთისთვის მიუღებელი დღესასწაულები
„ყოველთვის შეამოწმეთ, რა არის მოსაწონი უფლისთვის“ (ეფესოელები 5:10)
1. ვის იზიდავს იეჰოვა, და რატომ უნდა ვიფხიზლოთ სულიერად?
„ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს, რადგან მამა სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“, — თქვა იესომ (იოანე 4:23). როცა იეჰოვა პოულობს ასეთ ადამიანებს, ისევე როგორც შენ გიპოვა, ის იზიდავს მათ თავისკენ და თავისი ძისკენ (იოანე 6:44). ეს მართლაც დიდი პატივია! მაგრამ ჭეშმარიტების მოყვარულებმა ყოველთვის უნდა შეამოწმონ, „რა არის მოსაწონი უფლისთვის“, ვინაიდან სატანა დახელოვნებული მატყუარაა (ეფესოელები 5:10; გამოცხადება 12:9).
2. ახსენი, რას ფიქრობს იეჰოვა მათზე, ვინც ჭეშმარიტ და ცრუ თაყვანისმცემლობას ერთმანეთში ურევს.
2 განვიხილოთ, რა მოხდა სინას მთასთან, როცა ისრაელებმა აარონს ღმერთის გაკეთება სთხოვეს. აარონი დათანხმდა და ჩამოასხა ოქროს ხბო, თუმცა მიანიშნა ხალხს, რომ კერპი იეჰოვას წარმოადგენდა. მან თქვა: „ხვალ იეჰოვას დღესასწაულია!“. სულერთი იყო იეჰოვასთვის ჭეშმარიტი და ცრუ თაყვანისმცემლობის ერთმანეთში არევა? არა. იეჰოვამ დაახლოებით 3 000 კერპთაყვანისმცემელი სიკვდილით დასაჯა (გამოსვლა 32:1—6, 10, 28). რას ვსწავლობთ აქედან? ღვთის სიყვარულში რომ დავრჩეთ, არ უნდა მივეკაროთ უწმინდურს და ჭეშმარიტება განსაკუთრებული ერთგულებით უნდა დავიცვათ გარყვნილებისგან (ესაია 52:11; ეზეკიელი 44:23; გალატელები 5:9).
3, 4. რატომ უნდა გავითვალისწინოთ ბიბლიური პრინციპები დღეს გავრცელებულ წეს-ჩვეულებებსა და დღესასწაულებთან დაკავშირებით?
2 თესალონიკელები 2:7, 10). ზოგიერთი ასეთი დღესასწაულის განხილვისას ყურადღება მიაქციე, როგორ ირეკლავს ისინი ქვეყნიერების სულს. ქვეყნიურ დღესასწაულებს, ძირითადად, ის ახასიათებს, რომ მათი აღნიშვნის დროს ხდება ხორციელი სურვილების დაკმაყოფილება და იმ ცრუ რელიგიური სწავლებებისა და სპირიტიზმის განდიდება, რაც „დიდი ბაბილონისთვის“ არის დამახასიათებელი (გამოცხადება 18:2—4, 23). * აგრეთვე გახსოვდეს, რომ იეჰოვა საკუთარი თვალით ხედავდა იმ საზიზღარ წარმართულ რიტუალებს, რომლებიც საფუძვლად დაედო დღეს გავრცელებულ დღესასწაულებს. უეჭველია, მისთვის დღესაც მიუღებელია ისინი. ამიტომ მისი თვალსაზრისი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს (2 იოანე 6, 7).
3 სამწუხაროდ, მოციქულების სიკვდილის შემდეგ, რომლებიც განდგომილების გავრცელებას უშლიდნენ ხელს, ეგრეთ წოდებულმა ქრისტიანებმა არ შეიყვარეს ჭეშმარიტება და თანდათანობით შეითვისეს წარმართული წეს-ჩვეულებები და დღესასწაულები, რომელთაც შემდგომ ქრისტიანული უწოდეს (4 ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა ვიცით, რომ ზოგი დღესასწაული იეჰოვასთვის მიუღებელია, ამიტომ მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ ყველანაირად მოვერიდოთ მათში მონაწილეობას. განვიხილოთ, რატომ არის ეს დღესასწაულები იეჰოვასთვის მიუღებელი. ეს განგვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, მოვერიდოთ ყველაფერს, რაც ხელს შეგვიშლის, რომ დავრჩეთ ღვთის სიყვარულში.
შობა — მზის თაყვანისმცემლობის სახეცვლილება
5. საიდან ვიცით, რომ იესო 25 დეკემბერს არ დაბადებულა?
5 ბიბლიაში არაფერი წერია იესოს დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ. მისი დაბადების ზუსტი თარიღი ცნობილი არ . თუმცა ვიცით, რომ ის არ დაბადებულა 25 დეკემბერს, შუა ზამთარში. არის * ლუკას სახარებაში ვკითხულობთ, რომ იესოს დაბადების დროს მწყემსები ველად იყვნენ და თავიანთ ფარას დარაჯობდნენ (ლუკა 2:8—11). ამის მოხსენიებას აზრი არ ექნებოდა, თუ ისინი მთელი წლის განმავლობაში ველად იქნებოდნენ. ვინაიდან ბეთლემში ზამთრობით ხშირად წვიმს და თოვს, მწყემსებს ცხვარი ფარეხში ეყოლებოდათ და არა ველად. ამასთანავე, იოსები და მარიამი კეისარ ავგუსტუსის ბრძანებით ბეთლემში გაემგზავრნენ, რათა აღწერილიყვნენ (ლუკა 2:1—7). საეჭვოა, რომ შუა ზამთარში კეისარს რომის მმართველობით უკმაყოფილო ხალხისთვის მშობლიურ ქალაქებში წასვლა ებრძანებინა.
6, 7. ა) საიდან იღებს სათავეს შობის დღესასწაულისთვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებები? ბ) რით განსხვავდება საშობაოდ საჩუქრების გაცემა ჭეშმარიტი ქრისტიანების მიერ საჩუქრების გაცემისგან?
6 შობის დღესასწაული სათავეს იღებს არა ბიბლიიდან, არამედ ძველი წარმართული დღესასწაულებიდან, მათ შორის რომაული სატურნალიიდან, რომელიც მიწათმოქმედების ღვთაებას, სატურნს ეძღვნებოდა. ამასთანავე, „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ წერია, რომ მითრას თაყვანისმცემლები 25 დეკემბერს „უძლეველი მზის დაბადების დღეს“ აღნიშნავდნენ. „შობის დღესასწაული იმ დროიდან იღებს სათავეს, როცა მზის კულტი რომში განსაკუთრებით იყო გავრცელებული“, ანუ ქრისტეს სიკვდილიდან დაახლოებით სამი საუკუნის შემდეგ.
ჭეშმარიტი ქრისტიანები სიყვარულით გასცემენ საჩუქრებს
7 წარმართები დღესასწაულის დროს ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიდნენ და ნადიმებს მართავდნენ; დღესაც იგივე ხდება შობის დღესასწაულზე. მაგრამ უმეტესწილად, ამ დღესასწაულზე საჩუქრების ჩუქება არ ხდებოდა იმ პრინციპის თანახმად, რომელსაც 2 კორინთელების 9:7-ში ვკითხულობთ: „თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“. ჭეშმარიტი ქრისტიანები სიყვარულით გასცემენ საჩუქრებს; ისინი ამას არ აკეთებენ მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში ან გამორჩენის მიზნით (ლუკა 14:12—14; წაიკითხეთ საქმეების 20:35). მათ უხარიათ, რომ თავისუფლები არიან საშობაო ორომტრიალისგან და დიდი ფინანსური ხარჯებისგან, რაც ბევრს მძიმე ტვირთად აწევს წელიწადის ამ დროს (მათე 11:28—30; იოანე 8:32).
8. მიართვეს ასტროლოგებმა იესოს საჩუქრები დაბადების დღის აღსანიშნავად? ახსენი.
8 მაგრამ ვინმემ შეიძლება იკითხოს: განა ასტროლოგებმა იესოს საჩუქრები დაბადების დღეზე არ მიუტანეს?! არა. მათ საჩუქრები იესოს პატივისცემის ნიშნად მიართვეს, რადგან ძველად მიღებული იყო პატივდებული ადამიანისთვის საჩუქრების მირთმევა (1 მეფეები 10:1, 2, 10, 13; მათე 2:2, 11). სინამდვილეში ისინი იესოსთან მისი დაბადების ღამეს არ მისულან. მათ არ უნახავთ ბაგაში მწოლიარე ახალშობილი იესო; ასტროლოგები მასთან თვეების შემდეგ, სახლში მივიდნენ.
რას ამბობს ბიბლია დაბადების დღეებზე?
9. რა მოხდა ბიბლიაში მოხსენიებულ დაბადების დღეებზე?
9 თუმცა ბავშვის დაბადებას დიდი სიხარული მოაქვს, ბიბლიაში არ არის მოხსენიებული, რომ ღვთის რომელიმე მსახური დაბადების დღეს აღნიშნავდა (ფსალმუნი 127:3). გამორჩათ ამის ჩაწერა ბიბლიაში? არა. ბიბლიაში მოხსენიებულია ორი ადამიანის, ეგვიპტის ფარაონისა და ჰეროდე ანტიპას, დაბადების დღის აღნიშვნა (წაიკითხეთ დაბადების 40:20—22 და მარკოზის 6:21—29). მაგრამ ბიბლიაში ორივე შემთხვევა უარყოფითად არის წარმოდგენილი, განსაკუთრებით კი ჰეროდე ანტიპას დაბადების დღე, რომლის დროსაც იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთეს.
10, 11. რა თვალსაზრისი ჰქონდათ ადრინდელ ქრისტიანებს დაბადების დღეებზე? ახსენი.
10 ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“ აღნიშნულია, რომ „ადრინდელი
ქრისტიანები დაბადების დღის აღნიშვნას წარმართულ ჩვეულებად მიიჩნევდნენ“. მაგალითად, ძველ ბერძნებს სჯეროდათ, რომ ყველა ადამიანს თავისი მფარველი სული ჰყავდა, რომელიც მას დაბადებიდან სიკვდილამდე თან სდევდა და მფარველობდა. ამ სულს „იდუმალი კავშირი ჰქონდა ღვთაებასთან, რომლის დაბადების დღესაც ეს ადამიანი იყო დაბადებული“, — ნათქვამია ერთ წიგნში (The Lore of Birthdays). ასტროლოგიასა და ჰოროსკოპთან დაბადების დღის კავშირს დიდი ხნის ისტორია აქვს.11 ძველ დროში მცხოვრები ღვთის მსახურები არ აღნიშნავდნენ დაბადების დღეს. ამის მიზეზი მხოლოდ დაბადების დღის წარმართულ ტრადიციებთან და სპირიტიზმთან კავშირი არ იყო; მათ სხვა მიზეზიც ჰქონდათ. ეს თავმდაბალი მამაკაცები და ქალები თავიანთ დაბადებას იმდენად მნიშვნელოვნად არ მიიჩნევდნენ, რომ ეზეიმათ (მიქა 6:8; ლუკა 9:48). * პირიქით, სიცოცხლისთვის ისინი იეჰოვას მადლობდნენ და განადიდებდნენ * (ფსალმუნი 8:3, 4; 36:9; გამოცხადება 4:11).
12. რა გაგებით არის სიკვდილის დღე დაბადების დღეზე უკეთესი?
12 ერთგული ადამიანები სიკვდილის შემდეგ ღვთის მეხსიერებაში რჩებიან და აღდგომა გარანტირებული აქვთ (იობი 14:14, 15). ეკლესიასტეს 7:1-ში ვკითხულობთ: „კარგი სახელი სჯობია კარგ ზეთს, სიკვდილის დღე — დაბადების დღეს“. „კარგ სახელს“ ჩვენ ღვთისადმი ერთგული მსახურებით ვიძენთ. აღსანიშნავია, რომ ერთადერთი დღე, რომლის აღნიშვნაც ქრისტიანებს ევალებათ, დაბადების დღე კი არა, სიკვდილის დღეა — იესო ქრისტეს სიკვდილის დღე, რომლის აღმატებულმა სახელმაც ხსნა მოგვიტანა (ებრაელები 1:3, 4; ლუკა 22:17—20).
აღდგომა — ნაყოფიერების ქალღმერთის შენიღბული თაყვანისმცემლობა
13, 14. საიდან იღებს სათავეს აღდგომის წეს-ჩვეულებები?
13 დღესასწაული, რომელიც ქრისტეს აღდგომის სახელითაა ცნობილი, სინამდვილეში ცრუ რელიგიიდან იღებს სათავეს. როგორ გახდა კვერცხი აღდგომის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი? როგორც ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ წერია, კვერცხი „ახალი სიცოცხლისა და ხელახლა დაბადების სიმბოლოდაა ცნობილი“. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ქრისტეს აღდგომის დღესასწაული ნაყოფიერების კულტთანაა დაკავშირებული. *
14 ნუთუ თვალს ხუჭავს იეჰოვა, იმაზე რომ ამ საზიზღარი რიტუალებით იხსენებენ მისი ძის აღდგომას? არავითარ შემთხვევაში! (2 კორინთელები 6:17, 18). ბიბლია არც მოგვიწოდებს და არც იწონებს იესოს მკვდრეთით აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ დღესასწაულის დროს იმ რიტუალების შესრულებაზე, რომლებიც ნაყოფიერების ქალღმერთის თაყვანისმცემლობას უკავშირდება.
წმინდა დღესასწაულია ჰელოუინი?
15. საიდან იღებს სათავეს ჰელოუინის დღესასწაული და რით არის აღსანიშნავი მისი თარიღი?
15 ჰელოუინი, ყველა წმინდის წინა დღე, ცნობილია ჯადოქრობით, მოჩვენებებით და უცნაური დეკორაციებით. ის შემოიღეს ძველ დროში ბრიტანეთსა და ირლანდიაში მცხოვრებმა კელტებმა. პირველი ნოემბრისთვის, სავსე მთვარობისას, კელტები დღესასწაულობდნენ სამჰეინს, რაც „ზაფხულის დასასრულს“ ნიშნავს. მათ სწამდათ, რომ სამჰეინის დღესასწაულზე მატერიალურ და სულიერ სამყაროს შორის ბარიერი იხსნებოდა და როგორც კეთილი, ისე ბოროტი სულები დედამიწაზე დაეხეტებოდნენ. ფიქრობდნენ,
რომ მიცვალებულთა სულები თავიანთ სახლებს უბრუნდებოდნენ, ამიტომაც ოჯახის წევრები მათ გულის მოსალბობად საჭმელ-სასმელს უმზადებდნენ. ასე რომ, დღეს, როდესაც ბავშვები მოჩვენებებივით და ჯადოქრებივით იმოსებიან, კარდაკარ დადიან და გამასპინძლებას ითხოვენ ან წინააღმდეგ შემთხვევაში მასპინძელს ზიანის მიყენებით ემუქრებიან, ისინი უნებურად სამჰეინის ძველ რიტუალებს უკვდავყოფენ.იეჰოვას თვალში შეუბღალავი ქორწილი
16, 17. ა) რატომ უნდა გამოიკვლიოს წყვილმა ბიბლიური პრინციპების დახმარებით ადგილობრივი წეს-ჩვეულებები? ბ) რის გათვალისწინება მართებთ ქრისტიანებს, როცა საქმე ეხება ქორწილში ბრინჯისა და მსგავსი რამის გამოყენებას?
16 მალე „ნეფისა და პატარძლის ხმა აღარასოდეს გაისმება“ დიდ ბაბილონში (გამოცხადება 18:23). ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ დიდ ბაბილონს სპირიტიზმთან დაკავშირებული არაერთი ჩვეულება აქვს, რომლებიც ქორწინებას ქორწილის დღიდანვე ბღალავს (მარკოზი 10:6—9).
17 სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა წეს-ჩვეულება არსებობს. ზოგი ჩვეულება, რომლებიც ერთი შეხედვით უწყინარი ჩანს, შეიძლება მომდინარეობდეს ბაბილონური რიტუალებიდან, რომელთაც თითქოსდა „იღბალი“ მოაქვს ახალდაქორწინებულებისა და მათი სტუმრებისთვის (ესაია 65:11). ერთ-ერთი ასეთი ჩვეულების დროს ნეფე-პატარძალს აყრიან ბრინჯს ან მსგავს რამეს. შესაძლოა ეს ჩვეულება დაკავშირებულია რწმენასთან, რომლის თანახმადაც საჭმელი გულს ულბობდა ბოროტ სულებს, რომ ნეფე-პატარძლისთვის ზიანი არ მიეყენებინათ. გარდა ამისა, დიდი ხანია ადამიანები ბრინჯს მისტიკურ ძალას ანიჭებენ და მიაჩნიათ, რომ მას ნაყოფიერების, ბედნიერებისა და დღეგრძელობის მოტანა შეუძლია. ცხადია, ქრისტიანი, რომელსაც ღვთის სიყვარულში დარჩენა სურს, თავს შორს დაიჭერს მსგავსი ჩვეულებებისგან (წაიკითხეთ 2 კორინთელების 6:14—18).
18. რომელი ბიბლიური პრინციპები უნდა გაითვალისწინონ ნეფე-პატარძალმა და სტუმრებმა?
18 იეჰოვას მსახურები ასევე არ ჰბაძავენ ქვეყნიერებას — თავიანთი იგავები 26:18, 19; ლუკა 6:31; 10:27). ისინი ცდილობენ, მოკრძალება გამოავლინონ და ზღაპრულ ქორწილებს არ იხდიან, რათა ქონებით არ იტრაბახონ (1 იოანე 2:16). თუ ქორწილის გადახდას აპირებ, არ დაგავიწყდეს, რომ იეჰოვას სურს, ეს განსაკუთრებული დღე შენთვის ყოველთვის სასიამოვნოდ გასახსენებელი იყოს და არა პირიქით. *
საქციელით არ ბღალავენ ქორწილს და არ აბრკოლებენ ვინმეს. მაგალითად, ისინი ერიდებიან ქორწილში სარკასტულ ლაპარაკს, მინიშნებებს სექსზე, უხამს და უხეშ ხუმრობებს ან ისეთ შენიშვნებს, რომლებიც ნეფე-პატარძალს და სტუმრებს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა (რელიგიური რიტუალის ნაწილია სადღეგრძელოები?
19, 20. რა არის ნათქვამი ერთ ნაშრომში სადღეგრძელოების წარმოშობაზე და რატომ არის ეს ჩვეულება ქრისტიანებისთვის მიუღებელი?
19 ქორწილებსა თუ სხვა წვეულებებზე სადღეგრძელოების წარმოთქმა გავრცელებული ჩვეულებაა. ერთ წიგნში ნათქვამია: „სადღეგრძელოს წარმოთქმა, როგორც ჩანს, იმ ძველი რელიგიური რიტუალის გადმონაშთია, რომლის თანახმადაც წმინდა სითხეს ღვთაებებს უღვრიდნენ . . . რათა შესრულებოდათ სხვისი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის წარმოთქმული სათხოვარი“ (International Handbook on Alcohol and Culture, 1995).
20 დღეს ბევრი სადღეგრძელოების წარმოთქმას რელიგიას ან ცრურწმენას არ უკავშირებს. და მაინც, ზეცისკენ ღვინით სავსე ჭიქის აწევა შეიძლება მივიჩნიოთ „ზეცისთვის“ ანუ ზებუნებრივი ძალისთვის კურთხევის თხოვნად, რაც ეწინააღმდეგება ბიბლიას (იოანე 14:6; 16:23). *
„იეჰოვას მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება“
21. რომელ არარელიგიურ დღესასწაულებში მონაწილეობას ერიდებიან ქრისტიანები, და რატომ?
21 დიდი ბაბილონი იწონებს ან იწყნარებს დღევანდელი ქვეყნიერებისთვის ფსალმუნი 1:1, 2; 97:10). ბევრად უკეთესი იქნებოდა, მათ ფსალმუნმომღერლისთვის მიებაძათ, რომელიც ლოცულობდა: „თვალი ამარიდებინე არარაობას“ (ფსალმუნი 119:37).
დამახასიათებელ ზნედაცემულობას, რაც იმ კარნავალებსა და ზეიმებში აისახება, რომლებსაც ზოგი ქვეყანა ყოველწლიურად აფინანსებს. ამ ზეიმებისთვის დამახასიათებელია ვულგარული ცეკვები და ჰომოსექსუალური თუ ლესბოსური ცხოვრების წესის განდიდება. იქნებოდა მისაღები „იეჰოვას მოყვარულთათვის“ ასეთ ზეიმებში მონაწილეობა ან მათი ყურება? ცხადყოფდა ეს, რომ მათ ნამდვილად სძულთ ბოროტება? (22. რა შემთხვევაში წყვეტს ქრისტიანი პირადად, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ამა თუ იმ დღესასწაულში?
22 ქრისტიანებისთვის მიუღებელი დღესასწაულების დროს ქრისტიანი უნდა მოერიდოს ისეთი შთაბეჭდილების დატოვებას, რომ მონაწილეობს ამ დღესასწაულში. პავლემ დაწერა: „ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“ (1 კორინთელები 10:31; იხილეთ ჩარჩო „ გონივრული გადაწყვეტილების მიღება“.). თუ წეს-ჩვეულება ან დღესასწაული არ უკავშირდება ცრუ რელიგიას ან პოლიტიკას, არ არის პატრიოტული სულით გამსჭვალული და ბიბლიურ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება, ქრისტიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას. ამავე დროს, მან უნდა გაითვალისწინოს სხვების აზრიც, რომ ისინი არ დააბრკოლოს.
განადიდე ღმერთი სიტყვითა და საქმით
23, 24. როგორ შეგვიძლია საუკეთესოდ დავამოწმოთ იეჰოვას სამართლიანი ნორმების შესახებ?
23 ბევრი ადამიანი დღესასწაულებს ძირითადად ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან შეკრების შესაძლებლობად მიიჩნევს. ამიტომ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბიბლიის პოზიცია მკაცრი და მეტისმეტად შემზღუდავია, ჩვენ შეგვიძლია ტაქტიანად ავუხსნათ, რომ იეჰოვას მოწმეები აფასებენ ოჯახის წევრებთან და იგავები 11:25; ეკლესიასტე 3:12, 13; 2 კორინთელები 9:7). ახლობლებთან შეკრება წელიწადის სხვადასხვა დროს შეგვიძლია. თუმცა ღვთისა და მისი სამართლიანი ნორმების სიყვარული გვიბიძგებს, ასეთი სასიამოვნო შეკრებები ღვთისთვის მიუღებელი წეს-ჩვეულებებით არ შევბღალოთ (იხილეთ ჩარჩო „ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას უდიდესი სიხარული მოაქვს“.).
მეგობრებთან შეკრებას (24 ზოგმა იეჰოვას მოწმემ გამოიყენა წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ * მე-16 თავში მოცემული ინფორმაცია, რათა თავიანთი პოზიცია აეხსნათ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გულწრფელად აინტერესებდათ ეს საკითხი. ამან კარგი შედეგები გამოიღო. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიზანი გულების შეძენაა და არა კამათში გამარჯვება! ამიტომ გამოავლინე პატივისცემა და რბილი ხასიათი, და შენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი, „მარილით შეზავებული“ იყოს (კოლოსელები 4:6).
25, 26. როგორ შეუძლიათ მშობლებს იეჰოვასადმი რწმენა და სიყვარული განუმტკიცონ თავიანთ შვილებს?
25 იეჰოვას მსახურები კარგად ვართ განსწავლულები. ჩვენ გვესმის, რაზე არის დაფუძნებული ჩვენი რწმენა და რატომ არის ზოგი მოქმედება ჩვენთვის მისაღები ან მიუღებელი (ებრაელები 5:14). ასე რომ, მშობლებო, ასწავლეთ შვილებს ბიბლიური პრინციპების გამოყენება. ამით განუმტკიცებთ რწმენას, დაეხმარებით, რომ ბიბლიის მეშვეობით დაიცვან ის, და დაარწმუნებთ იეჰოვას სიყვარულში (ესაია 48:17, 18; 1 პეტრე 3:15).
26 ყველა, ვინც ღმერთს თაყვანს სცემს „სულითა და ჭეშმარიტებით“, ერიდება არაბიბლიური დღესასწაულების აღნიშვნას და ცდილობს, ცხოვრების ყველა სფეროში პატიოსნად მოიქცეს (იოანე 4:23). თუმცა ბევრის აზრით, დღეს პატიოსნება არავის არაფერში ადგება. მომდევნო თავიდან გავიგებთ, რომ ღვთის ნების თანახმად ცხოვრებას ყოველთვის საუკეთესო შედეგები მოაქვს.
^ აბზ. 3 იხილეთ ჩარჩო „ მივიღო თუ არა მონაწილეობა დღესასწაულში?“. ზოგიერთი დღესასწაულის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელი“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
^ აბზ. 5 ბიბლიური ქრონოლოგიიდან და ისტორიული წყაროებიდან ჩანს, რომ იესო სავარაუდოდ დაიბადა ძვ. წ. 2 წელს, ებრაული კალენდრის მიხედვით ეთანის თვეში, რომელიც შეესაბამება სექტემბერ/ოქტომბრის თვეებს. იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“ [ინგლ.], ტომი II, გვერდები 56, 57; ქართულად იხილეთ ონლაინ ბიბლიოთეკაში (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).
^ აბზ. 11 იხილეთ ჩარჩო „დღესასწაულები და სატანიზმი“.
^ აბზ. 11 მოსეს კანონის თანახმად, ქალს მშობიარობის შემდეგ ცოდვის შესაწირავი უნდა მიეტანა ღვთისთვის (ლევიანები 12:1—8). ეს ისრაელებს შეახსენებდა იმ არასასიამოვნო ფაქტს, რომ შვილებს ცოდვას გადასცემდნენ. ეს მოთხოვნა ეხმარებოდა მათ, რომ ბავშვის დაბადებაზე გაწონასწორებული თვალსაზრისი ჰქონოდათ და არ გადმოეღოთ დაბადების დღესთან დაკავშირებული წარმართული წეს-ჩვეულებები (ფსალმუნი 51:5).
^ აბზ. 13 აღდგომა აგრეთვე დაკავშირებულია ფინიკიელთა ნაყოფიერების ქალღმერთის, ასტარტეს, კულტთან, რომლის ერთ-ერთ სიმბოლოდ კვერცხი ითვლებოდა. ქალღმერთი ასტარტე ხშირად გამოსახული იყო ქალის სახით, რომელსაც სასქესო ორგანოები გადიდებული ჰქონდა ან ხელში კვერცხი ეჭირა.
^ აბზ. 18 სტატიები ქორწილებსა და მეგობრულ შეხვედრებზე იხილეთ 2006 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 18—31.
^ აბზ. 24 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.